„ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 27.08.2001
ძალის დაკარგვა 25.07.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №68
სარეგისტრაციო კოდი 360160000.11.103.004955
გამოქვეყნების წყარო სსმ, 94, 06/09/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | აზოტის ორჟანგი, ამიაკი |
| 2 | აკროლეინი, ოზონი, ქლორი |
| 3 | გოგირდის დიოქსიდი, მანგანუმის ჟანგი, კალას ჟანგი, მტვერი, ჭვარტლი, თუთიის ჟანგი |
| 4 | აცეტალდეჰიდი, ციანწყალბადმჟავა |
| 5 | აცეტონი |
| 6 | ბენზ(ა)პირენი |
| 7 | ნახშირწყალბადები (ჯამურად) |
| 8 | ბენზოლი, ბუთილაცეტატი, გოგირდმჟავა, ბუთილის სპირტი, ეთილაცეტატი |
| 9 | ნახშირორჟანგი |
| 10 | ვანადიუმის ხუთჟანგი, სპილენძის ჟანგი სტიროლი |
| 11 | ქლორწყალბადი (მარილმჟავა), ქსილოლი |
| 12 | აზოტმჟავა |
| 13 | ძმარმჟავა, პერქლორეთილენი, ციკლოჰექსანოლი |
| 14 | მაგნიუმის ორჟანგი |
| 15 | დარიშხანი, ფენოლი, ფორმალდეჰიდი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 45.0pt 35.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.11.103.004.955
საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №344-№68
2001 წლის 5 სექტემბერი – 27 აგვისტო
ქ. თბილისი
„ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 22 ივნისის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 1999 წ., №30/37) მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე მუხლის დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესის შესახებ“.
2. ეს ერთობლივი ბრძანება გამოქვეყნდეს ნორმატიული აქტის სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან 7 დღის ვადაში.
3. ეს ერთობლივი ბრძანება ძალაში შევიდეს ნორმატიული აქტის სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე-15 დღეს.
მ. სააკაშვილი
ნ. ჩხობაძე
დებულება
ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესის შესახებ
თავი I
ზოგადი ნაწილი
მუხლი 1🔗. ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც და რომლის შესასრულებლადაც მიღებულ იქნა დებულება „ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესის შესახებ“
დებულება მიღებულია „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით.
მუხლი 2🔗. დებულების რეგულირების საგანი
ეს დებულება არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, მის ტერიტორიულ ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) პირებს შორის.
მუხლი 3🔗. დებულების მიზანი და ამოცანა
1. დებულების მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობისას ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესის დადგენა.
2. დებულების ამოცანაა ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი თანხების რაოდენობის დადგენა სამართალდამრღვევი ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ.
მუხლი 4🔗. ზოგადი მოთხოვნები ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების შესახებ
1. ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება ხდება ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ნივთიერებათა ზელიმიტური გაფრქვევისას*.
2. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზელიმიტური გაფრქვევა არის დადგენილი წესით დამტკიცებული ლიმიტის გადაჭარბებით გაფრქვევა. რაც გამოწვეულია ტექნოლოგიური რეგლამენტის დარღვევის ან ტექნოლოგიური პროცესის ავარიული მდგომარეობის ექსპლუატაციის შედეგად და რაც განაპირობებს ატმოსფერული ჰაერის მნიშვნელოვან დაბინძურებას.
3. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზელიმიტური გაფრქვევისას ყოველ ტონა გაფრქვეულ მავნე ნივთიერებაზე გადასახადის ნორმატივი შეადგენს ლიმიტის ფარგლებში დადგენილი გადასახადის განაკვეთის ხუთმაგი ოდენობას.
4. ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ხდება სამართალდამრღვევი ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ ზიანის ასანაზღაურებელ თანხებზე პრეტენზიის წარდგენის საფუძველზე.
5. ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელ თანხებზე პრეტენზია წარედგინება ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც მიღებული აქვთ უფლება საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და რომლებიც თავიანთი საქმიანობით იწვევენ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას.
6. ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება და სამართალდამრღვევი ფიზიკურ და იურიდიულ პირების მიმართ ზიანის ასანაზღაურებლად თანხებზე პრეტენზიის წარდგენა ხორციელდება მხოლოდ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცენტრალური და ტერიტორული ორგანოების მიერ.
თავი II
ძირითადი ნაწილი
მუხლი 5🔗. ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება
1. ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი იანგარიშება შემდეგი ფორმულით:
_n_
Y=Kეკ X \ (Mi X Ni),
/___
t=1
--------------------
*იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც თავიანთი სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის დადგენილი წესით დამტკიცებული ლიმიტების გარეშე, საანგარიშო წლის დასაწყისიდან ფაქტობრივი გაფრქვეული მავნე ნივთიერებათა რაოდენობა ჩაეთვლებათ ზელიმიტურად გაფრქვეულ რაოდენობად.
სადაც Y – არის ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის რაოდენობა, ლარი;
Kეკ– არის რეგიონის ეკოლოგიურ მდგომარეობის მახასიათებელი კოეფიციენტი (დანართი 1);
n – არის I-ურ მავნე ნივთიერებათა ჯამური რაოდენობა;
Mi – არის ატმოსფერულ ჰაერში ზელიმიტურად გაფრქვეულ I-ურ მავნე ნივთიერების რაოდენობა, ტონა;
Ni – არის 1 ტონა I-ურ მავნე ნივთიერების ზელიმიტურ გაფრქვევაზე გადასახადის ნორმატივი, ლარი (დანართი 2).
2. ატმოსფერულ ჰაერში ზელიმიტურად გაფრქვეულ I-ურ მავნე ნივთიერების რაოდენობა იანგარიშება ფორმულით:
Mi=( mi(ფ)-mi (ზ))X t i X 10 –6
სადაც
mi(ფ) – არის I-ური მავნე ნივთიერების ფაქტობრივი გაფრქვევის რაოდენობა, გ/წმ;
mi (ზ) – არის I-ური მავნე ნივთიერების ზღვრულად დასაშვები ან დროებით შეთანხებული (ლიმიტით გათვალისწინებული) გაფრქვევის რაოდენობა, გ/წმ;
t i –არის I-ური მავნე ნივთიერების გაფრქვევის ხანგრძლივობა, წმ.
3. I-ური მავნე ნივთიერების ფაქტობრივი გაფრქვევის რაოდენობა იანგარიშება ფორმულით
m i(ფ)= C i(ფ)X V I(ფ) ,
სადაც
C i(ფ) – არის I-ური ნივთიერების ფაქტობრივი კონცენტრაცია, გ/მ3 ;
V I(ფ) – არის I-ური მავნე ნივთიერებასთან ერთად გაფრქვეული აირჰაერნარევის ფაქტობრივი ხარჯი ( მოცულობითი სიჩქარე) მ3 /წმ.
4. მავნე ნივთიერებათა ფაქტობრივი გაფრქვევების რაოდენობა დგინდება ინსტრუმენტული ან საანგარიშო მეთოდების გამოყენებით. გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდი საფუძველია საწარმოდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დადგენა სპეციალური გამზომ-საკონტროლო აპარატურის გამოყენებით, ხოლო გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის საანგარიშო მეთოდის საფუძველია საწარმოდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დადგენა საანგარიშო მეთოდიკის გამოყენებით.
მუხლი 6🔗. პასუხიმგებლობა დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის
პასუხიმგებლობა დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი III
დასკვნითი ნაწილი
მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა
ამ დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი 1
რეგიონების ეკოლოგიური მდგომარეობის მახასიათებელი
კოეფიციენტები
რეგიონების დასახელება
კოეფიციენტის მნიშვნელობები, K ეკ
ა) განსაკუთრებული დაბინძურების მქონე ან საკურორტო მნიშვნელობის: ზესტაფონი, ბორჯომი, გაგრა, ქობულეთი, გუდაუთა, გლირიფში, ოჩამჩირე, ჯავა, აბასთუმანი
1,5
ბ) მაღალი დაბინძურების მქონე: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, კასპი, ტყვარჩელი, მარნეული, გარდაბნი
1,3
გ) დაბინძურებული: ზუგდიდი, სამტრედია, სენაკი, ფოთი, ტყიბული, ახალციხე, გორი, ხაშური, ცხინვალი, ჭიათურა, ბოლნისი, თელავი
1,2
დ) სხვა დანარჩენი რეგიონები, ქალაქები და რაიონები
1,0
დანართი 2
ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზელიმიტურ გაფრქვევებზე გადასახადის ნორმატივები*
N
მავნე ნივთიერებათა დასახელება
გადასახადის ნორმატივი 1 ტონა მავნე ნივთიერების ზელიმიტური გაფრქვევისათვის, ლარი
1
აზოტის ორჟანგი, ამიაკი
562,5
2
აკროლეინი, ოზონი, ქლორი
750
3
გოგირდის დიოქსიდი, მანგანუმის ჟანგი, კალას ჟანგი, მტვერი, ჭვარტლი, თუთიის ჟანგი
450
4
აცეტალდეჰიდი, ციანწყალბადმჟავა
2250
5
აცეტონი
65
6
ბენზ(ა)პირენი
22500000
7
ნახშირწყალბადები (ჯამურად)
15
8
ბენზოლი, ბუთილაცეტატი, გოგირდმჟავა, ბუთილის სპირტი, ეთილაცეტატი
225
9
ნახშირორჟანგი
0,05
10
ვანადიუმის ხუთჟანგი, სპილენძის ჟანგი სტიროლი
11250
11
ქლორწყალბადი (მარილმჟავა), ქსილოლი
112,5
12
აზოტმჟავა
150
13
ძმარმჟავა, პერქლორეთილენი, ციკლოჰექსანოლი
375
14
მაგნიუმის ორჟანგი
22500
15
დარიშხანი, ფენოლი, ფორმალდეჰიდი
7500
16
ნიკელის ხსნადი მარილები
112500
17
ვერცხლისწყალი, ტყვია
75000
18
გოგირდწყალბადი
2815
19
სკიპიდარი
22,5
20
მეთილის სპირტი
45
21
ეთილის სპირტი
4.5
22
ტოლუოლი
37,5
23
ნახშირჟანგი
7,5
24
ფტორწყალბადი
4500
25
ქრომის ჟანგეული
15000
26
ციკლოჰექსანონი
562,5
* ატმოსფერულ ჰაერში ზელიმიტურად გაფრქვეული დანარჩენ მავნე ნივთიერებებზე გადასახადის ნორმატივი განისაზღვრება თითოეული მავნე ნივთიერებების ფარდობითი საშიშროების კოეფიციენტის გამრავლებით 4,5X5=22,5 ლარზე. ფარდობითი საშიშროების კოეფიციენტი არის საშუალო დღეღამური ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის უკუპროპორციული სიდიდე. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ნივთიერებისთვის არ რის დადგენილი საშუალო დღეღამური ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის მნიშვნელობა, მაშინ ფარდობითი საშიშროების კოეფიციენტის ანგარიშისათვის გამოიყენება შემდეგი თანმიმდევრობით ან ამ ნივთიერების მაქსიმალური ერთჯერადი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის სიდიდე ან ამ ნივთიერების ზემოქმედების საორიენტაციო უსაფრთხოების დონის სიდიდე ან ამ ნივთიერების სამუშაო ზონის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის ათჯერ შემცირებული სიდიდე.