საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №268/ნ„ საქართველოს, საქართველოს საზღვრის გამტარ პუნქტებზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადმინისტრაციული ტერიტორიის, ქალაქისა და რაიონის მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმის (მოადგილის) სტატუსის მინიჭება-ჩამორთმევის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.10.2003
ძალის დაკარგვა 22.06.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №268/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.11.119.006174
გამოქვეყნების წყარო სსმ, 129, 12/11/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №268/ნ„ საქართველოს, საქართველოს საზღვრის გამტარ პუნქტებზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადმინისტრაციული ტერიტორიის, ქალაქისა და რაიონის მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმის (მოადგილის) სტატუსის მინიჭება-ჩამორთმევის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:-.25in; margin-bottom:0in; margin-left:-.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h2 {margin-top:0in; margin-right:-.25in; margin-bottom:0in; margin-left:-.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-style:italic;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-style:italic;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:-.25in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:-.25in; margin-bottom:0in; margin-left:-.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:45.0pt; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.keti, li.keti, div.keti {mso-style-name:keti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:42.55pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.174
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №268/ნ
2003 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს, საქართველოს საზღვრის გამტარ პუნქტებზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადმინისტრაციული ტერიტორიის, ქალაქისა და რაიონის მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმის (მოადგილის) სტატუსის მინიჭება-ჩამორთმევის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სანიტარიული კოდექსის” (,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” №14, 2003 წელი, მუხლი 91🔗) მე-14 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.მ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს: საქართველოს, საქართველოს საზღვრის გამტარ პუნქტებზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადმინისტრაციული ტერიტორიის, ქალაქისა და რაიონის მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმის (მოადგილის) სტატუსის მინიჭება-ჩამორთმევის თანდართული წესი.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ა. გამყრელიძე
საქართველოს, საქართველოს საზღვრის გამტარ პუნქტებზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადმინისტრაციული ტერიტორიის, ქალაქისა და რაიონის მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმის (მოადგილის) სტატუსის მინიჭება-ჩამორთმევის წესი
1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს სანიტარიული კოდექსის საფუძველზე და შესაბამისად. იგი არეგულირებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში მინისტრი) მიერ საქართველოს, საქართველოს საზღვრის გამტარ პუნქტებზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადმინისტრაციული ტერიტორიის, ქალაქისა და რაიონის მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმის (მოადგილის) სტატუსის მინიჭება-ჩამორთმევის წესსა და პირობებს.
2. საქართველოს, საქართველოს საზღვრის გამტარ პუნქტებზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადმინისტრაციული ტერიტორიის, ქალაქისა და რაიონის მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმის (მოადგილის) სტატუსს ანიჭებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ადმინისტრაციული აქტით.
3. მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმია (მოადგილეა):
ა) საქართველოს მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმი (მოადგილე);
ბ) საქართველოს საზღვრის გამტარ პუნქტებზე მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმი (მოადგილე);
გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმი (მოადგილე);
დ) ქალაქის (რაიონის) მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმი (მოადგილე);
ე) ადმინისტრაციული ტერიტორიის მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმი (მოადგილე).
4. საქართველოს მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმის (მოადგილის) და საქართველოს საზღვრის გამტარ პუნქტებზე მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმის (მოადგილის) სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი (შემდგომში სერტიფიკატი) „ზოგად ჰიგიენაში” და გააჩნია სპეციალობაში მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი (მოადგილეს – არანაკლებ 3 წელი).
5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმის (მოადგილის) სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი „ზოგად ჰიგიენაში” და აქვს სპეციალობაში მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი (მოადგილეს – არანაკლებ 1 წელი).
6. ქ.თბილისის მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმის (მოადგილის) სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი „ზოგად ჰიგიენაში” და აქვს სპეციალობაში მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი (მოადგილეს – არანაკლებ 1 წელი).
7. ქალაქის და რაიონის მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმის სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი „ზოგად ჰიგიენაში” ან/და ჰიგიენის სხვა დარგში და აქვს სპეციალობაში მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი (მოადგილეს – არანაკლებ 1 წელი).
8. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ.თბილისის, ადმინისტრაციული ტერიტორიების, ქალაქისა და რაიონის მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმის (მოადგილის) სტატუსის მინიჭება–ჩამორთმევა ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით საქართველოს მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმის წარდგინებით.
9. საქართველოს, საქართველოს საზღვრის გამტარ პუნქტებზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ.თბილისის მთავარ სახელმწიფო სანიტარიულ ექიმებს ჰყავთ ერთი მოადგილე.
10. ქალაქისა და რაიონის მთავარ სახელმწიფო სანიტარიულ ექიმს შესაძლებელია ჰყავდეს ერთი მოადგილე, თუ ქალაქის ან (რაიონის) მოსახლეობის რაოდენობა აღემატება 50000-ს.
11. საჭიროების შემთხვევაში, მინისტრი ადმინისტრაციული აქტით, ქალაქის ან რაიონის სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის უფროსს (მოადგილეს) ანიჭებს ადმინისტრაციული ტერიტორიის მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმის (მოადგილის) სტატუსს.
12. საქართველოს, საქართველოს საზღვრის გამტარ პუნქტებზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ.თბილისის, ადმინისტრაციული ტერიტორიის, ქალაქისა და რაიონის მთავარ სახელმწიფო სანიტარიულ ექიმები (მოადგილეები) მოქმედებენ „საქართველოს სანიტარიული კოდექსის” და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით” და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და ფარგლებში.
13. საქართველოს, საქართველოს საზღვრის გამტარ პუნქტებზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ.თბილისის, ადმინისტრაციული ტერიტორიის, ქალაქისა და რაიონის მთავარ სახელმწიფო სანიტარიულ ექიმს (მოადგილეს) აქვს სამსახურებრივი დანიშნულების პირადი ბეჭედი და ბლანკი შესაბამისი რეკვიზიტებით.
14. საქართველოს, საქართველოს საზღვრის გამტარ პუნქტებზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ.თბილისის, ადმინისტრაციული ტერიტორიის, ქალაქისა და რაიონის მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმი (მოადგილე) საკუთარი ბეჭდისა და ბლანკის გამოყენებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.
15. საქართველოს, საქართველოს საზღვრის გამტარ პუნქტებზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადმინისტრაციული ტერიტორიის, ქალაქისა და რაიონის მთავარ სახელმწიფო სანიტარიულ ექიმს (მოადგილეს) მინისტრის ადმინისტრაციული აქტით სტატუსი შეიძლება ჩამოერთვას:
ა) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
ბ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;
გ) გაუუქმდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი;
დ) მის მიერ კანონით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში;
ე) პირადი განცხადების საფუძველზე.