საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 8 მაისის №3 ბრძანებაში „ნავთობისა და გაზის ოპერაციების რეგულირების საფასურის დადგენისა და განკარგვის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
300380000.01(2).223.006103
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 114, 03/10/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.12.223.006.103

საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების

 მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის

 ბრძანება №13

2003 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 8 მაისის №3 ბრძანებაში „ნავთობისა და გაზის ოპერაციების რეგულირების საფასურის დადგენისა და განკარგვის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13 (20), 1999 წელი) შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 „ნავთობისა და გაზის ოპერაციების რეგულირების საფასურის დადგენისა და განკარგვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 8 მაისის №3 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2002 წელი,  №45, მუხლი №423) დამტკიცებულ დებულებაში (შემდგომში – დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ნავთობისა და გაზის ოპერაციების და ნავთობის გადამუშავების რეგულირების საფასურის დადგენისა და განკარგვის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე.”

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ნავთობისა და გაზის ოპერაციების და ნავთობის გადამუშავების რეგულირების საფასურის დადგენისა და განკარგვის წესის შესახებ” დებულება.”

3. მე-2 მუხლს დაემატოს „ა1”, „ა)2”, „დ1” და ზ1) ქვეპუნქტები:

 „ა)1   ნავთობის გადამუშავება – ნედლი ნავთობის დისტილაცია, გადამუშავება, ნავთობის პროდუქტების სხვაგვარად გამოყოფა, ნავთობის პროდუქტების გადამუშავება, რაფინირება, შემდგომი გამოყოფა ან შერევა (კომპაუნდირება), აგრეთვე შესაბამისი საშუალებების მშენებლობა და ექსპლუატაცია;

ა)2 ნავთობის პროდუქტების შერევა (კომპაუნდირება) – ნავთობის გადამუშავება სტანდარტული სასაქონლო ბენზინისა და დიზელის საწვავის მისაღებად მხოლოდ შეძენილი კომპონენტების – ნავთობპროდუქტებისა და ნავთობქიმიური დანამატების მექანიკური შერევით;“;

 „დ1) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი – პირი, რომელზედაც ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაცემულია საქმიანობის ლიცენზია;”;

 „ზ1) საანგარიშო კვარტალი – სამი მომდევნო თვის პერიოდი, რომელიც იწყება ყოველი საანგარიშო წლის 1 იანვარს, 1 აპრილს, 1 ივლისს და 1 ოქტომბერს.”.

4. მე-2 მუხლის „ვ” და „თ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ვ) რეგულირების საფასური – საფასური, რომელსაც ინვესტორი და საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი უხდიან სააგენტოს „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით სააგენტოსათვის მინიჭებული ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად.”;

 „თ) სასაქონლო ნავთობი ან/და ბუნებრივი გაზი – სალიცენზიო ფართობზე მოპოვებული და სარეალიზაციოდ მომზადებული ნავთობი ან/და ბუნებრივი გაზი.”.

5. მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1.    რეგულირების საფასურის გადამხდელია ინვესტორი და საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი.

2.  სააგენტოს აქვს სპეციალური ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, სადაც ინვესტორი და საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი რიცხავენ რეგულირების საფასურს, რომელიც არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს.”.

6. მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და მუხლს დაემატოს მე-21 პუნქტი:

„1. სააგენტო ადგენს ინვესტორისათვის და საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისათვის რეგულირების საფასურის ოდენობას.

2. ინვესტორისათვის რეგულირების საფასურის ოდენობა განისაზღვრება:

ა) ხელშეკრულებითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის ყოველ კვადრატულ კილომეტრზე 3,0 აშშ დოლარის ოდენობით წელიწადში;

ბ) სასაქონლო ნავთობის ყოველ ტონაზე ან/და ბუნებრივი გაზის ყოველ მეტრიკულ ტონაზე 0,5 აშშ დოლარის ოდენობით წელიწადში.”.

21. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისათვის რეგულირების საფასურის ოდენობა განისაზღვრება:

ა) ნავთობის გადამუშავებაზე – 997,0 აშშ დოლარი თვეში;

ბ) ნავთობის პროდუქტების შერევაზე (კომპაუნდირება) – 1,2 აშშ დოლარი, შერევის შედეგად გამოშვებული სასაქონლო პროდუქციის ყოველ ტონაზე.

3.  ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტებით განსაზღვრული საფასურის გადახდა წარმოებს ლარებში გადახდის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით.

4.  ინვესტორის და საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულირების საფასურის სახით გადახდილი თანხები წარმოადგენს ნავთობისა და გაზის ოპერაციებზე ან/და ნავთობის გადამუშავებაზე გაწეულ ხარჯებსა და დანახარჯებს.”.

7. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რადაქციით:

 ,,მუხლი 5. რეგულირების საფასურის გადახდის ვადები

1.  ინვესტორი ვალდებულია ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეგულირების საფასური ჩარიცხოს სააგენტოს სპეციალურ ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინაში კვარტალურად, ყოველი საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის არა უგვიანეს 15 რიცხვისა.

2.  საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ამ დებულების მე-4 მუხლის 21 პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირების საფასური ჩარიცხოს სააგენტოს სპეციალურ ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინაში კვარტალურად, ყოველი საანგარიშო კვარტალის მეორე თვის არა უგვიანეს 15 რიცხვისა, ხოლო ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგულირების საფასურისა – ყოველი საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის არა უგვიანეს 15 რიცხვისა.”.

8. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და მუხლს დაემატოს „ა1” ქვეპუნქტი:

„ა) სააგენტოს მიერ „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საერთო ხელმძღვანელობის, კოორდინაციის, მართვის, მონიტორინგის, კონტროლისა და ზედამხედველობის, ყველა საჭირო უფლებამოსილების, მინაკუთვნის, ნებართვის დამტკიცებისა და გაცემის ან გაცემის გარანტიის მიცემის და მათი მომზადებისათვის აუცილებელი ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები, რომლებიც მათ შორის შეიცავენ მივლინების, ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციის, ოფისისა და კომუნალური მომსახურების სხვა მსგავს ხარჯებს, აგრეთვე სააგენტოს დაკვეთით ანაზღაურებად საფუძველზე შესაბამისი სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციებისა და ხელშეკრულებით მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შესასრულებელი სამუშაოების ხარჯებს;”

„ა1) სააგენტოს მიერ „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობის გადამუშავების საქმიანობისათვის სახელმწიფოს სახელით ყველა საჭირო ნებართვის გაცემის და ფონდის დამტკიცების, საქმიანობის ლიცენზიის პირობების შესრულებისა და ნავთობის გადამუშავების ზედამხედველობის და კონტროლის, საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისათვის გათვალისწინებული საჭირო პირობების უზრუნველყოფის, ნავთობის გადამუშავებასთან დაკავშირებული ყველა მონაცემისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნის და მართვის ხარჯები, რომლებიც მათ შორის შეიცავენ მივლინების, ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციის, ოფისისა და კომუნალური მომსახურების, სხვა მსგავს ხარჯებს, აგრეთვე სააგენტოს დაკვეთით ანაზღაურებად საფუძველზე შესაბამისი სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციებისა და ხელშეკრულებით მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შესასრულებელი სამუშაოების ხარჯებს;”.   

9. მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„1. რეგულირების საფასურის გადაუხდელობისათვის ან გადახდის ვადების დარღვევისათვის ინვესტორი და საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2.  ინვესტორის და საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ საქმიანობის შეწყვეტის ან დამტკიცებული წლიური სამუშაო პროგრამით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში სააგენტოს სპეციალურ სახაზინო ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინაში ჩარიცხული რეგულირების საფასური რჩება სააგენტოს განკარგულებაში.”.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

   გ. ითონიშვილი