საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №242/ნ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის” შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე”
მიღების თარიღი 09.10.2003
ძალის დაკარგვა 27.07.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №242/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470010000.11.119.006127
გამოქვეყნების წყარო სსმ, 119, 16/10/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 10.10.2000
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №242/ნ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის” შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:62.35pt 56.7pt 62.35pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.127
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №242/ნ
2003 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის” შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე”
საქართველოს სანიტარიული კოდექსის („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” №14 03.06.03წ. მუხ.91) მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექცია” და დამტკიცდეს მისი თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს: „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საზღვრის გამტარ პუნქტებში სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებსა და წესებზე სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექციების დებულებათა დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 26 მარტის №74/ნ ბრძანების პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ა. გამყრელიძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექცია (შემდგომში ინსპექცია), შექმნილია “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” და „საქართველოს სანიტარიული კოდექსის” საქართველოს კანონების შესაბამისად.
2. ინსპექცია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
3. ინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
4. ინსპექციას სახელმწიფოს მიერ ქონება გადაეცემა უსასყიდლოდ უზუფრუქტის წესით.
5. ინსპექცია, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩლედ და მოპასუხედ. გარიგებები, რომლებიც სცილდება კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებს, ბათილდება.
6. ინსპექციას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სამსახურის სახელწოდებით, შტამპი, დამოუკიდებელი ბალანსი და საკუთარი ანგარიში ხაზინასა და საბანკო დაწესებულებებში (მათ შორის – სავალუტო).
7. ინსპექციის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ.თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. №23.
მუხლი 2🔗. მიზანი და ფუნქცია
1. ინსპექციის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს ქვეყნის ტერიტორიის სანიტარიული დაცვის უზრუნველსაყოფად საკარანტინო და სხვა საშიში ინფექციებისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის პოტენციურად საშიში პროდუქციის ან/და ტვირთების ქვეყანაში შემოტანისა და გავრცელების თავიდან აცილება.
2. ქვეყნის ტერიტორიის სანიტარიული დაცვის მიზნით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე, სასაზღვრო ზოლში და საბაჟო ზონებში ინსპექციის ფუნქციებია:
ა) ქვეყანაში საკარანტინო და სხვა საშიშ ინფექციური დაავადებებისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის პოტენციურად საშიში პროდუქციის ან/და ტვირთის შემოტანის და გავრცელების აღკვეთის მიზნით სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელება;
ბ) ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ სანიტარიული ნორმების დაცვასა და პროფილაქტიკური სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი;
გ) სატრანსპორტო (საჰაერო, სანაოსნო) საშუალებაზე სანიტარიული ნორმების დაცვასა და პროფილაქტიკურ სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი;
დ) სანიტარიული ნორმების დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე თანამდებობის პირის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა და სანიტარიული ნორმების დარღვევის აღმკვეთი ზომების გამოყენება;
ე) ქვეყნის ტერიტორიის სანიტარიული დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, პროფილაქტიკური სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე და გამოვლენილი სანიტარიული ნორმების დარღვევის აღმოფხვრის შესახებ მიწერილობის შედგენა;
ვ) საბაჟო ორგანოსთვის დასკვნის წარდგენა პოტენციურად საშიში პროდუქციის ან/და ტვირთის გადაადგილებაზე თანხმობის შესახებ, ან იმ პროდუქციის ან/და ტვირთის ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის დროებითი შეჩერების ან აღკვეთის შესახებ, რომელთა მიმართ სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისას დგინდება, რომ მათი გადაადგილება გამოიწვევს ინფექციური და მასობრივი არაგადამდები დაავადებების (მოშხამვების) გავრცელების საშიშროებას;
ზ) საკარანტინო და სხვა საშიში ინფექციური დაავადებების მხრივ არაკეთილსაიმედო ქვეყნიდან ჩამოსული მგზავრისა და სატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის წევრების რეგისტრაცია;
თ) საკარანტინო და სხვა საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელების შეზღუდვისა და აღკვეთის მიზნით, იმ ადამიანის (ადამიანთა ჯგუფის), რომელიც ეპიდემიური თვალსაზრისით ინფექციური დაავადების გავრცელების წყაროა, ქვეყნის საზღვრის გამტარ პუნქტებში ან საბაჟო ზონებში გადაადგილების შეზღუდვა ან დროებითი აკრძალვა;
ი) საკარანტინო და სხვა საშიში ინფექციური დაავადებების მხრივ (გარდა ვეტერინარული და ფიტოსაკარანტინო დაავადებებისა) არაკეთილსაიმედო ქვეყნიდან ჩამოსულ სატრანსპორტო (საჰაერო, სანაოსნო) საშუალებაზე და საზედამხედველო ობიექტებში სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოების ორგანიზაცია და განხორციელება;
კ) ობიექტის მშენებლობის (რეკონტრუქციის) საპროექტო ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვა და ჰიგიენური დასკვნის გაცემა, ხოლო ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ მისი ჰიგიენური სერტიფიკაცია და ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა;
ლ) საბაჟო ორგანოს მოთხოვნით ან მისი თანხმობის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, პროდუქციის სინჯის (ნიმუშის) აღება ლაბორატორიული გამოცდის, კვლევის მიზნით, პროდუქციის სანიტარიულ ნორმებთან შესაბამისობის განხილვა და ჰიგიენური დასკვნის გაცემა;
მ) ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის დროს, საბაჟო ორგანოს მიერ წარდგენილი პოტენციურად საშიში პროდუქციის ან/და ტვირთის თანმხლები დოკუმენტაციის განხილვა, აგრეთვე ამ პროდუქციის ან/და ტვირთის გადასაადგილებლად გადაწყვეტილების მიღების მიზნით ჰიგიენური შეფასება;
ნ) ინფექციური და მასობრივი არაგადამდები დაავადებებისა და მოშხამვების აღმოცენების, გავრცელების მიზეზებისა და პირობების გამოვლენა, ამ დაავადებებისა და მოშხამვების პროფილაქტიკისათვის გამიზნული სანიტარიულ-ჰიგიენური ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი;
ო) სასმელი და სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების წყაროების წყლების, აგრეთვე ნიადაგისა და ჰაერის სინჯების აღება ლაბორატორიული გამოცდის, კვლევის მიზნით, წყლის, ნიადაგისა და ჰაერის სანიტარიულ ნორმებთან შესაბამისობის განხილვა და ჰიგიენური დასკვნის გაცემა;
პ) სატრანსპორტო საშუალებით საკვები პროდუქციის გადაზიდვისას სანიტარიული ნორმების დაცვაზე კონტროლი და სანიტარიული პასპორტის გაცემა;
ჟ) ინფექციური და მასობრივი არაგადამდები დაავადებებისა და მოშხამვების აღმოცენების, გავრცელებისა და პროფესიული დაავადებების გამომწვევი მიზეზებისა და პირობების გამოვლენა, ამ დაავადებებისა და მოშხამვების პროფილაქტიკისათვის სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი;
რ) რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში მონაწილეობა.
ს) სანიტარიული ნორმებისა და წესების მეთოდური მითითებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და ქვეყნის საზღვრის გამტარ პუნქტებსა და საბაჟო ზონებში მათი დანერგვის ორგანიზება.
ტ) ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემო ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენის დადგენის მიზნით, სოციალურ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მონიტორინგის სისტემის შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება.
უ) სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.
ფ) ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია, მართვა და კონტროლი.
ქ) ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით, საზღვარგარეთ თანამშრომლების მივლინება და უცხოელი სპეციალისტების მიღება.
ღ) სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში მონაწილეობის მიღება.
ყ) ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე და საბაჟო ზონებში პროფილაქტიკური სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებაზე, ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო ვითარებისაგან მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ტერიტორიის სანიტარიული დაცვის მიზნით, სახელმწიფო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის დაწესება თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 3🔗. ინსპექციის მართვა
1. ინსპექციას მართავს ინსპექციის უფროსი, რომელსაც თანმდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
2. ინსპექციის უფროსი დამოუკიდებლად მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში და არის წარმომადგენლობის უფლებამოსილი პირი.
3. ინსპექციის უფროსი კანონის ფარგლებში მოქმედებს ინსპექციის სახელით და დამოუკიდებლად წარმოადგენს მის ინტერესებს სხვა პირებთან ურთიერთობისას სპეციალური რწმუნების გარეშე.
4. ინსპექციის უფროსი:
ა) პერსონალურად ხელმძღვანელობს ინსპექციის საქმიანობას;
ბ) მიზნობრივად განკარგავს და პასუხს აგებს ინსპექციის საკუთრებაში არსებულ მატერიალურ და ფინანსურ რესურსებზე;
გ) განსაზღვრავს ინსპექციის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს, საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ხარჯებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით;
დ) ადგენს ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციონირებისა და ანგარიშგების წესს და აკონტროლებს მათ საქმიანობას;
ე) ახორციელებს ინსპექციის თანამშრომელთა სამუშაოზე მიღებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად (მათ შორის კონკურსის წესით);
ვ) ახორციელებს ინსპექციის თანამშრომლების საქმიანობის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას, ინსპექციის თანამშრომელთა სამუშაოდან გათავისუფლებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ზ) აფორმებს ხელშეკრულებებს ინსპექციის სახელით და გასცემს მინდობილობებს;
თ) გამოცემს ინდივიდუალურ ბრძანებებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც შესასრულებლად სავალდებულოა ყველა თანამშრომელთათვის;
ი) ამტკიცებს ინსპექციის ადმინისტრაციისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების შინაგანაწესს;
კ) გამოსცემს მიწერილობებს, დასკვნებს და მითითებებს ქვეყნის საზღვრის გამტარ პუნქტებზე და საბაჟო ზონებში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემო ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენის აღკვეთის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ლ) აფორმებს ხელშეკრულებებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში;
მ) უფლებამოსილია გადასცეს შემოწმების მასალები კომპეტენტურ ორგანოებს.
5. ინსპექციის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე ეპიდემიოლოგიურ დარგში, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
6. ინსპექციის უფროსის მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს ინსპექციის უფროსი.
7. ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით ასრულებს ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილე ან მისი არყოფნის შემთხვევაში მოადგილე ეპიდემიოლოგიურ დარგში.
მუხლი 4🔗. ინსპექციის უფლებამოსილება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელების სფეროში ქვეყნის საზღვრის გამტარ პუნქტებსა და საბაჟო ზონებში
1. ინსპექციაში მომუშავე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია :
ა) დროულად და სრულად უზრუნველყოს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ სანიტარიული ნორმების შესრულებასა და პროფილაქტიკური სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდემიასაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე ზედამხედველობა;
ბ) მონაწილეობა მიიღოს პროფესიული, ინფექციური და მასობრივი არაგადამდები დაავადებებისა და მოშხამვების აღმოცენების, გავრცელების გამოკვლევასა და მათი სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებაში;
გ) მონაწილეობა მიიღოს რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების შემუშავებასა და (საჭიროების შემთხვევაში) მათ განხორციელებაში;
დ) განახორციელოს კონტროლი დეკრეტირებული კონტინგენტის ჰიგიენურ სწავლებაზე.
2. ინსპექციაში მომუშავე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს:
ა) სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე, საბაჟო ზონებსა და ტვირთის განბაჟების სხვა ადგილებში განახორციელოს სატრანსპორტო საშუალების, პოტენციურად საშიში პროდუქციის ან/და ტვირთის სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი.
ბ) სანიტარიული ნორმების დაცვისა და პროფილაქტიკური სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების კონტროლის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს საზედამხედველო ობიექტში.
გ) ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს წაუყენოს მოთხოვნა სანიტარიული ნორმების დარღვევათა აღმოფხვრისა და პროფილაქტიკურ სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა განხორციელების ვადების მითითებით;
დ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან, ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან მიიღოს თავისი საზედამხედველო ფუნქციის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია;
ე) დადგენილი წესით, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში უსასყიდლოდ აიღოს პროდუქციის, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის სინჯები (ნიმუშები) ლაბორატორიული გამოცდის, კვლევისა და ჰიგიენური შეფასების ჩასატარებლად;
ვ) გამოავლინოს და დაადგინოს პროფესიული დაავადებების, აგრეთვე ინფექციური და მასობრივი არაგადამდები დაავადებებისა და მოშხამვების აღმოცენების, გავრცელების მიზეზები და პირობები;
ზ) სანიტარიული ნორმების დარღვევისას შეადგინოს ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით;
თ) შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წინაშე დასვას საკითხი დეკრეტირებულ კონტინგენტს მიკუთვნებულ იმ პირთა სამუშაოდან დროებით ჩამოშორების შესახებ, რომლებსაც არ გაუვლიათ სავალდებულო სამედიცინო შემოწმება ან რომლებიც არიან დაავადების გამომწვევის მატარებლები;
ი) მიიღოს გადაწყვეტილება დეზინფექციის, დეზინსექციისა და დერატიზაციის ჩატარების შესახებ.
მუხლი 5🔗. ინსპექციის საქმიანობის კონტროლი
1. ინსპექციის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ზედამხედველობას უწევს ინსპექციის საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობას, ეფექტიანობას.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ინსპექციის უფროსის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი უფლებამოსილია კონტროლის განხორციელების მიზნით, ინსპექციიდან გამოიწვიოს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტი.
5. ინსპექციამ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანხმობით და კანონით გათვალისწინებული წესით შეიძლება განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხების აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილების მიღება ინსპექციის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი კომპეტენციის ფარგლებს.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტების განსახორციელებლად აუცილებელია აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 6🔗. საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა
1. ინსპექციის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:
ა) ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულებებისა და გრანტების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ჯარიმებით მიღებული შემოსავლების 50%, რომელიც მიემართება სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის სპეციალური შემოსავლების ანგარიშზე თანახმად „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ საქართველოს კანონის“ 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით.
2. მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება ინსპექციის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას, სხვა მიზნით მათი გამოყენება აკრძალულია.
3. ინსპექცია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
4. ინსპექციის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტი.
მუხლი 7🔗. საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია
1. ინსპექციის საქმიანობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით შეიძლება შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) ინსპექცია არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე;
ბ) დასახული მიზნის მიღწევა შეუძლებელია.
2. საქმიანობის შეწყვეტა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.
3. ინსპექციის ლიკვიდაცია ხორციელდება კანონით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 8🔗. ინსპექციის დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
ინსპექციის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.