⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.05.2006)
გაუქმებულია:

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №113 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობრივი მდგომარეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 15.06.2000
ძალის დაკარგვა 08.05.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №113
სარეგისტრაციო კოდი 000000010.01(2).004.000291
გამოქვეყნების წყარო სსმ, 61, 05/07/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,515 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.06.2000 მიღება
08.05.2006 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №113 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობრივი მდგომარეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoDocumentMap, li.MsoDocumentMap, div.MsoDocumentMap {margin:0in; margin-bottom:.0001pt; background:navy; font-size:14.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.012.004.298 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №113 2000 წლის 15 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობრივი მდგომარეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე  “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 მარტის №91 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობრივი მდგომარეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ჯ. ხეცურიანი მოქალაქეობრივი მდგომარეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი 1. მოქალაქეობრივი მდგომარეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ერთეული. 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, “იმიგრაციის შესახებ” და “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონები, “საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 9 ნოემბრის №637 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება, “საქართველოში იმიგრაციის საკითხების განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 30 ნოემბრის №821 დადგენილებით დამტკიცებული დებულება, საქართველოს კანონები და სხვა ნორმატიული აქტები. თავი II. დეპარტამენტის უფლებამოსილება 1. დეპარტამენტის ძირითად უფლებამოსილებას შეადგენს: ა) მოქალაქეობის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და იმიგრაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების პერიოდულად მომზადება და კონტროლი ამ სფეროებში მოქმედი კანონმდებლობის შესრულებაზე; ბ) საქართველოს მოქალაქეობის მიღების, საქართველოში მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე, აგრეთვე, მოქალაქეობის არმქონე პირთა და სხვა ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების (იმიგრანტის სტატუსის) მინიჭების შესახებ დაინტერესებულ პირთა განცხადებებისა და სხვა ხასიათის მასალის განხილვა; გ) მოქალაქეობის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება; დ) საქართველოში მუდმივად მცხოვრების სტატუსის დადგენა; ე) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოდან გაძევების შესახებ მასალის წინასწარ განსახილველად მომზადება; ვ) სამოქალაქო აქტების რეგისტაციის ორგანოების მუშაობისათვის კონტროლის გაწევა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ; ზ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების (ადმინისტრაციული ერთეულების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების, სპეციალიზებული განყოფილებების: არქივების, ქორწინების სახლების და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში საქართველოს საკონსულო დაწესებულებებისა და სოფლის, დაბის, თემის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების – გამგეობების) მეთოდური ხელმძღვანელობა, ორგანიზაცია და კოორდინაცია; თ) მოქალაქეობრივი მდგომარეობისა და იმიგრაციის საკითხებით დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა; ი) მოქალაქეობრივი მდგომარეობისა და იმიგრაციის საკითხებზე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ სხვა ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა, აგრეთვე, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სტატისტიკური მონაცემების აღნუსხვა; კ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ დასკვნის მართლზომიერების დადასტურება; ლ) სახელის, მამის სახელის გვარის შეცვლის თაობაზე დასკვნის დამტკიცება; მ) საქართველოს მოქალაქეებზე საზღვარგარეთ დასაქორწინებლად ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემა; ნ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე გერბიანი ბლანკებისა და სამოქალაქო აქტების ჩანაწერების წიგნების, აგრეთვე, საქმის წარმოების წესით გათვალისწინებული სხვა სახის წიგნების ნიმუშების შემუშავება; ო) კონტროლი მკაცრი აღრიცხვის გერბიანი ბლანკების გამოყენების ხარჯვაზე; თავი III. დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები 1. დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ყოველწლიური სამუშაო გეგმის შედგენა; ბ) მოქალაქეობრივი მდგომარეობისა და იმიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურებთან და სხვა ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებთან, აგრეთვე, ამ საკითხებით დაინტერესებულ სხვა უწყებებთან თანამშრომლობა; გ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მოქალაქეობის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და იმიგრაციის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე, აგრეთვე, ამ სფეროებში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; დ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების შემოწმების საკითხის მოწესრიგება; ე) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების პრაქტიკული მუშაობის შესწავლა-განზოგადება, ამ ორგანოთა მუშაობის გასაუმჯობესებლად წინადადებების შემუშავება და მითითებების გაცემა; ვ) მოქალაქეობრივი მდგომარეობისა და იმიგრაციის სფეროში კადრების მომზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება; ზ) კადრების შერჩევა-განაწილება, მათი მეთოდური და პრაქტიკული დახმარება, საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციაში მონაწილეობა; თ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების პერსონალის მონაწილეობით სემინარული მეცადინეობებისა და თათბირების პერიოდულად მოწყობა; ი) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა საქმიანობის შესახებ საჩივრებისა და განცხადებების განხილვა; კ) დეპარტამენტში თავმოყრილი სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტსათვის ინფორმაციის მიწოდება საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში კანონიერად მცხოვრებ უცხოელთა მიგრაციული პროცესების დინამიკის შესახებ; დეპარტამენტს აქვს მრგვალი, ნომრიანი ბეჭედი, რომლის ნიმუშს ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი; 2. დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანების გადასაწყვეტად, დადგენილია მოქალაქეობის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და იმიგრაციის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შემდეგი პროცედურა: დეპარტამენტი წინასწარ განიხილავს მოქალაქეობრივი მდგომარეობისა და იმიგრაციის საკითხებზე განცხადებებსა და სხვა ხასიათის მასალებს, რის თაობაზეც დგება მოტივირებული დასკვნა. დასკვნა, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, წარედგინება სამინისტროს მოქალაქეობრივი მდგომარეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს. მოქალაქეობის მიღების, მოქალაქეობის აღდგენის, მოქალაქეობიდან გასვლის, მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე, სათანადო წესით დამტკიცებული დასკვნა, მინისტრთან შეთანხმების შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს. იმიგრაციის საკითხზე დამტკიცებული დასკვნის საფუძველზე იუსტიციის მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას იმიგრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე. 3. დეპარტამენტი მოქალაქეობრივი მდგომარეობისა და იმიგრაციის საკითხებზე განცხადებებსა და წარდინებებს ღებულობს უშუალოდ დაინტერესებული პირებისაგან, აგრეთვე, საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან და საკონსულო დაწესებულებებიდან; მოქალაქეობრივი მდგომარეობისა და იმიგრაციის საკითხებზე განცხადებები და მასთან დაკავშირებული მასალები შეიძლება დეპარტამენტს წარედგინოს დაინტერესებული პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოების მეშვეობით. თავი IV. დეპარტამენტის სტრუქტურა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. დეპარტამენტი იყოფა სამ განყოფილებად: ა) მოქალაქეობის განყოფილება; ბ) სამოქალაქო საკითხთა განყოფილება; გ) იმიგრაციის განყოფილება. განყოფილებებს ხელმძღვანელობენ განყოფილების უფროსები. დეპარტამენტის უფროსს, განყოფილების უფროსებსა და დეპარტამენტის მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებსა და განკარგულებებს; ბ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას; გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამნტში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) აბარებს დეპარტამენტის მუშაობის ანგარიშს სამინისტროს ხელმძღვანელობას; ე) წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს; ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეებისათვის ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; თ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; ი) ასრულებს ამ დებულებით განსაზღვრულ, მინისტრის ან უშუალო ხელმძღვანელის ბრძანებებსა და განკარგულებებს; კ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს მოქალაქეობის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის და იმიგრაციის საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ; ლ) დეპარტამენტის უფროსი ემორჩილება მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს, ანგარიშვალდებულია მათ წანაშე; 3. დეპარტამენტის უფროსი თავის უფლებამოსილებებს განახორციელებს შესაბამის დარგებში განყოფილების უფროსების მეშვეობით; დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის წინადადებით, მის მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი; 4. დეპარტამენტი დაკომპლექტებულია მრჩევლებით და სპეციალისტებით. დეპარტამენტის მოხელე არის მრჩეველი, რომელიც დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს: ა) კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ პირებს მოქალაქეობის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და იმიგრაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის საკითხებზე; ბ) აწარმოებს მოქალაქეობის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და იმიგრაციის საკითხებზე შემოსული განცხადებებისა და სხვა ხასიათის მასალის განხილვას; გ) ამზადებს წინადადებებს მის წარმოებაში არსებული საქმეების განხილვა-გადაწყვეტის თაობაზე; დეპარტამენტის მრჩეველი პასუხისმგებელია მის წარმოებაში არსებული საქმის ობიექტურად და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით განხილვაზე; 5. დეპარტამენტში იქმნება მოქალაქეობის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და იმიგრაცის საკითხთა სტატისტიკური სამსახური, რომელიც აღნუსხავს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მოქალაქეთა, აგრეთვე საქართველოში მცხოვრებ სხვა ქვეყნის მოქალაქეთა, მოქალაქეობის არმქონე პირთა ოდენობას, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე მონაცემებს, აგრეთვე მონაცემებს დაბადების, ქორწინების, გარდაცვალებისა და სხვა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ. დაინტერესებულ პირებსა და სახელმწიფო ორგანოებს დადგენილი წესის შესაბამისად შეუძლიათ მიიღონ აღნიშნული ინფორმაცია მოქალაქეობრივი მდგომარეობისა და იმიგრაცის დეპარტამენტის სტატისტიკური სამსახურიდან. 6. მოქალაქეობის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და იმიგრაცის საკითხებზე სათანადო ინფორმაციის მობილიზების, ამ სფეროში დაინტერესებულ სახელმწიფო ორგანოთა და მოქალაქეთა მომსახურების მიზნით იქმნება საინფორმაციო ბანკი, რომელშიც აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურებიდან და სხვა ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებიდან, აგრეთვე, ამ საკითხებით დაინტერესებულ სხვა უწყებებიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შემოსული ინფორმაციები; 7. დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი. თავი V. გარდამავალი დებულებები 1. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.