⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.07.2005)
გაუქმებულია:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.07.2004
ძალის დაკარგვა 08.07.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №416
სარეგისტრაციო კოდი 140130000.11.118.006600
გამოქვეყნების წყარო სსმ, 79, 02/08/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,760 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.07.2004 მიღება
08.07.2005 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:125%; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:125%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:LitMtavrPS; layout-grid-mode:line;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:125%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; layout-grid-mode:line;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:13.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:125%; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; line-height:125%; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; layout-grid-mode:line; text-decoration:underline;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:125%; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; layout-grid-mode:line;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:600.0pt 750.0pt; margin:49.65pt 48.0pt 49.65pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.11.118.006.600 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №416 2004 წლის 30 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის უფლებამოსილების, სტრუქტურისა და საქმიანობის წესის” შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ი. ოქრუაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, კომპეტენციას, ანგარიშვალდებულებასა და დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის სტატუსი 1. დეპარტამენტი წარმოადგენს გასამხედროებულ დაწესებულებას, რომელიც შედის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გამგებლობაში როგორც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. 2. ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დეპარტამენტის სასაზღვრო ძალები შედიან სამხედრო ძალების შემადგენლობაში. დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეებზე ვრცელდება საქართველოს კანონები ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” და ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ”. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ” საქართველოს კანონით, საერთაშორისო სამართლის ნორმებითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებებით და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. 4. დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, აგრეთვე დამოუკიდებლად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან, საზოგადოებრივ და სხვა ორგანიზაციებთან და გაერთიანებებთან, ამყარებს ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან სასაზღვრო საკითხებში, ასევე მონაწილეობს ტრანსასაზღვრო დანაშაულებათა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო საქმიანობაში. 5. დეპარტამენტის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვა წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარჯთაღრიცხვის ნაწილს. 6. დეპარტამენტს აქვს ნამდვილი და პირობითი სახელწოდება, ემბლემა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების გამოსახულებით, ბლანკები და შტამპები. 7. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: თბილისი, 0160, სიმონ კანდელაკის ქ. №12.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. დეპარტამენტის ამოცანებია: ა) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო პოლიტიკის განხორციელებას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის სფეროში; ბ) მოსაზღვრე სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე, სახელწიფო საზღვრის დაცვის ორგანიზაციული საკითხებისა და საერთაშორისო შეთანხმებების რეალიზაციის უზრუნველყოფა; გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირების, სატრანსპოტო საშუალებების, ტვირთის, საქონლისა და ცხოველთა გატარებისა და კონტროლის ორგანიზაცია; დ) ერთობლივ ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით თანამშრომლობა იმ ორგანოებთან, რომლებიც ეწევიან სამართალდაცვით, სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის სფეროში. 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) მონაწილობა საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკისა და სასაზღვრო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში; ბ) მონაწილეობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირების, სატრანსპორტო საშუალებათა, ტვირთის, საქონლისა და ცხოველთა გატარების, აგრეთვე სხვა საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში; გ) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უფლებამოსილების მქონე ორგანოებთან ერთად საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების ორგანიზაცია, რომლებიც აწესრიგებენ ურთიერთობებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის სფეროში; დ) სამინისტროსთან შეთანხმებით თანამშრომლობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, თავდაცვის სამინისტროსთან და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსთან, უცხო სახელმწიფოთა სასაზღვრო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში, მონაწილეობა სასაზღვრო საკითხებზე საერთაშორისო მოლაპარაკებაში; ე) სასაზღვრო წარმომადგენლების – სასაზღვრო კომისრების საქმიანობისადმი ხელმძღვანელობა; ვ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის კონცეფციის შემუშავება, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივად დეპარტამენტის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, მისი მუშაობის სრულყოფის მიზნობრივი კომპლექსური პროგრამების მომზადება და ამ პროგრამების რეალიზაციის სამართლებრივი, ორგანიზაციული, ეკონომიკური და სხვა მექანიზმების შემუშავება; ზ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ შეცვლის თავიდან აცილებისა და აღკვეთის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის შენარჩუნების, სასაზღვრო რეჟიმისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო გამტარ პუნქტებში რეჟიმის დაცვის ღონისძიებათა შემუშავება და მათი რელიზაციის კონტროლი; თ) დეპარტამენტის ორგანოთა საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიზური, სამეცნიერო-ტექნიკური უზრუნველყოფის ორგანიზაცია; ი) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის სფეროში საქართველოს უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების უზრუნველყოფა, საქმიანობის ანალიზის მიზნით გამოკვლევების ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოების ინფორმირება; კ) სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში სასაზღვრო კონტროლის ორგანიზაცია; ლ) დეპარტამენტის შესაბამისი ორგანოების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოკვლევის უზრუნველყოფა; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობების დაცვის უზრუნველყოფა; ნ) დეპარტამენტის ორგანოთა სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პერსონალის უშიშროების უზრუნველყოფა; ო) დეპარტამენტის სტრუქტურული ქვენადაყოფების სტრუქტურისა და საშტატო რიცხოვნობის თაობაზე მინისტრისათვის წინადადებების წარდგენა; პ) შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის ცვეთისა და შესყიდვის გეგმის შემუშავება და სამინისტროს მეშვეობით სახელმწიფო დაკვეთის უზრუნველყოფა; ჟ) სპეციალური სამხედრო, საკადრო, ტექნიკური, მატერიალური, ფინანსური, და სხვა სახის უზრუნველყოფის ორგანიზაცია, აგრეთვე კაპიტალური მშენებლობის წარმოება, სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანოთა საყაზარმო და საბინაო ფონდის ექსპლუატაცია, დადგენილი წესის მიხედვით საცხოვრებელი ფართობის აღრიცხვა-გადანაწილება; რ) მეცნიერებისა და ტექნიკის უახლესი მიღწევების საფუძველზე სასაზღვრო ძალების შეიარაღებისა და ტექნიკისადმი წაყენებულ ძირითად მოთხოვნათა დაგეგმვა; ს) დეპარტამენტის მიერ შეკვეთილი ტექნიკისა და შეიარაღების დამზადების კონტროლი, ახალი და მოდერნიზებული ტექნიკის სახელმწიფო გამოცდისა და მოქმედი დებულებების და მიწოდების შესახებ ხელშეკრულებების შესაბამისად წარმოებიდან მათი მიღების უზრუნველყოფა; ტ) მეცნიერულ გამოკვლევათა შედეგების პრაქტიკაში დანერგვა; უ) დადგენილი წესით მასმედიასთან თანამშრომლობა.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზაცია 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე. 2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებითა და საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით ან პრემიერ-მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით. 3. თავმჯდომარის მიერ მოვალეობების განაწილების შესაბამისად დეპარტამენტის საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს ხელმძღვანელობენ თავმჯდომარის მოადგილეები. ერთ-ერთი მოადგილე თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის დავალებითა და მის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას. 4. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე. 5. დეპარტამენტის თავმჯდომარე: ა) პერსონალურად აგებს პასუხს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე დეპარტამენტისათვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების გამო; ბ) ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის სისტემის ორგანოთა მუშაობას და ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას მათდამი; გ) განკარგავს საბიუჯეტო სახსრებს დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში, რომლის შესრულებას აკონტროლებს სამინისტრო და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ; დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის, განსაზღვრავს დეპარტამენტის სხვა თანამდებობის პირთა უფლებამოსილებასა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანებს; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დადგენილი წესით განსახილველად წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს დეპარტამენტის გამგებლობაში შემავალ საკითხებზე; ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და რიცხოვნობის შესახებ; ზ) ამტკიცებს სატრანსპორტო საშუალებათა, საბრძოლო და სპეციალური ტექნიკის ოდენობას; თ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ორგანოთა სადაზვერვო, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, მოკვლევას და მის კონტროლს დეპარტამენტის ორგანოთა მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ი) საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს სამსახურებრივ საკითხებზე, აკონტროლებს მათ შესრულებას; კ) ახდენს დეპარტამენტის ორგანოთა სამსახურებრივ-საბრძოლო, ადმინისტრაციული, საფინანსო და სამეურნეო საქმიანობაზე კონტროლს და დარღვევის შემთხვევაში შესაბამის დასკვნას შემდგომი რეაგირებისათვის აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას; ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან განსახილველად შეაქვს წინადადებები დეპარტამენტის ორგანოთა სამხედრო თანამდებობების ერთიან სახელმწიფო თანამდებობათა ჩამონათვალში შეტანის შესახებ; მ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან განსახილველად შეაქვს წინადადებები დეპარტამენტის ორგანოთა სამხედრო მოსამსახურეების სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნის, სამხედრო მოსამსახურეთათვის ოფიცრის უმაღლესი წოდების მინიჭების, სამხედრო სამსახურიდან მათი დათხოვნის, სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის დაცვაში მონაწილე სხვა პირებისათვის სახელმწიფო ჯილდოებისა და საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ; ნ) დეპარტამენტის ორგანოთა სამხედრო სამსახურში ჩარიცხავს და გადააადგილებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს მოქალაქეებს, სამხედრო სამსახურიდან ათავისუფლებს სამხედრო მოსამსახურეებს თადარიგში ან გადააყენებს მათ; ო) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან ერთად ორგანიზაციას უკეთებს სასაზღვრო ძალების ოფიცრებით, ზემდეგებით, მიჩმანებით, სამხედრო მოსამსახურეებით, მუშებითა და მოსამსახურეებით დაკომპლექტებას, გეგმავს და ხელმძღვანელობს ოფიცერთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, ორგანიზაციას უწევს და ატარებს ოფიცერთა შემადგენლობის, ზემდეგებისა და მიჩმანების ატესტაციას; პ) სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან ერთად შეიმუშავებს კადრების შერჩევის, განაწილებისა და აღზრდის, მათი სოციალური და სამართლებრივი დაცვის საკითხების გადაწყვეტის ერთიან სისტემას, საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს კადრების როტაციას; ჟ) უზრუნველყოფს სასაზღვრო ოპერატიული, საბრძოლო და სპეციალური მომზადების ორგანიზაციისა და მოწყობის ფორმებისა და მეთოდების ერთიანობას, საერთო ხელმძღვანელობას უწევს მათ მომზადებასა და სწავლებას; რ) სამსახურებრივ მივლინებაში გზავნის დეპარტამენტის ორგანოთა სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს, ორგანიზაციას უწევს სანაპირო დაცვის ხომალდების საზღვარგარეთის ნავსადგურებში ვიზიტებსა და საქმიან გასვლებს, დადგენილი წესით სასაზღვრო თვითმფრინავების საქართველოს ფარგლებს გარეთ გაგზავნას; ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს დეპარტამენტის ორგანოთა სამხედრო მოსამსახურეების, სამოქალაქო პერსონალისა და მათი ოჯახების წევრთა, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვასა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლში მონაწილე მოქალაქეების სამართლებრივი და სოციალური დაცვის საკითხებს; ტ) წარმოადგენს დეპარტამენტს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მეშვეობით უზრუნველყოფს დეპარტამენტის თანამშრომლობას საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან; უ) წარმოადგენს დეპარტამენტს მოსაზღვრე და სხვა სახელმწიფოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში, სასაზღვრო, სპეციალურ, სამართალდაცვისა და სამხედრო ორგანოებში; ფ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, ცეცხლსასროლი ან/და ცივი იარაღით, აგრეთვე სხვა ფასიანი საჩუქრებით აჯილდოებს დეპარტამენტის ორგანოთა სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პერსონალს, უცხო სახელმწიფოების სასაზღვრო ორგანოების წარმომადგენლებს, აგრეთვე სხვა პირებს დეპარტამენტის წინაშე მდგომი ამოცანების გადაჭრაში აქტიური დახმარებისათვის; ქ) პრეზიდენტის მიერ დასამტკიცებლად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წარუდგენს შინაგან საქმეთა მინისტრს სასაზღვრო ძალების სამხედრო ფორმის ტანსაცმლისა და განმასხვავებელი ნიშნების ნიმუშებს; ღ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს დებულებას სამკერდე ნიშნების დაწესებისა და დეპარტამენტის ორგანოთა სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პერსონალის დაჯილდოების შესახებ; ყ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეუძლია უფლებამოსილების დელეგირება მისდამი დაქვემდებარებული ცალკეული თანამდებობის პირებისათვის.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) სამდივნო; ბ) სახმელეთო საზღვრის დაცვის მთავარი სამმართველო; გ) სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველო; დ) ადმინისტრაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო; ე) ოპერატიულ-სამძებრო სამმართველო; ვ) მართვის ცენტრი (სამსახურის სტატუსით); ზ) სწრაფი რეაგირების რაზმი; თ) ავიარაზმი. 2. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია: ა) საზღვრის დაცვის №1 რეგიონული სამმართველო (აჭარა); ბ) საზღვრის დაცვის №2 რეგიონული სამმართველო (ახალციხე); გ) საზღვრის დაცვის №3 რეგიონული სამმართველო (ბოლნისი); დ) საზღვრის დაცვის №4 რეგიონული სამმართველო (გარდაბანი); ე) საზღვრის დაცვის №5 რეგიონული სამმართველო (ქიზიყი); ვ) საზღვრის დაცვის №6 რეგიონული სამმართველო (ლაგოდეხი); ზ) საზღვრის დაცვის №7 რეგიონული სამმართველო (ბარისახო); თ) საზღვრის დაცვის №8 რეგიონული სამმართველო (არხოტი); ი) საზღვრის დაცვის №9 რეგიონული სამმართველო (ყაზბეგი); კ) საზღვრის დაცვის №10 რეგიონული სამმართველო (ონი); ლ) საზღვრის დაცვის №11 რეგიონული სამმართველო (ლენტეხი); მ) საზღვრის დაცვის №12 რეგიონული სამმართველო (მესტია); ნ) საზღვრის დაცვის №13 რეგიონული სამმართველო (აჟარა); ო) საზღვრის დაცვის №14 რეგიონული სამმართველო (ეუთო); პ) აეროპორტი ,,თბილისი” (სამმართველოს სტატუსით); ჟ) აეროპორტი ,,იმერი” (სამმართველოს სტატუსით).     მუხლი 6🔗. სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები 1. სამდივნოს ძირითადი ამოცანაა დეპარტამენტში შესული და დეპარტამენტიდან გასული ნებისმიერი დოკუმენტისა და კორესპონდენციის რეგისტრაცია, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის დადგენილებების, პრემიერ-მინისტრის ბრძანებების, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების, დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების, მისი და მისი მოადგილეების მითითებების შესრულების კონტროლი, მოქალაქეთა მიღების ორგანიზება და აღრიცხვა. 2. სახმელეთო საზღვრის დაცვის მთავარი სამმართველო ორგანიზაციას უწევს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის დაცვას, სასაზვრო კონტროლს, სასაზღვრო ნაწილების მუდმივ საბრძოლო მზადყოფნას, მართვის ცენტრში შემოსული მონაცემების საფუძველზე უზრუნველყოფს ოპერატიულ-ტექნიკურ გათვლასა და ამზადებს წინადადებებს მეთაურის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად, დროულად განსაზღვრავს სასაზღვრო ძალების ამოცანებს, გეგმავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ორგანიზაციას, კოორდინაციას უწევს სასაზღვრო წარმომადგენელთა მუშაობას. 3. სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველო უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიტიკის განხორციელებას საქართველოს საზღვაო სივრცეში და ორგანიზაციას უკეთებს საქართველოს საზღვაო სივრცეში სამართლებრივი რეჟიმის დაცვას და საქართველოს ნავსადგურებში კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის შესრულების კონტროლს; საქართველოს შიდა წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, მიმდებარე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, კონტინენტურ შელფზე საქართველოსა და სხვა სახელმწიფოთა გემების საქმიანობის კონტროლს; როგორც დამოუკიდებლად, ასევე საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელ სხვა ორგანოებთან ერთობლივად ახორციელებს სასაზღვრო, ორგანიზაციულ-სამართლებრივ, ადმინისტრაციულ, მიგრაციულ, ოპერატიულ-სამძებრო, გარემოსდაცვით, ძებნა-გადარჩენისა და საზღვაო საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს; იღებს საქართველოს სუვერენული უფლებებისა და იურისდიქციის დარღვევის საწინააღმდეგო ზომებს, ატარებს არალეგალური მიგრაციის, იარაღის, ფეთქებადი და ნარკოტიკული ნივთიერებების კონტრაბანდის აღკვეთის ღონისძიებებს; უზრუნველყოფს სანაპირო დაცვისადმი დაქვემდებარებული ქვედანაყოფებისათვის დაკისრებული ამოცანის სრულად გაცნობას და გეგმავს საქართველოს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის კონტროლის ღონისძიებებს; ახორციელებს სანაპირო დაცვის საქმიანობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ასრულებს დეპარტამენტსა და სხვა შესაბამის უწყებებს შორის საზღვაო სფეროში არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან და წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან; ორგანიზაციას უკეთებს საინჟინრო და მატერიალურ-ტექნიკური რესურსებს, შეიმუშავებს დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტს და უზრუნველყოფს მის ეფექტური გამოყენებას; გააჩნია საბანკო ანგარიში და კომპეტენციის ფარგლებში ნიშნავს და ათავისუფლებს კადრებს. 4. ადმინისტრაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო: ა) წარმართავს დეპარტამენტის ადმინისტრაციულ საქმიანობას, გეგმავს და ახორციელებს სასაზღვრო და საკადრო პოლიტიკას, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს სასაზღვრო ძალების საერთაშორისო საქმიანობის განხორციელებას, წარმოადგენს სასაზღვრო ძალებს საერთაშორისო არენაზე, ამყარებს ორმხრივ და მრავალმხრივ კონტაქტებს საზღვარგარეთის შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, შეიმუშვებს და ამზადებს საერთაშორისო-სამართლებრივ აქტებს და მათ შესაბამისად კონტროლს ახორციელებს სასაზღვრო ძალებისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე; კოორდინაციას უწევს სასაზღვრო ძალების საერთაშორისო საქმიანობას არალეგალური მიგრაციისა და სხვა ტრანსსასაზღვრო დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლაში, კოორდინაციას უწევს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობას; მონაწილეობს სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით მოიპოვებს ინფორმაციას, აანალიზებს მას და წარუდგენს ხელმძღვანელობას; საზოგადოებასა და მასმედიას ინფორმაციას აწვდის სასაზღვრო ძალებში მიმდინარე პროცესების თაობაზე და ხელს უწყობს საზოგადოებაში სასაზღვრო ძალების შესახებ ობიექტური აზრის ჩამოყალიბებას; გ) ახორციელებს სასაზღვრო ძალების მიერ ოფიციალური ვიზიტების, საერთაშორისო ღონისძიებების, მაღალი რანგის დელეგაციების მიღებასთან დაკავშირებული საპროტოკოლო ღონისძიებების ჩატარებას; დ) ახორციელებს საკადრო პოლიტიკას, საკონტრაქტო სისტემის დანერგვას; სააღრიცხვო-საშტატო მუშაობას, პერსონალის რიცხობრივ და ხარისხობრივ ანალიზსა და თვისობრივ გაუმჯობესებას, რეზერვთან მუშაობას, პირადი შემადგენლობის პროფესიული სწავლება-გადამზადების კოორდინაციას, პროფესიული დონის ზრდას – მათ შორის ატესტაციის, ტესტირების მოწყობის გზით, ფიზიკურ მომზადებასა და მხედრული სულისკვეთების ამაღლებას, მათი უფლებების, პატივისა და ღირსების დაცვას, სპორტული და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას; ე) ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის სისტემაში ერთიანი ფინანსური პოლიტიკის გატარებას, ფულადი სახსრების მომჭირნე, დანიშნულებისამებრ ხარჯვას, ადგენს და ამუშავებს დეპარტამენტის ბიუჯეტს; ანაწილებს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტს შესაბამის ქვედანაყოფებზე. არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ფინანსურად უზრუნველყოფს დეპარტამენტის თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის ღონისძიებებს, აკეთებს ბიუჯეტის შესრულების ანალიზს, დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებით აწარმოებს სახელმწიფო შესყიდვებს, აფორმებს ხელშეკრულებებს მიმწოდებელთან და აკონტროლებს მიწოდებული საქონლის ხარისხს; ახორციელებს დეპარტამენტის ორგანოთა სამეურნეო და ზურგის მომარაგების უზრუნველყოფას, სასაზღვრო ინფრასტრუქტურის ექსპლოატაციას, დაპროექტებას, მშენებლობას და მის სწორ ექსპლუატაციას, ორგანიზებას უწევს შიდა საუწყებო დაცვის სამსახურის საქმიანობას. 5. ოპერატიულ-სამძებრო სამმართველო: ა) თავმჯდომარის ბრძანებით აკონტროლებს დეპარტამენტისა და სასაზღვრო ძალების საქმიანობაში კანონიერების, ნორმატიული აქტებისა და სხვა მარეგლამენტირებელი დოკუმენტების მოთხოვნათა შესრულებას, ახორციელებს დანაშაულის, დისციპლინური დარღვევების თავიდან აცილებისა და დანაშაულის ხელშემწყობი გარემოებების გამოავლენის ღონისძიებებს, შეიმუშავებს დანაშაულთან ბრძოლის სამოქმედო გეგმებს; ბ) უზრუნველყოფს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მთელ პერიმეტრზე სამართალდარღვევათა პროფილაკტიკისა და აღკვეთა-გამოვლენის მიზნით; ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო ზოლსა და ზონაში პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო ხასიათის, ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველი ინფორმაციების მოპოვებას, ანალიზსა და ოპერატიული ვითარების პროგნოზირებას, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას, დეპარტამენტის ოპერატიულ-სამძებრო დანაყოფების თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინაციას, სათანადო საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან ინფორმაციის გაცვლას, ერთობლივ ოპერატიულ ღონისძიებათა განხორციელებასა და გამოცდილების გაზიარებას. 6. მართვის ცენტრი უზრუნველყოფს სასაზღვრო უწყების ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიების სამეცნიერო და სამხედრო ტექნიკური განვითარების დაგეგმვასა და კოორდინირებას, სასაზღვრო მონიტორინგის სისტემა ,,იორის” შემდგომ განვითარებასა და პროექტი ,,იორი-2”-ის რეალიზაციას, ხელმძღვანელობს კავშირგაბმულობის ცალკეული სტაციონარული კვანძის მუშაობას და მეთოდურ ხელმძღვანელობას უწევს კავშირგაბმულობის განყოფილების მუშაობას. 7. სწრაფი რეაგირების რაზმი განსაკუთრებულ შემთხვევებში სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველოების შესაბამის დანაყოფების, აგრეთვე დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოების მოთხოვნით ახორციელებს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვასა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლს და მონაწილეობას იღებს სახელმწიფო საზღვარზე შექმნილი განსაკუთრებული სიტუაციების დროს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში. 8. ავიარაზმი განსაკუთრებულ შემთხვევებში სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველოების შესაბამის დანაყოფების, აგრეთვე დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოების მოთხოვნით ახორციელებს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვას საჰაერო სივრციდან და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლს, მონაწილეობას იღებს სახელმწიფო საზღვარზე შექმნილი განსაკუთრებული სიტუაციების დროს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში. 9. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს შინაგან საქმეთა მინისტრი.     მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულება დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.