⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (18.05.2006)
გაუქმებულია:

“კოლხეთის ეროვნული პარკის” დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 23.07.2001
ძალის დაკარგვა 18.05.2006
გამომცემი ორგანო დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის დეპარტამენტი
ნომერი №5ა/12
სარეგისტრაციო კოდი 360160000.12.204.004871
გამოქვეყნების წყარო სსმ, 80, 30/07/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,388 სიტყვა · ~17 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.07.2001 მიღება
18.05.2006 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“კოლხეთის ეროვნული პარკის” დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Times; panose-1:2 2 6 3 5 4 5 2 3 4;} @font-face {font-family:ChveuNusx;} @font-face {font-family:Chveulebrivy;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} h5 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h6 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeading7, li.MsoHeading7, div.MsoHeading7 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:17.85pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:17.85pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-17.85pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:57.75pt; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:1.0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:3.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:28.35pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-28.35pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.cveu-12, li.cveu-12, div.cveu-12 {mso-style-name:cveu-12; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:12.0pt; font-family:ChveuNusx; color:black;} p.programa, li.programa, div.programa {mso-style-name:programa; margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:130%; font-size:12.0pt; font-family:"Chveulebrivy","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 56.7pt 85.05pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.12.204.004.871 საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ბრძანება № 5ა/12 2001 წლის 23 ივლისი ქ. თბილისი “კოლხეთის ეროვნული პარკის” დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს კანონის “კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” (მიღებულია 1998 წლის 9 დეკემბერი) მესამე კარის მეცამეტე თავის, 48-ე მუხლის, მე-3 პუნქტის, „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველსაყოფად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს დებულება “კოლხეთის ეროვნული პარკის შესახებ”. 2. დაევალოს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ბ-ნ ა. მოქაბერიძეს უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია და გამოქვეყნება “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” დადგენილი წესის შესაბამისად. დეპარტამენტის თავმჯდომარე რ. შიშნიაშვილი დებულება კოლხეთის ეროვნული პარკის შესახებ თავი I ზოგადი ნაწილი     მუხლი 1🔗. კოლხეთის ეროვნული პარკი (შემდგომში – ეროვნული პარკი) არის საქართველოს დაცული ტერიტორიების ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის წინაშე.     მუხლი 2🔗. ეროვნული პარკი ასრულებს სახელმწიფოებრივ ამოცანას კოლხეთის ეროვნული პარკის მართვის სფეროში და თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, "აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონით, "დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონით, "კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა მოქმედი კანონმდებლობით, აგრეთვე ამ დებულებით და კოლხეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმით, ხოლო მენეჯმენტის გეგმის დადგენილ წესით დამტკიცებამდე კოლხეთის ეროვნული პარკის დროებითი რეგულირების წესებით.     მუხლი 3🔗. ეროვნული პარკის, როგორც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ორგანიზაციისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით "კოლხეთის ეროვნული პარკის დებულების დამტკიცების თაობაზე".     მუხლი 4🔗. ეროვნულ პარკს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში და სპეცანგარიში ხაზინაში.     მუხლი 5🔗. ეროვნული პარკის დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეროვნულ პარკს უფლება აქვს მიიღოს ტექნიკური დახმარებები, შემოწირულობანი, გრანტები და სხვა არასაბიუჯეტო დაფინანსება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეროვნული პარკი ანგარიშვალდებულია მათ მიზნობრივ გამოყენებაზე.     მუხლი 6🔗. ეროვნულ პარკს აქვს ბეჭედი ეროვნული პარკის დასახელებით ქართულ და ინგლისურ ენებზე და საქართველოს სახელმწიფო ღერბის გამოსახულებით. ეროვნულ პარკს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც რეგისტრირებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ეროვნული პარკის ემბლემა შეიძლება გამოყენებული იყოს სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე. ეროვნული პარკის ემბლემა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ეროვნული პარკისა და დეპარტამენტის ერთობლივი თანხმობის გარეშე. ეროვნული პარკისა და დეპარტამენტის ერთობლივი თანხმობა ეროვნული პარკის ემბლემის გამოყენების უფლებაზე გაფორმებული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შედგენილი შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. დაუშვებელია ეროვნული პარკის ემბლემის გამოყენების უფლება გადაეცეს ისეთ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული უშუალოდ დაცულ ტერიტორიებთან და/ან რაციონალურ ბუნებათსარგებლობასთან.     მუხლი 7🔗. ეროვნული პარკის მართვის უშუალო ორგანოა ეროვნული პარკის ადმინისტრაცია (დირექცია). ეროვნულ პარკს ხელმძღვანელობს დირექტორი. თავი II კოლხეთის ეროვნული პარკის მართვა     მუხლი 8🔗. ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვას ახორციელებს დეპარტამენტი.     მუხლი 9🔗. დეპარტამენტი ითანხმებს ეროვნული პარკის დაფინანსების მოცულობასა და საფინანსო ანგარიშს.     მუხლი 10🔗.   ეროვნული პარკის ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობა ახორციელებს დეპარტამენტი.     მუხლი 11🔗. ეროვნული პარკის მართვაში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად იქმნება სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომლის უფლება-მოვალეობები, მუშაობის წესი და რეგლამენტი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 12🔗. ეროვნული პარკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.     მუხლი 13🔗. ეროვნულ პარკს ხელმძღვანელობს დირექტორი. დირექტორს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.     მუხლი 14🔗.   ეროვნული პარკის მოსამსახურეებს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული პარკის დირექტორი. ეროვნული პარკის მოსამსახურეთა შტატებს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ამტკიცებს ეროვნული პარკის დირექტორი.     მუხლი 15🔗.   ეროვნული პარკის ადმინისტრაციული ცენტრი მდებარეობს ქალაქ ფოთში.     მუხლი 16🔗.   ეროვნული პარკის დირექტორი ანაწილებს თანამშრომელთა შორის ფუნქციებს მენეჯმენტის გეგმის გათვალისწინებით, ამტკიცებს წლიურ სამუშაო გეგმებს (პროგრამებს), მომუშავეთა სამსახურეობრივ ინსტრუქციებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, კომპეტენციის ფარგლებში იწვევს თათბირებს, გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს და კონტროლს უწევს მათი შესრულების თანმიმდევრობას.     მუხლი 17🔗. ეროვნული პარკის დირექტორი პასუხს აგებს ფინანსურ, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მდგომარეობაზე და შრომის დისციპლინაზე.     მუხლი 18🔗. ეროვნული პარკის დირექტორი წარმოადგენს ეროვნულ პარკს. თავი III კოლხეთის ეროვნული პარკის მიზნები და ამოცანები     მუხლი 19🔗. ეროვნული პარკის მიზნები და ამოცანებია: ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, კოლხეთის ბუნებრივი ან სახეცვლილი ჭარბტენიანი ტერიტორიების დავისა და აღდგენის უზრუნველყოფა; ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით - საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა და აღდგენა; მიმდებარე სანაპირო ზოლში ეკოლოგიური წონასწორობის შესანარჩუნებლად 5 საზღვაო მილის სიგანის ზღვის აკვატორიის დაცვა; წლის ობიექტების ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა და მონიტორინგის განხორციელება; ბ) ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, მისი ზონირების შესაბამისი, დაცვის დიფერენცირებული რეჟიმის განხორციელება; გ) ეროვნული პარკის ფარგლებში მდებარე ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვა; დ) რეგულირებული ტურიზმის და ორგანიზებული რეკრეაციის მდგრადი განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა, ტურისტთა მოზიდვა და ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მათი მომსახურების უზრუნველყოფა; ე) ეკოლოგიური მონიტორინგის განხორციელება და საჭიროებისამებრ ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ვ) ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო და ეკოლოგიურ-საინფორმაციო საქმიანობა; ზ) საჭიროებისამებრ, ადამიანის საქმიანობის, ან სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ბუნებრივი ობიექტების და ისტორიულ-კულტურული ძეგლების აღდგენის უზრუნველყოფა; თ) აკადემიური სამეცნიერო კვლევითი მუშაობის ხელშეწყობა, შესაბამისი პირობების შექმნა და შეძლებისდაგვარად წარმართვა; ი) პერსონალის სისტემატური სწავლების და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა. კ) ეროვნული პარკის ფარგლებში არსებული შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობა. ლ) სატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკური მოწყობილობების, ინვენტარისა და სხვა შეძენისა და ექსპლუატაციის საკითხების მოწესრიგება. თავი IV კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორია და მისი ორგანიზება     მუხლი 20🔗.   ეროვნული პარკი მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე და მოიცავს აგრეთვე შავი ზღვის მიმდებარე აკვატორიას. მისი მდებარეობა და ფართობი (ზღვის აკვატორიის ჩათვლით) განსაზღვრულია "კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლით.     მუხლი 21🔗. “კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის” შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში კოლხეთის ეროვნული პარკის მიწების ინვენტარიზაციის (საზღვრების ნატურაში გამიჯვნის) და მათი მიღება-ჩაბარების სამუშაოები, აგრეთვე სამიწათმოწყობო დოკუმენტაციის შექმნა და მომზადება წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 22🔗. “კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის” შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში კოლხეთის ეროვნული პარკის მიწების ინვენტარიზაციის (საზღვრების ნატურაში გამიჯვნის) და მათი მიღება-ჩაბარების სამუშაოებს, აგრეთვე სამიწათმოწყობო დოკუმენტაციის შექმნასა და მომზადებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევენ დეპარტამენტი და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი.     მუხლი 23🔗. ეროვნული პარკის ტერიტორია, "კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, ტერიტორიულ-ფუნქციონალურ ზონებად არის დაყოფილი; გამოყოფილია 6 ზონა: ბუნების მკაცრი დაცვის ზონა, ბუნების მართვადი დაცვის ზონა, აღდგენის ზონა, ვიზიტორთა ზონა, ისტორიულ-კულტურული ზონა, ადმინისტრაციის ზონა.     მუხლი 24🔗.   კოლხეთის ეროვნული პარკის ზონების ფართობი და მათ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები განისაზღვრება "კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11–18 მუხლების შესაბამისად.     მუხლი 25🔗. ზონების საზღვრების დემარკაციისა და მარკირების აუცილებლობის საკითხს ეროვნული პარკის ადმინისტრაცია განსაზღვრავს.     მუხლი 26🔗. ეროვნული პარკის ტერიტორია, მისი დაცვის, მოწესრიგებული ინვენტარიზაციის და მონიტორინგის უზრუნველსაყოფად, დაიყოფა სამცველოებად. თავი V კოლხეთის ეროვნულ პარკში დაშვებული საქმიანობის განვითარების პროგრამები     მუხლი 27🔗.   “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, კოლხეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმით განისაზღვრება კანონით დადგენილი მათი საზღვრების ფარგლებში დაშვებული საქმიანობის განვითარების პროგრამები. ეროვნული პარკისთვის საქმიანობის განვითარების პროგრამები დგება დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამების სახით, რომლებიც წარმოადგენს კოლხეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის ნაწილს, მენეჯმენტის გეგმის დადგენილი წესით დამტკიცებამდე კოლხეთის ეროვნული პარკის დროებითი რეგულირების წესებით. კოლხეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმით (მენეჯმენტის გეგმის დადგენილი წესით დამტკიცებამდე კოლხეთის ეროვნული პარკის დროებითი რეგულირების წესებით) განსაზღვრული დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამების შემუშავება წარმოებს “კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13–18 მუხლებით დადგენილ ტერიტორიულ-ფუნქციონალურ ზონებში დაშვებული საქმიანობის სახეობების მიხედვით. თავი VI კოლხეთის ეროვნული პარკის რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა     მუხლი 28🔗. ეროვნულ პარკში ბუნებრივი რესურსების დაცვა ხორციელდება “გარემოს დაცვის შესახებ” და “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონებითა და “კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე–42-ე მუხლებით დადგენილი წესით. მათ შორის: ა) ეროვნული პარკის დაცვის რეჟიმისა და ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონირების შესაბამისად, ბუნებრივი რესურსების აღდგენისა და მდგომარეობის გაუმჯობესების წესები და სათიბი და საძოვარი სავარგულების დაცვის, თიბვისა და ძოვების წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) წიაღისეული რესურსების დაცვა ხორციელდება ეროვნული პარკის კანონმდებლობით განსაზღვრული რეჟიმის შესაბამისად – “წიაღის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ წიაღისეული რესურსების დაცვის მოთხოვნათა საფუძველზე; “წიაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად იშვიათი (უნიკალური) გეოლოგიური, პალეონტოლოგიური, არქეოლოგიური ობიექტების, მინერალური წარმონაქმნების, მეტეორიტების განლაგების ადგილებს, აგრეთვე წიაღის ისეთ უბნებს, რომელთაც მეცნიერული, ისტორიული, ესთეტიკური ან სხვა კულტურული ღირებულება აქვთ, შეიძლება მიეკუთვნოს დაცული ტერიტორიების შესაბამისი (ბუნების ძეგლის) კატეგორია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) ეროვნულ პარკში ცხოველთა სამყაროს ობიექტების გამოყენება და დაცვა ხორციელდება ეროვნული პარკის კანონმდებლობით განსაზღვრული რეჟიმის შესაბამისად – “ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტების გამოყენებისა და დაცვის მოთხოვნათა საფუძველზე. კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში აკრძალულია ნადირობა, თევზჭერა, წყლის უხერხემლოთა და ზღვის ძუძუმწოვართა მოპოვება, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობა; დ) ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების ფარგლებში საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების სახეობათა გადარჩენის, გენოფონდის რეზერვატის შექმნის ან ვეტერინარული მიზნით გარეული ცხოველების დაჭერა რეგულირდება “ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; ე) ეროვნული პარკის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მიეკუთვნებიან საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიებს – ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვა ხორციელდება მასში გაერთიანებული ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონის შესაბამისი რეჟიმით, საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა გათვალისწინებით; ვ) ეროვნულ პარკში წყლის რესურსების დაცვა ხორციელდება ეროვნული პარკის კანონმდებლობით განსაზღვრული რეჟიმის შესაბამისად – “წყლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ წყლის რესურსების გამოყენებისა და დაცვის მოთხოვნათა საფუძველზე; ზ) ეროვნულ პარკში არსებული წყლის ობიექტების დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში ჩართვა (საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია) ხორციელდება საერთაშორისო შეთანხმებებით და ხელშეკრულებებით დადგენილი ნორმებით. კოლხეთის ეროვნული პარკის საერთაშორისო ქსელში ჩართული წყლის ობიექტების დაცვისა და გამოყენების სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება საერთაშორისო შეთანხმებებით და ხელშეკრულებებით და საქართველოს კანონმდებლობით; თ) ეროვნულ პარკში ატმოსფერული ჰაერის დაცვა ხორციელდება დაცული ტერიტორიებისა და ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ი) ეროვნულ პარკში მცენარეული რესურსების (მათ შორის ტყის) დაცვა ხორციელდება “გარემოს დაცვის შესახებ”, “ტყის კოდექსის შესახებ” და “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონების, “კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 29🔗. ეროვნულ პარკში კოლხეთის ეროვნული პარკის კანონმდებლობით განსაზღვრული რეჟიმისა და ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონირების შესაბამისად, რეკრეაციული რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხები რეგულირდება დაცული ტერიტორიების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით. რეკრეაციული რესურსების დაცვის მიზნით წარმოებს ეროვნულ პარკში ვიზიტორთა დასაშვები ლიმიტის გაანგარიშება, რომლის გაანგარიშების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.     მუხლი 30🔗. ეროვნულ პარკში სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს “გარემოს დაცვის შესახებ”, “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ”, “გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” და “სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ” და “კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონებით დადგენილი მოთხოვნები. კოლხეთის ეროვნული პარკის კანონმდებლობით განსაზღვრული რეჟიმისა და ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონირების შესაბამისად, სამეურნეო საქმიანობის განხორციელების საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 31🔗. ეროვნულ პარკის ტერიტორიაზე კოლხეთის ეროვნული პარკის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 32🔗. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა, მისი გაანგარიშებისა და ანაზღაურების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს დამრღვევს მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.     მუხლი 33🔗. ეროვნული პარკის რეჟიმის დაცვას ახორციელებენ ეროვნული პარკის დაცვის მუშაკები: ეროვნული პარკის დირექტორი, დირექტორის მოადგილე, დაცვის სამსახურის უფროსი, მთავარი/უფროსი მცველები და მცველები.     მუხლი 34🔗. მცველების ფუნქციებია: ეროვნული პარკის რეჟიმის დაცვის უშუალო უზრუნველყოფა (მათ შორის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე სისუფთავის დაცვა) და ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურის (მათ შორის – ვიზიტორთა და კვლევა-მონიტორინგის პროგრამებით გათვალისწინებული) ელემენტების მოვლა-პატრონობა.     მუხლი 35🔗. ეროვნული პარკის დაცვის პროგრამის ინფრასტრუქტურას ძირითადად შეიძლება შეადგენდეს: ა) დემარკირებული და სხვადასხვა ნიშნით/საშუალებით მარკირებული პერიმეტრული საზღვარი; ბ) ეროვნული პარკის შესასვლელებში განლაგებული მცველთა საგუშაგოები; გ) მცველთა თავშესაფრები; დ) ეროვნული პარკში შემავალი გზების საკონტროლო ბარიერები.     მუხლი 36🔗.   ეროვნული პარკის დაცვის მუშაკს უფლება აქვს: ბ) შეუმოწმოს ვიზიტორებს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ყოფნის, გადაადგილების, ბუნებათსარგებლობის და სხვა საქმიანობის უფლების დამადასტურებელი საბუთები; ბ) მოსთხოვოს ვიზიტორებს განმარტება მათ მიერ ეროვნული პარკის რეჟიმის დარღვევის შესახებ და პირადობის დამადასტურებელი საბუთები; გ) შეადგინოს ოქმი ეროვნული პარკის ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევის შესახებ; დ) გადააგზავნოს ადმინისტრაციულ ორგანოებში კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის მიხედვით მასალები ეროვნული პარკის რეჟიმის დარღვევის შესახებ; ე) შეაჩეროს ვიზიტორთა ქმედებანი, რაც ეწინააღმდეგება ეროვნული პარკის რეჟიმს; ვ) შეუმოწმოს და ჩამოართვას ეროვნული პარკის რეჟიმის დამრღვევებს დარღვევის ჩადენის იარაღი, სატრანსპორტო საშუალება და უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსი; ზ) არსებული კანონმდებლობის შესაბამისად დააკავოს ეროვნული პარკის რეჟიმის დამრღვევი, მიიყვანოს ადმინისტრაციულ ორგანოებში, ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში მისი პიროვნების დადგენისა და ოქმის შედგენისათვის; თ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ატაროს ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის გაცემის, ტარების, შენახვის და გამოყენების წესი განისაზღვრება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად; გამოიყენოს ინდივიდუალური დაცვის სხვა, კანონით ნებადართული საშუალებები.     მუხლი 37🔗. ეროვნული პარკის მუშაკებს არსებული ნორმების ფარგლებში გადაეცემათ სპეციალური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, აგრეთვე – მენეჯმენტის გეგმით გათვალისწინებული აღჭურვილობა, მათ შორის – სპეციალური ფორმები, რის დანიშნულებით გამოყენებაზე, შენახვასა და უსაფრთხოებაზე ისინი პერსონალურად აგებენ პასუხს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 38🔗. ადმინისტრაცია ვალდებულია წაუყენოს სარჩელი იურიდიულ და ფიზიკურ პირებს იმ ზიანის ანაზღაურებაზე, რაც მათ მიერ ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დაწესებული რეჟიმის დარღვევას მოჰყვა. თავი VII ტურიზმი და რეკრეაცია კოლხეთის ეროვნულ პარკში     მუხლი 39🔗. ეროვნულ პარკში ტურიზმისა და რეკრეაციის განვითარება გულისხმობს, უწყვეტ აქტიურ საქმიანობას ტურისტთა და რეკრეანტთა ნაკადების მოსაზიდად და რეგულირებული ტურიზმის/რეკრეაციისათვის ისეთი მდგრადი პირობებისა და სისტემის შექმნას, რაც გამორიცხავს ეროვნული პარკის ბუნებრივი ეკოსისტემების, ფლორისა და ფაუნისადმი ზიანის მიყენებას.     მუხლი 40🔗. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ტურიზმი და რეკრეაცია ვითარდება მენეჯმენტის გეგმის ვიზიტორთა პროგრამის შესაბამისად.     მუხლი 41🔗. ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებამდე ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ტურიზმი და რეკრეაცია დაიშვება საქართველოს კანონმდებლობითა და კოლხეთის ეროვნული პარკის დროებითი რეგულირების წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.     მუხლი 42🔗.   ეროვნული პარკის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს საქართველოსა და საერთაშორისო შესაბამის (უპირატესად – ეკოტურისტულ) ორგანიზაციებთან და უწყებებთან მყარი, ეფექტიანი კონტაქტების ჩამოყალიბებას და განვითარებას.     მუხლი 43🔗.   ეროვნული პარკის ვიზიტორთა პროგრამის ინფრასტრუქტურას ძირითადად შეადგენს: ა) ეროვნული პარკის შესასვლელები (დასასვენებელი ადგილებით, საინფორმაციო დაფებით, ჯიხურებით და სხვა); ბ) ტურისტული ბილიკები; გ) ტურისტთა თავშესაფრები; დ) ვიზიტორთა ცენტრები; ე) სათვალთვალო კოშკები. თავი VIII სამეცნიერო კვლევა და მონიტორინგი კოლხეთის ეროვნულ პარკში     მუხლი 44🔗.   ეროვნულ პარკში სამეცნიერო კვლევა და მონიტორინგი მიმდინარეობს მენეჯმენტის გეგმის კვლევა-მონიტორინგის პროგრამის შესაბამისად, რომლის მთავარი მიზანია რეგიონში, განსაკუთრებით კი ეროვნულ პარკში, სათანადო სა­მეც­ნიერო კვლევითი და გარემოს მონიტორინგის სამუშაოების კოორდინირება და ხელშეწყობა, საბაზისო ინფორმაციის მოპოვება ეროვნული პარკის ეფექტიანი მენეჯმენტისა და ბუ­ნებრივი ეკოსისტემების მდგრადი დაცვისათვის.     მუხლი 45🔗.   ეროვნულ პარკში სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები გუ­ლისხ­მობს აკადემიური სამეცნიერო პოტენციალის გამოყენებას, რაც უფრო ფუნდამენტურს ხ­დის ეროვნული პარკის საბაზისო სამეცნიერო მონაცემებს; შესაბამისად, ეროვნულ პარკში სამეცნიერო კვლევა ­ხორცი­ელდება სამეცნიერო ინსტიტუტების და უნივერსიტეტების, წამყვანი მეცნიერ-სპეციალისტების მიერ, რომელთაც ეროვნული პარკის პერ­სო­ნალი დახმარებას აღმოუჩენს.     მუხლი 46🔗. ეროვნული პარკის შესაბამისი პერსონალი ადგენს, თუ რა სახის სამეცნიერო ინფორმაციაა სა­ჭი­რო კოლხეთის ეროვნული პარკის კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების უზრუნველსაყოფად და აფორმებს ხელშეკრულებებს სათანადო დაწესებულებებთან/ორგანიზაციებთან, წამყვან მეცნიერ-სპეციალისტებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან ეროვნულ პარკში/ეროვნული პარკისთვის პროექტების განხორციელებით და სათანადო პირობებს ქმნის ტერიტორიაზე სამეცნიერო სამუშაოების წარმატებით ჩასატარებლად, ასევე – საკურსო, სადიპლომო და საკვალიფიკაციო თემების დასამუშავებლად.     მუხლი 47🔗. სამეცნიერო დაწესებულებები/მკვლევარები ეროვნული პარკის ტერიტორიაზე სა­მეც­ნიერო სამუშაოს ჩა­ტა­რე­ბისათვის საფასურს არ იხდიან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; ამ კვლევის შედეგები უსასყიდ­ლოდ მიე­წო­დე­ბა ეროვნულ პარკს ეფექტიანი მართვის განხორციელების მიზნით.     მუხლი 48🔗. მონიტორინგის სამუშაოები, როგორც ეფექტიანი მართვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, ეროვნულ პარკში მომუშავე პერსონალის მოვალეობაა.     მუხლი 49🔗. მონიტორინგის პროგრამის განხორციელებას ეროვნული პარკის მენეჯმენტის ყველა სხვა პროგრამა და პროექტი უწყობს ხელს; განსაკუთრებულ ყურადღებას მონიტორინგის სამუშაოებს უთმობენ ამ საქ­მი­სათ­ვის სპეციალურად მომზადებული მცველები.     მუხლი 50🔗. ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებამდე ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მონიტორინგის სამუშაოები წარმოებს საქართველოს კანონმდებლობითა და კოლხეთის ეროვნული პარკის დროებითი რეგულირების წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.     მუხლი 51🔗. მონიტორინგის სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს მუდმივ სანიმუშო ფართობებზე დაკვირვება და “ბუნების მატიანეს” წარმოება.     მუხლი 52🔗. ეროვნული პარკის კვლევისა და მონიტორინგის პროგრამა უზრუნველყოფს საქართველოსა და საერთაშორისო შესაბამის სამეცნიერო ორგანიზაციებთან მყარი, ეფექტიანი კონტაქტების ჩამოყალიბებას და განვითარებას. თავი IX ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო საქმიანობა კოლხეთის ეროვნულ პარკში     მუხლი 53🔗. ეროვნული პარკის ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო საქმიანობა რამდენიმე მიზანს ისახავს, რომელთაგან უმთავრესია: ა) დამხმარე ზონის მოსახლეობის ფართო ფენების ჩაბმა ეროვნული პარკის წარმატებული ფუნქციონირების ხელშემწყობ საქმიანობაში; ბ) ეროვნული პარკის პერსონალის კვალიფიკაციის სისტემატური ამაღლება.     მუხლი 54🔗. ეროვნული პარკის ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო საქმიანობა მოიცავს რამდენიმე მიზნობრივ ჯგუფს: ა) ეროვნული პარკის პერსონალს; ბ) ვიზიტორებს; გ) დამხმარე ზონის საგანმანათლებლო დაწესებულებებს (უპირველეს ყოვლისა, საშუალო სკოლებს); დ) დამხმარე ზონის მოსახლეობას.     მუხლი 55🔗. ეროვნული პარკის ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში ეროვნული პარკის სხვა პროგრამებთან (სამსახურებთან) მჭიდრო თანამშრომლობითა და კოორდინაციით: ა) მიმდინარეობს ეროვნული პარკის პერსონალის უწყვეტი სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება; ბ) იქმნება ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო, საინფორმაციო და სარეკლამო პროდუქცია ვიზიტორთათვის; გ) იქმნება ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროდუქცია დამხმარე ზონის მოსახლეობის სხვადასხვა ფენისათვის (პროფესიული ჯგუფები, გლეხობა და სხვა); დ) მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა ადგილობრივ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სასწავლო დაწესებულებებთან, მოსახლეობასთან (ეწყობა შეხვედრები, საჩვენებელი გაკვეთილები, ეკოლოგიური აქციები, ვრცელდება შესაბამისი პროდუქცია, ორგანიზებულია ეროვნულ პარკში მომსახურე პერსონალის აქტიური მონაწილეობა დამხმარე ზონაში მოწყობილ სხვადასხვა საზოგადოებრივ ღონისძიებაში და სხვა); ე) იქმნება შესაბამისი პირობები საბუნებისმეტყველო ფაკულტეტების სტუდენტთა საველე პრაქტიკების ჩასატარებლად; ვ) ყალიბდება და ვითარდება მყარი, ეფექტიანი კონტაქტები საქართველოსა და საერთაშორისო გარემოს დაცვით (უპირატესად – ველური ბუნების დაცვით) და ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და უწყებებთან. თავი X საზოგადოებრიობასთან ურთიერთობა     მუხლი 56🔗. კოლხეთის ეროვნული პარკის მართვასა და განვითარებაში მოსახლეობისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად კოლხეთის ეროვნული პარკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილი იყვნენ როგორც, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაინტერესებული უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლები, ასევე, ცალკეული მეცნიერები, ექსპერტები და მოქალაქეები. აუცილებელია კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდინარე და პერსპექტიული დაგეგმვის საკითხებზე ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი ფორმით შესაბამისი ინფორმაციის სისტემატური მომზადება და გავრცელება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის (დირექციის) გამგებლობაში არსებული ნებისმიერი საჯარო ხასიათის ინფორმაცია, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა, ღია და ხელმისაწვდომია საზოგადოებრიობისათვის. თავი XI კოლხეთის ეროვნული პარკის განვითარების დაგეგმვა     მუხლი 57🔗. კოლხეთის ეროვნული პარკის განვითარების დაგეგმვა “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” და “გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს დაცული ტერიტორიების დაგეგმვის სისტემისა და გარემოს დაცვის დაგეგმვის ერთიანი სისტემის ნაწილს. დაცული ტერიტორიების დაგეგმვის სისტემა მოიცავს თითოეული დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმას. კოლხეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმა მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) “კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონის V თავით განსაზღვრულ ამავე კანონით დადგენილ მათი საზღვრების ფარგლებში დაშვებული საქმიანობის განვითარების პროგრამებს. დაცული ტერიტორიის დაგეგმვისა და დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის შედგენის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 58🔗. “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, კოლხეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმას ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. კოლხეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის პროექტის განხილვა წარმოებს “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად. თავი XII გარდამავალი დებულებები     მუხლი 59🔗. “კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, კოლხეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებამდე ეროვნული პარკი კონტროლდება დროებითი რეგულირების წესებით, რომლებსაც “კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.     მუხლი 60🔗. “კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ამავე კანონის მოქმედება მისი ამოქმედებიდან 10 წლის განმავლობაში არ ვრცელდება კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვრების ფარგლებში მოქცეულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ ტერიტორიებზე. ამ პერიოდის განმავლობაში კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვრების ფარგლებში მოქცეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული ტერიტორიები დროებით რეგულირდება “კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით. თავი XIII კოლხეთის ეროვნული პარკის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია     მუხლი 61🔗. კოლხეთის ეროვნული პარკის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.