საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ძვირფასი ლითონების და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.02.2003
ძალის დაკარგვა 26.12.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №56
სარეგისტრაციო კოდი 190040000.11.117.005683
გამოქვეყნების წყარო სსმ, 14, 27/02/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ძვირფასი ლითონების და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in 45.0pt 27.0pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.005.683
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №56
2003 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ძვირფასი ლითონების და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებული "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების" მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის '“ი" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ძვირფასი ლითონების და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დაპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალდაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2001 წლის 18 სექტემბრის №215 ბრძანება "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ძვირფასი ლითონების და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტის დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ".
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. გოგიაშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების დეპარტამენტი (შემდგომში-დეპარტამენტი) არის ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში-სამინისტრო) საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც ,,ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მინიჭებული უფლებებისა და მოვალეობების ფარგლებში ახორციელებს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ერთიან სახელმწიფო სასინჯ ზედამხედველობას.
მუხლი 2🔗
1. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მითითებებით და წინამდებარე დებულებით.
2. დეპარტამენტს ჰყავს ქ. ქუთაისის, აჭარისა და აფხაზეთის რეგიონალური სამსახურები.
3. დეპარტამენტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და ბეჭედი სახელმწიფო გერბითა და წარწერით: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტი”.
4. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, 380005, ნ. ბარათაშვილის ქ. №8.
5. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტის რეგიონალური სამსახურების მოქმედების ზონად განისაზღვრება:
ა) ქ. ქუთაისის რეგიონალური სამსახურის: სამტრედიის, ვანის, ბაღდადის, ზესტაფონის, ხარაგაულის, საჩხერის, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ხონის, მარტვილის, აბაშის, თერჯოლის, ცხაკაიას, ჩხოროწყუს, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის რაიონები და წყალტუბოს ზონა; ქალაქები: ქუთაისი, ზუგდიდი, წყალტუბო, ჭიათურა, ტყიბული ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის რაოინები; ქალაქი – ფოთი.
ბ) აჭარის რეგიონალური სამსახურის: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;
გ) აფხაზეთის რეგიონალური სამსახურის: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა.
თავი II
დეპარტამენტის ფუნქციები
მუხლი 4🔗
საქართველოს კანონის „ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ“ შესაბამისად დეპარტამენტის ფუნქციებს განეკუთვნება:
ა) ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების გამოყენებით დამზადებული ნაწარმის დასინჯვა, ძვირფასი ლითონების შემცველობის ანალიზი, ძვირფასი ქვების მახასიათებლების განსაზღვრა და ძვირფასი ლითონების ნაწარმის დადამღვა საქართველოში მოქმედი სინჯების დამადასტურებელი სახელმწიფო დამღებით;
ბ) ძვირფასი ლითონების შემცველობის დადგენის მიზნით საარბიტრო ანალიზის ჩატარება;
გ) ძვირფასი ლითონების შემცველობის დადგენის, ძვირფასი ქვების იდენტიფიკაციისა და მახასიათებლებლების განსაზღვრის მიზნით ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება;
დ) სასინჯი რეაქტივებისა და ქვების დამზადება იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც ეწევიან ძვირფას ლითონებთან დაკავშირებულ საქმიანობას;
ე) ლაბორატორიულ პირობებში ძვირფასი ლითონების დნობა და აფინაჟი;
ვ) სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო და სახელობითი დამღის ანაბეჭდის ექსპერტიზა;
ზ) ძვირფასი ლითონების ნაწარმის დასინჯვის, ანალიზის, დადამღვის, ექსპერტიზისა და ძვირფასი ქვების შეფასების სამუშაოთა წარმოების გადასახდელთა გადახდევინება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნიხრების შესაბამისად;
თ) სახელობითი დამღის შიფრის და დამზადების წლის ლიტერის მინიჭება და რეგისტრაცია;
ი) სავალდებულო შეტყობინების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა იმ პირებზე (სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმის მიუხედავად), რომლებიც ეწევიან ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან დაკავშირებულ საქმიანობას;
კ) კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და სემინარების მოწყობა იმ პირთათვის, რომლებიც ეწევიან ძვირფას ლითონებთან და ქვებთან დაკავშირებულ საქმიანობას;
ლ) ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას ძვირფასი ლითონების,ძვირფასი ქვების და ნაწარმის აღრიცხვის, შენახვისა და ხარჯვის კონტროლი.
თავი III
დეპარტამენტის უფლებები და მოვალეობანი
მუხლი 5🔗
1. წინამდებარე დებულებით დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების შესამოწმებლად და საანალიზოდ ამოიღოს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ის ნაწარმი, რომელთაც:
ა.ა) არ გაუვლიათ სასინჯი კონტროლი და არ აქვთ საქართველოში მოქმედი სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის ანაბეჭდი;
ა.ბ) აქვთ საქართველოში მოქმედი სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის ანაბეჭდი, მაგრამ ეჭვს იწვევს გაურკვეველი რელიეფის გამო, რაც გამოწვეულია ნაკეთობის დაზიანებით, ანაბეჭდის წაშლით ან სხვა მიზეზით.
ა.გ) მირჩილული აქვთ სინჯის აღმნიშვნელი დამღის ანაბეჭდი ან ნაწარმის დადამღვა მოხდა დადგენილი წესის დარღვევით.
ა.დ) მირჩილვის ადგილები ამოვსებულია ზედმეტი რაოდენობის სარჩილით ან არაძვირფასი ლითონით, რაც იწვევს სინჯის დაწევას დადგენილზე დაბლა;
ა.ე) ძვირფასი ქვების მახასიათებლები–რაობა, წონა, ხარისხი, ფერი და სიწმინდე ეჭვს იწვევს.
2. წარმოდგენილი ნაწარმის სინჯის დასადგენად ჩაატაროს ქიმიური ანალიზი, თუ:
ა) ნაწარმი დამზადებულია არასტანდარტული და არარეგისტრირებული შენადნობიდან;
ბ) წარმოდგენილია სერიული ნაწარმი – ერთი ნაკეთობისა, შერჩევით, ნორმატივით განსაზღვრული რაოდენობიდან;
გ) ნაწარმზე ჩატარებული არადესტრუქციული ანალიზი (სასინჯ ქვაზე გასინჯვა სასინჯი ეტალონების გამოყენებით) დამაჯერებელი არ არის.
3. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოახდინოს რეაგირება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის შემთხვევაში.
4. დეპარტამენტი პასუხისმგებელია:
ა) მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) მეწარმე სუბიექტების, სახელმწიფო მნიშვნელობის კომერციული საიდუმლოების კონფიდენციალურობის დაცვაზე.
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურა
მუხლი 6🔗
დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის:
ა) დეპარტამენტის აპარატი;
ბ) ძვირაფასი ლითონებისა და ქვების ექსპერტიზისა და ანალიზის სამმართველო;
გ) ანალიზური ქიმიის ლაბორატორია(განყოფილება);
დ) ოპერატიული სამმართველო;
ე) ქ. ქუთაისის რეგიონალური სამსახური;
ვ) აჭარის რეგიონალური სამსახური;
ზ) აფხაზეთის რეგიონალური სამსახური.
თავი V
დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფები და მათი საქმიანობა
მუხლი 7🔗
1. ძვირფასი ლითონებისა და ქვების ექსპერტიზისა და ანალიზის სამმართველო:
ა) ადგენს ოქროს, ვერცხლის, პლატინისა და პალადიუმის ნაკეთობების სინჯს სასინჯი ქვის, ეტალონების, რეაქტივებისა და სათანადო აპარატურის გამოყენებით;
ბ) საკონტროლო ანალიზის ჩასატარებლად იღებს ნაწარმიდან ნიმუშებს;
გ) დამღავს ნაწარმს სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღით;
დ) აწარმოებს სინჯის აღმნიშვნელი დამღების და სახელობითი დამღების ანაბეჭდების ექსპერტიზას;
ე) ატარებს ექსპერტიზას ძვირფას ლითონებზე, ძვირფას ქვებზე, მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმზე მათში ძვირფასი ლითონების რაობის, სინჯის და მასის განსაზღვრის, აგრეთვე ძვირფასი ქვების მახასიათებლების დადგენისათვის; მოთხოვნის საფუძველზე ახდენს ნაწარმის შეფასებას.
2. ანალიზური ქიმიის ლაბორატორია:
ა) ატარებს საკონტროლო და საარბიტრო ანალიზებს ძვირფასი ლითონების შემცველობის დადგენის მიზნით;
ბ) საჭიროების შემთხვევაში აანალიზებს შენადნობის შემადგენლობაში შემავალ კომპონენტთა შემცველობებს;
გ) ამზადებს სასინჯ რეაქტივებს;
დ) ანალიზის წარმოებისათვის ლაბორატორიულ პირობებში აწარმოებს ძვირფასი ლითონების დნობას და აფინაჟს.
3. ოპერატიული სამმართველო:
ა) ახორციელებს ტექნოლოგიური ხასიათის შემოწმებებს იმ მეწარმე სუბიექტების მიმართ, რომლებიც ეწევიან ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და ნაწარმთან დაკავშირებულ საქმიანობებს;
ბ) იღებს შესამოწმებლად და საანალიზოდ ძვირფას ლითონებს, ძვირფას ქვებს და ნაწარმს, სინჯებს და ნიმუშებს ინსპექციის ანალიზური ქიმიის ლაბორატორიაში საანალიზოდ და ექსპერტიზის განყოფილებაში საექსპერტიზოდ.
4. დეპარტამენტის აპარატი:
ა) დეპარტამენტის აპარატი ახორციელებს სამეურნეო საქმიანობას, ბუღალტრულ აღრიცხვა ანგარიშგებას და საქმის წარმოებას.
მუხლი 8🔗
დეპარტამენტის რეგიონალური სამსახურები დამოუკიდებლად ახორციელებენ ზემოთ ჩამოთვლილ ფუნქციებს. იმ შემთხვევაში, როდესაც რეგიონალურ სამსახურს არ გააჩნია სახელმწიფო სტანდარტებით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებანი კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად, მაშინ იგი ამ საკითხის გადასაწყვეტად მიმართავს დეპარტამენტს.
თავი VI
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
მუხლი 9🔗
დეპარტამენტის მართვას ახორციელებს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
მუხლი 10🔗
დეპარტამენტის უფროსი საერთო ხელმძღვანელობას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას. იგი პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის საერთო შედეგებზე.
მუხლი 11🔗
დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
მუხლი 12🔗
დეპარტამენტის სამმართველოსა და განყოფილების უფროსებს და სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის უფროსი.