⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.07.2001)
გაუქმებულია:

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №80 „პრობაციის სამსახურის ფუნქციების განხორციელებისა და „პირობითი მსჯავრის დანიშვნის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების და სასჯელის მოხდის გადავადების შესახებ სასამართლო აქტების აღსრულების დროებითი წესის” დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.05.2000
ძალის დაკარგვა 04.07.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №80
სარეგისტრაციო კოდი 000000410.01(2).004.000253
გამოქვეყნების წყარო სსმ, 46, 26/05/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,783 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.05.2000 მიღება
04.07.2001 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №80 „პრობაციის სამსახურის ფუნქციების განხორციელებისა და „პირობითი მსჯავრის დანიშვნის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების და სასჯელის მოხდის გადავადების შესახებ სასამართლო აქტების აღსრულების დროებითი წესის” დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; color:black;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; color:black;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; color:black;} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; color:black; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New"; color:black;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 37.9pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.012.004.253 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №80 2000 წლის 24 მაისი ქ. თბილისი პრობაციის სამსახურის ფუნქციების განხორციელებისა და “პირობითი მსჯავრის დანიშვნის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების და სასჯელის მოხდის გადავადების შესახებ სასამართლო აქტების აღსრულების დროებითი წესის” დამტკიცების შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: 1. პრობაციის სამსახურის შექმნამდე მისი ფუნქციები განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურმა. 2. დამტკიცდეს “პირობითი მსჯავრის დანიშვნის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების და სასჯელის მოხდის გადავადების შესახებ სასამართლო აქტების აღსრულების დროებითი წესი”. 3. ბრძანება ძალაშია 2000 წლის 1 ივნისიდან. ჯ. ხეცურიანი პირობითი მსჯავრის დანიშვნის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების და სასჯელის მოხდის გადავადების შესახებ სასამართლო აქტების აღსრულების დროებითი წესი     მუხლი 1🔗. წესის გამოყენების სფერო წინამდებარე წესი შემუშავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XII თავის, 72-ე, 75-ე და 414-ე მუხლებისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 607-ე, 615-ე და 616-ე მუხლების საფუძველზე და განსაზღვრავს პირობითი მსჯავრის დანიშვნის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოხდის გადავადების შესახებ სასამართლოს განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების (შემდგომში “სასამართლო აქტი”) აღსრულების დროებით წესს.     მუხლი 2🔗. აღმასრულებელი ორგანო პირობითი მსჯავრის დანიშვნის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოხდის გადავადების შესახებ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტი აღსასრულებლად ეგზავნება სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.     მუხლი 3🔗. აღსასრულებელი სასამართლო აქტების აღრიცხვა, მათი განაწილება და კონტროლი მათ აღსრულებაზე 1. აღსასრულებელ სასამართლო აქტს რაიონული სააღსრულებო ბიუროს უფროსი რეგისტრაციაში ატარებს სპეციალურ ჟურნალში, რომელშიც უნდა აღინიშნოს: ა) სასამართლო აქტის ჟურნალში რეგისტრაციის ნომერი; ბ) სასამართლო აქტის სააღსრულებო ბიუროში შესვლის თარიღი; გ) სასამართლო აქტის მიმღები სასამართლოს დასახელება და აქტის ძალაში შესვლის თარიღი; დ) სასამართლო აქტის დადგენილებითი ნაწილის შინაარსი; ე) მსჯავრდებული პირის რეკვიზიტები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, საცხოვრებელი ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, სამუშაო ან სასწავლებელი ადგილი); ვ) სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის საფუძველზეც მიღებულ იქნა აღსასრულებელი აქტი; ზ) სასამართლო აღმასრულებელი, რომელსაც გადაეცა აღსასრულებლად სასამართლო აქტი და მისი ხელმოწერა; თ) მონაცემები წარდგინებების შესახებ; ი) სააღსრულებო წარმოების დამთავრების თარიღი. 2. სააღსრულებო ბიუროს უფროსი სასამართლო აქტს აღსასრულებლად გადასცემს სასამართლო აღმასრულებელს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილისა და მისი სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით. 3. სასამართლო აქტის აღსრულებაზე კონტროლს ახორციელებს სააღსრულებო ბიუროს უფროსი.     მუხლი 4🔗. სასამართლო აქტის განმარტება და აღსრულების შეტყობინება 1. იმ შემთხვევაში, თუ აღსასრულებელი აქტი ბუნდოვანია ან შეიცავს რაიმე უზუსტობებს, სააღსრულებო ბიუროს უფროსი აქტის მისთვის გაუგებარი ან არაზუსტი ნაწილის განმარტების თხოვნით მიმართავს სასამართლოს. 2. სასამართლო აქტის აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო ბიუროს უფროსი წერილობით აცნობებს სასამართლოს.     მუხლი 5🔗. აღსრულების დაწყება და სააღსრულებო საქმე 1. სასამართლო აქტის წარმოებაში მიღებისას სასამართლო აღმასრულებელი იბარებს მსჯავრდებულს და გააცნობს მას სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს, აგრეთვე მის მოვალეობას – მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ აცნობოს კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს, რის შესახებაც ადგენს ოქმს. 2. თითოეული სასამართლო აქტის წარმოებაში მიღების შემდეგ იხსნება სააღსრულებო საქმე, რომლის რიგითი ნომერი უნდა შეესაბამებოდეს რეგისტრაციის ჟურნალში გატარებული აღსასრულებელი სასამართლო აქტის რეგისტრაციის ნომერს. 3. სააღსრულებო საქმეში შეიტანება: ა) აღსასრულებელი სასამართლო აქტი; ბ) მსჯავრდებულის შესახებ რეგისტრაციის ჟურნალში არსებული მონაცემები და მისი ფოტოსურათი; გ) სასამართლო აღმასრულებლის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ შედგენილი ოქმები; დ) სასამართლოში გაგზავნილი შეტყობინებების ასლები; ე) სააღსრულებო ბიუროს უფროსის სახელზე გაკეთებული მოხსენებითი ბარათი სასამართლოსადმი წარდგინებით მიმართვის მიზანშეწონილობის შესახებ; ვ) სააღსრულებო ბიუროს უფროსის სასამართლოსადმი წარდგინების ასლი; ზ) სააღსრულებო წარმოების პროცესში შედგენილი სხვა დოკუმენტები.     მუხლი 6🔗. სასამართლო აღმასრულებლის უფლებამოსილებანი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების პროცესში 1. სასამართლო აღმასრულებელი სასამართლო აქტის აღსრულების პროცესში: ა) აკონტროლებს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; ბ) ახორციელებს მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს და მის დახმარებას; გ) ატარებს მსჯავრდებულთან აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებს; დ) შეძლებისდაგვარად ეხმარება მას შრომით მოწყობაში; ე) ახორციელებს სხვა ღონისძიებებს, რომელიც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, რისთვისაც, საჭიროების შემთხვევაში, ამყარებს საქმიან ურთიერთობებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 2. სასამართლო აღმასრულებელს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას, მისი ყოფაქცევის კონტროლის განხორციელებისას უფლება აქვს: ა) პერიოდულად დაიბაროს მსჯავრდებული თავის სამუშაო ადგილზე და ჩამოართვას მას ახსნა-განმარტება; ბ) მიიღოს ინფორმაცია მსჯავრდებულის ყოფაქცევის შესახებ მისი ნათესავებისგან, ნაცნობებისგან, სამუშაო ადგილიდან და სასწავლო დაწესებულებიდან; გ) გამოითხოვოს მსჯავრდებულის შესახებ არსებული ინფორმაცია სახელმწიფო და შესაბამისი სამკურნალო დაწესებულებებიდან.     მუხლი 7🔗. ოქმი 1. სასამართლო აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების პროცესში ადგენს ოქმს, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) ოქმის შედგენის ადგილსა და თარიღს; ბ) სასამართლო აქტის დასახელებას, რომლის აღსასრულებლადაც შედგენილ იქნა ოქმი; გ) ოქმის შემდგენელი სასამართლო აღმასრულებლის სახელსა და გვარს; დ) ოქმის შედგენის დროს დამსწრე პირების მონაცემებს; ე) სააღსრულებო მოქმედების შინაარსს. 2. ოქმის სისწორე დასტურდება სასამართლო აღმასრულებლის, მსჯავრდებულისა და ოქმის შედგენის დროს დამსწრე პირების ხელმოწერებითა და სასამართლო აღმასრულებლის ბეჭდით. უარი ოქმზე ხელის მოწერაზე აღინიშნება ოქმში.     მუხლი 8🔗. მსჯავრდებულის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა 1. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო თავისი აქტით მსჯავრდებულს დააკისრებს მოვალეობას არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აღსრულების განმახორციელებელი ორგანოს თანხმობის გარეშე, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ მსჯავრდებულის განცხადებას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სააღსრულებო ბიუროს უფროსი. 2. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ნებართვის გაცემის შესახებ ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება მსჯავრდებულს ეცნობება წერილობით ბიუროს უფროსის მიერ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს ორი კვირის ვადაში. 3. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ მსჯავრდებულს არ დააკისრა ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული მოვალეობა, იგი აცნობებს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. 4. მსჯავრდებულის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, სააღსრულებო საქმე გადაეგზავნება სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდე-ბულის ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რის შესახებაც კეთდება ჩანაწერი სარეგისტრაციო ჟურნალში.     მუხლი 9🔗. სასჯელის აღსრულებაგადავადებული მსჯავრდებულისათვის გაფრთხილების მიცემა იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლომ გადაუვადა სასჯელის მოხდა, უარს აცხადებს შვილზე ან თავს არიდებს მის აღზრდას, სასამართლო აღმასრულებელი აფრთხილებს მას წერილობით მისი ქმედების შესაძლო შედეგების შესახებ, რაზედაც დგება შესაბამისი ოქმი.     მუხლი 10🔗. სასამართლო აღმასრულებლის შეტყობინება სასამართლოსადმი 1. სასამართლო აღმასრულებელი სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ყოველ კონკრეტულ ფაქტს ატყობინებს სასამართლოს. 2. შეტყობინება უნდა შეიცავდეს: ა) შეტყობინების გაგზავნის თარიღს; ბ) სასამართლო აქტის დასახელებას, რომლის საფუძველზეც მოხდა პირისათვის მოვალეობის დაკისრება; გ) მსჯავრდებულისათვის დაკისრებულ მოვალეობას; დ) მსჯავრდებულის ქმედების აღწერას, რითაც მან არ შეასრულა სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობა და აღნიშნული ქმედების ჩადენის დამადასტურებელ ფაქტებს; ე) სასამართლო აღმასრულებლის ხელმოწერასა და ბეჭედს.     მუხლი 11🔗. სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობის ჯიუტად ან სისტემატურად შეუსრულებლობა 1. მსჯავრდებულის მიერ სასამართლო აქტით მისთვის დაკისრებული მოვალეობის ჯიუტად შეუსრულებლობად ჩაითვლება მსჯავრდებულის აშკარა დაუმორჩილებლობა სასამართლო აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნისადმი, ან მისი უარი მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე. 2. პირობითი მსჯავრის აღსრულების დროს მსჯავრდებულის მიერ სასამართლო აქტით მისთვის დაკისრებული მოვალეობების სისტემატურად შეუსრულებლობად ჩაითვლება დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში არანაკლებ სამჯერ.     მუხლი 12🔗. სასამართლო აღმასრულებლის მოხსენებითი ბარათი თუ სასამართლო აღმასრულებელი მიიჩნევს, რომ არსებობს საფუძველი სასამართლოსადმი წარდგინებით მიმართვისათვის, იგი სააღსრულებო ბიუროს უფროსის სახელზე წერს მოხსენებით ბარათს, სადაც უნდა აღინიშნოს; ა) სააღსრულებო საქმის ნომერი; ბ) აღსასრულებელი სასამართლო აქტი; გ) მოკლე ცნობები სააღსრულებო მოქმედებების შესახებ; დ) ცნობები მსჯავრდებულის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის სასამარ-თლოსათვის შეტყობინების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ე) მისი პირადი მოსაზრება წარდგინების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით; ვ) სასამართლო აღმასრულებლის ხელმოწერა, ბეჭედი და მოხსენებითი ბარათის წარდგენის თარიღი.     მუხლი 13🔗. სააღსრულებო ბიუროს უფროსის წარდგინების სახეები 1. სააღსრულებო ბიუროს უფროსი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოში შედის წარდგინებით: ა) სასამართლოს მიერ პირობით მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმების ან მისთვის ახალი მოვალეობის დაკისრების შესახებ; ბ) პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და მსჯავრდებულისათვის ნასამართლობის მოხსნის შესახებ; გ) პირობით მსჯავრდებულისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების გამო გამოსაცდელი ვადის არა უმეტეს ერთი წლით გაგრძელების შესახებ; დ) პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების შესახებ; ე) პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულების შესახებ; ვ) სასჯელის მოხდის გადავადების გაუქმებისა და მსჯავრდებულის განაჩენით დანიშნულ ადგილას სასჯელის მოსახდელად გაგზავნის შესახებ.     მუხლი 14🔗. წარდგინება 1. სააღსრულებო ბიუროს უფროსის მიერ სასამართლოსადმი წარდგინებაში უნდა აღინიშნოს: ა) სასამართლო აქტის დასახელება, რომლის აღსრულების პროცესში წარმოიშვა სასამართლოსადმი წარდგინებით მიმართვის აუცილებლობა; ბ) მონაცემები მსჯავრდებულის შესახებ და სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობები; გ) ცნობები მსჯავრდებულის ყოფაქცევის შესახებ და სასამართლოსადმი წარდგინებით მიმართვის მიზეზი; დ) წარდგინების შინაარსი; 2. წარდგინებას ხელს აწერს და სააღსრულებო ბიუროს ბეჭდით ამოწმებს სააღსრულებო ბიუროს უფროსი. 3. წარდგინებას უნდა დაერთოს წარდგინებაში მოყვანილი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებანი.     მუხლი 15🔗. სააღსრულებო საქმის დასრულება 1. მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის დაკისრების შემთხვევაში სასამართლო აქტზე სააღსრულებო წარმოება დამთავრდება: ა) სასამართლოს მიერ დადგენილი გამოსაცდელი ვადის გასვლისას; ბ) სასამართლოს მიერ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და მსჯავრდებულისათვის ნასამართლობის მოხსნისას; გ) სასამართლო აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება პირობითი მსჯავრი და უნდა აღსრულდეს განაჩენით დანიშნული სასჯელი; დ) მსჯავრდებულის გარდაცვალებისას. 2. მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში სასამართლო აქტის აღსრულება დამთავრდება: ა) სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადის გასვლისას; ბ) სასამართლო აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება პირობით ვადამდე გათავისუფლება და უნდა აღსრულდეს სასჯელის მოუხდელი ნაწილი. გ) მსჯავრდებულის გარდაცვალებისას; 3. ორსული ქალისათვის ან ქალისათვის, რომელსაც ჰყავს ხუთ წლამდე შვილი, სასჯელის მოხდის გადავადების შემთხვევაში სასამართლო აქტის აღსრულება დამთავრდება: ა) იმ ვადის გასვლის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც სასამართლომ გადაავადა სასჯელის აღსრულება; ბ) სასამართლო აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება სასჯელის მოხდის გადავადება და მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად იგზავნება განაჩენით დანიშნულ ადგილას. გ) მსჯავრდებულის გარდაცვალებისას. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო აღმასრულებელი სასამართლოს ატყობინებს იმ ვადის გასვლის შესახებ, რომლის განმავლობაშიც გადავადებული იყო სასჯელის აღსრულება. 5. კანონიერ ძალაში შესული აღსასრულებელი სასამართლო აქტის გაუქმების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება წყდება. 6. სააღსრულებო წარმოების დასრულების შემდეგ სააღსრულებო საქმე ინახება კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 16🔗. სასამართლო აქტების აღსრულებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა და ინფორმაცია სასამართლო აქტების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 1. სასამართლო აქტების აღსრულებაზე კანონით დადგენილ სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს სააღსრულებო სამსახური. 2. სააღსრულებო ბიუროს უფროსები სააღსრულებო სამსახურს პერიოდულად (კვარტალში ერთხელ), ან მოთხოვნისამებრ წარუდგენენ სტატისტიკურ ინფორმაციასა და ანგარიშს სასამართლო აქტების აღსრულების მდგომარეობის შესახებ. სტატისტიკური ანგარიშის ფორმებს ამტკიცებს სააღსრულებო სამსახურის უფროსი.     მუხლი 17🔗. დასკვნითი დებულებები წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.