საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის თბილისის სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ქალაქის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.10.2001
ძალის დაკარგვა 06.06.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №2-153
სარეგისტრაციო კოდი 340170000.11.113.004998
გამოქვეყნების წყარო სსმ, 107, 08/10/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის თბილისის სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ქალაქის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.25in; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt 42.0pt 42.55pt 48.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.11.113.004.998
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება №2-153
2001 წლის 2 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის თბილისის სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ქალაქის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის № 670 ბრძანებულების, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2001 წლის 28 მაისის №2-85 ბრძანების „სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის თბილისის სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ქალაქის სამმართველოს თანდართული დებულება.
2. „სოფლის მეურნეობის პროდუქციის და ფქვილის ხარისხის ინსპექციის დებულების შესახებ“ სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2001 წლის 28 მაისის №2-85 ბრძანებით დამტკიცებულ „სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „გარდა ქ. თბილისის სამმართველოს თანამშრომლებისა.“
3. დაევალოს სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციას (გ. გეწაძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია.
4. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის მოადგილემ ბ-მა ნ. დუჩიძემ.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.
დ. კირვალიძე
დანართი №1
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის თბილისის სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ქალაქის სამმართველოს დებულება
I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (შემდგომში – „სამინისტრო”) სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის (შემდგომში – „ინსპექცია”) თბილისის სოფლის მეურნეობის პროდუქციის და ფქვილის ხარისხის ქალაქის სამმართველო (შემდგომში – „სამმართველო”) არის ინსპექციის შემადგენლობაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. სამმართველოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 380077, თამარაშვილის ქ. №15ა.
3. სამმართველო მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია ინსპექციის წინაშე.
4. სამმართველოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი, ხოლო საშტატო განრიგს ინსპექციის უფროსი სამმართველოს უფროსის წარდგინებით.
5. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებებით, ინსპექციის დებულებით, ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2🔗.
1. სამმართველოს საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს საქართველოში დამზადებული და შემოტანილი ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე რეალიზაციისათვის განკუთვნილი ყველა სახის სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ნედლეულის ხარისხის კონტროლი.
2. “სურსათისა და თამბაქოს შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად სამმართველოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში წაყენებული მოთხოვნები სავალდებულოა შესასრულებლად თბილისის ტერიტორიაზე მოღვაწე ყველა (მათ შორის, უცხოეთის) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა, საკუთრებისა და მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.
მუხლი 3🔗.
1. სამმართველოს აქვს ანგარიშსწორების ანგარიში და სპეცანგარიში ხაზინაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ასევე ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი.
2. სამმართველოს დაფინანსების წყაროებია საქართველოს ბიუჯეტი, ასევე კანონით, პრეზიდენტის ბრძანებულებით ან ქ. თბილისის მერიის გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული და ნებადართული სხვა არასაბიუჯეტო შემოსავლები.
II. სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 4🔗.
თბილისის ტერიტორიაზე შემოტანილი და რეალიზაციისათვის განკუთვნილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის ხარისხის კონტროლის განხორციელების მიზნით სამმართველოს ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს შეადგენს კანონით დადგენილი წესით:
ა) მწარმოებელთა და მომხმარებელთა ინტერესების ხელშეწყობა, ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის წარმოებით და მოსახლეობის უსაფრთხო სასურსათო პროდუქციით უზრუნველყოფისათვის;
ბ) მოქალაქეთა და ორგანიზაციების განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განხილვა – რომლებიც შეეხებიან სოფლის მეურნეობის პროდუქციის და ფქვილის ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრის საკითხებს;'
გ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის ხარისხზე სავალდებულო კონტროლის განხორციელება, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში ხარისხის სერტიფიკატის გაცემა;
დ) სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად ხარისხის კონტროლის პროგრესული მეთოდების გამოყენება ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის (მეწარმის) მიმართ;
ე) კონტროლის განხორციელება სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის ხარისხობრივ აღრიცხვაზე და შენახვაზე (მათ შორის სახელმწიფო რეზერვში);
ვ) თბილისის ტერიტორიაზე შემოსულ, ადგილზე დამზადებულ და ტრანზიტით გამავალ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილზე ხარისხის სახელმწიფო ინსპექტირების ჩატარება;
ზ) სათანადო მომართვის საფუძველზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის ხარისხის განსაზღვრა და სათანადო დასკვნების გაცემა;
თ) სამომხმარებლო ბაზრის სუბიექტების კუთვნილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის ხარისხის კონტროლის განხორციელება;
ი) სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების დაცვისადმი კონტროლის განხორციელება;
კ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის საწარმოების ხარისხის ლაბორატორიებისათვის მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა;
ლ) შენახვის ვადაგასული და ხარისხდაქვეითებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის ხარისხის განსაზღვრა და დასკვნის გაცემა, მათი შემდგომი გამოყენების შესახებ.
III. სამმართველოს უფლება-მოვალეობანი
მუხლი 5🔗.
სამმართველოს უფლება-მოვალეობებს შეადგენს კანონით დადგენილი წესით:
ა) მოითხოვოს და მიიღოს ხელისუფლების ორგანოებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის აუცილებელი, კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია;
ბ) დააწესოს კონტროლი იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ წარმოებული, იმპორტირებული, ექსპორტირებული და თბილისის ტერიტორიაზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულის და ფქვილის ხარისხზე და გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები;
გ) აწარმოოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულის და ფქვილის ხარისხის კონტროლი თბილისის ტერიტორიაზე არსებული სამომხმარებლო ბაზარზე (ბაზრობები, ბაზრები, სხვა სავაჭრო ობიექტები), აგრეთვე მისი იმპორტისა და ექსპორტის შემთხვევაში;
დ) განახორციელოს კონტროლი იმ ობიექტებზე, რომლებიც ეწევიან სურსათის მისაღებად გამიზნული საკვები ნედლეულის წარმოებას ან იმპორტს, პროდუქციის ხარისხის კუთხით;
ე) სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის ეკოლოგიური სისუფთავისა და ხარისხის დასადგენად, შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე, ისარგებლოს სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ლაბორატორიებით და დადგენილი წესის შესაბამისად მოიწვიოს შესაბამისი სპეციალისტები;
ვ) გასცეს დასკვნები თბილისის ტერიტორიაზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე;
ზ) აიღოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულის საანალიზო სინჯები, გასცეს ხარისხის დამადასტურებელი დასკვნები;
თ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულის და ფქვილის ხარისხის, შენახვისა და რაციონალური გამოყენების საკითხებზე სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ი) სამმართველოს კონტროლქვემდებარე პროდუქციის ნედლეულზე გაცემულ შესაბამისობის სერტიფიკატებზე კონტროლის განხორციელება და პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში კანონით მინიჭებული უფლებების გამოყენება;
კ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის ხარისხის გაუარესების, ან მათი დანაკარგების შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
ლ) მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები თბილისის ტერიტორიაზე დამზადებული ან შემოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაციისა და გამოყენების შემთხვევაში.
მ) განახორციელოს კონტროლი როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე იმპორტული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის ხარისხზე, მათი წარმოების, დამზადების, რეალიზაციის და გადამუშავების ადგილებში.
მუხლი 6🔗.
სამმართველოს თანამდებობის პირებსა და მოსამსახურეებს თავისი უფლებამოსილების შესაბამისად კანონით დადგენილი წესით უფლება აქვთ:
ა) შევიდნენ შესამოწმებელი ორგანიზაციის ტერიტორიაზე;
ბ) შესამოწმებელ ორგანიზაციებში დადგენილი წესით აიღონ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის სინჯები, შემოწმებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩასატარებლად ისარგებლონ მათი ლაბორატორიებითა და ტექნიკური საშუალებებით;
გ) გ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის სინჯების დამატებითი ლაბორატორიული გამოკვლევის აუცილებლობის შემთხვევაში შესამოწმებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მისცენ სათანადო წინადადება.
IV. საქმიანობის ორგანიზაცია და მართვა
მუხლი 7🔗.
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გადაწყვეტილებებს იღებს სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტაში, წარმოადგენს სამმართველოს და მინდობილობის გარეშე მოქმედებს მისი სახელით.
2. სამმართველოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც ინსპექციის უფროსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამმართველოს უფროსი.
3. სამმართველოს უფროსი:
ა) წარმართავს სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას;
ბ) წყვეტს სამმართველოს ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებამოსილებით განსაზღვრულ საკითხებს;
გ) საჭიროების შემთხვევაში წარუდგენს წინადადებებს ინსპექციის უფროსს შესაბამისი რეაგირებისათვის, სამმართველოს დებულებასა და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
დ) განსაზღვრავს მოადგილეებისა და სხვა მოხელეების ფუნქციებს;
ე) უზრუნველყოფს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, ზემდგომი თანამდებობის პირებისა და ინსპექციის უფროსის სამართლებრივი აქტებისა და მითითებების შესრულებას დადგენილ ვადებში;
ვ) წყვეტს სამმართველოს მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის, დაწინაურების, დაქვეითების და განთავისუფლების საკითხებს;
ზ) კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს ან დისციპლინურ ღონისძიებებს შეუფარდებს სამმართველოს თანამშრომლებს;
თ) უშუალოდ წარმართავს სამმართველოს საქმიანობას.
4. სამმართველოს უფროსის მოადგილეები და სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები წარმართავენ თავიანთ საქმიანობას სამმართველოს დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
V. სამმართველოს ანგარიშგება და კონტროლი
მუხლი 8🔗.
სამმართველო კანონით დადგენილი წესით ინსპექციას წარუდგენს სათანადო ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ.
VI. სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 9🔗.
1. სამმართველოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებით;
2. სამმართველოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის განხორციელება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.