⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.12.2006)
გაუქმებულია:

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება №2-295 „სურსათისა და თამბაქოს მონიტორინგის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 03.12.2003
ძალის დაკარგვა 25.12.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №2-295
სარეგისტრაციო კოდი 340150000.11.113.006216
გამოქვეყნების წყარო სსმ, 142, 04/12/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,562 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.12.2003 მიღება
25.12.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება №2-295 „სურსათისა და თამბაქოს მონიტორინგის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:GEO-LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:20.0pt; font-family:"GEO-LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:20.0pt; font-family:"GEO-LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:20.0pt; font-family:"GEO-LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:42.55pt; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"GEO-LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New"; font-weight:bold;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:44.95pt 42.5pt 56.7pt 74.25pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.150.000.11.113.006.216 საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება №2-295 2003 წლის 1 დეკემბერი ქ. თბილისი „სურსათისა და თამბაქოს მონიტორინგის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” „სურსათისა და თამბაქოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „სურსათისა და თამბაქოს მონიტორინგის ორგანიზებისა და ჩატარების წესი”. 2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს დ. გრიგოლიას. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დ. კირვალიძე სურსათისა და თამბაქოს მონიტორინგის ორგანიზების და ჩატარების წესი თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. ეს წესი მომზადებულია „სურსათისა და თამბაქოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე.     მუხლი 2🔗. ეს წესი არეგულირებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (შემდგომში „სამინისტრო”) სახელ მწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის (შემდგომში „სამსახური”) მიერ სურსათისა და თამბაქოს მონიტორინგის განხორციელებისათვის საჭირო სამუშაოთა ორგანიზებისა და ჩატარების პროცედურებს.     მუხლი 3🔗. 1. ამ წესში გამოყენებულ ცნებებს, თუ განსაკუთრებული მითითება არ არის, აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” „სტანდარტიზაციის შესახებ” და „სურსათისა და თამბაქოს შესახებ” საქართველოს კანონებში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს ბრძანებით №302/ნ დამტკიცებულ ნორმატიულ აქტში „ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი, სანწდან 2.3.2. 000-00 „, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 13 სექტემბრის ბრძანებით №2–124 დამტკიცებულ ნორმატიულ აქტში „კვების პროდუქტების ექსპერტიზის ჩატარების წესი”. 2. ქვემოთ მოცემულ ცნებებს ამ წესისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სურსათისა და თამბაქოს მონიტორინგი – სურსათისა და თამბაქოს ნაწარმის ხარისხის რეგულარული ანალიტიკური გამოკვლევის, ტესტირების და შეფასების სისტემა ობიექტური ინფორმაციის მიღების, ანალიზის, საექსპერტო დასკვნებისა და პროგნოზების მომზადების მიზნით. ბ) ანალიტიკური გამოკვლევა – პროდუქტის ხარისხის ყოველმხრივი შესწავლა მეცნიერული კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით; გ) შეფასება – პროდუქტის ხარისხის მაჩვენებლების მნიშვნელობათა დადგენილ მოთხოვნებთან შედარება; დ) სისტემური ანალიზი – ანალიტიკური გამოკვლევის და ტესტირების მეთოდების, საშუალებებისა და პროცედურების ერთობლიობა პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლის, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის, გადაწყვეტილებათა მიღების დასაბუთების და განვითარების პროგნოზირების მიზნით; ე) პროგნოზირება – პროდუქტის ხარისხის მაჩვენებლების ალბათური მნიშვნელობების განსაზღვრა დროის გარკვეული ვადისათვის; ვ) პროგნოზი – პროგნოზირების შედეგი პროდუქტის ხარისხის მაჩვენებლების სამომავლო მდგომარეობის შესახებ; ზ) პროგნოზი მოკლევადიანი ან საშუალოვადიანი – პროგნოზი 1-დან 2 წლამდე ან 2-დან 5 წლამდე ვადით; თ) ხარისხის უზრუნველყოფა – პროდუქტის ხარისხის მიმართ დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნით განხორციელებული სისტემატური ხასიათის საქმიანობა; თავი II. მონიტორინგის პრინციპები, მიზნები, ამოცანები და მოქმედების სფერო     მუხლი 4🔗. მონიტორინგის პრინციპებია: ა) პროდუქტების ხარისხის განხილვა, როგორც მთლიანობაში, ასევე შემადგენელი ნაწილების ერთობლიობის სახით; ბ) პროდუქტების ხარისხის ნებისმიერი შემადგენელი ნაწილის განხილვა გარეშე ფაქტორებთან კავშირში; გ) პროდუქტების ხარისხისადმი მოთხოვნების ცვალებადობის გათვა ლისწინება; დ) პროდუქტების ხარისხის ანალიტიკური გამოკვლევა და ტესტირება, როგორც მისი წარმოების ცალკეულ ეტაპზე, ასევე სრულ ციკლზე.     მუხლი 5🔗. 1. მონიტორინგი ხორციელდება პროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის, ქვეყნის სამო მხმარებლო ბაზარზე დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამო და ფალსიფიცირებული პროდუქტების მოხვედრის თავიდან აცილების ღონისძიებების შემუშავებისთვის ინფორმირების მიზნით. 2. მონიტორინგის სისტემაში თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომელთა მონაცემები მოთხოვნისთანავე მიეწოდება სამსახურს და გამოიყენება მონიტორინგის ჩატარების პროცესში.     მუხლი 6🔗. მონიტორინგის ამოცანებია: ა) ადგილობრივი წარმოების და იმპორტული პროდუქტების ხარისხის მიმართ სათანადო და ობიექტური ინფორმაციის შეგროვება; ბ) მიღებული ინფორმაციის სისტემური ანალიზი და შეფასება; გ) წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების რეალიზაციის საკითხებზე. დ) მონიტორინგის საინფორმაციო ფონდის ჩამოყალიბება.     მუხლი 7🔗. მონიტორინგი ტარდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და წარიმართება მოქმედი საკანონმდებლო აქტების შესაბამისად. თავი III. პროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებები     მუხლი 8🔗. მონიტორინგის შედეგები წარმოადგენს საფუძველს პროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფის სამუშაოთა განხორციელებისათვის შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: ა) პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ზომების გამოყენება; ბ) მეწარმეთა მიერ პროდუქტების ხარისხისადმი დადგენილი მოთხოვნების შესრულებისათვის ხელშეწყობა; გ) პროდუქტის დამზადების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციისას ხარისხის კონტროლის სისტემების დანერგვისათვის წინადადებების შემუშავება; დ) კომპეტენტური უწყებების მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის თავიდან აცილება და ამ მიზნით ზომების გატარება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 9🔗. სამსახური ინფორმაციას მონიტორინგის შედეგების შესახებ მიაწოდებს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაინტერესებულ სტრუქტურებს, მეწარმე სუბიექტებს და მომხმარებელთა ფართო წრეს, მათი საზოგადობრივი ორგანიზაციების ჩათვლით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, მათი კომპენტენციის ფარგლებში ამ თავის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ძირითადი მიმართულებებით სათანადო ღონისძიებების შემუშავების მიზნით.     მუხლი 10🔗. ინფორმაცია მონიტორინგის შედეგების შესახებ გამოიყენება: ა) პროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფის ძირითადი მიმართულებების დასაბუთებისათვის, ამ სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და გატარებისათვის ხელშეწყობის მიზნით; ბ) პროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და დოკუმენტაციის აქტუალიზაციის, ჰარმონიზაციისა და სრულყოფის წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებისათვის; გ) პროდუქტების წარმოებისა და რეალიზაციის სფეროში, კანონმდებლობით დადგენილი ლიცენზირებადი/სანებართვო და სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული სახეების შესაბამისად, საქმიანობის სრულყოფის წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებისათვის; დ) პროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფის სამუშაოთა და მათი განმხორციელებელი სტრუქტურების საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებისათვის; ე) პროდუქტების ხარისხის მონიტორინგის საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობის საქმიანობის ორგანიზებისა და განხორციელებისათვის; ვ) ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით გაშუქებისა და გამოქვეყნებისა თვის. თავი IV. მონიტორინგის მიმართულებები, ორგანიზება და ჩატარების ძირითადი ეტაპები     მუხლი 11🔗. მონიტორინგი ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: ა) პროდუქტების ხარისხის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და დოკუმენტაციის ანალიზი და შეფასება; ბ) პროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფისათვის ჩატარებული სამუშაოების ეფექტიანობის ანალიზი და შეფასება; გ) პროდუქტების (კონკრეტული დასახელების ან ერთგვაროვანი პროდუქტების) ხარისხის ანალიტიკური გამოკვლევა, ტესტირება, ანალიზი და შეფასება; დ) მონიტორინგის შედეგების ანალიზი, შეფასება, საექსპერტო დასკვნების, წინადადებების, რეკომენდაციების და პროგნოზების (მოკლევადიანი ან საშუალო-ვადიანი) მომზადება.     მუხლი 12🔗. 1. მონიტორინგის სამუშაოების ორგანიზება ხორციელდება სამსახურის მიერ. 2. მონიტორინგის სამუშაოები ტარდება სამსახურის მიერ დამტკიცებული პროგრამის და/ან ოპერატული გეგმის შესაბამისად. 3. პროგრამა მტკიცდება არაუგვიანეს ყოველი კალენდარული წლის იანვარში. ოპერატიული გეგმის დამტკიცება ხდება საჭიროებისამებრ კალენდა რული წლის მიმდინარე თვის პირველ დეკადაში.     მუხლი 13🔗. მონიტორინგის ძირითადი ეტაპებია: ა) ქვეყნის სურსათის სამომხმარებლო ბაზრის გამოკვლევა და ანალიზი მონიტორინგის ობიექტების შერჩევის მიზნით; ბ) მონიტორინგს დაქვემდებარებული პროდუქტების ხარისხის მიმართ მოთხოვნების განმსაზღვრელი ნორმატიული აქტებისა და დოკუმენტაციის, ასევე არსებული ინფორმაციის ანალიზი ზემოქმედი ფაქტორების გამოვლენისათვის; გ) მონიტორინგს დაქვემდებარებული პროდუქტების ანალიტიკური გამოკვლევა ხარისხის მაჩვენებლების ფაქტიური დონის დადგენისათვის; საექსპერტო დასკვნების მომზადება, პროგნოზირება, წინადადებისა და რეკომენდაციების მომზადება; დ) წინადადებებისა და რეკომენდაციების სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებში წარდგენა; ე) მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნება. თავი V. მონიტორინგის პროგრამა და გეგმა     მუხლი 14🔗. 1. მონიტორინგის სამუშაოების განსახორციელებლად შემუშავებული პროგრამა ძირითადად უნდა მოიცავდეს: ა) მონიტორინგის ობიექტის (პროდუქტის) დასახელებას და მიზანს; ბ) ანალიტიკური გამოკვლევისა და ტესტირების მეთოდების დახასიათებას; გ) პროდუქტის მიმართ ინფორმაციის შეგროვებას (მოპოვებას), გადამუშავებასა და ანალიზს; დ) ტესტირების ჩატარების საჭიროების დასაბუთებასა და მოცულობას; ე) ჩასატარებელ სამუშაოთა ნუსხას (შემსრულებელთა და ვადების მითითებით); ვ) მიღებული შედეგების დამუშავების მეთოდებს; 2. პროგრამით განსაზღვრული სამუშაოთა შესრულების ვადები არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს (შრომითი, მატერიალურ-ტექნიკური, ფინანსური რესურსების ოპტიმალური გამოყენების და აქტუალობის გათვალისწინებით). პროგრამული სამუშაოები შეიძლება გავრცელდეს კონკრეტულ ან რამოდენიმე დასახელების ობიქტზე (პროდუქტზე). შესაძლებელია ერთდროულად რამოდენიმე პროგრამის განხორციელება. 3. საჭიროების შემთხვევაში მონიტორინგის სამუშაოები ხორცილდება ოპერატიული გეგმის თანახმად, რომლის სტრუქტურა პროგრამის ანალოგიურია. 4. მონიტორინგის პროგრამის (ოპერატიული გეგმის) განხორციელებაში მონაწილეობენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, მათი კომპენტენციის ფარგლებში და პროგრამით (ოპერატიული გეგმით) გათვალისწინებული სამუშაოების სპეციფიკის გათვალისწინებით. 5. პროგრამის (ოპერატიული გეგმის) ფიზიკური ინდიკატორებია: ა) მონიტორინგს დაქვემდებარებული (ერთგვაროვანი) პროდუქტების სახეობათა რაოდენობა; ბ) მონიტორინგს დაქვემდებარებული კონკრეტული დასახელების პროდუქტების რაოდენობა.     მუხლი 15🔗. 1. მონიტორინგის პროგრამის (ოპერატიული გეგმის) პროექტს ამზადებს სამსახური. 2. პროგრამის (ოპერატიული გეგმის) პროექტი განიხილება სამსახურის მეცნიერექსპერტთა საბჭოს სხდომაზე და მტკიცდება სამსახურის უფროსის მიერ. 3. პროგრამით (ოპერატიული გეგმით) განსაზღვრული სამუშაოების ორგანიზაციულ-მეთოდური უზრუნველყოფა ხორციელდება სამსახურის ადმინი სტრაციული აქტების (ბრძანებების) საფუძველზე. თავი VI. მონიტორინგის ანგარიში     მუხლი 16🔗. 1. მონიტორინგის ანგარიშის სტრუქტურა ანალოგიურია პროგრამის (ოპერატიული გეგმის) სტრუქტურისა. 2. ანგარიშის შედგენა ხდება სამსახურის მიერ, მონიტორინგის განხორ ციელებაში მონაწილე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, დაწესებულე ბებისა და ორგანიზაციების მონაცემთა გამოყენებით. 3. ანგარიშს თან ერთვის ცხრილები, გრაფიკები, სქემები და სხვა მონაცე მები ჩატარებული სამუშაოების მიხედვით, ასევე გამოყენებული ნორმატიული აქტების, მეცნიერული, საცნობარო-საძიებო, საინფორმაციო და სხვა წყაროების ჩამონათვალი. 4. ანგარიში განიხილება სამსახურის მეცნიერ-ექსპერტთა საბჭოს სხდომაზე.     მუხლი 17🔗. 1.ანგარიში წარედგინება სამინისტროს, შემსრულებლებს (მონაწილე და დაინტერესებულ სტრუქტურებს), აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს რეაგირებისათვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს გამოქვეყნებისათვის მეწარმეთა და მომხმარებელთა ფართო წრეების ინფორმირების მიზნით. 2. სამსახური პასუხისმგებელია მონიტორინგის შედეგების ობიექტურობასა და სიზუსტეზე კანონმდებლობის შესაბამისად. თავი VII. დასკვნითი დებულებები     მუხლი 18🔗. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებით, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.