ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 29.08.2001
ძალის დაკარგვა 17.09.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №319
სარეგისტრაციო კოდი 170050000.11.106.004949
გამოქვეყნების წყარო სსმ, 93, 04/09/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.04.2010
დოკუმენტის ტექსტი
ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:42.55pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.050.000.11.106.004.949
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №319
2001 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
მ. სააკაშვილი
დებულება ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ
ეს დებულება მიღებულია „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე და ადგენს ნოტარიუსისა და ნოტარიუსის შემცვლელი პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს, აგრეთვე დისციპლინური დევნის წარმოების წესს.
თავი I
დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და სასჯელები
მუხლი 1🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები
1. ნოტარიუსს (შემცვლელ პირს) შეეფარდება ამ დებულებით დადგენილი დისციპლინური სასჯელი, თუ ნოტარიუსი (შემცვლელი პირი):
ა) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, ან პირად ცხოვრებაში ლახავს ნოტარიუსის პროფესიის პატივსა და ღირსებას, არყევს ნოტარიატისადმი ნდობას;
ბ) არაკეთილსინდისიერ კონკურენციას უწევს თავის კოლეგებს, ან ასრულებს უკანონო მოქმედებას, ან უსაფუძვლოდ არ ასრულებს სანოტარო მოქმედებას;
გ) სისტემატურად არღვევს სანოტარო ბიუროს სამუშაო გრაფიკს, რომელიც დადგენილია კანონმდებლობით;
დ) ავლენს უპატივცემულობას საქართველოს იუსტიციის ორგანოებისადმი, ან სასამართლოსადმი, ან ნოტარიატის ორგანოებისადმი, ან თავისი კოლეგებისადმი;
ე) არღვევს ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით, აგრეთვე საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აქტებით დადგენილ სხვა ვალდებულებებს.
მუხლი 2🔗. დისციპლინური სასჯელის აღრიცხვა
1. ნოტარიუსისთვის შეფარდებული დისციპლინური სასჯელი შეიტანება ნოტარიუსთა პირად საქმეებში.
2. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ვალდებულია მის მიერ შეფარდებული დისციპლინური სასჯელის ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში შესაბამისი დოკუმენტაცია გაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ხოლო აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ნოტარიუსთა პალატები ვალდებულნი არიან მათ მიერ შეფარდებული დისციპლინური სასჯელების შესახებ დოკუმენტაცია ამავე ვადაში გაუგზავნონ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.
მუხლი 3🔗. გადაცდომა და დისციპლინური სასჯელი
1. დისციპლინური გადაცდომა და შესაბამისი სასჯელები იყოფა მათი სიმძიმის შესაბამისად.
2. სასჯელის შეფარდების მიზნით დისციპლინური გადაცდომა იყოფა:
ა) მსუბუქ გადაცდომად;
ბ) საშუალო გადაცდომად.
გ) მძიმე გადაცდომად.
დ) ძალიან მძიმე გადაცდომად.
მუხლი 4🔗. დისციპლინური გადაცდომა
1. ნოტარიუსი (შემცვლელი) სჩადის მსუბუქ დისციპლინურ გადაცდომას, თუ:
ა) დაუდევრად ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობებს, თუ დაუდევრობა არ იწვევს კლიენტისათვის, ან მესამე პირისათვის ზიანის მიყენებას და/ან სანოტარო აქტის ბათილად ცნობას;
ბ) სანოტარო ბიუროში თვალსაჩინო ადგილზე არა აქვს გამოკრული სანოტარო ტარიფები;
გ) ხელს არ აწერს ნოტარიუსის საქმიანობის შემოწმების აქტს;
2. ნოტარიუსი (შემცვლელი) სჩადის საშუალო დისციპლინურ გადაცდომას, თუ:
ა) სისტემატურად არღვევს სანოტარო ბიუროს კანონმდებლობით დადგენილ სამუშაო გრაფიკს;
ბ) უსაფუძვლოდ არ ასრულებს სანოტარო მოქმედებას;
გ) არღვევს იუსტიციის ორგანოების, სასამართლოსა და სანოტარო ორგანოებისადმი პატივისცემის ვალდებულებას;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით არ უზრუნველყოფს სანოტარო აქტების კლასიფიცირებასა და/ან შენახვას;
ე) სანოტარო აქტს, ან აქტის ნაწილს ადგენს გაურკვეველი კალიგრაფიით;
ვ) ადგენს ორაზროვან და/ან გაურკვეველი შინაარსის სანოტარო აქტს;
ზ) არ ასრულებს, ან არაჯეროვნად ასრულებს სანოტარო ორგანოების აქტებს;
თ) არაეთიკურად ექცევა თავის კოლეგას.
3. ნოტარიუსი (შემცვლელი) სჩადის მძიმე დისციპლინურ გადაცდომას, თუ:
ა) არღვევს სანოტარო აქტების შედგენის კანონმდებლობით დადგენილ ფორმალურ წესებს;
ბ) სანოტარო მომსახურებისათვის განზრახ ახდევინებს სანოტარო ტარიფით დადგენილზე ნაკლებ საზღაურს თავისი კოლეგებისათვის არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გაწევის მიზნით;
გ) სანოტარო მომსახურებისათვის განზრახ ახდევინებს სანოტარო ტარიფით დადგენილზე მეტ საზღაურს, ან აიძულებს კლიენტს ისარგებლოს მისი მომსახურებით, ან სანოტარო აქტზე არ უთითებს გადახდევინებული საზღაურის ზუსტ ოდენობას; ან სანოტარო აქტში ზუსტად და გარკვევით არ უთითებს რეესტრის ნომერს, ან რეესტრის ნომრისა და/ან საზღაურის ოდენობის აღმნიშვნელ ციფრს ფარავს სანოტარო აქტის დამცავი ნიშნებით, ბეჭდით, ან სხვა საშუალებით;
დ) დაუყოვნებლივ და სრულად არ ასრულებს სასამართლოს, ან ზედამხედველი ორგანოს გადაწყვეტილებას;
ე) სანოტარო საქმიანობას ეწევა ბიუროში, რომელიც არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს, გახსნილი აქვს სანოტარო ბიურო და ან/მისი ფილიალი (მეორე სანოტარო ბიურო) კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით;
ვ) ჰყავს სანოტარო ბიუროს თანამშრომელი მასთან წერილობითი ხელშეკრულების გარეშე;
ზ) სანოტარო ბიუროში იმყოფება არაფხიზელ მდგომარეობაში;
თ) არღვევს იურიდიული პირების მმართველი ორგანოების კრებებისა და სხდომების ოქმების შედგენის კანონმდებლობით დადგენილ ფორმალურ წესებს;
4. ნოტარიუსი (შემცვლელი) სჩადის ძალიან მძიმე დისციპლინურ გადაცდომას, თუ:
ა) თანამდებობა დაიკავა იმ გარემოების დამალვით, რომლის არსებობა გამორიცხავდა ნოტარიუსის თანამდებობის დაკავებას;
ბ) არღვევს კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს ისე, რომ ეჭვქვეშ აყენებს თავის მიუკერძოებლობას, მის მიერ შედგენილი სანოტარო აქტებისა და ნოტარიატის მიმართ ნდობას, ან არღვევს პროფესიული საიდუმლოების შენახვის ვალდებულებას;
გ) აყალბებს დოკუმენტებს, ფაქტებს, ან მოვლენებს, ან მხარეთა განცხადებებს;
დ) ეწევა სანოტარო საქმიანობას მაშინ, როცა უფლებამოსილება შეჩერებული აქვს;
ე) გარკვევით, რეგულარულად და კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აწარმოებს სანოტარო მოქმედებათა სავალდებულო რეესტრებს; გადასახადებისა და საწევროს ოდენობის შემცირების მიზნით, ან სხვა მიზნით მალავს რეესტრებს; საერთოდ არ აწარმოებს ერთ, ან რამდენიმე რეესტრს, ან სხვა სავალდებულო დოკუმენტაციას;
ვ) ეწევა ნოტარიუსის თანამდებობასთან შეუთავსებელ სხვა ანაზღაურებად საჯარო, ან კერძო საქმიანობას, ან ვაჭრობას, ან შუამავლობას, ან საქმიანობას, რომელიც არ შეეფერება ნოტარიუსის ღირსებასა და დამოუკიდებლობას;
ზ) ადგენს სანოტარო აქტებს თავისი და/ან იმ პირების მონაწილეობით, რომელთა მიმართ ნოტარიუსს აკრძალული აქვს სანოტარო აქტის შედგენა;
თ) სხვა პირებისათვის გადასაცემად მიღებულ ფულსა და სხვა ფასიან ქაღალდებს იყენებს როგორც საკუთარს;
ი) სხვადასხვა სანოტარო აქტს ანიჭებს ერთი და იგივე სარეგისტრაციო ნომერს, ან სანოტარო აქტი არ შეაქვს რეესტრში;
კ) აქვს ორი ან მეტი ბეჭედი, გარდა რელიეფური ბეჭდისა (ტვიფრისა), იყენებს ხელმოწერის მექანიკურ საშუალებას, ან თვით არ აწერს ხელს სანოტარო აქტს; გადასცემს ნოტარიუსის ბეჭედს სხვა პირს;
ლ) ვალდებულების შესასრულებლად გასცემს გარანტიას იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც იგი მონაწილეობდა ნოტარიუსის სტატუსით;
მ) ცდილობს უკანონო საშუალებებით თავიდან აიცილოს მის მიმართ დისციპლინური სასჯელის შეფარდება.
ნ) არასაპატიო მიზეზით არ იხდის, ან დროულად არ იხდის საწევრო გადასახადს.
ო) თავისი ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით წინასწარ ამზადებს შეუვსებელ სანოტარო აქტებს (ე. წ. „ბლანკებს“) და გადასცემს მათ თავისი ბიუროს თანამშრომელს, ან სხვა პირს.
მუხლი 5🔗. დისციპლინური სასჯელების სახეები
1. დისციპლინური გადაცდომისათვის გადაცდომის სიმძიმის მიხედვით დადგენილია შემდეგი სასჯელები:
ა) სიტყვიერი გაფრთხილება;
ბ) წერილობითი საყვედური;
გ) უფლებამოსილების შეჩერება;
დ) თანამდებობიდან გადაყენება.
მუხლი 6🔗. სიტყვიერი გაფრთხილება და წერილობითი საყვედური
1. ნოტარიუსს სიტყვიერი გაფრთხილება გარემოებების გათვალისწინებით შეეფარდება მსუბუქი ხარისხის გადაცდომისათვის, ხოლო წერილობითი საყვედური _ საშუალო ხარისხის გადაცდომისათვის.
2. სიტყვიერი გაფრთხილებისა და წერილობითი საყვედურის შეფარდების უფლება აქვს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს, ხოლო იმ ნოტარიუსთა მიმართ, რომლებიც არიან აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ნოტარიუსთა პალატების წევრები, გაფრთხილებისა და წერილობითი საყვედურის შეფარდების უფლება აქვს აგრეთვე შესაბამისი პალატის გამგეობის თავმჯდომარეს.
3. ყველა შემთხვევაში თავმჯდომარე და გამგეობა ვალდებულნი არიან სასჯელის შეფარდებამდე მოისმინონ ნოტარიუსის ახსნა-განმარტება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ნოტარიუსი თავს არიდებს გამგეობის სხდომაზე დასწრებას.
4. გაფრთხილება უნდა გამოეცხადოს უშუალოდ ნოტარიუსს გამგეობის სხდომაზე; ნოტარიუსს უნდა განემარტოს მისი გადაცდომის არსი და უნდა გაფრთხილდეს, რომ არ გაიმეოროს გადაცდომა.
5. წერილობით საყვედური უშუალოდ ნოტარიუსს უნდა წაუკითხოს გამგეობის თავმჯდომარემ გამგეობის სხდომაზე; ნოტარიუსს უნდა განემარტოს მისი გადაცდომის არსი და უნდა გაფრთხილდეს, რომ არ გაიმეოროს გადაცდომა.
მუხლი 7🔗. უფლებამოსილების შეჩერება
1. ნოტარიუსს უფლებამოსილება შეუჩერდება მძიმე ხარისხის გადაცდომისათვის.
2. უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს განსაზღვრული ვადით სანოტარო მოქმედებათა შესრულების აკრძალვას.
3. უფლებამოსილების შეჩერების ვადაა არანაკლებ ერთი თვე და არა უმეტეს 2 წელი; უფლებამოსილების შეჩერების ვადა დგინდება გადაცდომის სიმძიმის შესაბამისად.
4. ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერების უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის მინისტრს.
მუხლი 8🔗. თანამდებობიდან გადაყენება
1. ნოტარიუსი თანამდებობიდან გადაყენებული იქნება ძალიან მძიმე ხარისხის გადაცდომისათვის.
2. თანამდებობიდან გადაყენება ნიშნავს ნოტარიუსის თანამდებობიდან საბოლოოდ დათხოვნას.
3. ნოტარიუსის თანამდებობიდან გადაყენების უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის მინისტრს.
მუხლი 9🔗. რეციდივი; უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდება
1. რეციდივი არის დისციპლინური სასჯელის გაქარწყლებამდე დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენა.
2. რეციდივის შემთხვევაში გამოიყენება ამ დებულების მე-5 მუხლით დადგენილი იმ სასჯელზე უფრო მძიმე სასჯელი (თანამდებობიდან გადაყენების ჩათვლით), რომელიც გამოიყენებოდა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში გადაცდომის პირველად ჩადენის შემთხვევაში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესი არ მოქმედებს, თუ რეციდივი უფრო ნაკლები ხარისხის დისციპლინური გადაცდომაა.
4. თუ დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია დისციპლინური სასჯელის გაქარწყლების შემდეგ, დისციპლინური სასჯელის შეფარდებისას პირველი დისციპლინური სასჯელი მხედველობაში არ მიიღება და სასჯელი არ გაიზრდება.
5. თუ სასჯელი ითვალისწინებს მაქსიმუმსა და მინიმუმს, რეციდივის შემთხვევაში ნოტარიუსს შეიძლება შეეფარდოს სასჯელის მეტი ზომა იგივე სასჯელის ფარგლებში.
მუხლი 10🔗. დისციპლინური სასჯელის გასაჩივრება
1. ნოტარიუსს, რომელსაც შეეფარდა დისციპლინური სასჯელი, უფლება აქვს დისციპლინური სასჯელის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს საოლქო სასამართლოში.
2. სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთი თვის ვადაში:
ა) სიტყვიერი გაფრთხილების გამოცხადებიდან;
ბ) წერილობითი საყვედურის ჩაბარებიდან;
გ) ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერების, ან გადაყენების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების ჩაბარებიდან.
3. დისციპლინური სასჯელის გასაჩივრება არ აჩერებს იუსტიციის მინისტრის ბრძანების აღსრულებას ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერების, ან გადაყენების შესახებ.
მუხლი 11🔗. დისციპლინური სასჯელის გამოყენების ხანდაზმულობა
1. დისციპლინური სასჯელი შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადაცდომის ჩადენიდან 4 წლის განმავლობაში და გადაცდომის ფაქტის გამოვლენიდან 3 თვის ვადაში.
2. ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან, ხოლო ანდერძებთან დაკავშირებული დისციპლინური გადაცდომის მიმართ _ ანდერძის გამოქვეყნების დღიდან.
3. ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება დისციპლინური წარმოების დაწყების დღიდან.
მუხლი 12🔗. დისციპლინური სასჯელის გაქარწყლება
1. დისციპლინური სასჯელი ქარწყლდება, თუ:
ა) სიტყვიერი გაფრთხილების ძალაში შესვლიდან 1 წლის განმავლობაში ნოტარიუსს არ შეეფარდება სხვა დისციპლინური სასჯელი.
ბ) წერილობითი საყვედურის ძალაში შესვლიდან 2 წლის განმავლობაში ნოტარიუსს არ შეეფარდება სხვა დისციპლინური სასჯელი.
გ) უფლებამოსილების შეჩერების ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში ნოტარიუსს არ შეეფარდება სხვა დისციპლინური სასჯელი.
თავი II
დისციპლინური წარმოება
მუხლი 13🔗. დისციპლინური წარმოების დაწყების ფორმალური საფუძვლები
1. დისციპლინური წარმოების დაწყების ფორმალური საფუძველია:
ა) ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობის პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებანი;
ბ) პირის განცხადება, ან საჩივარი;
გ) სხვა დოკუმენტი, ან ცნობა (ინფორმაცია), რომელიც ქმნის ნოტარიუსის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ვარაუდის საფუძველს.
მუხლი 14🔗. დისციპლინური წარმოების დაწყება
1. ამ დებულების მე-13 მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას დისციპლინური წარმოების დაწყების უფლება აქვს:
ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრს;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის მინისტრებს;
გ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობას;
დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ნოტარიუსთა პალატების გამგეობებს.
2. დისციპლინური წარმოების დაწყება ფორმდება:
ა) იუსტიციის მინისტრის ბრძანებით;
ბ) პალატის გამგეობის გადაწყვეტილებით.
3. დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებული მასალების წინასწარი შემოწმებით იკვეთება ნოტარიუსის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი.
4. დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ბრძანების (გადაწყვეტილების) გამოთხოვა (გაუქმება) დაიშვება მხოლოდ დისციპლინური კომისიის მიერ საქმის მოსმენის დანიშვნამდე.
მუხლი 15🔗. ნოტარიუსთა პალატის დისციპლინური კომისია. კომისიის მუშაობის წესი
1. საქართველოს (აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების) ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება ქმნის დისციპლინურ კომისიას.
2. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დისციპლინურ კომისიაში შედის 5 წევრი, ხოლო რეგიონული პალატების კომისიაში _ 3 წევრი. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან არჩევისთანავე თავიანთი შემადგენლობიდან აირჩიონ კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი.
3. კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა უმრავლესობა. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე (ხოლო მისი არყოფნისას _ მოადგილე).
4. საქმის მომზადების სტადიაზე კომისია უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტაცია, მიიღოს ახსნა-განმარტებანი ნოტარიუსისაგან და სხვა პირებისაგან.
5. საქმის მომზადების დასრულების შემდეგ კომისია ნიშნავს საქმის განხილვის დღეს, რომელსაც წერილობით აცნობებს ნოტარიუსს და იმ პირებს, რომელთა მოწვევას კომისია მიზანშეწონილად თვლის.
6. საქმის მოსმენას უნდა ესწრებოდეს ნოტარიუსი. არასაპატიო მიზეზით ნოტარიუსის დაუსწრებლობა არ არის საქმის მოსმენის გადადების საფუძველი.
7. კომისია საქმის შესახებ იღებს დასკვნას. დასკვნა მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
8. კომისიის სხდომის მიმდინარეობისა და დასკვნის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის დასკვნას, უფლება აქვს დასკვნას დაურთოს თავისი განსხვავებული აზრი.
9. კომისიის დასკვნა მისი მიღებიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში წარედგინება პალატის გამგეობის თავმჯდომარეს.
10. კომისია საქმეს განიხილავს საქმის წარმოებაში მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში.
11. პალატის გამგეობას საქმის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას დასკვნის მიღებიდან არა უგვიანეს 14 დღისა. გამგეობის სხდომას უნდა დაესწროს ნოტარიუსი. არასაპატიო მიზეზით ნოტარიუსის დაუსწრებლობა არ არის საქმის მოსმენის გადადების საფუძველი.
12. იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვისას დადგინდება, რომ ნოტარიუსის გადაცდომის სიმძიმის ხარისხის გამო ნოტარიუსთა პალატას არა აქვს დისციპლინური სასჯელის შეფარდების უფლება, პალატის გამგეობა ვალდებულია დისციპლინური საქმის წარმოების მასალები გადაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის მინისტრს.
მუხლი 16🔗. დისციპლინური წარმოება იუსტიციის მინისტრის მიერ
1. იუსტიციის მინისტრის მიერ დისციპლინური წარმოების დაწყების შემდეგ საქმე განსახილველად გადაეცემა კომისიას. კომისიაში შედის სამი წევრი. კომისიის წევრებს ნიშნავს იუსტიციის მინისტრი. კომისიის ერთი წევრი მაინც უნდა იყოს ნოტარიუსი. კომისია მუშაობს იმავე წესებით, რაც დადგენილია ამ დებულების მე-15 მუხლით.
2. კომისიის დასკვნის მიღების შემდეგ იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას, რომლითაც:
ა) დადასტურებულად თვლის დისციპლინურ გადაცდომას და ნოტარიუსს უფარდებს დისციპლინურ სასჯელს;
ბ) დადასტურებულად არ მიიჩნევს დისციპლინური გადაცდომის ფაქტს და წყვეტს დევნას.
3. იუსტიციის მინისტრმა ბრძანების გამოცემამდე უნდა მოისმინოს ნოტარიუსისა და ნოტარიუსთა პალატის აზრი.
4. მინისტრის ბრძანების ასლი დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს ნოტარიუსს, რომლის მიმართაც იყო აღძრული დისციპლინური დევნა. ბრძანების ასლი უნდა გაეგზავნოს აგრეთვე საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და რეგიონულ პალატებს.
5. იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვისას დადგინდება, რომ ნოტარიუსს გადაცდომის სიმძიმის ხარისხის შესაბამისად უნდა შეეფარდოს სასჯელი, რომლის შეფარდების უფლება აქვს ნოტარიუსთა პალატას, მასალები ეგზავნება ნოტარიუსთა პალატას.