საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – მელიორაციის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.08.2001
ძალის დაკარგვა 17.01.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №2-136
სარეგისტრაციო კოდი 400010010.11.113.004944
გამოქვეყნების წყარო სსმ, 92, 31/08/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – მელიორაციის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:GEO-Grotesk;} @font-face {font-family:GEO-DumbaNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"GEO-Grotesk","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"GEO-DumbaNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:33.8pt 49.6pt 49.65pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 400.010.010.11.113.004.944
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის
მინისტრის ბრძანება №2-136
2001 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – მელიორაციის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 13 იანვრის №20 ბრძანებულებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულების შესაბამისად:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – მელიორაციის ინსპექციის დებულება /დანართი №1/ და ხარჯთა ნუსხა /დანართი №2/.
2. იურიდიული, პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურმა: /გ. მერაბიშვილი/ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – მელიორაციის ინსპექციასთან ერთად უზრუნველყოს:
ა) კანონით დადგენილი წესით, აღნიშნული ბრძანების იუსტიციის სამინისტროში სახელმწიფო რეგისტრაცია და სარეგისტრაციო კოდის მინიჭება;
ბ) ინსპექციის სახელმწიფო კანცელარიის სპეციალურ რეესტრში გატარება, რეგისტრაციის კანონით დადგენილი წესით.
3. სამინისტროს აპარატმა უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანებისა და დებულების პრესაში გამოქვეყნება.
4. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ დავით შერვაშიძეს.
5. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. კირვალიძე
დებულება
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – მელიორაციის ინსპექციის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – მელიორაციის ინსპექცია /შემდგომში – ინსპექცია/ შექმნილია ,,მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დარგში განსახორციელებელი რეფორმის პირველი ეტაპის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 13 იანვრის №20 ბრძანებულებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულების საფუძველზე.
2. ინსპექცია მასზე დაკისრებული მოვალეობისათვის ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.
3. ინსპექციის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, მოსაშვილის ქ. №11.
4. საქართველოს კანონების, ნორმატიული აქტების, ნორმების, სტანდარტების, ინსტრუქციების და მეთოდური მითითებების შესაბამისად ინსპექციის მიერ თავისი კომპენტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები სავალდებულოა შესასრულებლად ქვეყნის ტერიტორიაზე მოღვაწე ყველა ფიზიკური და იურიდიული /მათ შორის უცხოელი/ პირისათვის, რომლებიც ეწევიან საქმიანობას მელიორაციის პროფილით, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა /შემდგომში ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი/.
5. ინსპექციას აქვს დებულება, მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა და ანგარიში ხაზინაში.
6. ინსპექციის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ინსპექციის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული და მიღებული არასაბიუჯეტო შემოსავლები შეიტანება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში.
7. ინსპექციის ხარჯთა ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
თავი II
ინსპექციის ამოცანები და ფუნქციები
8. ინსპექციის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მიწათმოსარგებლეთა ხელშეწყობა სახელმწიფო სახსრებით აშენებული სამელიორაციო სისტემების, მელიორირებული მიწებისა და სარწყავი წყლის ეფექტიანად გამოყენების საკითხებთან დაკავშირებით. ნორმატიული აქტების, კანონების, მიღებული დირექტიული გადაწყვეტილებების, ინსტრუქციული და მეთოდური მითითებების, სტანდარტებისა და ნორმების მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის დაწესება;
ბ) სამელიორაციო ფონდის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 13 იანვრის №20 ბრძანებულების საფუძველზე წინადადებების მომზადება ინსტრუქციებში, ნორმებსა და ნორმატივებში სათანადო კორექტივების შესატანად;
გ) სამელიორაციო ასოციაციებზე მიწოდებული სარწყავი წყლის რაციონალურად გამოყენებისა და მცენარემდე მიწოდების უზრუნველმყოფი ღონისძიებების განხორციელების საკითხებზე წყალმიმწოდებლებსა და წყალმომხმარებლებზე მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა;
დ) სარწყავი წყლის აღებისა და მიწოდების აღრიცხვის სიზუსტის, დანაკარგების გამომწვევი მიზეზების დადგენის, დაშრობილი მიწებიდან ჭარბი წყლების დროული ევაკუაციის უზრუნველმყოფი ღონისძიებების შესრულებისადმი კონტროლის დაწესება;
ე) კონტროლის განხორციელება მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის საექსპლოატაციო ორგანიზაციებში, მელიორაციული სისტემების და მათზე არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების სარწყავი სეზონისათვის მზადყოფნაზე მის შემდგომ სწორ ექსპლოატაციაზე და შესრულებული სამუშაოების ხარისხზე და გამოყოფილ სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამელიორაციო ასოციაციებზე და სხვა მიწათმოსარგებლეებზე გადაცემული შიგასამეურნეო სარწყავი ქსელი და მათზე ჩამოკიდებული ფართობები სარწყავი წყლით. ასევე დაშრობილი ფართობების, წყალსაცავების, სატუმბო სადგურების, გაწყლოვანების სისტემების, წყალდიდობის საწინააღმდეგო დროებითი ნაპირდამცავი სამუშაოების მიმდინარეობაზე და სწორ ექსპლოატაციაზე. ვერტიკალური დრენაჟის, არტეზიული და სუბარტეზიული ჭაბურღილების ექსპლოატაციაზე და მიღებული წყლის მიზანმიმართულ ხარჯვაზე;
ვ) კონტროლის განხორციელება წყალმოსარგებლე მეურნეობებში წყლის რესურსების სწორ და რაციონალურ გამოყენებაზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნიადაგების დაჭაობება და ეროზიული მოვლენები;
ზ) მონაწილეობის მიღება წყალმიმწოდებლსა და წყალმომხმარებელს შორის წარმოშობილ უთანხმოებათა გამომწვევი მიზეზების განმხილველი კომისიის მუშაობაში.
თავი III
ინსპექციის მოვალეობანი
9. ინსპექციის უფლება-მოვალეობებს შეადგენს:
ა) ადგილზე შეამოწმოს და დააწესოს კონტროლი სარწყავ, დამშრობ, გაწყლოვანების სისტემებზე და მათზე არსებული ნაგებობების სწორ ექსპლოატაციაზე;
ბ) სარწყავი სეზონისათვის სამელიორაციო სისტემების მომზადებასა და საჭირო სამუშაოთა მიმდინარეობაზე;
გ) გამოვლინებული დარღვევების და ნაკლოვანებების გამოსწორებისათვის მისცეს სათანადო მითითებები წყალმომხმარებლებსა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის შესაბამის ორგანიზაციებს;
დ) სამელიორაციო საკითხებზე ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ე) მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინსტრუქციების, ინსპექტირების წესების და სხვა ნორმატიული აქტების შემუშავება, რომელთა შესრულება სამინისტროს მიერ დამტკიცების შემდეგ, სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, რომლებიც ეწევიან საქმიანობას მელიორაციის პროფილით. აუცილებლობის შემთხვევაში, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანიზაციებთან ერთად ან მათთან შეთანხმებით, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
ვ) შემოწმების შედეგების მიხედვით გამოვლენილი დარღვევების შესახებ დაინტერესებული ორგანიზაციებისათვის მასალების გადაცემა;
ზ) საირიგაციო სისტემების დაზიანების, სარწყავ ფართობებამდე და მცენარემდე წყლის მიუწოდებლობის, სამელიორაციო ასოციაციების და სხვა წყალმომხმარებელთა მიერ სარწყავი ფართობების რწყვისათვის მოუმზადებლობის, სარწყავი წყლის უყაირათოდ მოხმარებისას ნიადაგების დაჭაობებისა და ეროზიული მოვლენების თავიდან ასაცილებლად, ხელშეკრულების შესაბამისად, წყალმომხმარებელთა წყლის საფასურის სისტემატური გადაუხდელობის შემთხვევაში, გარკვეული ვადით სარწყავი წყლის მიწოდების შეწყვეტაზე გადაწყვეტილების მიღება, რის თაობაზე იმავე დღესვე ეცნობოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს, რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას;
თ) მონაწილეობა მიიღოს რეკონსტრუირებული სამელიორაციო ობიექტების მიმღებ კომისიაში;
ი) ინსპექციის პასუხისმგებელი პირები თავიანთი მოვალეობის შესრულებისას არიან სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ სახელმწიფო იცავს. ინსპექციის პასუხისმგებელ პირთა კანონიერი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა მელიორირებული მიწების მქონე ყველა იურიდიული და ფიზიკური პირისათვის;
კ) ინსპექციის მუშაკებს მათზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისა და დაუსაბუთებელი მითითებების გაცემისათვის, რომლებიც მატერიალურ ზარალს აყენებენ სამეურნეო საქმიანობის სუბიექტებს, ეკისრებათ პასუხისმგებლობა კანონდებლობის შესაბამისად.
თავი IV
საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა
10. ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში.
მინდობილობის გარეშე მოქმედებს ინსპექციის სახელით.
11. ინსპექციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.
12 ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც სამინისტროსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ინსპექციის უფროსი.
13. ინსპექციის უფროსი:
ა) წარმოადგენს ინსპექციას სხვა ორგანოებსა და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ბ) წარმართავს ინსპექციის საქმიანობას;
გ) წყვეტს ინსპექციის ამოცანებით, ფუნქციებით და უფლებამოსილებით განსაზღვრულ საკითხებს;
დ) საჭიროების შემთხვევაში წარადგენს წინადადებებს ინსპექციის სტრუქტურაში და საშტატო განრიგში ცვლილებების შესატანად;
ე) განსაზღვრავს მოადგილისა და სხვა თანამდებობის პირების ფუნქციებსა და მათ დისციპლინურ პასუხისმგებლობას;
ვ) ნიშნავს და ათავისუფლებს სამუშაოდან ინსპექციის თანამშრომლებს;
ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს ან დისციპლინურ ღონისძიებებს შეუფარდებს ინსპექციის თანამშრომლებს;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ბრძანებებს, განკარგულებებსა და მითითებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად ინსპექციის თანამშრომლებისათვის.
14. ინსპექციის უფროსს, მისი არყოფნის დროს, ცვლის მოადგილე.
თავი V
ინსპექციის ანგარიშგება და კონტროლი
15. ინსპექცია დადგენილ ვადაში წარუდგენს სამინისტროს ბალანსს და სათანადო ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ.
თავი VI
დასკვნითი დებულებები
16. ინსპექციის დებულებას ამტკიცებს მინისტრი.
17. ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.