საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 22.07.2004
ძალის დაკარგვა 03.07.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №172/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470160010.11.119.006586
გამოქვეყნების წყარო სსმ, 76, 27/07/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 ივლისის №172/ნ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 28.06.2006
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.05pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 53.0pt 45.0pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.160.010.11.119.006.586
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №172/ნ
2004 წლის 22 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე
“საქართველოს სანიტარიულ კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №18, 09.07.2004, მუხ. 71) მოთხოვნებიდან გამომდინარე და “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ცენტრალური და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციების ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექცია და დამტკიცდეს მისი თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 9 ოქტომბრის №242/ნ ბრძანება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №119, 2003წ., მუხ. 977);
ბ) “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ცენტრალური ინსპექციის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 20 ოქტომბრის №256/ნ ბრძანება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №124, 2003წ., მუხ.1037).
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) შექმნილია ,,საქართველოს სანიტარიული კოდექსისა” და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად. ინსპექცია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
2. ინსპექცია თავისი საქმიანობის განსახორციელებლად ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
3. ინსპექცია სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელების სფეროში მეთოდურ ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას უწევს საქალაქო, რაიონული სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულებებს (შემდგომში – დაწესებულებები), რომლებიც ქმნიან ქვეყნის სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ერთიან ფუნქციონალურ სისტემას.
4. ინსპექცია, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩლედ და მოპასუხედ.
5. ინსპექციას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ბლანკი საკუთარი დასახელებით, ანგარიშები ბანკში და ხაზინაში.
6. ინსპექცია ფლობს სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. ინსპექციის მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №23.
მუხლი 2🔗. ინსპექციის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. ინსპექციის ფუნქციონირების მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობაზე გარემოს ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, შრომის, ყოფაცხოვრების, დასვენების, კვების, სწავლების, აღზრდის, რადიაციული და ქიმიური უსაფრთხოების, აგრეთვე ქვეყნის ტერიტორიის სანიტარიული დაცვის უზრუნველსაყოფად საკარანტინო და სხვა საშიში ინფექციებისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის პოტენციურად საშიში პროდუქციის ან/და ტვირთების ქვეყანაში შემოტანისა და გავრცელების თავიდან აცილება.
2.სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სფეროში ძირითადი მიმართულებების და პრიორიტეტების განხორციელების უზრუნველყოფა.
3. ინსპექციის მიერ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელების სფეროს წარმოადგენს:
ა) ქვეყნის ტერიტორიაზე ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ სანიტარიული ნორმების დაცვასა და პროფილაქტიკური სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი;
ბ) პროდუქციის, მათ შორის, ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებებისა და საშუალებების, ფიზიკური ფაქტორების წარმომქმნელი დანადგარის, მოწყობილობის, სამრეწველო დანიშნულებისა და სახალხო მოხმარების სხვა ნაწარმის ჰიგიენური სერტიფიკაცია და პროდუქციის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა (გარდა ტოქსიკოლოგიურ-ჰიგიენური ექსპერტიზის საფუძველზე სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარებული ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებებისა და საშუალებების);
გ) პროდუქციის, მომსახურების, ტექნოლოგიური პროცესის, მოწყობილობის, ხელსაწყოებისა და სამუშაო ინსტრუმენტების ნორმატიული და ტექნიკური დოკუმენტაციის პროექტებზე ჰიგიენური დასკვნის გაცემა;
დ) დასახლებული ადგილისა და კურორტის დაგეგმარების და განაშენიანების პროექტებსა და გენერალურ გეგმებზე ჰიგიენური დასკვნის გაცემა;
ე) კურორტისა და საკურორტო ადგილის, აგრეთვე ზღვის წყალსარგებლობის რაიონის სანიტარიული დაცვის ზონის პროექტებზე ჰიგიენური დასკვნის გაცემა;
ვ) დასახლებული ადგილისა და კურორტის ცენტრალიზებული სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგებისათვის შერჩეულ წყლის ობიექტებზე ჰიგიენური დასკვნის გაცემა;
ზ) დასახლებული ადგილისა და კურორტების ცენტრალიზებული სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის (რეკონსტრუქციის) პროექტებზე, აგრეთვე წყალმომარაგების წყაროების სანიტარიული დაცვის ზონების პროექტებზე ჰიგიენური დასკვნის გაცემა;
თ) დასახლებული ადგილისა და კურორტის კანალიზაციის სისტემების მშენებლობის (რეკონსტრუქციის) პროექტებზე, აგრეთვე კანალიზაციის ჩამდინარე წყლების ზედაპირულ წყლის ობიექტში ჩაშვების პირობებზე ჰიგიენური დასკვნის გაცემა;
ი) დასახლებული ადგილისა და კურორტის კანალიზაციის სისტემების ექსპლუატაციისას სანიტარიული ნორმების შესრულებასა და პროფილაქტიკური სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი;
კ) ჩამდინარე წყლების ზედაპირულ წყლის ობიექტში ჩაშვების (ამ ობიექტიდან წყლის ამოღების) პირობებისა და წყლის ობიექტის სანიტარიულ ნორმებთან შესაბამისობაზე კონტროლი;
ლ) სანიტარიული კლასიფიკაციით I, II და III კლასს მიკუთვნებული საწარმოების, ბირთვული, რადიაციული და რადიოტექნიკური ობიექტების, ფიზიკური ფაქტორების წარმომქმნელი სხვა ობიექტების, აგრეთვე ერთი მილიონი ლარისა და მეტი საპროექტო ღირებულების ობიექტების მშენებლობის (რეკონსტრუქციის) საპროექტო ტექნიკურ დოკუმენტაციაზე ჰიგიენური დასკვნის გაცემა;
მ) სანიტარიული კლასიფიკაციით I, II და III კლასს მიკუთვნებული საწარმოების, რადიოტექნიკური და ფიზიკური ფაქტორების წარმომქმნელი სხვა ობიექტების ჰიგიენური სერტიფიკაცია და ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა, აგრეთვე ამ ობიექტების მოწყობის, შენახვის სანიტარიული ნორმების დაცვასა და პროფილაქტიკური სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი;
ნ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების ჰიგიენური სერტიფიკაცია, ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატისა და სანიტარიულ-ჰიგიენური პასპორტის გაცემა;
ო) საშიში ქიმიური ნივთიერებების წარმოების, ტრანსპორტირების, შენახვა-დასაწყობების, მოხმარების, ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტის, გადამუშავების, გაუვნებლობისა და განთავსების პირობებზე ჰიგიენური დასკვნის გაცემა, აგრეთვე სანიტარიული ნორმების დაცვაზე კონტროლი, საშიში ქიმიური ნივთიერებების სახელმწიფო რეგისტრაცია და ერთიანი სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
პ) რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების მოპოვების, მიღების, დამზადების, წარმოების, ექსპორტის, იმპორტის, გამოყენებისა და ჩამარხვის პირობებზე ჰიგიენური დასკვნის გაცემა, აგრეთვე სანიტარიული ნორმების დაცვაზე კონტროლი;
ჟ) ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროების გამოყენების პირობებზე ჰიგიენური დასკვნის გაცემა, აგრეთვე სანიტარიული ნორმების დაცვაზე კონტროლი;
რ) ადამიანის აღზრდის, სწავლებისა და პროფესიული მომზადების პროგრამებზე, მეთოდებსა და რეჟიმზე, სწავლების ტექნიკურ საშუალებებსა და სახელმძღვანელოებზე ჰიგიენური დასკვნის გაცემა, აგრეთვე სანიტარიული ნორმების დაცვაზე კონტროლი;
ს) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმატივების პროექტებისა და წყალსარგებლობის პირობების საფუძველზე ჰიგიენური დასკვნის გაცემა, ამ პროექტებითა და წყალსარგებლობის პირობებით დადგენილი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი;
ტ) საყოფაცხოვრებო, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გადამუშავების, გაუვნებლობის, ჩამარხვისა და უტილიზაციის მეთოდებისა და პირობების სანიტარიულ ნორმებთან შესაბამისობის განხილვა და ჰიგიენური დასკვნის გაცემა;
უ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატებზე ჰიგიენური დასკვნის გაცემა, მათი გამოყენების, შენახვისა და ტრანსპორტირების დროს სანიტარიული ნორმების დაცვაზე კონტროლი;
ფ) ინფექციური და მასობრივი არაგადამდები დაავადებებისა და მოშხამვების აღმოცენების, გავრცელების მიზეზებისა და პირობების გამოვლენა, ამ დაავადებებისა და მოშხამვების პროფილაქტიკისათვის სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი;
ქ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პროდუქციის სინჯის (ნიმუშის) აღება ლაბორატორიული გამოცდის, კვლევის მიზნით, პროდუქციის სანიტარიულ ნორმებთან შესაბამისობის განხილვა და ჰიგიენური დასკვნის გაცემა;
ღ) სასმელი და სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების წყაროების წყლების, საბანაო, სპორტული, მოსახლეობის დასვენებისა და სამკურნალო მიზნებისათვის გამოყენებული წყლის ობიექტებისა და ზღვის სანაპირო ზოლის წყლების, აგრეთვე ნიადაგისა და ჰაერის სინჯების აღება ლაბორატორიული გამოცდის, კვლევის მიზნით, წყლის, ნიადაგისა და ჰაერის სანიტარიულ ნორმებთან შესაბამისობის განხილვა და ჰიგიენური დასკვნის გაცემა;
ყ) ქვეყანაში საკარანტინო და სხვა საშიში ინფექციური დაავადებებისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის პოტენციურად საშიში პროდუქციის ან/და ტვირთის შემოტანის და გავრცელების აღკვეთის მიზნით სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელება;
შ) სატრანსპორტო (საჰაერო, სანაოსნო) საშუალებაზე სანიტარიული ნორმების დაცვასა და პროფილაქტიკურ სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი;
ჩ) ქვეყნის ტერიტორიის სანიტარიული დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, პროფილაქტიკური სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე და გამოვლენილი სანიტარიული ნორმების დარღვევის აღმოფხვრის შესახებ მიწერილობის შედგენა;
ც) საბაჟო ორგანოსთვის დასკვნის წარდგენა პოტენციურად საშიში პროდუქციის ან/და ტვირთის გადაადგილებაზე თანხმობის შესახებ, ან იმ პროდუქციის ან/და ტვირთის ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის დროებითი შეჩერების ან აღკვეთის შესახებ, რომელთა მიმართ სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისას დგინდება, რომ მათი გადაადგილება გამოიწვევს ინფექციური და მასობრივი არაგადამდები დაავადებების (მოშხამვების) გავრცელების საშიშროებას;
ძ) საკარანტინო და სხვა საშიში ინფექციური დაავადებების მხრივ არაკეთილსაიმედო ქვეყნიდან ჩამოსული მგზავრისა და სატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის წევრების რეგისტრაცია;
წ) საკარანტინო და სხვა საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელების შეზღუდვისა და აღკვეთის მიზნით, იმ ადამიანის (ადამიანთა ჯგუფის), რომელიც ეპიდემიური თვალსაზრისით ინფექციური დაავადების გავრცელების წყაროა, ქვეყნის საზღვრის გამტარ პუნქტებში ან საბაჟო ზონებში გადაადგილების შეზღუდვა ან დროებითი აკრძალვა;
ჭ) საკარანტინო და სხვა საშიში ინფექციური დაავადებების მხრივ (გარდა ვეტერინარული და ფიტო-საკარანტინო დაავადებებისა) არაკეთილსაიმედო ქვეყნიდან ჩამოსულ სატრანსპორტო (საჰაერო, სანაოსნო) საშუალებაზე და საზედამხედველო ობიექტებში სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოების ორგანიზაცია და განხორციელება;
ხ) საბაჟო ორგანოს მოთხოვნით ან მისი თანხმობის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, პროდუქციის სინჯის (ნიმუშის) აღება ლაბორატორიული გამოცდის, კვლევის მიზნით, პროდუქციის სანიტარიულ ნორმებთან შესაბამისობის განხილვა და ჰიგიენური დასკვნის გაცემა;
ჯ) ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის დროს, საბაჟო ორგანოს მიერ წარდგენილი პოტენციურად საშიში პროდუქციის ან/და ტვირთის თანმხლები დოკუმენტაციის განხილვა, აგრეთვე ამ პროდუქციის ან/და ტვირთის გადასაადგილებლად გადაწყვეტილების მიღების მიზნით ჰიგიენური შეფასება;
ჰ) სატრანსპორტო საშუალებით საკვები პროდუქციის გადაზიდვისას სანიტარიული ნორმების დაცვაზე კონტროლი და სანიტარიული პასპორტის გაცემა;
ჰ1) ფიზიკური პირის მოთხოვნით ან/და მისი თანხმობის საფუძველზე საცხოვრებელი ბინის კვლევა და საცხოვრებელი პირობების შესახებ ჰიგიენური დასკვნის გაცემა;
ჰ2) სანიტარიული ნორმების დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე თანამდებობის პირის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება კანონით დადგენილი წესით;
ჰ3) ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად დამატებითი პროფილაქტიკური სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე და გამოვლენილი სანიტარიული ნორმების დარღვევების აღმოფხვრის შესახებ მიწერილობის შედგენა;
ჰ4) სანიტარიული ნორმების დარღვევის აღმკვეთი ზომების გამოყენება;
ჰ5) სანიტარიული ნორმებისა და წესების, მეთოდური მითითებებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და დამტკიცებული ნორმებისა და წესების დანერგვის ორგანიზაცია;
ჰ6) ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო, კანონქვემდებარე და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სხვა სამინისტროებისა და უწყებების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მომზადებული, მარეგლამენტირებელი და სხვა დანიშნულების დოკუმენტაციებისა და პროექტების განხილვა, ექსპერტიზა, შეთანხმება და დასკვნების გაცემა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ჰ7) ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემო ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენის დადგენის მიზნით, სოციალურ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მონიტორინგის სისტემის შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
ჰ8) ქვეყანაში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება;
ჰ9) ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთ თანამშრომელთა მივლინება და უცხოელი სპეციალისტების მიღება;
ჰ10) სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ჰ11) სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების ორგანიზება და მათში მონაწილეობის მიღება;
ჰ12) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებში კატასტროფების, სტიქიური უბედურებების, ეპიდემიების სალიკვიდაციო სამუშაოების გატარებაში მონაწილეობა სხვა უწყებებთან ერთად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით;
ჰ13) ქვეყანაში პროფესიული დაავადებების, კვებითი მოშხამვების და დაავადებათა ჯგუფური შემთხვევების აღმოცენების გარემოებათა გამოკვლევისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების ორგანიზაცია, განხორციელება და კონტროლი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჰ14) კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 3🔗. ინსპექციის ვალდებულებები და უფლებამოსილებანი
1. ინსპექცია ვალდებულია:
ა) დროულად და სრულად უზრუნველყოს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ სანიტარიული ნორმების შესრულებასა და პროფილაქტიკური სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე ზედამხედველობა;
ბ) ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირზე გასცეს ჰიგიენური დასკვნა;
გ) უზრუნველყოს ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული პროდუქციის, აგრეთვე ობიექტების ჰიგიენური შეფასება;
დ) მონაწილეობა მიიღოს პროფესიული, ინფექციური და მასობრივი არაგადამდები დაავადებებისა და მოშხამვების აღმოცენების, გავრცელების გამოკვლევასა და მათი სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებაში;
ე) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში;
ვ) განახორციელოს კონტროლი დეკრეტირებული კონტინგენტის ჰიგიენურ სწავლებაზე.
2. ინსპექციას უფლება აქვს:
ა) სანიტარიული ნორმების დაცვისა და პროფილაქტიკური სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების კონტროლის მიზნით, კანონით დადგენილი წესით შევიდეს საზედამხედველო ობიექტებში;
ბ) ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს წაუყენოს მოთხოვნა სანიტარიული ნორმების დარღვევათა აღმოფხვრისა და პროფილაქტიკური სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა განხორციელების ვადების მითითებით;
გ) სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისაგან, ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან მიიღოს თავისი საზედამხედველო ფუნქციის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია;
დ) საქართველოს სანიტარიული კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში უსასყიდლოდ აიღოს პროდუქციის, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის სინჯები (ნიმუშები) ლაბორატორიული გამოცდის, კვლევისა და ჰიგიენური შეფასების ჩასატარებლად;
ე) გამოავლინოს და დაადგინოს პროფესიული დაავადებების, აგრეთვე ინფექციური და მასობრივი არაგადამდები დაავადებებისა და მოშხამვების აღმოცენების, გავრცელების მიზეზები და პირობები;
ვ) სანიტარიული ნორმების დარღვევისას შეადგინოს ოქმები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით;
ზ) შესაბამისი დაწესებულებების ხელმძღვანელის წინაშე დასვას საკითხი დეკრეტირებულ კონტინგენტს მიკუთვნებულ იმ პირთა სამუშაოდან დროებით ჩამოშორების შესახებ, რომლებსაც არ გაუვლიათ სავალდებულო სამედიცინო შემოწმება ან რომლებიც არიან დაავადების გამომწვევის მატარებლები;
თ) მიიღოს გადაწყვეტილება დეზინფექციის, დეზინსექციისა და დერატიზაციის ჩატარების შესახებ;
ი) ქვეყნისა და ქვეყნის გარეთ შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაამყაროს ურთიერთობები და მათთან გააფორმოს ხელშეკრულებები კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში;
კ) დაწესებულებების საქმიანობაში (სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელების სფეროში) გამოავლინოს და განიხილოს ნაკლოვანებები და დარღვევები, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება მათი ხასიათისა და სახეობის ფაქტობრივი ან მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით;
ლ) ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისას მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ტერიტორიის სანიტარიული დაცვის მიზნით სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებაზე დააწესოს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
მ) მონაწილეობა მიღოს ქვეყანაში მოქმედი სანიტარიული ნორმებისა და წესების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საქმიანობაში;
ნ) საჭიროების შემთხვევაში შექმნას საბჭოები, საექსპერტო კომისიები და ჯგუფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ო) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობას უწევს დაწესებულებების საქმიანობას, გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს და ამოწმებს მათ შესრულებას;
პ) განახორციელოს ქვეყანაში სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობა უშუალოდ თვითონ და დაწესებულებების მეშვეობით;
ჟ) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებების დებულებებისა და სამუშაო გეგმების პროექტების განხილვა და მათთან დაკავშირებული წინადადებების მომზადება.
მუხლი 4🔗. ინსპექციის მართვა
ინსპექციას მართავს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
2. ინსპექციის უფროსს უფლება აქვს:
ა) გასცეს ჰიგიენური დასკვნა ობიექტის, პროდუქციის, ჰაერის, წყლის, ნიადაგის, აგრეთვე საცხოვრებელი ბინის სანიტარიულ ნორმებთან შესაბამისობის შესახებ;
ბ) გასცეს ჰიგიენური დასკვნა ობიექტის მშენებლობის საპროექტო ტექნიკურ დოკუმენტაციაზე;
გ) გასცეს ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატი;
დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი;
ე) გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები;
ვ) განიხილოს და გასცეს ჰიგიენური დასკვნა ობიექტების მშენებლობის ტექნიკურ (ტექნიკურ-სამუშაო) პროექტსა და სამუშაო ნახაზზე სანიტარიული ნორმების არარსებობის შემთხვევებში;
ზ) გასცეს პროდუქციის ჰიგიენური სერტიფიკატი;
თ) გასცეს ჰიგიენური დასკვნა:
თ.ა) პროდუქციის, მომსახურების, ტექნოლოგიურ პროცესის, მოწყობილობის, ხელსაწყოებისა და სამუშაო ინსტრუმენტების ნორმატიული და ტექნიკური დოკუმენტაციის პროექტებზე;
თ.ბ) საშიში ქიმიური ნივთიერებების წარმოებაზე, გამოყენებაზე, იმპორტზე, ექსპორტსა და ტრანზიტზე;
თ.გ) რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების მოპოვებაზე, მიღებაზე, დამზადებაზე, წარმოებაზე, იმპორტზე, ექსპორტზე, გამოყენებასა და ჩამარხვაზე;
თ.დ) დასახლებული ადგილებისა და კურორტების დაგეგმარების და განაშენიანების პროექტებსა და გენერალურ გეგმებზე;
თ.ე) კურორტებისა და საკურორტო ადგილების, აგრეთვე ზღვის წყალსარგებლობის რაიონების სანიტარიული დაცვის ზონების პროექტებზე;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს სანიტარიული ნორმების დარღვევის აღმკვეთი ზომები;
3. ინსპექციის უფროსი პერსონალურად ხელმძღვანელობს ინსპექციის საქმიანობას და აწესრიგებს ინსპექციის საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს.
4. ინსპექციის უფროსი:
ა) მოქმედებს ინსპექციის სახელით და წარმოადგენს ინსპექციას. პერსონალურად აგებს პასუხს საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. ინსპექციის ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისათვის;
ბ) დამოუკიდებლად მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ანიჭებს წარმომადგენლობას;
გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და ინსპექციის თანამშრომლებს;
დ) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის აქტებს;
ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ინსპექციის საშტატო განრიგს და შრომის ანაზღაურების ფონდს;
ვ) ამტკიცებს ინსპექციის შინაგანაწესს, აკონტროლებს მის შესრულებას;
ზ) ახორციელებს ინსპექციის თანამშრომელთა სამუშაოზე მიღებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად (მათ შორის კონკურსის წესით);
თ) ახორციელებს ინსპექციის თანამშრომლების საქმიანობის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას, ინსპექციის თანამშრომელთა სამუშაოდან გათავისუფლებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ი) აფორმებს ხელშეკრულებებს ინსპექციის სახელით და გასცემს მინდობილობებს;
კ) გამოსცემს მიწერილობებს, დასკვნებს და მითითებებს ქვეყნის საზღვრის გამტარ პუნქტებზე და საბაჟო ზონებში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემო ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენის აღკვეთის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) აფორმებს ხელშეკრულებებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში;
მ) უფლებამოსილია გადასცეს შემოწმების მასალები კომპეტენტურ ორგანოებს;
ნ) ანაწილებს თანამშრომელთა შორის უფლებამოვალეობებს.
5. ინსპექციის უფროს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი, მათ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
6. ინსპექციის უფროსის მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს ინსპექციის უფროსი.
7. ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით ასრულებს ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილე ან მისი არყოფნის შემთხვევაში ინსპექციის უფროსის მოადგილე.
8. ინსპექციის უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინაშე.
მუხლი 5🔗. ინსპექციის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. ინსპექციის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განსაზღვრავს და ზედამხედველობას უწევს ინსპექციის საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობას და ეფექტიანობას.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ინსპექციისაგან გამოითხოვს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციას და ინფორმაციას.
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ინსპექციის უფროსის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
5. ინსპექციამ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანხმობით და კანონით გათვალისწინებული წესით შეიძლება განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილების მიღება ინსპექციის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტების განსახორციელებლად აუცილებელია აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინიტროს თანხმობა.
მუხლი 6🔗. საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა
1. ინსპექციის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შედეგად მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულებისა და გრანტების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
2. მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება ინსპექციის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და თანამშრომელთა წახალისებას, სხვა მიზნით მათი გამოყენება აკრძალულია.
3. ინსპექცია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
4. ინსპექციის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტი.
მუხლი 7🔗. საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია
1. ინსპექციის საქმიანობა შეიძლება შეწყდეს, თუ:
ა) ინსპექცია არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე;
ბ) დასახული მიზნის მიღწევა შეუძლებელია.
2. საქმიანობის შეწყვეტა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.
3. ინსპექციის ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 8🔗. ინსპექციის დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
ინსპექციის დებულებაში ცვლილება შედის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.