საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტის დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.09.2001
ძალის დაკარგვა 27.02.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №215
სარეგისტრაციო კოდი 300140000.11.117.004977
გამოქვეყნების წყარო სსმ, 101, 25/09/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტის დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPGrigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:1.4pt;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:bold;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.t-1, li.t-1, div.t-1 {mso-style-name:t-1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.petiti10, li.petiti10, div.petiti10 {mso-style-name:petiti10; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni {mso-style-name:chveulebrivi-wigni; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 52.05pt 28.35pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.140.000.11.117.004.977
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №215
2001 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტის დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის თანახმად და საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის №161 ბრძანებულების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტის დროებითი დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 6 სექტემბრის №196 ბრძანება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ.”
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტის დროებითი დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ,,ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მინიჭებული უფლებისა და მოვალეობების ფარგლებში ახორციელებს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ერთიან სახელმწიფო სასინჯ ზედამხედველობას.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბრძანებებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, აგრეთვე წინამდებარე დებულებით.
თავი II
დეპარტამენტის ფუნქციები
მუხლი 3🔗
საქართველოს კანონის “ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ” შესაბამისად დეპარტამენტის ფუნქციებს განეკუთვნება:
ა) ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების გამოყენებით დამზადებული ნაწარმის დასინჯვა, ძვირფასი ლითონების შემცველობის ანალიზი, ძვირფასი ქვების მახასიათებლების განსაზღვრა და ძვირფასი ლითონების ნაწარმის დადამღვა საქართველოში მოქმედი სინჯების დამადასტურებელი სახელმწიფო დამღებით;
ბ) ძვირფასი ლითონების შემცველობის დადგენის მიზნით საარბიტრო ანალიზის ჩატარება;
გ) ძვირფასი ლითონების შემცველობის დადგენის, ძვირფასი ქვების იდენტიფიკაციისა და მახასიათებლებლების განსაზღვრის მიზნით ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება;
დ) სასინჯი რეაქტივებისა და ქვების დამზადება იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც ეწევიან ძვირფას ლითონებთან დაკავშირებულ საქმიანობას;
ე) ლაბორატორიულ პირობებში ძვირფასი ლითონების დნობა და აფინაჟი;
ვ) სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო და სახელობითი დამღის ანაბეჭდის ექსპერტიზა;
ზ) ძვირფასი ლითონების ნაწარმის დასინჯვის, ანალიზის, დადამღვის, ექსპერტიზისა და ძვირფასი ქვების შეფასების სამუშაოთა წარმოების გადასახდელთა გადახდევინება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნიხრების შესაბამისად;
თ) სახელობითი დამღის შიფრის და დამზადების წლის ლიტერის მინიჭება და რეგისტრაცია;
ი) სავალდებულო შეტყობინების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა იმ პირებზე (სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმის მიუხედავად), რომლებიც ეწევიან ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან დაკავშირებულ საქმიანობას;
კ) კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და სემინარების მოწყობა იმ პირთათვის, რომლებიც ეწევიან ძვირფას ლითონებთან და ქვებთან დაკავშირებულ საქმიანობას;
ლ) ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და ნაწარმის აღრიცხვის, შენახვისა და ხარჯვის კონტროლი.
თავი III
დეპარტამენტის უფლებები და მოვალეობანი
მუხლი 4🔗
1. წინამდებარე დებულებით დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების შესამოწმებლად და საანალიზოდ ამოიღოს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ის ნაწარმი, რომელთაც:
ა.ა) არ გაუვლიათ სასინჯი კონტროლი და არ აქვთ საქართველოში მოქმედი სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის ანაბეჭდი;
ა.ბ) აქვთ საქართველოში მოქმედი სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის ანაბეჭდი, მაგრამ ეჭვს იწვევს გაურკვეველი რელიეფის გამო, რაც გამოწვეულია, ნაკეთობის დაზიანებით, ანაბეჭდის წაშლით ან სხვა მიზეზით;
ა.გ) მირჩილული აქვთ სინჯის აღმნიშვნელი დამღის ანაბეჭდი ან ნაწარმის დადამღვა მოხდა დადგენილი წესის დარღვევით;
ა.დ) მირჩილვის ადგილები ამოვსებულია ზედმეტი რაოდენობის სარჩილით ან არაძვირფასი ლითონით, რაც იწვევს სინჯის დაწევას დადგენილზე დაბლა;
ა.ე) ძვირფასი ქვების მახასიათებლები – რაობა, წონა, ხარისხი, ფერი და სიწმინდე ეჭვს იწვევს.
4. წარმოდგენილი ნაწარმის სინჯის დასადგენად ჩაატაროს ქიმიური ანალიზი, თუ:
ა) ნაწარმი დამზადებულია არასტანდარტული და არარეგისტრირებული შენადნობიდან;
ბ) ნაწარმზე ჩატარებული არადესტრუქციული ანალიზი (სასინჯ ქვაზე გასინჯვა სასინჯი ეტალონების გამოყენებით) დამაჯერებელი არ არის;
გ) წარმოდგენილია სერიული ნაწარმი – ერთი ნაკეთობისა, შერჩევით, ნორმატივით განსაზღვრული რაოდენობიდან.
3. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოახდინოს რეაგირება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის შემთხვევაში.
4. დაიცვას მეწარმე სუბიექტის სახელმწიფო ან კომერციული საქმიანობის კონფიდენციალობა.
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურა
მუხლი 5🔗
1. დეპარტამენტნის შემადგენლობაში შედის:
ა) ძვირფასი ლითონებისა და ქვების ექსპერტიზისა და ანალიზის სამმართველო:
ა.ა) ექსპერტიზის განყოფილება;
ა.ბ) ანალიზური ლაბორატორია (განყოფილება).
ბ) ოპერატიული სამმართველო.
თავი V
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
მუხლი 6🔗
დეპარტამენტის მართვას ახორციელებს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
მუხლი 7🔗
დეპარტამენტის დირექტორი საერთო ხელმძღვანელობას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას. იგი პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის საერთო შედეგებზე.
მუხლი 8🔗
დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
მუხლი 9🔗
დეპარტამენტის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისულებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.