საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1206 „ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შიდასაუწყებო წესისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის (ბეჭდის) ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.11.2003
ძალის დაკარგვა 24.08.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №1206
სარეგისტრაციო კოდი 140120000.11.106.006176
გამოქვეყნების წყარო სსმ, 129, 12/11/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1206 „ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შიდასაუწყებო წესისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის (ბეჭდის) ფორმის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:53.95pt 45.0pt 44.95pt 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.120.000.11.106.006.176
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1206
2003 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შიდასაუწყებო წესისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის (ბეჭდის) ფორმის დამტკიცების შესახებ
„იარაღის შესახებ” საქართველოს კანონისა და „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის თანდართული შიდასაუწყებო წესი და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის (მოწმობის ჩანაწერის) და ბეჭდის თანდართული ფორმა.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკურმა დეპარტამენტმა (კ. უშიკიშვილი) ამ ბრძანების გამოცემიდან სამ სამუშაო დღეში უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობების შესაბამისი რაოდენობისა და სათანადო ბეჭდის დამზადების ორგანიზება.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტმა (ვ. როინიშვილი) და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბმა უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა, შესაბამისი ბეჭდის დასმა და აღრიცხვიანობა განახორციელონ ამ ბრძანებისა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების ყველა მოთხოვნის განუხრელი დაცვით.
4. ეს ბრძანება გამოქვეყნდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტმა (ვ. როინიშვილი) და მთავარმა კანცელარიამ (ც. ბაიდარაშვილი) ამ ბრძანების გამოცემიდან სამი სამუშაო დღეში უზრუნველყონ ამ ბრძანების, დადგენილი წესით, დამოწმებული ასლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის (ბეჭდის) ნიმუშების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში წარდგენა.
6. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ი. იმერლიშვილს.
7. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. წკრიალაშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შიდასაუწყებო წესი
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის (შესაბამისი ბეჭდის დასმის) ძირითად პრინციპებს, მოთხოვნებსა და პროცედურებს.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის (შესაბამისი ბეჭდის დასმის) ძირითადი პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) მკაცრი აღრიცხვიანობა;
გ) სამსახურებრივი კონტროლის ქვემდებარეობა.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემას (შესაბამისი ბეჭდის დასმას) საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის მე-4 მუხლის 1-6 პუნქტებით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებზე, აგრეთვე თანამდებობრივი ნუსხის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ იმ საჯარო მოსამსახურეებზე, რომლებიც „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ინარჩუნებენ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებას სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ, ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებზე (გარდა თანამდებობრივი ნუსხის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული იმ საჯარო მოსამსახურეებისა, რომლებიც „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ინარჩუნებენ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებას სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ) – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბი.
4. ამ წესში ძირითადი ტერმინები გამოყენებულია „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მნიშვნელობით. ამ წესის მიზნებისთვის „იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა” ქვეშ იგულისხმება „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის მე-4 მუხლით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეები.
5. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის (შესაბამისი ბეჭდის დასასმელად) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეზე გასაცემად აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება:
ა) საჯარო მოსამსახურეს უნდა ეკავოს საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი თანამდებობა;
ბ) საჯარო მოსამსახურეს არ უნდა ჰქონდეს შეჩერებული სამსახურებრივი ურთიერთობა;
გ) საჯარო მოსამსახურის მიმართ არ უნდა იყოს აღძრული სისხლისსამართლებრივი ან დისციპლინური დევნა;
დ) საჯარო მოსამსახურეს წარდგენილი უნდა ჰქონდეს განცხადება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის მოთხოვნითა და იმის მითითებით სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება სურს იუსტიციის სამინისტროს კუთვნილი იარაღისა თუ მის კანონიერ საკუთრებაში არსებული იარაღისთვის;
ე) საჯარო მოსამსახურეს წარდგენილი უნდა ჰქონდეს სამსახურებრივ-საშტატო სტატუსის შესატყვისი იარაღის მის საკუთრებაში შენახვის უფლებით გაფორმების დამადასტურებელი შესაბამისი საბუთის პირველი პირი და მისი ასლი – თუ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება სურს მის კანონიერ საკუთრებაში არსებული იარაღისთვის;
ვ) საჯარო მოსამსახურეს წარდგენილი უნდა ჰქონდეს სამსახურებრივ-საშტატო სტატუსის შესატყვისი იარაღის საქართველოს შინაგან საქმეთა შესაბამის ორგანოებში რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთის პირველი პირი და მისი ასლი – თუ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება სურს მის კანონიერ საკუთრებაში არსებული იარაღისთვის.
6. ამ წესის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საბუთები საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის მე-4 მუხლის 1-6 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეების მიერ, აგრეთვე თანამდებობრივი ნუსხის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული იმ საჯარო მოსამსახურეების მიერ, რომლებიც „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ინარჩუნებენ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებას სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ, წარედგინება იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეების მიერ (გარდა თანამდებობრივი ნუსხის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული იმ საჯარო მოსამსახურეებისა, რომლებიც „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ინარჩუნებენ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებას სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ) – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბს.
7. ამ წესის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემდეგ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემაზე (შესაბამისი ბეჭდის დასმაზე) უფლებამოსილი ორგანო ადგენს პირად საქმეს, რომელშიც ჩაიკერება წარდგენილი საბუთების ასლები, აგრეთვე ადგენს წარდგინებას სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის (შესაბამისი ბეჭდის დასმის) ან გაცემაზე (შესაბამისი ბეჭდის დასმაზე) უარის თქმის შესახებ.
8. იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტი ამ წესის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ წარდგინებას ადგენს იუსტიციის მინისტრის სახელზე და იგი ექვემდებარება საკადრო საკითხთა დეპარატამენტის კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ წინასწარ ვიზირებას. წარდგინება დაკმაყოფილებულად ჩაითვლება იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგინების დადებითი რეზოლუციით ვიზირების შემდეგ. იუსტიციის მინისტრის დადებითი რეზოლუციით ვიზირებული წარდგინება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის (შესაბამისი ბეჭდის დასმის) საფუძველია.
9. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბი ამ წესის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ წარდგინებას ადგენს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის სახელზე. წარდგინება დაკმაყოფილებულად ჩაითვლება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ წარდგინების დადებითი რეზოლუციით ვიზირების შემდეგ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის დადებითი რეზოლუციით ვიზირებული წარდგინება საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივ მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის დასმისა და სათანადო ჩანაწერის გაკეთების საფუძველია.
10. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეების მიმართ შემდეგი ფორმებით ხორციელდება:
ა) იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის მიერ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი სპეციალური დამატებითი მოწმობის გაცემით, თუ საჯარო მოსამსახურე „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ინარჩუნებს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებას სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის მიერ საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივ მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის დასმითა და სათანადო სპეციალური ჩანაწერის გაკეთებით, თუ საჯარო მოსამსახურეს დაკავებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის მე-4 მუხლის 1-6 პუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი თანამდებობა და „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად არ ინარჩუნებს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებას სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ;
გ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის მიერ საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივ მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის დასმითა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის მიერ სათანადო სპეციალური ჩანაწერის გაკეთებით, თუ საჯარო მოსამსახურეს დაკავებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი თანამდებობა და „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად არ ინარჩუნებს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებას სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ.
11. იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტი აწარმოებს იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეებისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურების ერთიან რეესტრს, რომელშიც აისახება შემდეგი მონაცემები:
ა) უფლების დადასტურების თარიღი და ნომერი;
ბ) საჯარო მოსამსახურის სახელი და გვარი;
გ) საჯარო მოსამსახურის თანამდებობრივი სტატუსი ან/და სპეციალური წოდება;
დ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სახეობა, სისტემა (მოდელი), ნომერი, კუთვნილება;
ე) მითითება იმ თანამდებობის პირის ვინაობასა და თანამდებობრივ სტატუსზე, რომლის ხელმოწერითაც არის დადასტურებული უფლება;
ვ) უფლების დადასტურების სამოქმედო ვადა;
ზ) შინაგან საქმეთა ორგანოში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;
თ) მითითება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი (სასჯელაღსრულების დეპარტამენტისადმი) შესაბამისი მოწმობის კუთვნილების შესახებ;
ი) მონაცემები ამ წესის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე;
კ) სხვა შესაბამისი მონაცემები უფლების დადასტურების პროცედურასა და გაცემასთან დაკავშირებით;
ლ) მონაცემები შესაბამისი მოწმობის შეცვლის ან ახალი მოწმობის გაცემის შესახებ;
მ) რეესტრის ჩანაწერის შედგენის თარიღი, ნომერი და შემდგენელი უფლებამოსილი მოხელის ვინაობა, თანამდებობრივი სტატუსი და ხელმოწერა.
12. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბი, ამ წესის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულის ანალოგიური ფორმით, აწარმოებს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურების შიდა რეესტრს, რომელშიც შეტანილი ყველა მონაცემი ორი დღის ვადაში ექვემდებარება იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტში წარდგენას იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეებისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურების ერთიან რეესტრში შესაყვანად.
13. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი შესაბამისი სპეციალური ან სამსახურებრივი მოწმობა ექვემდებარება შეცვლას (ამ წესის შესაბამისად ახალი მოწმობის გაცემას):
ა) მოწმობის მფლობელის მიერ სახელის, გვარის დადგენილი წესით შეცვლის შემთხვევაში;
ბ) იუსტიციის სამინისტროს სისტემაში თანამდებობის შეცვლის შემთხვევაში, თუ ახალი თანამდებობა გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის მე-4 მუხლით და თანამდებობრივი სტატუსი ექვემდებარება შესაბამის მოწმობაში ასახვას;
გ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შეცვლის შემთხვევაში;
დ) მოწმობის ბუნებრივი ცვეთის ან სხვაგვარი დაზიანების შემთხვევაში, როდესაც მას დაკარგული აქვს ვარგისიანობა;
ე) მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, თუ წარდგენილ იქნა შინაგან საქმეთა შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა მოწმობის დაკარგვის ფაქტის რეგისტრაციის თაობაზე;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
14. ამ წესის მე-13 პუნქტის „ა”-”დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სავალდებულოა მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილ ქვედანაყოფში შესაცვლელი მოწმობის უკან ჩაბარება, აგრეთვე მოწმობის შეცვლის საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი შესაბამისი საბუთების წარდგენა. ამ წესის მე-13 პუნქტის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი შესაბამისი სპეციალური ან სამსახურებრივი მოწმობის შეცვლა (ამ წესის შესაბამისად ახალი მოწმობის გაცემა) დაიშვება მოწმობის დაკარგვაზე სამსახურებრივი მოკვლევის ჩატარებისა და სამსახურებრივი მოკვლევის დასკვნის საფუძველზე, მოწმობის დაკარგვის მიზეზებისა და დაკარგვის ფაქტის ნამდვილობის ამ დასკვნით დადასტურების მდგომარეობის გათვალისწინებით.
15. „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების შენარჩუნების შემთხვევაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი შესაბამისი სპეციალური დამატებითი მოწმობის შეცვლისას (ამ წესის შესაბამისად ხელახალი მოწმობის გაცემისას) არ მოითხოვება ამ წესის მე-5 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.
16. „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი სპეციალური დამატებითი მოწმობა გაიცემა უვადოდ.
17. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი შესაბამისი სპეციალური ან სამსახურებრივი მოწმობა ექვემდებარება მოწმობის გამცემი ორგანოს მიერ ჩამორთმევას, თუ:
ა) პირი დათხოვნილ იქნა სამსახურიდან დისციპინური ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო – გამოიყენება სპეციალური და სამსახურებრივი მოწმობების მიმართ;
ბ) საჯარო მოსამსახურეს შეუჩერდა სამსახურებრივი ურთიერთობა – გამოიყენება სამსახურებრივი მოწმობების მიმართ;
გ) საჯარო მოსამსახურის მიმართ აღიძრა სისხლისსამართლებრივი დევნა – გამოიყენება სპეციალური და სამსახურებრივი მოწმობების მიმართ;
დ) საჯარო მოსამსახურის მიმართ აღიძრა დისციპლინური დევნა – გამოიყენება სამსახურებრივი მოწმობის მიმართ;
ე) პირს მოწმობა მიღებული აქვს არასწორი ან არასრული მონაცემების (საბუთების) საფუძველზე, აღნიშნულის გამოვლენის შემთხვევაში – გამოიყენება სპეციალური და სამსახურებრივი მოწმობების მიმართ;
ვ) პირი შედის (შევიდა) უცხო სახელმწიფოს სამსახურში – გამოიყენება სპეციალური და სამსახურებრივი მოწმობების მიმართ;
ზ) დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასასვლელად (საქართველოს მოქალაქეობის დასაკარგავად) – გამოიყენება სპეციალური და სამსახურებრივი მოწმობების მიმართ;
თ) საჯარო მოსამსახურეს აღარ უკავია იუსტიციის სამინისტროს სისტემის ის თანამდებობა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის მე-4 მუხლის 1-7 პუნქტებით (გარდა ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიყენება სამსახურებრივი მოწმობების მიმართ.
18. ამ წესის მე-17 მუხლის საფუძველზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი შესაბამისი სპეციალური ან სამსახურებრივი მოწმობის ჩამორთმევის შეუძლებლობის ან/და დაბრკოლების შემთხვევაში მოწმობის გამცემი ორგანო აღნიშნულის თაობაზე მოწმობის ჩამორთმევის შეუძლებლობის ან/და დაბრკოლების მიზეზების (ვითარების) მითითებით აცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, სხვა შესაბამის სახელმწიფო სამარალდამცავ ორგანოებს, აგრეთვე იღებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
19. ამ წესის მე-17 პუნქტის საფუძველზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი შესაბამისი სამსახურებრივი მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში, როდესაც პირი რჩება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის საჯარო სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე, მასზე ახალი სამსახურებრივი მოწმობა გაიცემა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი სათანადო ჩანაწერისა და ბეჭდის გარეშე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის (მოწმობის ჩანაწერის) და ბეჭდის ფორმა
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი სპეციალური დამატებითი მოწმობა წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ცისფერ პლასტიკურ ბარათს (8,7სმX5,5სმ).
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი სპეციალური დამატებითი მოწმობის რეკვიზიტებია:
ა) საჯარო მოსამსახურის ფერადი სურათი;
ბ) მოწმობის ნომერი;
გ) საჯარო მოსამსახურის სახელი და გვარი;
დ) საჯარო მოსამსახურის სპეციალური წოდება;
ე) მითითება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების თაობაზე;
ვ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სახეობა, სისტემა (მოდელი), ნომერი;
ზ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის (მინისტრის, უფლებამოსილი მინისტრის მოადგილის) ხელმოწერა;
თ) ბეჭედი მოწმობისთვის;
ი) მოწმობის გაცემის თარიღი;
კ) მითითება მოწმობის უვადოდ გაცემის თაობაზე;
ლ) მითითება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი მოწმობის კუთვნილების შესახებ;
მ) საქართველოს სახელმწიფო გერბი.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭედი არის მწვანე ფერის ზიგზაგოვანი (წახნაგოვანი) ოვალი, რომელშიც ამოტვიფრულია ასონიშნები „იტუ” (სიტყვების „იარაღის ტარების უფლება” აბრევიატურა) და რომელიც გამოიყენება მხოლოდ სამსახურებრივ მოწმობებში.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივ მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი სათანადო სპეციალური ჩანაწერი შემდეგი ფორმით სრულდება:
„აქვს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის: –––– ––– –––– (სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სახეობა, სისტემა (მოდელი), ნომერი) ტარების უფლება”.