საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №626 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის კრიმინალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.12.2003
ძალის დაკარგვა 25.12.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №626
სარეგისტრაციო კოდი 230010000.11.117.006256
გამოქვეყნების წყარო სსმ, 148, 25/12/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №626 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის კრიმინალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:35.4pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.75in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.4pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.6in .6in .6in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.010.000.11.117.006.256
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №626
2003 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის კრიმინალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „I” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის კრიმინალური სამსახურის დებულება (თან ერთვის);
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის კრიმინალური სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I. შესავალი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებეგბი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის კრიმინალური სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს (შემდგომში – საბაჟო დეპარტამენტი) დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვადანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს საბაჟო სფეროში დანაშაულისა და სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლას.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებითა და სხვა კანონებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებით, ამ დებულებით და საბაჟო საქმის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტებით;
3. სამსახური ფინანსდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან.
მუხლი 2🔗. სამსახურის ამოცანები
1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) საბაჟო სფეროში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება, მათში მონაწილე პირის ან პირების დადგენა, მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
ბ) საბაჟო დეპარტამენტში სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების ორგანიზება;
გ) საბაჟო დეპარტამენტის მოხელეთა მიერ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის გამოვლენა და სათანადო რეაგირება;
დ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა, მოკვლევის წარმოება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
ე) მოსამართლის, პროკურორის და გამომძიებლის წერილობითი დავალების, მითითებების შესრულება, საბაჟო სფეროში საგამოძიებო მოქმედებების წარმოებისას მათთვის დახმარების გაწევა;
ვ) საბაჟო გადასახდელებისაგან თავის არიდების ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
ზ) საბაჟო დეპარტამენტში ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის განხორციელება; სპეციალური საშუალებების გამოყენებით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარება; ოპერატიული ინფორმაციის, ოპერატიული საქმეებისა და საიდუმლო თანამშრომელთა აპარატის აღრიცხვა;
თ) საბაჟო ორგანოებში, საბაჟო სფეროში ჩადენილი დანაშაულისა და სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია;
ი) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში სხვა ქვეყნის საბაჟო სამსახურებთან თანამშრომლობა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელობის განსაკუთრებული დავალებების შესრულება.
თავი II. სამსახურის უფლება-მოვალეობები
მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებები
1. სამსახურს (უფლებამოსილ პირს) დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) მოითხოვოს და უსასყიდლოდ (თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი) მიიღოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია სამსახურის ამოცანების შესასრულებლად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ბ) შეიმუშავოს ერთობლივი ღონისძიებები სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად;
გ) საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას გადაამოწმოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე საცავები და სხვა ადგილები, სადაც შესაძლებელია მოთავსებული იყოს აღნიშნული საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები;
დ) საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას განახორციელოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული, ასევე შეღავათებით შემოტანილი საქონლის ინვენტარიზაცია;
ე) იძულების წესით გააჩეროს სატრანსპორტო საშუალებები, უკან დააბრუნოს საზღვაო და საჰაერო ხომალდები, რომლებიც საბაჟო ტერიტორიიდან გავიდნენ საბაჟო ორგანოების ნებართვის გარეშე, გარდა სხვა სახელმწიფო ტერიტორიაზე მყოფი ხომალდებისა;
ვ) საბაჟო გადასახდელების გადაუხდელობის შემთხვევაში კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გაატაროს გადასახდელების ამოღების იძულებითი ღონისძიებები;
ზ) კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით დახმარება გაუწიოს საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის ორგანოებს საბაჟო საბაჟო კონტროლის ზონებში საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და ფიზიკურ პირთა გადაადგილებას;
თ) თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას მოიწვიოს სამართალდამცავი და მაკონტროლებელი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სპეციალისტები და ექსპერტები;
ი) საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას მოახდინოს დროებითი შენახვის საწყობის ტერიტორიისა და სათავსების, საბაჟო საწყობების, თავისუფალი საწყობების, თავისუფალი საბაჟო ზონებისა და უბაჟო ვაჭრობის მაღაზიებისა და სხვა ადგილების დათვალიერება, სადაც შეიძლება ინახებოდეს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები, ანდა ხორციელდება საქმიანობა, რომლის კონტროლიც ევალება საბაჟო ორგანოებს;
კ) თავისი კომპეტენციის და უფლებამოსილების ფარგლებში, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, შევიდეს ნებისმიერ საცავში, სადაც ხორციელდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქმიანობა ან სადაც შეიძლება მოთავსებული იყოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი, სატრანსპორტო საშუალებები თუ საბაჟო კონტროლისათვის საჭირო დოკუმენტები;
ლ) საკმარისი საფუძვლის არსებობისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს პირადი გასინჯვა იმ მოტივით, რომ საბაჟო საზღვრის გავლით მიმავალი ან საბაჟო კონტროლის ზონაში, ანდა საერთაშორისო მიმოსვლისათვის ღია აეროპორტის სატრანზიტო ზონაში მყოფი პირი მალავს და არ აჩენს საქონელს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ან საერთაშორისო ხელშეკრულებებისა თუ შეთანხმებების დარღვევის ობიექტია და რომელთა შესრულებაზე კონტროლი საბაჟო ორგანოებს ევალებათ;
მ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოითხოვოს საკონსულო ვალიზის გახსნა უცხო სახელმწიფოს წარმომადგენელის უფლებამოსილი პირისაგან, საკონსულო ვალიზის გახსნაზე უარის შემთხვევაში დააბრუნოს იგი გამოგზავნის ადგილზე;
ნ) საბაჟო წესების დარღვევის გამოვლენისას შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, დაადოს დამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი;
ო) საბაჟო სფეროში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის არსებობისას შეამოწმოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთები და მოითხოვოს ახსნა-განმარტებანი;
პ) სისხლის სამართლის ან სამართალდარღვევათა საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, გამოიძახოს ფიზიკური პირი, მოსთხოვოს ახსნა-განმარტება და საქმესთან (მასალებთან) დაკავშირებული საჭირო დოკუმენტები;
ჟ) მოახდინოს პირის (საქონლისა და სატრასპორტო საშუალებების) დაკავება სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად;
რ) აღძრას სისხლის სამართლის საქმე და წარუდგინოს პროკურორს დასამტკიცებლად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება თავდაპირველი საგამოძიებო მოქმედების (ამოღება, ჩხრეკა, ადგილის დათვალიერება) ჩასატარებლად;
ს) დანაშაულის გამოსავლენად და თავიდან ასაცილებლად, დანაშაულის ჩამდენი პირის (პირების) დასადგენად, მტკიცებულებების მოსაპოვებლად, იმ ფაქტობრივი მონაცემების მისაღებად, რომელიც საფუძვლად დაედება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებას, კანონის სრული დაცვით განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები;
ტ) საბაჟო სფეროში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის არსებობისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით და კომპეტენციის ფარგვლებში, ჩაატაროს მოქალაქეთა პირადი ნივთების და სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება;
უ) საბაჟო გადასახდელების დარიცხვა-ამოღების მიზნით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს საბაჟო გადასახდელების ადმინისტრირება, მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ჩაატაროს იმ პირთა საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, რომლებიც ახორციელებენ საბაჟო ორგანოების კონტროლს დაქვემდებარებულ საქმიანობას;
ფ) საბაჟო ორგანოს თანამშრომლებზე თავდასხმის მოსაგერიებლად, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი;
ქ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 4🔗. სამსახურის მოვალეობები
1. სამსახური, დებულებით განსაზღვრული ამოცანების შესაბამისად ვალდებულია:
ა) გამოავლინოს, გახსნას და აღკვეთოს საბაჟო სფეროში დანაშაული და სხვა სამართალდარღვევა;
ბ) შეისწავლოს საბაჟო სფეროში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამომწვევი მიზეზები და პირობები, მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად;
დანაშაულის ნიშნების არსებობისას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად ჩაატაროს მოკვლევა, აღძრას სისხლის სამართლის საქმე;
დ) კანონით დადგენილი წესით განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილებები მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის დანაშაულისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე;
ე) შეასრულოს მოსამართლის, პროკურორის და გამომძიებლის წერილობითი დავალებები, მითითებები საბაჟო სფეროში საგამოძიებო ან ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შესრულების დროს. დახმარება აღმოუჩინოს მათ საგამოძიებო მოქმედებების წარმოებისას;
ვ) მიიღოს და რეგისტრაციაში გაატაროს საბაჟო სფეროში დანაშაულისა და საამართალდარღვევების შესახებ შემოსული განცხადება, შეტყობინება, დაუყოვნებლივ მოახდინოს მათზე რეაგირება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღმოუჩინოს რეგიონალურ საბაჟო ორგანოებს;
თ) შესაძლებლობა მისცეს დაკავებულს ან დაპატიმრებულ პირს კანონის შესაბამისად განახორციელოს სამართლებრივი დაცვის უფლება;
ი)შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია ზედმიწევნით დაიცვას მოქალაქის კანონიერი უფლებები. მოქალაქის უფლებების შეზღუდვა განახორციელოს მხოლოდ კანონით დადგენილი წესით. მოქალაქის უფლებების იძულებითი შეზღუდვის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, სამსახურის თანამშრომელი მოქალაქეს, მის წინაშე წარდგომისას წარუდგენს პირადობის მოწმობას (სამსახურებრივ ჟეტონს), განუმარტავს მისი უფლებების კონკრეტული შეზღუდვის გამოყენების საფუძველს. სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია მოქალაქესთან ურთიერთობისას ზუსტად დაიცვას სამსახურებრივი ეთიკის ნორმები.
თავი III. სამსახურის სტრუქტურა და მართვა
მუხლი 5🔗. სამსახურის მართვა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
2. სამსახურის უფროსის მოადგილეებს, სამმართველოს უფროსებს, განყოფილებათა უფროსებს, მათ მოადგილეებს და სხვა საჯარო მოსამსახურეებს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე.
3. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამსახურის მუშაობას და პასუხს აგებს მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაზე;
ბ) არის მოკვლევის ორგანოს უფროსი, იგი საერთო უწყებრივ ხელმძღვანელობას უწევს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით კრიმინალური სამსახურის მოკვლევის ორგანოებს (კრიმინალური სამასხურის სამმართველოებს);
გ) პასუხისმგებელია საბაჟო სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარეობაზე და ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე;
დ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სახელმწიფოს სახელით;
ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში წარადგენს ნორმატიული აქტების პროექტებს;
ზ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან თანამშომელთა დასჯა – წახალისებაზე;
თ) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე;
ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სარგებლობს სხვა უფლებამოსილებებით;
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე საბაჟო დეპარტამენტის ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 6🔗. სამსახურის სტრუტურა
1. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ოპერატიულ-ანალიტიკური სამმართველო;
ბ) აღმოსავლეთის სამმართველო;
დ) დასავლეთის სამმართველო;
ე) სამხრეთის სამმართველო;
ვ) ჩრდილოეთის სამმართველო;
ზ) რკინიგზის სამმართველო;
თ) ოპერატიული აღრიცხვის განყოფილება;
ი) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
კ) სამორიგეო განყოფილება;
ლ) სწრაფი რეაგირების რაზმი;
მუხლი 7🔗. სამსახურის სტუქტურული ერთეულების ამოცანებია:
1. ოპერატიულ-ანალიტიკური სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: საბაჟო სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია; დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის ხაზობრივი ანალიზი; დანაშაულის სახეების, ხერხების, მეთოდების განსაზღვრა და სათანადო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება; მნიშვნელოვან საქმეებზე მუშაობა და შესაბამისი რეაგირება; უცხოეთის საბაჟო სამსახურებთან საბაჟო სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია; სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია. სამსახურის ტერიტორიული ორგანოების ინფორმაციულ-ანალიტიკური მუშაობის ორგანიზება. სამსახურის მიერ გამოვლენილ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვა, სისტემატიზაცია.
2. აღმოსავლეთის, დასავლეთის, სამხრეთის, ჩრდილოეთის და რკინიგზის სამმართველოების ძირითადი ამოცანებია: სამოქმედო ტერიტორიაზე საბაჟო სფეროში დანაშაულისა და სამართალდარღვევების გამოვლენა – აღკვეთა; დანაშაულის შესახებ განცხადებებისა და შეტყობინებების მიღება, რეგისტრაცია და რეაგირება; დანაშაულის გამოვლენა აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე კანონით დადგენილი წესით რეაგირება. სამოქმედო ტერიტორიაზე მოსამართლის, პროკურორის და გამომძიებლის წერილობით დავალების, მითითებების შესრულება, საბაჟო სფეროში საგამოძიებო მოქმედების წარმოებისას მათთვის დახმარების აღმოჩენა.
3. ოპერატიული აღრიცხვის განყოფილების ძირითადი ამოცანაა: ოპერატიული ინფორმაციის, ოპერატიული აღრიცხვის საქმეების და საიდუმლო თანამშრომელთა აპარატის აღრიცხვა. სამსახურის დანაყოფებისათვის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისათვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა.
4. ოპერატიულ- ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ამოცანაა: სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სპეციალური საშუალებების გამოყენებით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარება.
5. სამორიგეო განყოფილების ძირითადი ამოცანაა: სამსახურის შენობა ნაგებობებში მოქალაქეთა დაშვების ორგანიზება, საბაჟო სფეროში დანაშაულის შესახებ განცხადება -შეტყობინების მიღება და რეგისტრაცია, რეაგირების ორგანიზება. სამსახურის მიერ დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა აღრიცხვა. საბაჟო დეპარტამენტზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღის და კავშირგაბმულობის საშუალებების გაცემის ორგანიზება, დღეღამური ოპერატიული ვითარების ინფორმაციის მიღება-სისტემატიზაცია.
6. სწრაფი რეაგირების რაზმის ძირითადი ამოცანაა: სამსახურის ოპერატიული დანაყოფების, დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის დანაშაულისა და სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთისას, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას და სხვა ამოცანების განხორციელებისას დახმარების აღმოჩენა. დეპარტამენტის შენობა ნაგებობების, საბაჟო კონტროლის ზონების და სხვა სპეციალური სადგომების დაცვა დანაშაულებრივი ხელყოფისაგან.
მუხლი 8🔗. სამსახურის თანამდებობის პირთა უფლება–მოვალეობები
1. ამ მუხლით დადგენილ უფლებამოსილებას ახორციელებენ სამსახურის სამმართველოს უფროსები და მათი მოადგილეები, კერძოდ:
ა) სწავლობენ და აანალიზებენ ხაზობრივად საბაჟო სფეროში დანაშაულის მდგომარეობას, მასთან ბრძოლის შედეგებს, სახავენ და ახორციელებენ ღონისძიებებს ამ მიმართულებით მუშაობის გაუმჯობესების მიზნით;
ბ) ადგენენ სამმართველოს სამუშაო და სპეციალურ გეგმებს, აწესებენ კონტროლს მათ შესრულებაზე, აჯამებენ სამმართველოს მიერ გაწეულ მუშაობას, შეიმუშავებენ და წარუდგენენ სამსახურის ხელმძღვანელობას წინადადებებს სამმართველოს მუშაობის შემდგომი სრულყოფის თაობაზე;
გ) ახორციელებენ პირადი შემადგენლობის შერჩევას, მათ სწორ განლაგებას და აღზრდას, უზრუნველყოფენ მათ საქმიანობაში კანონიერების და პირადი დისციპლინის დაცვას, დახმარებას უწევენ მათ, რათა სისტემატურად აიმაღლონ პროფესიული მომზადების დონე; აფასებენ მათ მიერ გაწეულ მუშაობას და სამსახურის ხელმძვანელობას წარუდგენენ წინადადებებს დისციპლინარული პასუხისგებლობის ან წახალისების გამოყენების შესახებ;
დ) საბაჟო დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებენ მიმოწერას მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესაბამისად;
ე) ორგანიზაციას უწევენ მოქალაქეთა განცხადებების და საჩივრების დროულ და ხარისხიან შესრულებას.
ვ) აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს და წარუდგენს პროკურორს დასამტკიცებლად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას თავდაპირველი საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად;
ზ) პირადად გააჩნიათ ოპერატიული წყაროები და მონაწილეობენ განსაკუთრებულ საქმეებთან დაკავშირებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში. აძლევენ მითითებებს და რეკომენდაციებს სამმართველოს პირად შემადგენლობას ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაში.
თ) განიხილავენ საბაჟო სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევს ადებენ ადმინისტრაციულ სახდელს.
ი) ახორციელებენ კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.