⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.05.2006)
გაუქმებულია:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.09.2001
ძალის დაკარგვა 08.05.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №351
სარეგისტრაციო კოდი 010240000.11.106.004966
გამოქვეყნების წყარო სსმ, 99, 21/09/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,638 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.09.2001 მიღება
08.05.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt .75in 27.0pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.004.966 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №351 2001 წლის 14 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს დებულება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უსაფრთხოების დეპარტამენტის შესახებ (თან ერთვის); 2. აღინიშნოს, რომ დასახელებული დებულება მტკიცდება პირველად; 3. დაევალოთ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის მინისტრებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფთა ხელმძღვანელებს უზრუნველყონ აღნიშნული დებულების გაცნობა პირადი შემადგენლობისადმი და მისი მოთხოვნილების ზუსტი შესრულება. 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უსაფრთხოების დეპარტამენტმა მოკვლევისა და ოპერატიული საქმიანობის პროცესში იხელმძღვანელოს აღნიშნული დებულებით; 5. დებულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე; 6. ბრძანება დაიგზავნოს კუთვნილებისამებრ. მ. სააკაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულება თავი­ I ზოგადი დებულება მუხლი 1🔗. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უსაფრთხოების დეპარტამენტი (შემდგომ – დეპარტამენტი) არის იუსტიციის სამინისტროს სამართალდამცავი, სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც კანონით მინიჭებული კომპენტენციის ფარგლებში იბრძვის დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთისა და დროულად გახსნისათვის, ატარებს მოკვლევას, თავდაპირველ საგამოძიებო მოქმედებებს, აგრეთვე წინასწარი გამოძიების დროს ატარებს საგამოძიებო თუ სხვა საპროცესო მოქმედებებს ან მონაწილეობას ღებულობს მის ჩატარებაში გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნით. ახორციელებს ზემოთ აღნიშნულ ფუნქციებს სასამართლო აღმასრულებლის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე, იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის შესრულების დადგენილი წესის წინააღმდეგ მიმართულ და სასჯელაღსრულების დაწესებულებათა განლაგების ადგილზე სხვა დანაშაულთა საქმეებზე. მუხლი 2🔗. დეპარტამენტი ახორციელებს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას და ატარებს შესაბამის ღონისძიებებს. მუხლი 3🔗. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებით და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. მუხლი 4🔗. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში იცავს კანონიერების, პიროვნების უფლებების პატივისცემის, სამართლიანობის და ჰუმანიზმის პრინციპებს. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის მუშაობა ემყარება ხაზობრივ-დარგობრივი მართვის, კონტროლისა და პრაქტიკული საქმიანობის პრინციპებს. მისი საქმიანობის ორგანიზაციულ საფუძველს წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროსა და დეპარტამენტის სამუშაო გეგმები. მუხლი 6🔗. დამნაშავეობასთან ბრძოლის საკითხებში დეპარტამენტი ურთიერთთანამშრომლობს იუსტიციის სამინისტროს სხვა დანაყოფებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პროკურატურასთან, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსთან, თავდაცვის სამინისტროსთან, სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. მუხლი 7🔗. დეპარტამენტს გააჩნია ბეჭედი, რომლის ცენტრშიც გამოსახულია რგოლში ჩასმული საქართველოს სახელმწიფო გერბი. რგოლის ირგვლივ განთავსებულია წარწერა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უსაფრთხოების დეპარტამენტი”. სახელმწიფო გერბი გამოიყენება დეპარტამენტის ბლანკებსა და შესასვლელის აბრებზე. დეპარტამენტის ქვედანაყოფები სარგებლობენ დეპარტამენტის ტიტულიანი ბლანკებით. მუხლი 8🔗. დეპარტამენტის თანამშრომელები ატარებენ დადგენილი წესის ფორმას და დეპარტამენტის ემბლემას. მუხლი 9🔗. დეპარტამენტისა და მისი ქვედანაყოფების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა წარმოებს იუსტიციის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მეშვეობით. მუხლი 10🔗. დეპარტამენტის კადრებით დაკომპლექტება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დეპარტამენტში თანამდებობებზე ინიშნებიან, როგორც წესი, იურისტები, ხოლო მოკვლევის სამმართველოში – მხოლოდ იურისტები. თავი II დეპარტამენტის საერთაშორისო თანამშრომლობა მუხლი 11🔗. დეპარტამენტი და მისი დანაყოფები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებენ უცხო ქვეყნების შესაბამისი ორგანოების დავალებებს, ატარებენ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, აგრეთვე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე აწარმოებენ ასეთივე სახის ერთობლივ ღონისძიებებს დანაშაულის აღკვეთა-აცილების, დროული გახსნის, დამნაშავეთა დაკავების, სახელმწიფოსა და მოქალაქეებისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა მუხლი 12🔗. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც ამავე დროს არის დეპარტამენტის მთლიანი პირადი შემადგენლობის პირდაპირი უფროსი. მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი. მუხლი 13🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელები და მათდამი დაქვემდებარებული თანამშრომლები ინიშნებიან და თავისუფლდებიან იუსტიციის მინისტრის მიერ დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე. მუხლი 14🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული დანაყოფები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის თავმჯდომარისა და მინისტრის წინაშე. მუხლი 15🔗. დეპარტამენტში შედის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები: ა) ოპერატიულ-სამძებრო სამმართველო; ბ) მოკვლევის სამმართველო; გ) ოპერატიული დადგენისა და სპეციალური ტექნიკის გამოყენების სამმართველო; დ) სპეციალური აღრიცხვის საინფორმაციო სამმართველო; ე) სამდივნო. თავი IV ოპერატიულ-სამძებრო სამმართველოს ფუნქციები მუხლი 16🔗. ორგანიზაციას უკეთებს სამინისტროში შემავალი ოპერატიული აპარატების მმართველობითი ფუნქციების განხორციელებას, საშემსრულებლო დისციპლინის განმტკიცებას, მუშაობის სტილის, მართვის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფას. აკონტროლებს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, იუსტიციის მინისტრისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების, განკარგულებებისა და მითითებების შესრულებას. იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი დისციპლინის უხეში დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას და შედეგებს მოახსენებს დეპარტამენტის თავმჯდომარეს. მუხლი 17🔗. მონაწილეობას ღებულობს დეპარტამენტის მუშაობის დაგეგმვაში და ახორციელებს კონტროლს გეგმის შესრულებაზე. პრაქტიკულ დახმარებას უწევს დეპარტამენტში შემავალ სამსახურებს დანაშაულთა აღკვეთა-აცილებისა და გახსნის საქმეში. მუხლი 18🔗. ხელმძღვანელობს და საჭიროებისამებრ უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის დანაშაულთა გახსნაში, სრულყოფს დანაშაულის გამოვლენის, მათი აღკვეთა-აცილების ფორმებსა და მეთოდებს. მუხლი 19🔗. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, კონსპირაციის წესებისა და საიდუმლოების რეჟიმის მოთხოვნათა დაცვით, ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას. მუხლი 20🔗. დაინტერესებულ სახელმწიფო დაწესებულებებთან და სხვა შესაბამის ორგანოებთან ერთად შეიმუშავებს და ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში კორუფციისა და მოსამსახურეთა მიერ სამსახურის შესრულების დადგენილი წესის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის ერთიან სტრატეგიას. მუხლი 21🔗. ანტიკორუფციული პროგრამის შესრულების მიზნით ორგანიზაციას უკეთებს სასჯელაღსრულების სისტემაში კორუფციასთან და ყველა სფეროში, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, დატაცების, მექრთამეობის, საფინანსო-სავალუტო მაქინაციების, ყალბი ფულადი ნიშნების, ფასიანი ქაღალდებისა და სახელმწიფოებრივი დოკუმენტების დამზადება-გაყალბების, სახელწიფო ქონების გაფლანგვა-განიავებისა და სამსახურის შესრულების დადგენილი წესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. თავის კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს მოკვლევას, აანალიზებს სასჯელაღსრულების სისტემაში მოკვლევის მიმდინარეობას. მუხლი 22🔗. ორგანიზაციას უკეთებს იუსტიციის სამინისტროს ოპერატიული აპარატების მიზანმიმართულ საქმიანობას, სრულყოფს ოპერატიული მუშაობის ფორმებსა და მეთოდებს, ახორციელებს კონტროლს ხაზობრივი მუშაობის მიმდინარეობაზე, ანალიზს უკეთებს ინფორმაციულ-სტატისტიკურ მონაცემებს ოპერატიულ საქმიანობაში და წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს. მუხლი 23🔗. პრაქტიკულ დახმარებას უწევს სტრუქტურულ ქვედანყოფებს ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაში და ახორციელებს მათი საქმიანობის კოორდინაციას. წარმართავს მუშაობას კვალიფიციური დამხმარე აპარატის შესაქმნელად, უზრუნველყოფს მათ საქმიანობაში კონსპირაციისა და საიდუმლოების რეჟიმის დაცვას. მუხლი 24🔗. უზრუნველყოფს ოპერატიული ინფორმაციის ავტომატიზებული კომპიუტერული მონაცემების ბანკის შექმნას. მუხლი 25🔗. თავის საქმიანობას წარმართავს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს ღონისძიებებს მტკიცებულებათა მოპოვებისა და ეჭვმიტანილთა დადგენა- დაკავების საქმეში, აწარმოებს მოკვლევას კანონით მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში. მუხლი 26🔗. უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან და ინტერპოლთან ურთიერთკავშირსა და თანამშრომლობას. მუხლი 27🔗. ორგანიზაციას უკეთებს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და მასში შემავალი დაწესებულებების უსაფრთხოებისა და სარეჟიმო დანაყოფების საქმიანობას, აანალიზებს მათ მიერ გაწეულ მუშაობას და სახავს შესაბამის ოპერატიულ-სამძებრო და სარეჟიმო ღონისძიებებს. მუხლი 28🔗. პრაქტიკულ დახმარებს უწევს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დანაშაულთა აღკვეთა-აცილებისა და გახსნის საქმეში, საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ მონაწილეობს დანაშაულის გახსნაში, სრულყოფს დანაშაულთა გამოვლენის, მათი აღკვეთა-აცილების ფორმებსა და მეთოდებს. მუხლი 29🔗. ორგანიზაციას უწევს სასჯელაღსრულების სისტემაში დანაშაულის ჩამდენი პირების სამართალდამრღვევი საქმიანობის ამსახველი მასალების მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვასა და კლასიფიცირებას, ქმნის საინფორმაციო კომპიუტერულ ბანკს ამ კატეგორიის პირებზე. მუხლი 30🔗. პრაქტიკულ დახმარებას უწევს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და მასში შემავალი ოპერატიულ-სარეჟიმო დანაყოფების საქმიანობას და ახორციელებს მათი საქმიანობის კოორდინაციას, წარმართავს მუშაობას კვალიფიციური დამხმარე ქსელის შესაქმნელად, უზრუნველყოფს ოპერატიულ საქმიანობაში კონსპირაციისა და საიდუმლოების რეჟიმის დაცვას. შეიმუშავებს სასჯელაღსრულების სისტემის ოპერატიული საქმიანობის მიმდინარე და პერსპექტიულ გეგმებს, აკონტროლებს მათ შესრულებას. მუხლი 31🔗. უზრუნველყოფს ინფორმაციის მოპოვებას სასჯელაღსრულების სისტემაში ოპერატიული ვითარების შესახებ, აწარმოებს იმ პირთა დადგენა-გამოვლენას, რომელთაც გააჩნიათ გაქცევის, დაუმორჩილებლობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენის, დამნაშავეთა ჯგუფების ორგანიზებისა და სხვა დანაშაულის ჩადენის მიდრეკილება. ასეთ პირებზე ქმნის კარტოთეკას და მათ მიმართ აწარმოებს შესაბამის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს. მუხლი 32🔗. უზრუნველყოფს ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებას და სათანადო ღონისძიებების წარმართვას იმ პირებზე, რომლებსაც გააჩნიათ დანაშაულებრივი კავშირები, როგორც სასჯელაღსრულების სისტემაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რაც ხელს უშლის სასჯელაღსრულების დაწესებულებათა ნორმალურ ფუნქციონირებას. მუხლი 33🔗. ორგანიზაციას უკეთებს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული პროგრამით დასახული ღონისძიებების სასჯელაღსრულების სისტემაში კოორდინაციასა და განხორციელებას. უზრუნველყოფს ამ საქმიანობაში სხვა სამართალდამცავ, ჯანმრთელობის დაცვის ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობას. მუხლი 34🔗. ორგანიზაციას უკეთებს და ახორციელებს შესაბამის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ნარკოტიკებისა და სხვა აკრძალული ნივთების შეღწევის გზების, გარე სამყაროსთან კავშირებისა და დამნაშავე პირთა დადგენა-დაკავების მიზნით. მუხლი 35🔗. ორგანიზაციას უკეთებს, აკონტროლებს და საჭიროების შემთხვევაში უშაუალოდ წარმართავს სარეჟიმო ხასიათის ღონისძიებებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. მუხლი 36🔗. უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების სისტემაში ოპერატიული აპარატების მიზანმიმართულ, გამართულ მუშაობას გაუხსნელ დანაშაულთა გახსნისა და ოპერატიული აღრიცხვიანობის საქმეების წარმოების მხრივ. მუხლი 37🔗. პრაქტიკულ დახმარებას უწევს სასჯელაღსრულების დაწესებულებების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებას, აკონტროლებს და ინსპექტირებას უწევს მათ მიერ ყველანაირი ოპერატიული აღრიცხვის საქმეების წარმოებას და ღებულობს შესაბამის ზომებს სათანადო ღონისძიებების გატარებისათვის. აანალიზებს არსებულ ვითარებას, პროგნოზირებას უკეთებს მოსალოდნელ გართულებებს და მოახსენებს დეპარტამენტის თავმჯდომარეს. მუხლი 38🔗. შეიმუშავებს დანაშაულთა ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების აღმოფხვრის, პროფილაქტიკისა და დანაშაულის აცილების მიზნით რეკომენდაციებს, თავის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საქმიანობაში ნერგავს მუშაობის მოწინავე გამოცდილებას. მუხლი 39🔗. თავის საქმიანობას წარმართავს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ახდენს ოპერატიულ-კრიმინალისტიკური საშუალებების პრაქტიკაში გამოყენებას. თავი V მოკვლევის სამმართველოს ფუნქციები მუხლი 40🔗. უზრუნველყოფს დანაშაულის აღკვეთა-აცილებას, გახსნას, მასში მონაწილე პირების დროულ გამოვლენას და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას. მუხლი 41🔗. დანაშაულის შესახებ განცხადებისა და ცნობების განხილვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანაშაულის შესახებ ცნობების შემოწმების საფუძველზე ღებულობს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) შემოწმების შედეგად გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირებისათვის მასალებს წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს ან აგზავნის კუთვნილებისამებრ; ბ) დანაშაულის შესახებ ცნობასა და მასალებს აგზავნის საგამოძიებო ქვემდებარეობით და კუთვნილებისამებრ. გ) შემოწმების შედეგად შემთხვევის ან მასში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის დადგენის შემთხვევაში გამოაქვს დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ; დ) შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების არსებობის დადგენის შემთხვევაში გამოაქვს დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. მუხლი 42🔗. ატარებს თავდაპირველ საგამოძიებო მოქმედებას გამომძიებლისათვის სისხლის სამართლის საქმის გადაცემამდე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიის მოთხოვნათა დაცვით. მუხლი 43🔗. სისხლის სამართლის საქმეს გადასცემს გამომძიებელს მისი აღძვრიდან არა უგვიანეს 7 დღისა, ხოლო პირის ეჭვმიტანილად დაკავებისას – დაკავების ოქმის შედგენიდან 24 საათის განმავლობაში. სისხლის სამართლის საქმე პროკურორის მოთხოვნით, მის მიერ მითითებულ ვადაში, წინასწარი გამოძიებისათვის უნდა გადაეცეს გამომძიებელს ან პროკურორს. მუხლი 44🔗. საქმის გადაცემის შემდეგ, გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნით, ვალდებულია ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედება ან მონაწილეობა მიიღოს მის ჩატარებაში. მუხლი 45🔗. ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, რომელიც წესრიგდება საქართველოს კანონით „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ”. მუხლი 46🔗. იუსტიციის სამინისტროს მოკვლევის ორგანოებზე ახორციელებს მეთოდურ და საკონტროლო-საორგანიზაციო ფუნქციებს, აანალიზებს მათ მიერ გაწეულ მუშაობას, განაზოგადებს მოკვლევის წარმოების პრაქტიკას, სახავს ღონისძიებებს მოკვლევის ხარისხისა და წინასწარი გამოძიების ჩატარების დროს საგამოძიებო მოქმედებათა სრულყოფის მიზნით. მუხლი 47🔗. იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებლო და სასჯელაღსრულების დეპარტამენტების ცენტრალურ და ტერიტორიულ დანაყოფებს პერიოდულად უწევს ადგილზე მეთოდურ და პრაქტიკულ დახმარებას, ამოწმებს მათ მუშაობას და ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს. მუხლი 48🔗. ორგანიზაციას უკეთებს ადგილზე ოპერატიულ-სამძებრო და მოკვლევის ღონისძიებების გატარებისას, აპარატებს შორის ურთიერთშეთანხმებულ მუშაობას დანაშაულის გახსნისა და მოკვლევის სრულყოფის მიზნით. მუხლი 49🔗. შეისწავლის და განაზოგადებს სხვადასხვა დანაშაულთა მოკვლევისა და პირველადი საგამოძიებო მოქმედებათა წარმოების მეთოდიკას, დადებით გამოცდილებას ნერგავს ტერიტორიულ მოკვლევის ორგანოებში, ორგანიზაციას უკეთებს და ატარებს თათბირებს ამა თუ იმ პრობლემურ საკითხებზე, ამოწმებს მათ წარმოებაში არსებულ მოკვლევის მასალების მიმდინარეობას და სახავს შესაბამის ღონისძიებებს. მუხლი 50🔗. აწარმოებს ფუნქციონალურ საქმიანობას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 65-ე, 66-ე და 67-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ასევე სარგებლობს სხვა საკანონმდებლო აქტებით მოკვლევის ორგანოებზე მინიჭებული უფლებებით. თავი VI ოპერატიული დადგენისა და სპეციალური ტექნიკის გამოყენების სამმართველოს ფუნქციები მუხლი 51🔗. აწარმოებს იუსტიციის სამინისტროს სისტემის სტრუქტურაში და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებათა განლაგების ადგილებზე მომსახურე პერსონალის მიერ სამსახურის შესრულების დადგენილი წესის წინააღმდეგ მიმართულ და სასჯელაღსრულების დაწესებულებათა განლაგების ადგილზე ჩადენილ არამართლზომიერი ქმედების დაფიქსირების კანონშესაბამისი რეაგირებისა და სამართლებრივი პასუხისმგებლობის უზრუნველყოფისათვის მტკიცებულობების მოპოვების მიზნით საიდუმლო თვალთვალს, ელექტრონულ მოსმენას, აუდიო-ვიდეო ფიქსაციას, ოპერატიულ დადგენას, საიდუმლო დათვალიერებას და პირად დაზვერვას. მუხლი 52🔗. ახდენს კანონის შესაბამისად დამნაშავეობის წინააღმდეგ დაგეგმილ და გასატარებელ ღონისძიებათა ოპერატიულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, ოპერატიულ კრიმინალისტიკური საშუალებების პრაქტიკაში გამოყენებას და ოპერატიული ტექნიკის საშუალებათა გამართული მუშაობის უზრუნველყოფას. თავი VII სპეციალური აღრიცხვის საინფორმაციო ცენტრის ფუნქციები მუხლი 53🔗. აწარმოებს ყველა სახის ოპერატიულ და კრიმინალურ აღრიცხვიანობას. მუხლი 54🔗. ახდენს სისხლის სამართლის საქმეების რეგისტრაციას. მუხლი 55🔗. აწარმოებს უცხოეთის ქვეყნებთან გარკვეული სახის ინფორმაციების გაცვლას. მუხლი 56🔗. ეწევა საარქივო საქმიანობას. თავი VIII სამდივნოს ფუნქციები მუხლი 58🔗. უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემოსული ყველა კორესპონდეციის აღრიცხვას, დამუშავებას, ოპერატიული თათბირების ოქმების გაფორმებას, იუსტიციის მინისტრისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების, განკარგულებებისა და მითითებების კუთვნილებისამებრ დაგზავნას. მუხლი 59🔗. უზრუნველყოფს საიდუმლო საქმის წარმოების, რეჟიმისა და კონსპირაციის დაცვას ოპერატიულ-სამსახურებრივ საქმიანობაში. მუხლი 60🔗. აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას, შემოსული განცხადებების, წერილებისა და საჩივრების მიღება-განხილვასა და დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ შესასრულებლად ვიზირების შემდეგ, შესრულების ვადებზე კონტროლის განხორციელებას. თავი IX დეპარტამენტის თავმჯდომარის ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი მუხლი 61🔗. წარმართავს და უზრუნველყოფს დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებას. მუხლი 62🔗. ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტში შემავალი დანაყოფების მუშაობას, ანაწილებს დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელ მუშაკთა შორის ფუნქციონალურ მოვალეობებს და აკონტროლებს მათ შესრულებას. მუხლი 63🔗. ამუშავებს და წარუდგენს იუსტიციის მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ. მუხლი 64🔗. ამ დებულებით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, განკარგულებებს, მითითებებს, ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, აკონტროლებს მათ შესრულებას, ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას დაქვემდებარებულ დანაყოფებზე. მუხლი 65🔗. სამსახურებრივი ზედამხედველობის შესრულების პროცესში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლება აქვს სათანადო ბრძანებით ყველა დაქვემდებარებულ თანამშრომელზე გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური დასჯის შემდეგი სახეები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ადრე დადებული დისციპლინური სასჯელის მოხსნა; გ) შენიშვნის გამოცხადება; დ) საყვედურის გამოცხადება; ე) სასტიკი საყვედურის გამოცხადება. მუხლი 66🔗. წინადადებებით შედის იუსტიციის მინისტრთან თანამშრომლების მინისტრის კომპეტენციის ფარგლებში წახალისებისა და დასჯის, ასევე ვადაზე ადრე ატესტირების შესახებ. მუხლი 67🔗. თავის კომპეტენციის ფარგლებში პირადად ატარებს ან ავალებს თანამშრომლებს სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას, მოკვლეული მასალებიდან გამომდინარე, პირადად იღებს გადაწყვეტილებებს ან შედის წინადადებებით იუსტიციის მინისტრთან სათანადო რეაგირებისათვის. მუხლი 68🔗. დაქვემდებარებულ თანამშრომლებს ნებას რთავს ქვეყნის შიგნით სამსახურებრივ მივლინებაზე და ამტკიცებს შვებულების გრაფიკს. მუხლი 69🔗. ამტკიცებს დეპარტამენტის სამუშაო გეგმას და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს. მუხლი 70🔗. ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ოპერატიული საქმიანობის, ოპერატიულ-კრიმინალისტიკური ტექნიკის გამოყენების, ოპერატიული აღრიცხვიანობისა და მოკვლევის წარმოების მიმდინარეობას. მართავს ოპერატიულ თათბირებს, აწარმოებს მოსმენებს პრობლემატურ საკითხებზე და მათი აღმოფხვრის მიზნით წინადადებებით შედის იუსტიციის მინისტრთან. მუხლი 71🔗. უზრუნველყოფს ოპერატიული სამსახურების სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთშეთანხმებულ მუშაობას დანაშაულის გახსნისა და დამნაშავეთა მხილების მიზნით. მუხლი 72🔗. წარმოადგენს დეპარტამენტს საქართველოს სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულბებში, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობაში. მუხლი 73🔗. დეპარტამენტის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია იუსტიციის მინისრტის წინაშე. თავი X დეპარტამენტის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა მუხლი 74🔗. დეპარტამენტი უშაულოდ ემორჩილება იუსტიციის მინისტრს.  მუხლი 75🔗. საქართველოს კანონით „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” დადგენილი წესით დეპარტამენტი თავის კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს ღია თუ ფარული მეთოდით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა სისტემას, რომლის მიზანია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. მუხლი 76🔗. ცალკეულ პირთა მოქალაქეობა, ეროვნება, სქესი, თანამდებობა, საცხოვრებელი ადგილი, საზოგადოებრივ გაერთიანებათა წევრობა, რელიგიური აღმსარებლობა და პოლიტიკური მრწამსი ხელს არ უშლის იმას, რომ მათ მიმართ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 77🔗. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანათა შესასრულებლად დეპარტამენტს უფლება აქვს კონსპირაციის მიზნით გამოიყენოს დოკუმენტები, რომლებშიც შენიღბულია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ თანამდებობის პირთა ვინაობა, ქვედანაყოფების, ორგანიზაციების სადგომებისა და სატრანსპორტო საშუალებების კუთვნილება, აგრეთვე იმ მოქალაქეთა და მსჯავრებულთა ვინაობა, რომლებიც დეპარტამენტთან თანამშრომლობენ კონფიდენციალურ საფუძველზე. მუხლი 78🔗. დეპარტამენტის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ასეთი საქმიანობის ამსახველი მონაცემების, დოკუმენტებისა და წყაროების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს კანონით „ოპერატიული-სამძებრო საქმიანობის შესახებ” განსაზღვრულ პირებს, დადგენილი წესით. მუხლი 79🔗. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” და „პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, მონაცემები იმ პირზე, რომელიც უწევს ან უწევდა კონფიდენციალურ დახმარებას დეპარტამენტს, თანამშრომლობს ან თანამშრომლობდა მასთან, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციების მოპოვების ტაქტიკა, ორგანიზაცია, დეპარტამენტში არსებული ოპერატიული დამუშავების საქმეები და ოპერატიულ-სამძებრო აღრიცხვის საქმეების საიდუმლო ნაწილი არ წარმოადგენს საპროკურორო ზედამხედველობის საგანს. მუხლი 80🔗. ოპერატიული დამუშავების საქმის და სხვა ოპერატიულ-სამძებრო აღრიცხვის საქმეების საიდუმლო ნაწილის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს გენერალურ პროკურორს და მის მიერ განსაზღვრულ ერთ მოადგილეს. თავი XI დეპარტამენტის თანამშრომელთა სამართლებრივი და სოციალური დაცვა მუხლი 81🔗. აკრძალულია დეპარტამენტის კანონიერ საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 82🔗. დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა ყველა მოქალაქისა და თანამდებობის პირთათვის. მუხლი 83🔗. დეპარტამენტის თანამშრომლის და მისი ოჯახის წევრების ხელშეუხებლობას, ქონებას, პატივსა და ღირსებას იცავს კანონი. მუხლი 84🔗. დეპარტამენტის თანამშრომლის შეურაცხყოფა, წინააღმდეგობის გაწევა, მისი სიცოცხლის ხელყოფა ან სხვა ქმედება, რომელიც ხელს უშლის დეპარტამენტის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში, ისჯება კანონით. მუხლი 85🔗. დეპარტამენტის თანამშრომელი სამსახურისათვის იღებს ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურობის, დასვენებისა და უქმე დღეებში, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის დანამატებს და სხვა გასამრჯელოს, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. მუხლი 86🔗. სამსახურებრივი მოვალეობის შესარულებისას დეპარტამენტის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში, მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან უხდიან ერთდროულად კომპენსაციას 10 წლის ხელფასის ოდენობით, დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. მუხლი 87🔗. დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელიც დაიჭრა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, ეძლევა კომპენსაცია ბიუჯეტის სახსრებიდან 1-დან 5 წლამდე ხელფასის ოდენობით. მუხლი 88🔗. დეპარტამენტის თანამშრომელზე ვრცელდება ოპერატიულ თანამშრომლებზე კანონით მინიჭებული სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები. თავი XII დასკვნითი დებულება მუხლი 89🔗. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 90🔗. დებულებაში და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ.