⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.09.2008)
გაუქმებულია:

სს „ეი-ი-ეს თელასის” და მისი ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის „ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურების და მოხმარების პირობების” დამტკიცებისა და ქ. თბილისის უწყვეტი ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 20.09.2001
ძალის დაკარგვა 22.09.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 300280000.14.011.004983
გამოქვეყნების წყარო სსმ, 102, 26/09/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,751 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.09.2001 მიღება
22.09.2008 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სს „ეი-ი-ეს თელასის” და მისი ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის „ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურების და მოხმარების პირობების” დამტკიცებისა და ქ. თბილისის უწყვეტი ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPKolheti;} @font-face {font-family:SPKolhetiMT;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.cigni-evrop, li.cigni-evrop, div.cigni-evrop {mso-style-name:cigni-evrop; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"SPKolheti","serif";} p.kitxva, li.kitxva, div.kitxva {mso-style-name:kitxva; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"SPKolheti","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.statiissatauri, li.statiissatauri, div.statiissatauri {mso-style-name:"statiis satauri"; margin-top:30.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"SPKolhetiMT","serif";} p.xelmocera, li.xelmocera, div.xelmocera {mso-style-name:xelmocera; margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"SPKolheti","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni {mso-style-name:chveulebrivi-wigni; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.data, li.data, div.data {mso-style-name:data; margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.petiti10, li.petiti10, div.petiti10 {mso-style-name:petiti10; margin-top:3.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:10.0pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.prezident, li.prezident, div.prezident {mso-style-name:prezident; margin-top:30.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt .75in 44.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.14.011.004.983 საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილება №10 2001 წლის 20 სექტემბერი ქ. თბილისი სს „ეი-ი-ეს თელასის” და მისი ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის „ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურების და მოხმარების პირობების” დამტკიცებისა და       ქ. თბილისის უწყვეტი ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ ქ. თბილისის უწყვეტი ელექტროენერგიით მომარაგების, სს ,,ეი-ი-ეს თელასის” და მისი ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურების და მოხმარების პირობების განსაზღვრის მიზნით, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ”, ,,ვ” და ,,თ” ქვეპუნქტებისა და ,,მომხმარე-ბელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, აგრეთვე თელასის აქციათა 75% ნასყიდობის ხელშეკრულებისა, სემეკ ადგენს:     მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სს ,,ეი-ი-ეს თელასსა” და მისი ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის ,,ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურების და მოხმარების პირობები”.     მუხლი 2🔗 სს ,,ეი-ი-ეს თელასმა ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ”, ,,ვ” და ,,თ” ქვეპუნქტებისა და ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად: ა) 2001 წლის 31 დეკემბრამდე გააფორმოს ხელშეკრულებები მის ყველა კატეგორიის მომხმარებელთან. ბ) 2001 წლის 15 ოქტომბრამდე შეიმუშაოს და წარუდგინოს საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს, სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს, სემეკ-ს, ქ. თბილისის მერიას დედაქალაქის უწყვეტი ელექტრომომარაგებისთვის საჭირო ელექტრული სიმძლავრის და ენერგიის მიღების განაცხადი და გრაფიკი. გ) 2001 წლის 1 ნოემბრამდე შეიმუშაოს და წარუდგინოს სემეკ-ს დასამტკიცებლად მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის მოკრების პროცედურები, მათ შორის 1999 წლის 1 იანვრამდე და 1999 წლის 1 იანვრის შემდეგ ამ დადგენილების ამოქმედებამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობით წარმოშობილ დავალიანებათა რესტრუქტურიზაციისა და დაფარვის მექანიზმი და პროცედურები, მომხმარებელთა კატეგორიებისა და გადახდისუნარიანობის გათვალისწინებით.     მუხლი 3🔗 საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარმა შპს ,,ელექტროდისპეტჩერიზაცია – 2000”-თან ერთად და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, 2001 წლის 15 ოქტომბრამდე დაამტკიცოს ქვეყნის, მათ შორის, ქ. თბილისის ელექტრული სიმძლავრითა და ენერგიით მომარაგების ბალანსი 2001-2002 წლების შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის.     მუხლი 4🔗 საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარმა სს ,,ეი-ი-ეს თელასის” მხრიდან წარმოდგენილი ელექტრული სიმძლავრისა და ენერგიის განაცხადის საფუძველზე, შესყიდული ელექტროენერგიის საფასურის სრული გადახდის პირობებში, აგრეთვე სს ,,ეი-ი-ეს თელასის” მიერ ელექტროენერგიის შესყიდვის პირდაპირი ხელშეკრულებების გათვალისწინებით, უზრუნველყოს ქ. თბილისის უწყვეტი ელექტრომომარაგებისთვის საჭირო ელექტროენერგიის მიწოდება.     მუხლი 5🔗 შპს ,,ელექტროდისპეტჩერიზაცია – 2000”-მა, სს ,,ელექტროგადაცემამ” და სს ,,საქრუსენერგომ”, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მკაცრად დაიცვან ქ. თბილისის უწყვეტი ელექტრომომარაგებისთვის საჭირო გრაფიკები და რეჟიმები.     მუხლი 6🔗 ქ. თბილისის უწყვეტი ელექტროენერგიით მომარაგებისთვის სს ,,ეი-ი-ეს თელასის” მიერ წარმოდგენილი განაცხადის დაკმაყოფილება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყონ საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარმა, შპს ,,ელექტროდისპეტჩერიზაცია – 2000”-მა, სს ,,ელექტროგადაცემამ” და სს ,,საქრუსენერგომ”.     მუხლი 7🔗 სს ,,თბილგაზმა” გაატაროს ქმედითი ღონისძიებები შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქ. თბილისის ბუნებრივი გაზით მომარაგების გაუმჯობესებისა და საიმედოობის მიზნით. თბილისის მერიამ, სს ,,საქგაზმა”, შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ”, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დახმარება აღმოუჩინონ სს ,,თბილგაზს”.     მუხლი 8🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ელ. ერისთავი დ. ჩომახიძე პ. ცერცვაძე ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურების და მოხმარების პირობები (სავალდებულოა ,,ეი-ი-ეს თელასისა” და მისი ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის) „ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურების და მოხმარების პირობები” (შემდგომში – „პირობები”) წარმოადგენს სს ,,ეი-ი-ეს თელასსა” და მის მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. იგი შემუშავებულია ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” და ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონების, ,,ეი-ი-ეს სილქ როუდ ბი.ვი.”-ს თელასის აქციათა 75%-ის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და მისი მიზანია შექმნას ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის საფუძველები მომხმარებელსა და ,,ეი-ი-ეს თელასს” შორის.     მუხლი 1🔗. ელექტროენერგიის მიწოდება 1. სს ,,ეი-ი-ეს თელასი” მის ყველა კატეგორიის მომხმარებელს (აბონენტს) უწყვეტად (დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში) მიაწოდებს ელექტროენერგიას და დაიცავს მიწოდებული ელექტროენერგიის მოქმედი სახელმწიფო სტანდარტით დადგენილი ხარისხის მაჩვენებლებს და გაუწევს მათ სხვა მომსახურებას კანონის მოთხოვნისა და ამ ,,პირობების” მიხედვით, მსოფლიოში მიღებული საუკეთესო კომუნალური მომსახურების პრაქტიკის შესაბამისად. 2. ელექტროენერგიის მიწოდების დროებითი შეწყვეტა შეიძლება გამოწვეული იყოს მხოლოდ: ა) გეგმური რემონტების ან პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების დროს. ასეთ შემთხვევებში მომხმარებელი მათი ჩატარების ვადების შესახებ, მათ შორის, დღე-ღამის განმავლობაში ელექტროენერგიის შეწყვეტის პერიოდის ზუსტი მითითებით, გაფრთხილებული უნდა იყოს საინფორმაციო საშუალებებით არანაკლებ 5 დღით ადრე. ბ) ავარიული შემთხვევებით, სასისტემო ავარიებით, მოწყობილობის დაზიანებით, რომლებიც აღმოფხვრილ უნდა იქნეს შესაძლო მოკლე ვადაში. ამ შემთხვევაში სასიცოცხლო, პრიორიტეტული მნიშვნელობის ობიექტები და ის ობიექტები, სადაც არსებობს ამის ტექნიკური საშუალება, დროის უმოკლეს მონაკვეთში გადართულ უნდა იქნენ სქემით გათვალისწინებულ სარეზერვო კვებაზე. გ) ფორსმაჟორული შემთხვევების დროს. დ) წინaმდებარე წესების მე-4, მე-20, 22-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.     მუხლი 2🔗. ელექტროენერგიის ტარიფი სს ,,ეი-ი-ეს თელასისა” და მისი ყველა კატეგორიის მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის შესყიდვისა და მის მიწოდებაზე გაწეულ, ლიცენზიებით გათვალისწინებულ მომსახურებასთან დაკავშირებული ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ სემეკ-ის მიერ საჯარო განხილვის შემდეგ დამტკიცებული საბითუმო და საცალო ტარიფებით. ინფორმაცია ახალი ტარიფებისა და მათი ძალაში შესვლის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს ყველაზე გავრცელებულ სამ გაზეთში მაინც და გამოიკრას სს ,,ეი-ი-ეს თელასის” ოფისებში.      მუხლი 3🔗. ხელშეკრულება ელექტროენერგიის მიწოდე-ბის მომსახურების შესახებ 1. მომხმარებელმა, რომელსაც სურს სს ,,ეი-ი-ეს თელასისგან” ელექტროენერგიის მიღება, უნდა დადოს ხელშეკრულება სემეკის მიერ დამტკიცებული პირობების შესაბამისად. ამ ხელშეკრულების მიზანია: ა) ელექტროენერგიის საფასურის გადახდაზე პასუხისმგებელი აბონენტის (ფიზიკური ან იურiდიული პირის) დადგენა; ბ) მოთხოვნილი მომსახურების სახის დადგენა; გ) მომხმარებლის და სს ,,ეი-ი-ეს თელასის” მიერ ამ ,,პირობებით” განსაზღვრული პასუხისმგებლობისა და უფლება-მოვალეობების აღიარება. 2. მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გაწყვიტოს ხელშეკრულება, რის თაობაზეც მან წინასწარ, 15 დღით ადრე, უნდა აცნობოს სს ,,ეი-ი-ეს თელასს” და სრულად გადაიხადოს შეწყვეტის მომენტისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური.     მუხლი 4🔗. ელექტროგაყვანილობის ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტები 1. სს ,,ეი-ი-ეს თელასი” და მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნები, ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტები. ახალი ან რეკონსტრუირებული შიდა ქსელის გარე ქსელთან მიერთებამდე მომხმარებელის მიერ დაცული უნდა იყოს აღნიშნული მოთხოვნები, რის შემდეგაც მოხდება მისი მიერთება სს „ეი-ი-ეს თელასის” ქსელთან. 2. თუ მომხმარებლის მიერ არ არის დაცული შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნები, რის შედეგად საფრთხე ექმნება ადამიანის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს, შინაურ ცხოველებს ან გარემოს, ან მოსალოდნელია მატერიალური ზარალი, სს ,,ეი-ი-ეს თელასი” უფლებამოსილია შეუჩეროს ან შეუწყვიტოს მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება. 3. დარღვევების აღმოფხვრისთანავე მომხმარებელს უნდა აღუდგეს ელექტროენერგიის მიწოდება.     მუხლი 5🔗. სხვა მომხმარებლისთვის ხარისხიანი ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეშლა თუ მომხმარებელი გამოიყენებს ისეთ ელექტროდანადგარებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ სტანდარტით დადგენილი ელექტროენერგიის ხარისხის პარამეტრების დარღვევა, იგი ვალდებულია ამის შესახებ წინასწარ აცნობოს სს ,,ეი-ი-ეს თელასს” და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დამონტაჟდეს სპეციალური მოწყობილობა, დადგენილი სტანდარტებისა და წესების მოთხოვნათა შესაბამისად.     მუხლი 6🔗. ელექტრული სარეზერვო სიმძლავრის მიღება თუ კომუნალურ და სამრეწველო მომხმარებელს სურვილი ექნება ჰქონდეს სარეზერვო ელექტრული სიმძლავრე, მან ამისთვის განაცხადით უნდა მიმართოს სს ,,ეი-ი-ეს თელასს”. შესაბამისი ტექნიკური პირობებისა და სარეზერვო სიმძლავრის განსაზღვრის შემდეგ, მომ-ხმარებელსა და სს ,,ეი-ი-ეს თელასს” შორის დაიდება შესაბამისი ხელშეკრულება. მომხმარებელმა სარეზერვო სიმძლავრისთვის უნდა გადაიხადოს სემეკის მიერ დამტკიცებული საფასური.     მუხლი 7🔗. მომხმარებლის კუთვნილი ელექტროენერგიის წყაროს გამოყენება თუ მომხმარებელი ელექტრომომარაგებისთვის ალტერნატიულ წყაროდ გამოიყენებს თავის კუთვნილ დანადგარს (გენერატორი, აკუმულატორი), მან უნდა უზრუნველყოს შიდა ქსელთან ამგვარი დანადგარის მიერთება დადგენილი სტანდარტებისა და წესების შესაბამისად, რომ არ მოხდეს ელექტროენერგიის გადადინება სს ,,ეი-ი-ეს თელასის” ქსელში.     მუხლი 8🔗. დამატებითი სიმძლავრე 1. მომხმარებელის სურვილით დამატებითი ქსელის მოწყობა ან აღრიცხვის კვანძის დამონტაჟება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ელექტრომოხმარების გაზრდით, ხორციელდება დამატებითი ხელშეკრულების საფუძველზე. 2. აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მომხმარებელს, რაც განისაზღვრება მე-9 მუხლში დადგენილი წესით.     მუხლი 9🔗. საფასური დამატებითი მომსახურებისთვის სს ,,ეი-ი-ეს თელასი”, მოქმედი კანონმდებლობის ნორმებისა და სტანდარტების მოთხოვნათა დაცვით, უწევს მომხმარებელს სხვადასხვა სახის ელექტრომომსახურებას: სარეზერვო და დამატებითი კვების გაყვანა, სარდაფების და ავტოფარეხების ელექტროგაყვანილობის მოწყობა, დატვირთვის გაზრდა, მომხმარებლის მიზეზით დაზიანებული აღრიცხვის კვანძის გამოცვლა და სხვა. ასეთი სახის სამუშაოების საფასური განისაზღვრება სს ,,ეი-ი-ეს თელასის” მიერ შემუშავებული და სემეკ-ის მიერ დამტკიცებული მეთოდიკით. აღნიშნული სამუშაოების ჩატარება მოხდება დამატებითი ხელშეკრულების საფუძველზე.     მუხლი 10🔗. დეპოზიტი და გარანტიები წლის განმავლობაში ელექტროენერგიის საფასურის გადახდის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ვადის სამჯერ გადაცილების შემთხვევაში, შემდგომში გადახდის ვადის დარღვევის თავიდან აცილების მიზნით, სს ,,ეი-ი-ეს თელასმა” შეიძლება მოითხოვოს მომხმარებელისგან 1 თვის დეპოზიტის შეტანა. დეპოზიტი გამოითვლება ბოლო სამი თვის საშუალო მოხმარების შესაბამისად.     მუხლი 11🔗. მრიცხველის მფლობელობა 1. ელექტრომრიცხველები მონტაჟდება სს ,,ეი-ი-ეს თელასის” მიერ და წარმოადგენს მის საკუთრებას. სს ,,ეი-ი-ეს თელასს” უფლება აქვს მოხსნას, ხელახლა დააკალიბროს, შეაკეთოს და შეცვალოს მრიცხველები. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს გაიღებს სს ,,ეი-ი-ეს თელასი”. 2. დასაშვებია, მომხმარებელთან შეთანხმებით, სს ,,ეი-ი-ეს თელასმა” დროებით გამოიყენოს მომხმარებლის კუთვნილი მრიცხველი, თუკი ეს მრიცხველი შეესაბამება მოქმედ სახელმწიფო სტანდარტებს.     მუხლი 12🔗. მრიცხველების განთავსება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში მრიცხველები განთავსდება სადარბაზოებში. კომუნალურ და სამრეწველო მომხმარებლის შემთხვევაში, ისევე, როგორც ინდივიდუალური სახლებისთვის, მრიცხველები განთავსდება ისე, რომ ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი იქნება მისი წაკითხვა, შემოწმება, ხელახალი დაკალიბრება, შეკეთება ან სხვა მრიცხველით შეცვლა. თუ მრიცხველი განთავსებულია მომხმარებლის ბინაში ან ჩაკეტილ ტერიტორიაზე, მომხმარებელმა საშუალება უნდა მისცეს სს ,,ეი-ი-ეს თელასის” წარმომადგენელს დღის საათებში ჩაატაროს ზემოაღნიშნული სამუშაოები. თუ მომხმარებელი დაუსაბუთებლად არ მისცემს სს ,,ეი-ი-ეს თელასის” წარმომადგენელს მრიცხველთან მიდგომის საშუალებას, მას შეიძლება შეუწყდეს ელექტროენერგიის მიწოდება. მრიცხველების განთავსება უნდა განხორციელდეს სამ-შენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე ხანძარსაწინააღმდეგო წესების სრული დაცვით.     მუხლი 13🔗. მრიცხველის სხვა ადგილზე გადატანა მრიცხველის გარეთ გამოტანის სამუშაოების ჩატარების დროს, თუ მომხმარებლის ბინა ან მის მიერ დაკავებული ტერიტორია დაკეტილია, მაშინ მას შეუწყდება ელექტრომომსახურება და არ მოხდება ახალი მრიცხველისა და შიდა ელექტროგაყვანილობის მიერთება ქსელთან, სანამ ამის თაობაზე არ იქნება წარდგენილი განაცხადი. ქსელთან მიერთება ხორციელდება სს ,,ეი-ი-ეს თელასის” ხარჯზე.     მუხლი 14🔗. მრიცხველის წაკითხვა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გაანგარიშების მიზნით მრიცხველის წაკითხვა უნდა მოხდეს სისტემატურად, დადგენილი განრიგის შესაბამისად. თუ მრიცხველი დამონტაჟებულია ბინაში ან ჩაკეტილ ტერიტორიაზე და რომელიმე თვეში მომხმარებლის მიზეზით ვერ მოხდება მრიცხველის წაკითხვა, სს ,,ეი-ი-ეს თელასი”, საშუალო წლიური მოხმარების საფუძველზე, მოამზადებს ე.წ. ,,შეფასებულ” ქვითარს. განსხვავება ფაქტობრივ და შეფასებულ მოხმარებას შორის გასწორდება შემდგომში აღებული ჩვენების შესაბამისად. თუ ბინაში ან ტერიტორიაზე შესვლის შეუძლებლობის გამო მრიცხველის ჩვენების აღება მომხმარებლის მიზეზით ვერ მოხერხდა ზედიზედ სამი თვის განმავლობაში, სს ,,ეი-ი-ეს თელასს” შეუძლია შეუწყვიტოს ამ მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება, ვიდრე მომხმარებელი არ უზრუნველყოფს მრიცხველის შემოწმების და მისი ჩვენების აღების შესაძლებლობას. თუკი მომხმარებელი დროებით ტოვებს საცხოვრებელ სახლს, მას შეუძლია მიმართოს სს ,,ეი-ი-ეს თელასს” განცხადებით და მოსთხოვოს ელექტროენერგიით მომსახურების შეწყვეტა საცხოვრებელ სახლში არყოფნის პერიოდში. მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება განუახლდება მოთხოვნისთანავე.     მუხლი 15🔗. მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა ქვითრების მიხედვით მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც შეადგენს მრიცხველის ბოლო ჩვენების დაფიქსირებიდან არანაკლებ 15 კალენდარულ დღეს. სხვადასხვა მომხმარებლისთვის ქვითრები მომზადდება თვის სხვადასხვა დღეს, მრიცხველების წაკითხვის გრაფიკის შესაბამისად. ქვითარი მომხმარებელს მიეწოდება ყოველი თვის დაახლოებით ერთსა და იმავე დღეს. ქვითრის არმიღება არ ათავისუფლებს მომხმარებელს ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულებისგან.     მუხლი 16🔗. დაზიანებული მრიცხველი ან მრიცხველის არარსებობა 1. წინამდებარე „პირობების” ძალაში შესვლის დღიდან, აღრიცხვიანობის საბოლოო მოწესრიგებამდე, უმრიცხველოდ ან დაზიანებული მრიცხველით ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში ანგარიშსწორება ხორციელდება შემდეგი წესით: ა) მოსახლეობისთვის: მრიცხველის არარსებობის ან დაზიანების შემთხვევაში – ,,ეი-ი-ეს თელასის” მიერ წარდგენილი და სემეკის მიერ დამტკიცებული ფიქსირებული დარიცხვის მეთოდით; თუ ფიქსირებულ დარიცხვასთან დაკავშირებით მომხმარებელს გაუჩნდება პრეტენზია, ის ,,ეი-ი-ეს თელასთან” შეთანხმებით გადაიხდის მომხმარებლისთვის მისაღებ თანხას, ხოლო ,,ეი-ი-ეს თელასის” მიერ მრიცხველის დამონტაჟების შემდეგ მოხდება გადაანგარიშება მომდევნო სამი თვის საშუალო დარიცხვის მიხედვით. ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებულ იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას, ხოლო დაკლებული თანხა უნდა აუნაზღაურდეს ,,ეი-ი-ეს თელასს”. ფიქსირებული დარიცხვა იმ მომხმარებლისთვის, რომელსაც არა აქვს მრიცხველი ან მისი მრიცხველი დაზიანებულია, დროებითი ღონისძიებაა და მოქმედებს ,,ეი-ი-ეს თელასის” მიერ აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე. აღნიშნული წესი არ ვრცელდება ამ ,,პირობების” ძალაში შესვლამდე განხორციელებულ ფიქსირებულ დარიცხვებზე. ბ) კომუნალური და სამრეწველო მომხმარებლისთვის: პირობითი გაანგარიშებით, ექსპლუატაციაში მყოფი ელექტროდანადგარებისა და მოწყობილობების სიმძლავრისა და მათი მუშაობის ხანგრძლივობის მიხედვით.     მუხლი 17🔗. მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ადგილი საფასურის გადახდა ქვითრების მიხედვით ხდება სს ,,ეი-ი-ეს თელასის” მომსახურების არეალში განლაგებულ სალაროებში, სს ,,თელასის” მომსახურების ცენტრებში, ბანკების ფილიალებში, საფოსტო განყოფილებებში და სხვა ადგილებში, რომლებსაც სს ,,ეი-ი-ეს თელასი” დროდადრო საჯაროდ გამოაცხადებს და გაავრცელებს საინფორმაციო საშუალებით.     მუხლი 18🔗. ელექტროენერგის აღრიცხვასა და ქვითრების გამოწერასთან დაკავშირებული დავა 1. თუ მომხმარებელს მიაჩნია, რომ მრიცხველი არასწორად აღრიცხავს მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას ან მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული, და ამის გამო ქვითარი არასწორად იქნა გამოწერილი, მას უფლება აქვს დაუყოვნებლივ აცნობოს სს ,,ეი-ი-ეს თელასს” და ეს პრობლემა მომდევნო საანგარიშსწორებო ვადის დადგომამდე უნდა გადაწყდეს შემდეგი წესით: ა) მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო წარმოშობილი განსხვავების შემთხვევაში სს ,,ეი-ი-ეს თელასმა” უნდა შეამოწმოს მრიცხველის ჩვენება და გამოწეროს შესწორებული ანგარიში. შემოწმებაში უნდა მონაწილეობდეს მომხმარებელი ან მისი რწმუნებით აღჭურვილი პირი. ბ) თუ მომხმარებელს მიაჩნია, რომ მრიცხველი შეცდომით აღრიცხავს და მოითხოვს მრიცხველის სიზუსტის შემოწმებას, სს ,,ეი-ი-ეს თელასი” ვალდებულია დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა. მომხმარებელს უფლება აქვს მრიცხველის შემოწმება მოითხოვოს საქსტანდარტის მიერ აკრედიტებულ ნებისმიერ ორგანოში. თუ დადასტურდა, რომ მრიცხველის ცდომილება აღემატება მის საპასპორტო ცდომილებას, მოხდება მრიცხველის წინა შემოწმებასა და მოთხოვნილ შემოწმებას შორის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის მონაცემების შესწორება. ამ შემთხვევაში მომხმარებელი არ იხდის შემოწმების საფასურს. მომხმარებლის მიერ გადახდილი ზედმეტი საფასური გათვალისწინებული იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას;  გ) თუ ცდომილება შეესაბამება საპასპორტოს ან ნაკლებია მასზე, სს ,,ეი-ი-ეს თელასი” მომხმარებელს გადაახდევინებს შემოწმებისთვის დადგენილ თანხას და არ შეიტანს რაიმე ცვლილებას ანგარიშში. როცა მომხმარებლის მოთხოვნა დაემთხვევა მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდს ან შემოწმების ვადა გადაცილებულია, მომხმარებელი არ იხდის შემოწმების საფასურს. დ) მომხმარებელს უფლება აქვს დაესწროს მრიც-ხველის შემოწმებას.     მუხლი 19🔗. მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვა მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობით 1999 წლის 1 იანვრამდე და 1999 წლის 1 იანვრის შემდეგ ამ პირობების ამოქმედებამდე წარმოშობილი დავალიანების დაფარვა შესაძლებელია მოხდეს დავალიანების რესტრუქტურიზაციის გზით. ამასათან დაკავშირებით, მომხმარებელსა და ,,ეი-ი-ეს თელასს” შორის მოხდება შეთანხმება ვალის დაფარვის გრაფიკთან დაკავშირებით. ამგვარი შეთანხმება უნდა მოხდეს ,,ეი-ი-ეს თელასის” და ქ. თბილისის საკრებულოს მიერ შემუშავებული და სემეკის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.     მუხლი 20🔗. ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა გადაუხდელობის შემთხვევაში  1. მომხმარებელს, რომელიც არ გადაიხდის ქვითარში მითითებულ საფასურს, მე-15 მუხლით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება.  2. მომხმარებელისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა არ მოხდება ღამის საათებში, შაბათ-კვირას და ოფიციალური დასვენების დღეებში.  3. ელექტროენერგიის საფასურის გადახდის შემდეგ მომხმარებელს დაუყოვნებლივ უნდა აღუდგეს ელექტროენერგიის მიწოდება.     მუხლი 21🔗. საბოლოო ანგარიშსწორება 1. თუ აბონენტი შეიცვლის საცხოვრებელ ან განთავსების ადგილს, მან სს ,,ეი-ი-ეს თელასს” წინასწარ უნდა მიმართოს განაცხადით, რათა სს ,,ეი-ი-ეს თელასმა” შეწყვიტოს მისთვის ელექტრომომსახურების გაწევა იმ დღიდან, რომელსაც მომხმარებელი მიუთითებს. ამ თარიღის შესაბამისად დაფიქსირდება მრიცხველის საბოლოო ჩვენება და გამოიწერება საბოლოო ანგარიში. 2. საცხოვრებელი ბინის ან დაკავებული ტერიტორიის გასხვისების შემთხვევაში მხარეთა შეუთანხმებლობა არ ათავისულებს საცხოვრებელი ბინის ან დაკავებული ტერიტორიის ახალ მფლობელს არსებული დავალიანების გადახდისგან. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ტოვებს სს ,,ეი-ი-ეს თელასის” მომსახურების არეალს და მას ერიცხება დავალიანება, სს ,,ეი-ი-ეს თელასი” უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს დადგენილი წესით.     მუხლი 22🔗. ელექტროენერგიის დატაცება 1. მომხმარებლის მიერ აღურიცხავი ელექტროენერგიის მოხმარების ფაქტის დადგენილი წესით დაფიქსირების შემთხვევაში, თუ ეს ხდება უკანონო ხაზების მეშვეობით ან აღრიცხვის კვანძის გაყალბებით, მას შეუწყდება ელექტრომომსახურება, ვიდრე იგი არ გადაიხდის და-ტაცებული ელექტროენერგიის ოდენობის შესაბამის თანხას, უკანონო ხაზის მოხსნისა და დაზიანებული აღ-რიცხვის კვანძის შეკეთების ან შეცვლის ხარჯებს და მომსახურების აღდგენის საფასურს, რომელთა გამოთვლა უნდა მოხდეს სს „ეი-ი-ეს თელასის” მიერ შემუშავებული და სემეკის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. ელექტროენერგიის დატაცებაზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. აღნიშნული თანხის, ხარჯის და საფასურის გადახდის შემდეგ მომხმარებელს დაუყოვნებლივ უნდა აღუდგეს ელექტრომომსახურება.     მუხლი 23🔗. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სს ,,ეი-ი-ეს თელასი” ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია მისთვის გაწეულ თუ გასაწევ ელექტრომომსახურებასთან დაკავშირებით, აგრეთვე, არსებული ტარიფების შესახებ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. მომხმარებელი უფლებამოსილია ინფორმაციის მისაღებად მიმართოს სს ,,ეი-ი-ეს თელასს”.     მუხლი 24🔗. ელექტროენერგიის ჯგუფური მოხმარება თუ მომხმარებელთა ჯგუფის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია აღირიცხება ერთი მრიცხველით და ანგარიშსწორებას აწარმოებს მხოლოდ სს ,,ეი-ი-ეს თელასის” აბონენტი, ამ შემთხვევაში ყველა დანარჩენი მომხმარებელი ელექტროენერგიის საფასურს იხდის იმავე ტარიფით, როგორც სს ,,ეი-ი-ეს თელასის” აბონენტი.     მუხლი 25🔗. ზარალის ანაზღაურება მომხმარებელი უფლებამოსილია სს ,,ეი-ი-ეს თელასს” წაუყენოს პრეტენზია იმ ზარალისთვის, რომელსაც გამოიწვევს სს ,,ეი-ი-ეს თელასის” მიერ წინამდებარე ,,პირობების” დარღვევა და მოსთხოვოს მას იმ პირდაპირი ზარალის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეული იქნება სს ,,ეი-ი-ეს თელასის” ბრალით. ზარალის არსებობას და მის ოდენობას ადგენს სს ,,ეი-ი-ეს თელასისა” და მომხმარებლის წარმომადგენლებისგან შემდგარი ერთობლივი კომისია. შეუთანხმებლობის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს.     მუხლი 26🔗. მრიცხველებისა და კარადების დაცვა 1. საცხოვრებელი ბინებიდან სადარბაზოში გამოტანილი მრიცხველებისა და კარადების დაზიანების შემთხვევაში აღდგენით სამუშაოებს ატარებს სს ,,ეი-ი-ეს თელასი” თავისი ხარჯებით. 2. სს ”ეი-ი-ეს თელასი” უფლებამოსილია მოსთხოვოს მომხმარებელს ზიანის ანაზღაურება იმ შემთხვევაში, თუკი დამტკიცდება, რომ მრიცხველების ან კარადების დაზიანება გამოწვეულია მომხმარებლის ქმედებით, მომხმარებელს ამით მიღებული აქვს სარგებელი. მომხმარებელსა და ,,ეი-ი-ეს თელასს” შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მოქმედი კანონმდებ-ლობის შესაბამისად. 4. თუ კომუნალური და სამრეწველო მომხმარებლის, აგრეთვე ინდივიდუალური საცხოვრებული სახლების მომხმარებლის მრიცხველები და კარადები განლაგებულია ამ უკანასკნელთა ტერიტორიაზე, მათ დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.     მუხლი 27🔗. დასკვნითი დებულებები ამ ,,პირობებში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე სს ,,ეი-ი-ეს თელასს” და მომხმარებელს უფლება აქვთ მიმართონ სემეკს.