⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.10.2008)
გაუქმებულია:

„დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვისა და ანგარიშების შესახებ’’ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 27.08.2001
ძალის დაკარგვა 01.10.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №66
სარეგისტრაციო კოდი 360160000.11.103.004947
გამოქვეყნების წყარო სსმ, 94, 06/09/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,806 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.08.2001 მიღება
01.10.2008 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვისა და ანგარიშების შესახებ’’ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:7.1pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:7.1pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:7.1pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:35.45pt 42.5pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 13.3pt 42.55pt 35.45pt;} div.Section2 {page:Section2;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.11.103.004.947 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №66 2001 წლის 27 აგვისტო ქ. თბილისი „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვისა და ანგარიშების შესახებ’’ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ’’ საქართველოს 1999 წლის 22 ივნისის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 1999წ., №30/37) მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე მუხლის დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული ინსტრუქცია „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვისა და ანგარიშების შესახებ’’. 2. ეს ბრძანება გამოქვეყნდეს ნორმატიული აქტის სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან 7 დღის ვადაში. 3. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს ნორმატიული აქტის სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე-15 დღეს. ნ. ჩხობაძე ინსტრუქცია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ თავი I ზოგადი ნაწილი     მუხლი 1🔗. ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც და რომლის შესასრულებლადაც მიღებულ იქნა ინსტრუქცია „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ” ინსტრუქცია მიღებულია „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით.     მუხლი 2🔗. ინსტრუქციის რეგულირების საგანი ეს ინსტრუქცია არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, მის ტერიტორიულ ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) პირებს შორის.     მუხლი 3🔗. ინსტრუქციის მიზანი და ამოცანა 1. ინსტრუქციის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობისას დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვისა და ანგარიშგების წესის დადგენა. 2. ინსტრუქციის ამოცანაა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვა და მათი წარმოება პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაციის შესაბამისად.     მუხლი 4🔗. ზოგადი მოთხოვნები დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ 1. პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაციის (პად) ფორმები განკუთვნილია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათი მახასიათებლების (ფორმა № პად-1), აირმტვერდამჭერი დანადგარების მუშაობის (ფორმა №პად-2) და ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებების შესრულების (ფორმა №პად-3) აღრიცხვისათვის. 2. პად-ის ფორმების საწარმოებლად საწარმოს უნდა გააჩნდეს მავნე ნივთიერებათა გამოყოფის და გაფრქვევის წყაროების განლაგების სქემა მასზე წარმოების (საამქროს, უბნის), მავნე ნივთიერებათა გამოყოფის და გაფრქვევის წყაროების ნომრების ჩვენებით. 3. პად-ის ფორმების წარმოებას ყოველკვარტალურად ახორციელებს საწარმო ან მისი დაკვეთით ფიზიკური ან იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მათი შევსების სიზუსტეს ხელმოწერით ადასტურებს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ უფლებამოსილი პირი ატმოსფერული ჰაერის დაცვის საკითხებზე. 4. პად-ის ფორმები წარმოადგენს მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის საფუძველს, რომელსაც აწარმოებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო თანახმად „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტისა. 5. პად-ის ფორმებს აწარმოებს საშუალო და მსხვილი დაბინძურების სტაციონარული ობიექტები, რომელთა დადგენა განისაზღვრება „დაბინძურების სტაციონარული ობიექტების იდენტიფიკაციისა და ინვენტარიზაციის წესის შესახებ” დებულებით “ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად.     მუხლი 5🔗. ძირითად ცნებათა განმარტებანი ამ ინსტრუქციაში გამოყენებული ცნებები ნიშნავს: ა) „ატმოსფერული ჰაერი” – ატმოსფერული გარსის ჰაერი, შენობა-ნაგებობებში არსებული ჰაერის გარდა; ბ) „მავნე ნივთიერება”– ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე; გ) „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება” – ატმოსფერული ჰაერის შემადგენლობის ცვლილება მასში მავნე ნივთიერებათა არსებობის შედეგად; დ) „მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყარო” – ობიექტი, რომლიდანაც ხდება მავნე ნივთიერებათა გამოყოფა (ტექნოლოგიური დანადგარი, აპარატი და სხვა); ე) „მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყარო” – ობიექტი, რომლიდანაც ხდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა (საკვამლე მილი, სავენტილაციო შახტა და სხვა); ვ) „დაბინძურების წყარო” – მავნე ნივთიერებათა გა-მოყოფის ან (და) გაფრქვევის წყარო; ზ) „მავნე ნივთიერებათა ორგანიზებული გაფრქვევა” – მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა სპეციალურად გაკეთებული მოწყობილობებიდან (საკვამლე მილი, სავენტილაციო შახტა და სხვა); თ) „მავნე ნივთიერებათა არაორგანიზებული გაფრქვევა” – მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა არამიმართული ნაკადის სახით (დანადგარების ჰერმეტულობის დარღვევის, ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ადგილებში გამწოვი დანადგარების არადამაკმაყოფილებელი მუშაობის და საერთოდ, მათი არარსებობის დროს და ა.შ.). თავი II ძირითადი ნაწილი     მუხლი 6🔗. პად-ის ფორმების შევსების პირობები პად-ის ფორმების შევსებისას აუცილებელია მკაცრად იქნეს დაცული შემდეგი პირობები: ა) ფორმის თითოეული სტრიქონის ყველა სვეტში უნდა ჩაიწეროს ციფრი ან სიტყვიერი აღნიშვნა, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში გაესვას ხაზი; ბ) ფორმის სვეტების (სტრიქონების) შევსებისას დაცულ უნდა იქნეს მაჩვენებლების სიდიდის სიზუსტე, რომლებიც მითითებულია თითოეული ფორმის შევსების წესებში.     მუხლი 7🔗. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათი მახასიათებლების აღრიც-ხვის №პად-1-ის ფორმის შევსების წესები 1. ფორმა №პად-1 (დანართი 1) არის საწარმოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათი მახასიათებლების აღრიცხვიანობის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი. 2. ფორმა №პად-1-ში ჩანაწერები სწარმოებს დაბინძურების წყაროების პარამეტრების გაზომვების მონაცემების და აღებული სინჯების ლაბორატორიული ანალიზების დეტალური დამუშავების საფუძველზე. თუ მოცემულ ეტაპზე რომელიმე მავნე ნივთიერების პარამეტრების განსაზღვრის ინსტრუმენტალური მეთოდიკის არარსებობის ან რაიმე სხვა ობიექტური მიზეზების გამო შეუძლებელია ინსტრუმენტალური მეთოდებით მავნე ნივთიერებათა ფაქტობრივი გაფრქვევების ინტენსიობების დადგენა, ამ შემთხვევაში დასაშვებია დასადგენ პარამეტრთა დადგენა თეორიული გაანგარიშებების საფუძველზე სააღრიცხვო დოკუმენტაციის, მატერიალური ბალანსის მეთოდებისა და სპეციალური დარგობრივი მეთოდიკების გამოყენებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. 3. 1-ლ სვეტში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროს (წყაროების ჯგუფის) ნომერი და დასახელება. გამოყოფის წყაროს ნომერი უნდა აღინიშნოს შემდეგნაირად: 1, 2, 3 და ა.შ. 4. მე-2 სვეტში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროს ნომერი და დასახელება. გაფრქვევის წყაროს ნომერი უნდა აღინიშნოს შემდეგნაირად: 1, 2, 3 და ა.შ. 5. მე-3 სვეტში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის სახე (ორგანიზებული ან არაორგანიზებული). 6. მე-4 და მე-5 სვეტებში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროს პარამეტრები, შესაბამისად სიმაღლე და დიამეტრი ან კვეთის ზომა, ხაზობრივი წყაროსთვის მისი სიგრძე. ამ სვეტების მონაცემები (განზომილება – მეტრი) მოყვანილ უნდა იქნეს მძიმის შემდეგ მეასედი ნიშნის სიზუსტით. 7. მე-6 და მე-7 სვეტებში აღინიშნება შესაბამისად სინჯების (გაზომვების) აღების თარიღი და ადგილი. 8. მე-8, მე-9 და მე-10 სვეტებში აღინიშნება შესაბამისად აირჰაეროვანი ნარევის ტემპერატურა, სიჩქარე და მოცულობა გაფრქვევის წყაროს გამოსვლის ადგილას ან არაორგანიზებული წყაროს ზედაპირზე. მე-8 სვეტის მონაცემები (განზომილება- t0C ც) მოყვანილ  უნდა იქნეს მთელ რიცხვებში, მე-9 და მე-10 სვეტების მონაცემები (შესაბამისად განზომილებები –მ/წმ და მ3/წმ) – მძიმის შემდეგ მეასედი ნიშნის სიზუსტით. აირჰაეროვანი ნარევის მოცულობა (სვეტი 10) იანგარიშება ფორმულით:      V1 = W0 x S x 3600 მ3/სთ, სადაც W0 –  გაფრქვევის წყაროს მილყელიდან აირჰაეროვანი ნარევის გამოსვლის საშუალო სიჩქარეა, მ/წმ; S – მილყელის განიკვეთის ფართობია აირის მილყელიდან გამოსვლის ადგილზე, მ​2. 9. მე-11 სვეტში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა დასახელება. 10. მე-12 სვეტში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია, რომლის განსაზღვრის მეთოდები შეთანხმებული უნდა იყოს  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან. ამ სვეტში მონაცემები (განზომილება – გ/მ​3) მოყვანილ უნდა იქნეს მძიმის შემდეგ მეათასედი ნიშნის სიზუსტით. 11. მავნე ნივთიერებათა დაბინძურების იმ წყაროებისთვის, რომლებიც აღჭურვილნი არიან აირმტვერდამჭერი მოწყობილობებით, ფორმა №პად-1-ის შესაბამის სვეტებში (8,9,10,12) მრიცხველში უჩვენებენ გამწმენდ მოწყობილობამდე ჩატარებული გაზომვების მონაცემებს, ხოლო მნიშვნელში – გამწმენდი მოწყობილობის შემდეგ ჩატარებული გაზომვების მონაცემებს. 12. მე-13 სვეტში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროს (წყაროების ჯგუფის) მუშაობის დრო. ამ სვეტში მონაცემები (განზომილება–სთ/დღე-ღამე) მოყვანილ უნდა იქნეს მძიმის შემდეგ მეასედი ნიშნის სიზუსტით. 13. მე-14 სვეტში აღინიშნება დაბინძურების წყაროდან (წყაროების ჯგუფიდან) გამოყოფილი მავნე ნივთიერებათა საერთო რაოდენობა, მე-15 სვეტში – მათგან გამწმენდ მოწყობილობაზე მოხვედრილი მავნე ნივთიერებათა რაოდენობა, ხოლო მე-16 და მე-17 სვეტებში – შესაბამისად დაჭერილი და გაუვნებელყოფილი და ატმოსფეროში გაფრქვეული მავნე ნივთიერებათა რაოდენობა. ამ სვეტებში მონაცემები (განზომილება-ტ/დღე-ღამე) მოყვანილ უნდა იქნეს მძიმის შემდეგ მეათასედი ნიშნის სიზუსტით. მავნე ნივთიერებათა რაოდენობა იანგარიშება ფორმულით:          V1 x Cსაშ x T  M =   ——————   ტ/დღე-ღამე,             106 სადაც Cსაშ – მავნე ნივთიერებათა საშუალო კონცენტრაციაა აირჰაეროვან ნარევში, გ/მ3; T – მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროს მუშაობის დროა, სთ/დღე-ღამე. 14. მე-18 სვეტში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა მაქსიმალური რაოდენობა გაფრქვევაში. ამ სვეტში მონაცემები (განზომილება-გ/წმ) მოყვანილ უნდა იქნეს მძიმის შემდეგ მეათასედი ნიშნის სიზუსტით. 15.  მე-19 სვეტში აღინიშნება ლიმიტის ნომერი, ლიმიტის გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი. 16. მე-20 სვეტში აღინიშნება გაფრქვევების რაოდენობრივი და თვისობრივი მახასიათებლების განსაზღვრის მეთოდები. 17. 21-ე სვეტში აღინიშნება ფორმა №პად-1-ის შევსების შემსრულებლის ხელმოწერა და თარიღი.     მუხლი 8🔗. აირმტვერდამჭერი მოწყობილობების მუშაობის აღრიცხვის №პად-2-ის ფორმის შევსების წესები 1. ფორმა №პად-2-ის (დანართი №2) შევსება ხდება ყველა იმ საწარმოში, რომლებსაც გააჩნიათ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისაგან დამცავი აირმტვერდამჭერი მოწყობილობები. 2. 1-ლ სვეტში აღნიშნულია აირმტვერდამჭერი მოწყობილობის დასახელება. 3. მე-2 და მე-3 სვეტებში აღნიშნულია შესაბამისად მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროს (წყაროების ჯგუფის) და გაფრქვევის წყაროს ნომერი და დასახელება. 4. მე-4 და მე-5 სვეტებში აღნიშნულია შესაბამისად აირმტვერდამჭერი მოწყობილობის და აირმტვრედამჭერ მოწყობილობასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ნამუშევარი საათების რაოდენობა დღე-ღამეში. ამ სვეტების მონაცემები მოყვანილ უნდა იქნეს მძიმის შემდეგ მეასედი ნიშნის სიზუსტით. 5. მე-6 სვეტში აღინიშნება აირმტვერდამჭერი მოწყობილობის მოცდენის დრო ტექნოლოგიური მოწყობილობის მუშაობისას, ხოლო მე-7 სვეტში – აირმტვერდამჭერი მოწყობილობის მუშაობისას მისი ცალკეული აპარატების (აგრეგატების) მოცდენის დრო. მე-6 სვეტი ივსება იმ შემთხვევაში, როცა ტექნოლოგიური მოწყობილობის მუშაობისას არ მუშაობს მთლიანად აირმტვერდამჭერი მოწყობილობა, ხოლო მე-7 სვეტი ივსება იმ შემთხვევაში, როცა აირმტვერდამჭერი მოწყობილობის მუშაობისას გამორთულია მისი ცალკეული აპარატები (აგრეგატები). ამ სვეტების მონაცემები მოყვანილ უნდა იქნეს მძიმის შემდეგ მეასედი ნიშნის სიზუსტით. 6. მე-8 სვეტში აღინიშნება აირმტვერდამჭერი მოწყობილობის (მისი ცალკეული აპარატების, აგრეგატების) მოცდენის მიზეზები. 7. მე-9 სვეტში აღინიშნება ფორმა №პად-2-ის შევსების შემსრულებლის ხელმოწერა და თარიღი.     მუხლი 9🔗. ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებების შესრულების აღრიცხვის №პად-3-ის ფორმის შევსების წესები 1. ფორმა №პად-3 (დანართი 3) ივსება საწარმოების მიერ იმ ღონისძიებების შესრულების აღრიცხვისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა რაოდენობის შემცირებას. 2. 1-ელ სვეტში აღინიშნება საწარმოს (საამქროს, უბნის) და ტექნოლოგიური მოწყობილობის დასახელება. 3. მე-2 სვეტში აღინიშნება შესასრულებელი ღონისძიების დასახელება. 4. მე-3 სვეტში აღინიშნება ღონისძიების შესრულების ვადა. 5. მე-4 სვეტში აღინიშნება შესასრულებელი ღონისძიების დაფინანსების წყაროს დასახელება. 6. მე-5–მე-10 სვეტები, რომლებშიც ასახულია ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებებზე დანახარჯების მოცულობა, ივსება მიმდინარე საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე. ამ სვეტებში მონაცემები (ლარი) მოყვანილ უნდა იქნეს მძიმის შემდეგ მეასედი ნიშნის სიზუსტით. 7. მე-11 სვეტში აღინიშნება ღონისძიების შესრულების დანერგვის აქტის ნომერი და თარიღი. 8. მე-12–მე-16 სვეტები ივსება ღონისძიებების განხორციელების და ფორმა №პად-1-ის მონაცემების საფუძველზე. ამ სვეტების მონაცემები (განზომილება-ტ) მოყვანილ უნდა იქნეს მძიმის შემდეგ მეათასედი ნიშნის სიზუსტით.     მუხლი 10🔗. პასუხისმგებლობა ინსტრუქციის მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ინსტრუქციის მოთხოვნათა დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. თავი III დასკვნითი ნაწილი     მუხლი 11🔗. ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ამ ინსტრუქციაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.