კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.12.2001
ძალის დაკარგვა 27.06.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №297
სარეგისტრაციო კოდი 220020000.10.008.005077
გამოქვეყნების წყარო სსმ, 134, 20/12/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| 1 | 2 |
| № | გრძელი ღია სავა-ლუტო პოზიცია (+ნიშ-ნით) |
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 20.07.2006
დოკუმენტის ტექსტი
კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.10.008.005.077
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №297
2001 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომერციულ ბანკებში სავალუტო ოპერაციებთან რისკების შემცირებისა და შესაძლო ზარალის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, ”საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლებისა და ”კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ ”საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის თანდართული წესი დანართებითურთ.
2. კომერციული ბანკების ხელმძღვანელებმა დასახონ და განახორციელონ კონკრეტული ღონისძიებები ”კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესით“ დადგენილი ლიმიტის განუხრელად და სისტემატურად დასაცავად.
3. გაუქმდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 5 ოქტომბრის № 93 ბრძანება ”კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის (სავალუტო რისკის) ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის“ დამტკიცების შესახებ.
4. ამ ბრძანების შესრულების კონტროლი უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველომ.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.
ი. მანაგაძე
კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის
წ ე ს ი
მუხლი 1🔗.ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის განსაზღვრის მიზანს წარმოადგენს სავალუტო ოპერაციების შესრულების შედეგად უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილების შემთხვევაში შესაძლო რისკის შემცირება. ვინაიდან ასეთმა ცვლილებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს კომერციული ბანკების მოგებაზე, კაპიტალზე, ლიკვიდობასა და გადახდისუნარიანობაზე;
2. ამ წესების მიზნებისათვის თითიოეული უცხოური ვალუტების აქტივებში ჩაითვლება უცხოურ ვალუტაში არსებული მთლიანი აქტივებისა და ამავე უცხოური ვალუტის ყიდვის შესახებ სავალუტო კონტრაქტების თანხობრივ მოცულობათა ჯამი, ხოლო ვალდებულებებში – უცხოურ ვალუტაში არსებული მთლიანი ვალდებულებებისა და ამავე უცხოური ვალუტის გაყიდვის შესახებ სავალუტო კონტრაქტების თანხობრივ მოცულობათა ჯამი.
3. სავალუტო პოზიცია არის უცხოური ვალუტაში ფორმირებული ბანკის აქტივები და ვალდებულებები.
4. სავალუტო პოზიცია შეიძლება იყოს დახურული ან ღია:
ა) სავალუტო პოზიცია არის დახურული, როდესაც უცხოური ვალუტის სახეობების მიხედვით ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების თანხობრივი მოცულობები ერთმანეთის ტოლია;
ბ). სავალუტო პოზიცია არის ღია, როდესაც უცხოური ვალუტის სახეობების მიხედვით ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების თანხობრივი მოცულობები ერთმანეთის ტოლი არ არის.
5. თითოეული უცხოური ვალუტის მიხედვით ბანკის ღია სავალუტო პოზიცია შეიძლება იყოს გრძელი ან მოკლე:
ა) ღია სავალუტო პოზიცია არის გრძელი, როდესაც ერთსა და იმავე სახეობის უცხოურ ვალუტაში ბანკის აქტივები მეტია მის ვალდებულებებზე;
ბ) ღია სავალუტო პოზიცია არის მოკლე, როდესაც ერთსა და იმავე სახეობის უცხოურ ვალუტაში ბანკის აქტივები ნაკლებია მის ვალდებულებებზე;
6. საერთო ღია სავალუტო პოზიცია არის ბანკის ყველა უცხოური ვალუტის მიხედვით ღია სავალუტო პოზიციების ჯამსა და მოკლე ღია სავალუტო პოზიციების ჯამს შორის უდიდესი.
7. სავალუტო კონტრაქტებში ჩაირთვება უცხოური ვალუტის ყიდვის ან გაყიდვის შესახებ სპოტური, ფიუჩერსული, ფორვარდული და სვოპური კონტრაქტებით ნაკისრი ვალდებულებები და ოპციონებით გათვალისწინებული უფლება-ვალდებულებები თანხობრივი მოცულობებით.
8. ამ წესის მიზნებისათვის სავალუტო ოპერაციების ამსახველ სავალუტო კონტრაქტებს აქვთ შემდეგი განმარტებები:
ა) სპოტი – უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია მიმდინარე საბაზრო სპოტ-კურსით დაუყოვნებლივი ანგარიშსწორების პირობით;
ქ) სავალუტო ფიუჩერსი – უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ვადიანი სავალუტო გარიგება ბირჟებზე, გარიგების დადების მომენტისათვის ფიქსირებული ფასით, ოპერაციის გარკვეული დროის შემდეგ შესრულებით;
გ) სავალუტო ფორვარდი – უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ვადიანი სავალუტო გარიგება ბირჟის გარეშე;
დ) სავალუტო სვოპი – ორ მონაწილეს შორის ერთსა და იმავე ვალუტაში ერთდროულად (ერთი სავაჭრო დღის განმავლობაში) დადებული ორი სავალუტო გარიგება, ვალუტის მიწოდების სხვადასხვა თარიღით და ვალუტის ყიდვა-გაყიდვის სხვადასხვა კურსით;
ე) სავალუტო ოფციონი – უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის უფლება, რომელიც კონტრაქტის პირობით ენიჭება ერთ-ერთ მონაწილე მხარეს. ამავდროულად, მეორე მონაწილე მხარე იღებს ვალდებულებას პირველი მხარის მიერ კონტრაქტით მინიჭებული უფლების გამოყენების შემთხვევაში დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა.
9. უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი ფორმით (როგორც უშუალოდ ბანკის მიერ კონტრაქტით, ისე ბანკის ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მეშვეობით, როგორც უშუალოდ ბანკის კლიენტთან, ისე შიდა და გარე ბაზარზე).
მუხლი 2🔗. საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტი და მისი გაანგარიშება
1. ყველა უცხოური ვალუტის მიხედვით ბანკის საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტი დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად განსაზღვრული მთლიანი კაპიტალის 20 პროცენტის ოდენობით.
2. ბანკის საერთო ღია სავალუტო პოზიციის გაანგარიშების დროს აიღება ყველა უცხოური ვალუტის მიხედვით ბანკის გრძელი ღია სავალუტო პოზიციების ჯამსა და მოკლე ღია სავალუტო პოზიციების ჯამს შორის უდიდესი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ბანკის მთლიანი კაპიტალის 20 პროცენტს.
3. ბანკი ვალდებულია საერთო ღია სავალუტო პოზიცია გაინაგარიშოს და უზრუნველყოს მისი ლიმიტის დაცვა ყოველდღიურად. ამასთან, თითოეული ბანკი ყოველდღიურად და დღის განმავლობაში (საოპერაციო დღის დაწყებიდან დამთავრებამდე) უნდა ინარჩუნებდეს და გონივრულად განსაზღვრავდეს საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტს.
4. საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დარღვევის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ ან, უკიდურეს შემთხვევაში, საოპერციო დღის ბოლომდე მის აღსადგენად განახორციელოს დამაბალანსებელი სავალუტო ოპერაციები, ესე იგი გაყიდოს ან შეისყიდოს უცხოური ვალუტა.
მუხლი 3🔗. ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა
1. სავალუტო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა უნდა განხორციელდეს ”საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქციის“ შესაბამისად.
2. სავალუტო ოპერაციების აღრიცხვა წარმოებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის მიმართ დაფიქსირებული გაცვლის ოფიციალური კურსის მიხედვით.
3. უცხოური ვალუტის გაცვლის ოფიციალური კურსის ცვლილების შესაბამისად სავალუტო პოზიციის ანგარიშები ექვემდებარება გადაფასებას მისი შედეგების ასახვით სავალუტო პოზიციის კონტრფასის ანგარიშზე და შესაბამისად მოგება-ზარალის ანგარიშებზე.
4. ბანკის კრებსით ბალანსში სავალუტო პოზიციის კონტრფასის ყველა ანგარიშზე რიცხული ნაშთები და სავალუტო პოზიციის ყველა ანგარიშზე თითოეულ უცხოურ ვალუტაში რიცხული ნაშთები ექვემდებარება დასალდოებას. დასალდოების შედეგად სავალუტო პოზიციის კონტრფასის №2601 საბალანსო ანგარიშის თანხა ტოლი უნდა იყოს სავალუტო პოზიციის №2611 საბალანსო ანგარიშის თანხისა.
5. შესასრულებული სავალუტო ოპერაციები და მათთან დაკავშირებული კონტრაქტები ძირითადი თანხებით ”საქართველოს საბაკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშთა გეგმის და ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქციის“ შესაბამისად თანხობრივად აღირიცხება შესაბამის ბალანსგარეშე ანგარიშებზე და თითოეული უცხოური ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის შესახებ კონტრაქტების თანხობრივ მოცულობებს შორის სხვაობა ჩაითვლება თითოეული უცხოური ვალუტის ღია სავალუტო პოზიციის გაანგარიშებაში.
მუხლი 4🔗. კომერციული ბანკის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა
კომერციული ბანკის ხელმძღვანელები მათადამი რწმუნებული ბანკის ნორმალური ფუნქციონირების მიზნით ვალდებულნი არიან:
1. გააკონტროლონ სავალუტო რისკები სავალუტო პოლიტიკის, ლიმიტებისა და მონიტორინგის სისტემის საშუალებით;
2. განსაზღვრონ ბანკის სავალუტო საქმიანობის ძირითადი მიზნები და მიმართულებები, რომლებიც უნდა ითვალისწინებდეს კანონით ნებადართულ ოპერაციებს, სხვადასხვა ტიპის მომსახურებას, საანგარიშგებო ფორმების შედგენას, შიდასააღრიცხვო კონტროლს და სხვ;
3. შეიმუშაონ სავალუტო რისკის მართვის პოლიტიკა, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) სავალუქტო საქმიანობის მართვის პროცედურებს და მექანიზმს;
ბ) საბანკო მონაწილეობას სავალუტო ბაზარზე და სავალუტო ბაზრის ცვლილებებზე მენეჯმენტის ოპერატიული რეაგირების სისტემას;
გ) დაგეგმილი სამუშაოს დროულად შესრულებას და შესრულებულ გარიგებათა დოკუმენტურ ასახვას როგორც საბანკო ჟურნალებში, ისე ბუღალტრულ საბუთებში;
დ) სავალუტო საქმიანობის ეკონომიკური გარემოს ანალიზის საფუძველზე სავალუტო ოპერაციებისა და სავალუტო რისკის მართვის სისტემის კორექტირების შესაძლებლობას;
ე) სავალუტო ოპერაციების წარმოებისას ანგარიშსწორების რისკის მართვის სისტემას;
ვ) თითოეულ უცხოურ ვალუტაში ფორმირებული აქტივებისა და ვალდებულებების ვადებში თანხვედრის მართვისა და მონიტორინგის სისტემას;
ზ) სავალუტო კონტრაქტების ანალიზს;
თ) თითოეულ უცხოურ ვალუტაში დღიური ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენას;
ი) ფილიალებისათვის თითოეული უცხოური ვალუტის მიხედვით ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტების დადგენას;
4. უზრუნველყონ შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები სავალუტო ოპერაციების წარმოების სათანადო წესებით, რომლებშიც განსაზღვრული იქნება მათი უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები, აგრეთვე საქმიანობის მიმართულებები და ანგარიშგების სახეობები;
5. პერიოდულად განახორციელონ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი შიდა აუდიტის სამსახურის მეშვეობით და აწარმოონ ბანკის სავალუტო რისკის მართვის პოლიტიკით განსაზღვრული წესებისა და პროცედურების შესრულების მონიტორინგი.
მუხლი 5🔗. კომერციული ბანკების ვალდებულება
კომერციული ბანკები ვალდებული არიან:
ა) შეინახონ უცხოური ვალუტის გაცვლის კურსის დამადასტურებელი ყველა საბუთი, რომლებიც გამოიყენება სავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებული მუშაობის დროს;
ბ) იქონიონ სავალუტო ოპერაციების წარმოებასთან დაკავშირებული შიდა კონტროლის წესები და ინსტრუქციები, რომლებიც უნდა მოიცავდეს უფლება-მოვალეობების გამიჯვნას სავალუტო ოპერაციების მწარმოებლებსა და საბუღალტრო აპარატს შორის;
გ) აწარმოონ სავალუტო ოპერაციების ამსახველი დოკუკმენტებისა და მონაცემების სრულყოფილი აღრიცხვა;
დ) ყოველდღიურად აწარმოონ საერთო ღია სავალუტო პოზიციის გაანგარიშება თითოეული უცხოური ვალუტის ჭრილში საერთო ღია სავალუტო პოზიციის ყოველდღიური ანგარიშგების №1 დანართის შესაბამისად;
ე) ყოველთვიურად, საზედამხედველო ანგარიშგებასთან ერთად, საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინონ საერთო ღია სავალუტო პოზიციის ყოველთვიური ანგარიშგება №2 დანართის შესაბამისად და საანგარიშგებო თვის ბოლო დღის ყოველდღიური ანგარიშგება №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 6🔗. სანქციები და შეზღუდვები
საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ წესის მე-2 მუხლით დადგენილი საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დარღვევის შემთხვევაში კომერციული ბანკის მიმართ შეუძლია გამოიყენოს შემდეგი ზომები და სანქციები:
ა) საერთო ღია სავალუტო პოზიციის არასწორად გაანგარიშების, სავალუტო პოზიციის ამსახველ ანგარიშზე დადგენილი წესების დარღვევით ჩანაწერების ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში პასუხისმგებელ პირს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და მოითხოვოს მისი გათავისუფლება თანამდებობიდან;
ბ) გადაახდევინოს ბანკს ფულადი ჯარიმა საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დარღვევის თითოეულ დღეზე ამ წესით დადგენილი ლიმიტის მეტობის თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს ბანკის მთლიანი კაპიტალის მოცულობისა.
კომერციული ბანკების მიერ საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის
საერთო ღია სავალუტო პოზიციის ყოველდღიური ანგარიშგება
წესის დანართი №1
ბანკი:
თარიღი:
№
ვა-ლუ
ტის
და-სა-ხე-ლე-ბა
აქტივები
ვალ-დე-
ბუ-ლე-ბები
ნეტო
საბა-ლან-
სო რო-ზიცია
სავა-ლუ-
ტო კონ-ტრა
ქტე-ბი ყიდ-ვაზე
სავა-ლუ-
ტო კონტ-რაქ-ტები გაყი-დვაზე
ნეტო
ბალან-
გარეშე პოზი-ცია
ღია სავა-
ვალუტო პოზიცია
ვალუ-
ტის
კურსი
ღია სავალუტო პოზიცია
(ლარებში)
გრძელი
(+ ნიშ-
ნით
მოკლე
(-ნიშ-
ნით)
1
2
3
4
5=3-4
6
7
8=6-7
9=5+8
10
11=
9X10
12=
9X10
2
3
4
5
6
7
8
9
10
11 ღია სავალუტო პოზიცია ყველა უცხოური ვალუტის მიხედვით
12. საერთო ღია სავალუტო პოზიცია მე-11 სტრიქონიდან უდიდესი
13. მთლიანი კაპიტალი
14.საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის თანხა
25. სხვაობა ( 12 –14)
გენ. დირექტორი
მთავარი ბუღალტერი
კომერციული ბანკების მიერ საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის
საერთო ღია სავალუტო პოზიციის ყოველთვიური ანგარიშგება
წესის დანართი №2
ბანკი:
თარიღი:
№
გრძელი ღია სავა-ლუტო პოზიცია
(+ნიშ-ნით)
მოკლე ღია
სავალუტო
პოზიცია
(-ნიშნით)
საერთო ღია სავალუტო
პოზიცია
მთლიანი
კაპიტალი
საერთო ღია
სავა-ლუტო
პოზიციის ლიმიტის თანხა
საერთო ღია სავა-ლუტო პოზი-ციის მეტობა
საერთო ღია სავა-ლუტო პოზი-ციის ნაკლე-ბობა
საერთო ღია სავა-ლუტო პოზი-ციის ლიმიტის საჯა-რიმო საპრო-ცენტო განაკვე-თი
გადასახ-დელი ჯარიმის თანხა
1
2
3
4
5
6=5X20%
7=4-6
8=4-6
9
10
01
02
03
04
05
06
07
08
09
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
გენ. დირექტორი
მთავარი ბუღალტერი