საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.07.2004
ძალის დაკარგვა 28.04.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №380
სარეგისტრაციო კოდი 140030000.11.118.006570
გამოქვეყნების წყარო სსმ, 71, 14/07/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"T_G_ Dumbadze";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:14.3pt; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:12.0pt; font-size:12.0pt; font-family:"T_G_ Dumbadze","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:38.1pt 49.35pt 38.1pt 49.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.11.118.006.570
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №380
2004 წლის 13 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №263 ბრძანებულების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს” თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2002 წლის 1 ნოემბრის №543 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. ბრძანება დაიგზავნოს დანიშნულებისამებრ.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გ. გეწაძე
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო (შემდგომში – საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას, ახორციელებს ავტომოტოტრანსპორტის რეგისტრაციას, მართვის უფლების მინიჭების თაობაზე მოწმობების გაცემას და სანებართვო საქმიანობას, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, გარემოსა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს, სახელმწიფოებრივი იძულების ღონისძიებებს.
მუხლი 2🔗
საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ,,პოლიციის შესახებ” და ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, ეს დებულება და სხვა სახის სამართლებრივი აქტები.
მუხლი 3🔗
საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ოპერატიულ და სხვა დანაყოფებთან, სამთავრობო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და მოქალაქეებთან, აგრეთვე უცხო ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.
მუხლი 4🔗
1. საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საქვეყნოობის პრინციპებს.
2. საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს უფლება არა აქვს გაამჟავნოს საიდუმლო ინფორმაცია.
თავი II
საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ამოცანები და საქმიანობის საგანი
მუხლი 5🔗
საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ამოცანებია:
ა) საგზაო მოძრაობის მოწესრიგება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული წესების, სტანდარტების, ტექნიკური ნორმებისა და სხვა ნორმატიული აქტების შემუშავება, აგრეთვე მათ შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი;
ბ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა აღკვეთა-აცილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
გ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა და მათში დაშავებულ პირთა, საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევთა, საგზაო მოძრაობისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის დანაშაულთა, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობისა და მისი უზრუნველყოფის საქმიანობის ამსახველი სხვა მაჩვენებლების სახელმწიფოებრივი აღრიცხვის ღონისძიებებში მონაწილეობა;
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური დათვალიერების ორგანიზება;
ე) ქ. თბილისის, რაიონული, საქალაქო და ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
ვ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების განხორციელება;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.
მუხლი 6🔗
საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საქმიანობის საგანია:
ა) საგზაო მოძრაობის მოწესრიგების მიზნით სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება;
ბ) გზებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის ორგანიზება ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი საფუძვლითა და წესით;
გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და დანაშაულის აღკვეთის მიზნით რაიონული, საქალაქო და ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის ძალებისა და საშუალებების განაწილება და დანიშნულებისამებრ გამოყენება;
დ) სატრანსპორტო საშუალებების, მისაბმელისა და ნომრიანი აგრეგატების რეგისტრაციაში გატარება და ამ მონაცემების კომპიუტერული დამუშავება; ქ. თბილისის, რაიონული და საქალაქო საპატრულო პოლიციების სარეგისტრაციო საქმიანობის ორგანიზება და მათთვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა;
ე) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობების გაცემა და ამ სფეროში ქ. თბილისის, რაიონული და საქალაქო საპატრულო პოლიციის საქმიანობის ორგანიზება და მათთვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა;
ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერებისათვის აუცილებელი დიაგნოსტიკური ცენტრების საქმიანობის ნებართვის გაცემა;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა.
თავი III
საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სტრუქტურა
მუხლი 7🔗
1. საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) აპარატი;
ბ) ავტომოტოტრანსპორტის ტექნიკური ზედამხედველობისა და სარეგისტრაციო-საგამოცდო განყოფილება;
გ) სამეურნეო-ტექნიკური მომსახურების ჯგუფი.
2. საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო ახორციელებს კოორდინაციასა და კონტროლს:
ა) ქალაქების საპატრულო პოლიციის ქვეგანყოფილებებზე;
ბ) რაიონების (ქალაქების) საპატრულო პოლიციის ჯგუფებზე;
გ) ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის განყოფილებებზე.
3. ქალაქების საპატრულო პოლიციის ქვეგანყოფილებები, რაიონების (ქალაქების) საპატრულო პოლიციის ჯგუფების და ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის განყოფილებების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
თავი IV
საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები
მუხლი 8🔗
აპარატი:
ა) ახორციელებს საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ქ. თბილისის საპატრულო პოლიციისა და დაქვემდებარებაში მყოფი რაიონების, ქალაქებისა და ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის ზედამხედველობას, კოორდინაციასა და კონტროლს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტების, ასევე საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების გაცნობას მოსამსახურეებისათვის და მათ შესრულებაზე კონტროლს;
ბ) შეიმუშავებს საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საქმიანობის გეგმებს და წარუდგენს საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს დასამტკიცებლად;
გ) ახორციელებს ქ. თბილისის, რაიონული, საქალაქო და ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის საქმიანობის შემოწმებას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების გაცნობისა და შეფასების მიზნით;
დ) აწარმოებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა და მათში დაშავებულ პირთა, საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევთა, საგზაო მოძრაობისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის დანაშაულთა, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობისა და მისი უზრუნველყოფის საქმიანობის ამსახველი სხვა მაჩვენებლების აღრიცხვას, ანალიზსა და შესაბამისი სამსახურებისათვის მიწოდებას;
ე) ორგანიზებას უწევს ოპერატიული თათბირების ჩატარებას;
ვ) უზრუნველყოფს საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში შემოსული დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და საზოგადოებრივად საშიში სხვა ქმედების, ასევე საგანგებო შემთხვევების, გზების მდგომარეობის, ამინდის პირობების ამსახველი და სხვა სახის ინფორმაციის მიღებას, რეგისტრაციას, დამუშავებას და მათ დროულ გაცნობას შესაბამისი სამსახურებისა და უწყებებისათვის;
ზ) აწარმოებს საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოზე გაპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების აღრიცხვას, შენახვასა და გაცემას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) უზრუნველყოფს საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას, დამუშავებას და დანიშნულებისამებრ დაგზავნას, საიდუმლო საქმისწარმოებას, საიდუმლოების რეჟიმისა დაცვას;
ი) საავტომობილო გზებსა და ქუჩებში, საგზაო ნაგებობებზე, რკინიგზების გადასასვლელებზე ნებისმიერი სამუშაოების შესრულებისას ახორციელებს ზედამხედველობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვაზე;
კ) მონაწილეობს ავტომაგისტრალური სისტემებისა და საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკურ საშუალებათა პროექტების შემუშავებასა და საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის პროგრესული მეთოდების დანერგვაში;
ლ) მონაწილეობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ სამთავრობო და საუწყებო კომისიების მუშაობაში;
მ) ითანხმებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის, არაგაბარიტული, დიდწონიანი და საშიში ტვირთების გადასატან მარშრუტებს;
ნ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას უფლებამოსილ თანამდებობის პირთა მიერ და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას;
ო) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციული კანონმდებლობისა და მასთან დაკავშირებულ საქმეთა წარმოების სრულყოფისათვის.
მუხლი 9🔗
ავტომოტოტრანსპორტის ტექნიკური ზედამხედველობისა და სარეგისტრაციო-საგამოცდო განყოფილება:
ა) ორგანიზებას უწევს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური დათვალიერების ჩატარებას, გასცემს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერებისათვის აუცილებელი დიაგნოსტიკური ცენტრების საქმიანობის ნებართვას და აკონტროლებს სანებართვო პირობების შესრულებას;
ბ) შეიმუშავებს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა და მათი მისაბმელების სავალდებულო პერიოდული სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერების ჩატარების წესებს და დიაგნოსტიკურ ცენტრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობის შესამოწმებელი პარამეტრების ნუსხას;
გ) დაინტერესებულ უწყებებთან ერთად შეიმუშავებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ავტომოტოტრანსპორტის მავნე ზეგავლენისაგან გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად გამიზნულ წესებს, ნორმატივებსა და სტანდარტებს;
დ) ქ. თბილისის, რაიონული და საქალაქო საპატრულო პოლიციის მიერ ტექნიკური დათვალიერების მდგომარეობაზე წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე ახორციელებს ქვეყანაში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას, მათი რაოდენობის და სხვა სარეგისტრაციო მონაცემების დაზუსტებას, ადგენს ავტოპარკის რეალურ მდგომარეობას;
ე) ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით მექანიკური ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის სამსახურების ფუნქციონირებას, შეიმუშავებს მათი საქმიანობის მარეგლამენტებელ წესებს;
ვ) კონტროლს უწევს ქვეყნის ავტომაგისტრალების სასაზღვრო საგუშაგოებზე ქვეყნიდან გასულ და ქვეყანაში შემოსულ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის საკითხებს;
ზ) ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციასა და გადაფორმებას, უზრუნველყოფს ახლად დამზადებული, თვითნაკეთი ან შეცვლილი შეთანაწყობით, ან სხვა აგრეგატებითა და კვანძებით აწყობილი, დამატებითი მოწყობილობებით ახლად აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას მისი მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე;
თ) პრაქტიკული დახმარების აღმოჩენის მიზნით წელიწადში ერთხელ ახორციელებს ქ. თბილისის, რაიონული და საქალაქო საპატრულო პოლიციის მიერ გაწეული სარეგისტრაციო საქმიანობის ამსახველი პირველადი მასალების დოკუმენტურ შემოწმებას;
ი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებაზე საკვალიფიკაციო გამოცდების მიღებას, მძღოლის მოწმობის გაცემას (როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო), შეცვლას და დაკარგულის აღდგენას, დამოუკიდებლად მომზადებულ პირთათვის “A” და “B” კატეგორიის სატრანპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებას.
მუხლი 10🔗
სამეურნეო-ტექნიკური მომსახურების ჯგუფი:
ა) უზრუნველყოფს საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მატერიალურ მომარაგებასა და ტექნიკურ აღჭურვილობას;
ბ) ახორციელებს კონტროლს მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვასა და მიზნობრივ ხარჯვაზე, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებათა საექსპლუატაციო მდგომარეობაზე. ატარებს მატერიალურ ფასეულობათა ყოველწლიურ ინვენტარიზაციას.
თავი V
ქ. თბილისის, რაიონული და საქალაქო საპატრულო პოლიციის სტრუქტურა
მუხლი 11🔗
1. ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) აპარატი;
ბ) ავტომოტრანსპორტის ტექნიკური ზედამხედველობისა და სარეგისტრაციო-საგამოცდო განყოფილება;
გ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე გამსვლელი განყოფილება;
დ) სამეურნეო-ტექნიკური მომსახურების ჯგუფი;
ე) გაცილებისა და ესკორტირების ასეული;
ვ) საპატრულო პოლიციის ოცეულები.
2. იმ რაიონებსა და ქალაქებში, სადაც შექმნილია საპატრულო პოლიციის ქვეგანყოფილებები, უფლება აქვთ განახორციელონ ავტომოტრანსპორტის ტექნიკური ზედამხედველობის, სარეგისტრაციო-საგამოცდო და სანებართვო საქმიანობა.
3. იმ რაიონებსა და ქალაქებში, სადაც შექმნილია საპატრულო პოლიციის ჯგუფები, უფლება აქვთ განახორციელონ მხოლოდ ავტომოტრანსპორტის ტექნიკური ზედამხედველობისა და სანებართვო საქმიანობა.
თავი VI
ქ. თბილისის, რაიონული, საქალაქო და ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის ფუნქციები
მუხლი 12🔗
1. ქ. თბილისის, რაიონული და საქალაქო საპატრულო პოლიციის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება:
ა) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში:
ა.ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო საქმიანობა და მართვის უფლების მინიჭება;
ა.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური დათვალიერების უზრუნველყოფა;
ა.გ) სამართალდარღვევათა აღკვეთა-აცილება, ცხელ კვალზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა ადგილიდან მიმალული მძღოლების, გატაცებული ან მოპარული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ძებნისა და დადგენის მიზნით განსახორციელებელ, მათ შორის, ავტოტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალებების გამოყენების ღონისძიებებში მონაწილეობა;
ა.დ) საგზაო მოძრაობის მოწესრიგების მიზნით სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა განხორციელება;
ა.ე) გზებზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის შეზღუდვა ან შეწყვეტა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ა.ვ) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერება და შეწყვეტა (გაუქმება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) გარემოს დაცვის სფეროში – სამართალდარღვევათა და დანაშაულის აღკვეთა-აცილება;
გ) არასრულწლოვანთა შორის სამართალდარღვევათა და დანაშაულის აღკვეთა-აცილება;
დ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში – სანებართვო საქმიანობა, სამართალდარღვევათა და დანაშაულის აღკვეთა-აცილება;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა;
ვ) საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვა მნიშვნელოვანი პირების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის განხორციელება.
2. ქ. თბილისის, რაიონულ და საქალაქო საპატრულო პოლიციას უფლება აქვს:
ა) ზედამხედველობა გაუწიოს საგზაო მოძრაობის წესების, ნორმატივებისა და სტანდარტების დაცვას;
ბ) აღკვეთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღსაკვეთად, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, განახორციელოს ადმინისტრაციული დაკავება, პირად გასინჯვა, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა;
გ) სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმის მისაჩნევად, რომ იგი იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში, ნარკოტიკული ან ფსიქოტოქსიკური საშუალების ზემოქმედების ქვეშ და შეამოწმოს სიმთვრალის დასადგენად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) აკრძალოს სატრანსპორტო საშუალების გამოყენება, თუ მათი კონსტრუქცია და ტექნიკური მდგომარეობა არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;
ე) სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში გააჩეროს და დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალებები, შეამოწმოს მძღოლის მართვის მოწმობა და სხვა საჭირო დოკუმენტები;
ვ) დანაშაულის ფაქტზე სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებით და წესით ჩაატაროს ჩხრეკა, ამოღება და შემთხვევის ადგილის დათვალიერება;
ზ) ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ხე-ტყისა და პირველადი გადამუშავების პროდუქტების ტრანსპორტირების წესის დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს შესაბამის სამსახურებს, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდაღღვევის ოქმი;
თ) სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომელსაც არა აქვს მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობა.
3. ქ. თბილისის, რაიონული და საქალაქო საპატრულო პოლიცია ვალდებულია:
ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლებსა და მგზავრებს აღმოუჩინოს სათანადო დახმარება, უზრუნველყოს შემთხვევის ადგილის დაცვა;
ბ) ავტომაგისტრალებზე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნისას, ავარიის, კატასტროფის, ხანძრის, სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო შემთხვევების დროს შეატყობინოს შესაბამის სამსახურებს მომხდარის შესახებ და კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს გადაუდებელი ზომები ადამიანთა დასახმარებლად და უმეთვალყურეოდ დარჩენილი ქონების დასაცავად.
მუხლი 13🔗
1. ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიცია თავის საქმიანობას ახორციელებს მე-12 მუხლით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად.
2. ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის კომპეტენციაში არ შედის ავტომოტოტრანსპორტის ტექნიკური ზედამხედველობის, სარეგისტრაციო-საგამოცდო და სანებართვო საქმიანობა.
თავი VII
საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა
მუხლი 14🔗
1. საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი და მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
2. საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლებას;
გ) უზრუნველყოფს საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს შეთანხმებულ და კოორდინირებულ მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სხვა სამსახურებთან;
დ) ამზადებს წინადადებებს შს სამინისტროს საბჭოზე და ოპერატიულ თათბირზე განსახილვისათვის;
ე) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული დანაყოფების სამუშაო გეგმებს;
ვ) საკუთარი კომპტენეციის ფარგლებში თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს.
3. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ხელმძღვანელობს განსაზღვრულ სამსახურებს, ასრულებს უფროსის ცალკეულ დავალებებს, ხოლო უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობებს.
თავი VIII
დასკვნითი დებულებები
მუხლი 15🔗
1. საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს შს მინისტრის ბრძანების საფუძველზე.