⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.06.2003)
გაუქმებულია:

საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავებისა და საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმებში საქონლის მოქცევისათვის ლიცენზიის ფორმისა და გაცემის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.10.1999
ძალის დაკარგვა 26.06.2003
გამომცემი ორგანო საბაჟო დეპარტამენტი
ნომერი №209
სარეგისტრაციო კოდი 000000360.01(2).003.000913
გამოქვეყნების წყარო სსმ, 24, 21/03/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,325 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.10.1999 მიღება
26.06.2003 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავებისა და საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმებში საქონლის მოქცევისათვის ლიცენზიის ფორმისა და გაცემის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt 63.0pt 44.95pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი         360.012.003.913 საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება №209 1999 წლის 26 ოქტომბერი ქ. თბილისი საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავებისა და საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმებში საქონლის მოქცევისათვის ლიცენზიის ფორმისა და გაცემის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 35-ე და 39-ე მუხლებით, „საბაჟო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“  და „ე“ ქვეპუნქტების და „სალიცენზიო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 36-ე და 37-ე პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველსაყოფად „საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავებისა და საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმებში საქონლის მოქცევისათვის ლიცენზიის ფორმისა და გაცემის დროებითი წესი“ (დანართი 1). 2. დაევალოს საბაჟო ტექნოლოგიების სრულყოფისა და კოდიფიცირების სამმართველოს (პ. გოგეშვილი) უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო კოდექსის 35-ე და 39-ე მუხლებით, „სალიცენზიო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 36-ე და 37-ე პუნქტებით გათვალისწინებული საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავებისა და საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმებში საქონლის მოქცევისათვის საჭირო ლიცენზიების გაცემა თანდართული ფორმისა და წესის შესაბამისად. 3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 2 აპრილის №55 ბრძანება „საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-8, მე-9 და მე-12 თავებით გათვალისწინებული გადამუშავების საბაჟო რეჟიმებში საქონლის მოქცევისათვის ლიცენზიის ფორმისა და გაცემის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“. 4. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს თავმჯდომარის მოადგილეს ე. ჯგერენაიას.                                                                                             თ. მაღლაკელიძე დანართი 1 საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავებისა და საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმებში საქონლის მოქცევისათვის ლიცენზიის ფორმისა და გაცემის დროებითი წესი წინამდებარე წესი განსაზღვრავს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავებისა და საბაჟო კონტროლის ქვეშ გადამუშავების საბაჟო რეჟიმებში საქონლის მოქცევისათვის ლიცენზიის ფორმისა და გაცემის პირობებს. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავება ხორციელდება საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის ლიცენზიით (იხ. დანართი ა). ლიცენზია გაიცემა საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-8 და მე-9 თავებით გათვალისწინებულ საბაჟო რეჟიმებში (საქონლის გადამუშავება საბაჟო ტერიტორიაზე და საქონლის გადამუშავება საბაჟო კონტროლის ქვეშ) საქონლის მოქცევისათვის. ლიცენზია მიეცემა საქართველოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს იმ პირობით, თუ: - შესაძლებელია შემოტანილი საქონლის გადამუშავების პროდუქტების იდენტიფიკაცია, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით; - გადამუშავება იძლევა საქართველოს საწარმოო სიმძლავრეთა გამოყენებისა და გადამუშავების პროდუქტის ექსპორტის საშუალებას; - შესრულებულია საბაჟო კანონმდებლობის დაცვის მოთხოვნები; ლიცენზიის მისაღებად პირი ვალდებულია განცხადებით მიმართოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტს გადამუშავების რომელიმე ზემოთ მითითებულ საბაჟო რეჟიმში ქვეყანაში შემოტანილი საქონლის მოქცევისა და შესაბამისი ლიცენზიის მიღების თხოვნით. განცხადებას თან უნდა დაერთოს: - საქართველოში გადასამუშავებლად განკუთვნილი საქონლის შემოტანის საფუძველი, ხელშეკრულების ან მისი შემცვლელი დოკუმენტის ორიგინალის (ინვოისი, საქონლის ყიდვა-გაყიდვის დამადასტურებელი ან მასზე უფლებამოსილების დროებითი გადაცემის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები) სახით; - სასაქონლო პროდუქციის გატანაზე გაფორმებული ხელშეკრულების დედანი (ასეთი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში); - საბაჟო ტერიტორიაზე გადასამუშავებლად შემოტანილ საქონელზე სატიმპორტო გადასახადის ეკვივალენტური თანხის გადახდის უზრუნველმყოფელი, საქართველოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია; - საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის მიერ დამტკიცებული იურიდიული პირის საქმიანობის ამსახველი ბუღალტრული ბალანსი; - საბაჟო ტერიტორიაზე გადასამუშავებლად შემოტანილი საქონლის გამოსავლიანობის ნორმა; - საწარმოს დაზღვევის პოლისი; - საწარმოს ტერიტორიაზე გადასამუშავებლად შეტანილი და საწარმოს სათავსოში საბაჟო კონტროლის ქვეშ განთავსებული საქონლის ხელშეუხებლობის გარანტია, დღიდან მისი კონტროლზე აყვანისა გადამუშავების პროცესში მის სრულ მოხმარებამდე ან სხვა საბაჟო რეჟიმში მოქცევამდე. ლიცენზია გადამუშავების საბაჟო რეჟიმებში საქონლის მოქცევისათვის გაიცემა არა უმეტეს ექვსი თვის ვადით, გადასამუშავებლად შემოტანილი საქონლის იმ ოდენობაზე, რომლის გადამუშავების შედეგად  მიღებული სასაქონლო პროდუქციის საბაჟო ტერიტორიიდან გატანა უზრუნველყოფილი იქნება გადამუშავების საწარმოო ციკლის სპეციფიკისა და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის ექსპორტირებისათვის საჭირო გონივრული ვადებიდან გამომდინარე, მაგრამ არა უმეტეს ექვსი თვისა. სასაქონლო პროდუქციის გატანაზე ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში ლიცენზია გაიცემა გადასამუშავებლად შემოტანილი საქონლის იმ რაოდენობაზე, რომელიც გაცხადებული იქნება საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად. ამასთან, ლიცენზიის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს დღიდან მისი გაცემისა. საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტს უფლება აქვს გასცეს შედარებით უფრო ხანგრძლივი მოქმედების ლიცენზია, თუ ლიცენზიის მსურველი პირი დაამტკიცებს ასეთი ხანგრძლივობის აუცილებლობას გადამუშავების ტექნოლოგიური ციკლის სპეციფიკისა და სხვა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე. ლიცენზიის მიმღები პირი ვალდებულია: - არ დაუშვას საწარმოს ტერიტრიაზე გადასამუშავებლად შეტანილი და საწარმოს სათავსოში საბაჟო კონტროლის ქვეშ განთავსებულ საქონელთან ერთად სხვა საქონლის დასაწყობება. ამასთან, საწყობში საქონლის შენახვის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს საქონლის საიმედო დაცვას გარეშე ზემოქმედებისაგან და მისი პატიმრები უნდა შეესაბამებოდეს დაწესებულ სტანდარტებს; - საბაჟო ორგანოს მოთხოვნით, ნებისმიერ დროს უზრუნველყოს საბაჟოს თანამშრომელთათვის საწყობის დათვალიერების, მასში განთავსებული საქონლის რაოდენობისა და სხვა, საბაჟო მიზნებისათვის საჭირო აუცილებელი პროცედურების ჩატარებისათვის სათანადო პირობების შექმნა. ლიცენზიის გაუქმების, ჩამორთსევისა და შეჩერების წესი განისაზღვრება კანონმდებლობით. ლიცენზიის ვადის გაგრძელებას საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტი არ ახორციელებს, მიუხედავად გადასამუშავებლად განკუთვნილი საქონელის გადამუშავების პროცესში გამოყენების (სრულად ან ნაწილობრივ) ან გამოუყენებლობისა. აღნიშნულ შემთხვევებში ლიცენზიის ვადის გაგრძელების ან ახალი ლიცენზიის მსურველ პირზე შესაძლებელია გაიცეს სხვა ლიცენზია, რომლის მისაღებად პირი ვალდებულია საბაჟო დეპარტამენტში წარმოადგინოს: - საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ თავდაპირველად გაცემული ლიცენზია (შემდგომში – პირველადი ლიცენზია), რომელიც ადასტურებს პირის მიერ გადასამუშავებლად შემოტანილი საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცევას; - ადგილობრივი საბაჟო ორგანოს მიერ ჩატარებული შემოწმების აქტი, რომელიც ადასტურებს პირველად ლიცენზიაში მითითებული საქონლის მიმართ განხორციელებული ოპერაციების ჩატარების (გადამუშავების) ან ჩაუტარებლობის ფაქტს. აქტში მითითებული უნდა იყოს: * საქონლის გადამუშავების შემთხვევაში – გადამუშავების შედეგად მიღებული საქონლის (სასაქონლო პროდუქცია, საწარმოო ნარჩენები), ასევე ტექნოლოგიური პროცესის შედეგად წარმოშობილი საწარმოო დანაკარგის სახეობა და რაოდენობა. ამასთან, საბაჟო უნდა ადასტურებდეს მიღებული საქონლის იდენტიფიკაციას გადასამუშავებელ საქონელთან; * საქონლის გადაუმუშავებლობის შემთხვევაში – გადასამუშავებლად შემოტანილი საქონლის მიმართ ოპერაციების განუხორციელებლობის შესახებ მოკლე ინფორმაცია და გადასამუშავებლად შემოტანილი საქონლის ფაქტობრივი მდგომარეობა მისი რაოდენობისა და ხარისხის ჩვენებით; * საქონლის ნაწილობრივი გადამუშავების შემთხვევაში – ნაწილობრივი გადამუშავების შედეგად მიღებული საქონლის (სასქონლო პროდუქცია, საწარმოო ნარჩენები), ასევე ტექნოლოგიური პროცესის შედეგად წარმოშობილი საწარმოო დანაკარგის სახეობა და რაოდენობა, გადაუმუშავებელი საქონლის ნაშთი (საქონლის ფაქტობრივი მდგომარეობა მისი რაოდენობისა და ხარისხის ჩვენებით). ამასთან, საბაჟო უნდა ადასტურებდეს მიღებული საქონლის იდენტიფიკაციას გადასმუშავებელ საქონელთან; * გადასამუშავებლად შემოტანილი საქონლის, ასევე მისი გადამუშავების შედეგად მიღებული საქონლის საბაჟო გაფორმების (სსდ-ები) დამადასტურებელი სსდ-ების ასლები; * ლიცენზიის გაცემისა და საბაჟო კონტროლისათვის საჭირო სხვა დამატებითი ინფორმაცია. გადამუშავების რომელიმე საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევისა და შესაბამისი ლიცენზიის მიღების შესახებ პირის განცხადებას საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტი იხილავს ათი დღის ვადაში. ლიცენზიის მიღების მსურველი პირი ვალდებულია საბაჟო დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირების მოთხოვნით დეპარტამენტში წარადგინოს წინამდებარე წესებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. საბაჟო დეპარტამენტს უფლება აქვს მოითხოვოს საბაჟო კონტროლისა და ლიცენზიის გაცემისათვის საჭირო სხვა დამატებითი დოკუმენტაცია. ლიცენზიის მიღების მსურველი პირის განცხადების განხილვის ვადა აითვლება ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაციის სრულყოფილი სახით წარდგენის დღიდან. გადამუშავების საბაჟო რეჟიმებში ლიცენზიის გაცემაზე გადაიხდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოსაკრებელი. დანართი ა საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტი ლიცენზია №000/0000 გაიცა _________________________________________________________________________ (ორგანიზაციის დასახელება და რეკვიზიტები) რომელსაც უფლება მიეცა საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოაქციოს: *___________________________________________________________________________________ *___________________________________________________________________________________ *___________________________________________________________________________________ (საქონლის დასახელება) (ხელშეკრულება N ________________________________ თარიღი _____________________) __________________________________________________________________________________ (ორგანიზაციის დასახელება) ვალდებულებას იღებს დაიცვას აღნიშნულ საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის პირობები საქართველოს საბაჟო კოდექსის მე- თავის მოთხოვნებისა და სხვა კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ლიცენზიის მისაღებად გადახდილია 1000 ლარი. სალაროს ქვითარი № მთ. ბუღალტერი _____________________________________________ (ბუღალტრის ხელმოწერა და ბეჭედი) ბ.ა. ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვროს _____ წლის ____________ საბაჟო ტექნოლოგიების სრულყოფისა და კოდიფიცირების სამმართველოს უფროსი ______________________________ (ხელმოწერა) ბ. ა. (დეპარტამენტის ბეჭედი) ლიცენზიის გაცემის თარიღი ________________________________