საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.10.2001
ძალის დაკარგვა 12.04.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №2-154
სარეგისტრაციო კოდი 340170000.11.113.005005
გამოქვეყნების წყარო სსმ, 109, 12/10/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:51.0pt 37.3pt 44.95pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.11.113.005.005.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება №2-154
2001 წლის 2 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის და „საკონკურსო-საატესტაციო კომისიების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №174 ბრძანებულების თანახმად ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თანდართული დებულება.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მამალაძემ:
ა) განსაზღვროს და დაამტკიცოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ახალი შემადგენლობა;
ბ) საჭიროებისა და შესაბამისი სფეროების მიხედვით განსაზღვროს და დაამტკიცოს საკონკურსო საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა;
გ) უზრუნველყოს სამინისტროს თითოეული საჯარო მოხელის ინფორმირება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების, ატესტაციის ჩატარების გრაფიკის, პირობებისა და წესების თაობაზე.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1998 წლის 30 მარტის №2-163 ბრძანების გაუქმებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2000 წლის 15 სექტემბრის №2-231 ბრძანება.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
დ. კირვალიძე
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საკონკურსო-საატესტაციო კომისიების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №174 ბრძანებულების შესაბამისად.
მუხლი 2🔗. კომისიის მიზანი და ფუნქციები
1. კომისიის საქმიანობის მიზანია:
ა) დასაკავებელ თანამდებობაზე შესაბამისი კვალიფიკაციისა და მოთხოვნების მქონე მოხელის შერჩევა;
ბ) დაკავებულ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის დადგენა;
გ) კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებული საკადრო რეზერვის შექმნა;
დ) მოხელის სამსახურებრივი დაწინაურებისა და მისთვის შესაბამისი საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
2. კომისიის ძირითადი ფუნქციებია:
ა) პიროვნების პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაფასებელი პროცედურების წარმართვა;
ბ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის პიროვნების შეფასების შედეგების შესახებ დასკვნის წარდგენა.
მუხლი 3🔗. კომისიის შემადგენლობა
1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. კომისიის თავმჯდომარეს, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრთან შეთანხმებით, ნიშნავს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსი.
3. კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
4. კომისიის თავმჯდომარე წარმართავს კომისიის საქმიანობას, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე.
5. კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ პროფესიული კავშირის წევრები და დამოუკიდებელი სპეციალისტები.
მუხლი 4🔗. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
1. სამინისტროს სისტემაში არსებული დარგების სპეციფიკურობიდან გამომდინარე და პროფესიული პრინციპების გათვალისწინებით შესაძლებელია შეიქმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა.
2. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის ჩამოყალიბების შემთხვევაში მის თავმჯდომარეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 5🔗. კომისიის დანიშვნის წესი
კომისიის წევრები ინიშნებიან კომისიის თავმჯდომარის მიერ შემდეგი წესით:
ა) დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეები ინიშნებიან საკუთარი სურვილით და მათი პროფესიული დონის გათვალისწინებით;
ბ) მეცნიერები და სხვა დამოუკიდებელი სპეციალისტები ინიშნებიან მათი თანხმობით;
გ) ზემდგომი დაწესებულების, მოხელეთა პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლები ინიშნებიან შესაბამისი დაწესებულების ან გაერთიანების წინადადებით.
მუხლი 6🔗. კომისიის მუშაობის წესი
1. კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს და ანაწილებს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. კომისიის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტი.
3. კომისიას გადაწყვეტილება გამოაქვს ხმათა უბრალო უმრავლესობით დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
4. კომისიის სხდომაზე ფორმდება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და წევრები. კომისიის წევრი უფლებამოსილია თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც კეთდება სათანადო აღნიშვნა.
მუხლი 7🔗. კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება
კომისიის იმ წევრის საქმიანობა, რომელიც არ არის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული საჯარო მოხელე, ექვემდებარება ანაზღაურებას საჯარო მოსამსახურის საშუალო თვიური ანაზღაურების ოდენობით.
მუხლი 8🔗. კონკურსის მიზანი, მისი ჩატარების ზოგადი წესი და პირობები
1. კონკურსის მიზანია საჯარო მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი პირის შერჩევა.
2. მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო კონკურსს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ ან სხვა ოფიციალურ ბეჭვდვით ორგანოში თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის წინადადებით აცხადებს სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსი.
3. კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს 3 კვირისა კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოცხადების დღიდან.
4. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა კომისიის თავმჯდომარის სახელზე უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) განათლებისა ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
დ) უკვე გაცემული შრომის წიგნაკი;
ე) ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომით 3X4);
ვ) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
5. პირი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაიშვება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) არის ქმედუნარიანი და საქართველოს მოქალაქე;
ბ) არის 21 წლის და არა უმეტეს 65 წლისა მამაკაცებისა და 60 წლისა ქალების შემთხვევაში;
გ) ფლობს სახელმწიფო ენას;
დ) აკმაყოფილებს თანამდებობრივი ინსტრუქციისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
ე) კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოადგინა დოკუმენტების სრულყოფილი სია.
6. კომისიის გადაწყვეტილებისა და მის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შესაძლებელია ჩატარდეს ტესტირება სპეციალიზებული ტესტების მიხედვით.
7. კომისია ცალ-ცალკე აფასებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელ მოთხოვნებთან თითოეული კანდიდატის შესაბამისობას და გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
8. იმ კანდიდატებზე, რომლებმაც თანაბარი ხმები მიიღეს ხელახლა ჩატარდება კენჭისყრა, იგივე შედეგის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს სამეცნიერო ხარისხი ან სპეციალობით მუშაობის მეტი სტაჟი.
9. საბოლოოდ კომისია წარადგენს ან უარს ამბობს ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი პირის კანდიდატურას.
10. კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატზე იწერება მოტივირებული დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
11. კომისიის თავმჯდომარე, მისი მოაგილე ან კომისიის მდივანი გადაწყვეტილების გამოტანიდან ორი დღის ვადაში აცნობებს თითოეულ კანდიდატს გამოტანილი გადაწყვეტილების თაობაზე, ხოლო კანდიდატის დანიშვნის უფლების მქონე პირს კი კომისიის მიერ წარდგენის ან არწარდგენის გადაწვეტილებას.
12. კონკურსი ჩაითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნება წარდგენილი არც ერთი განცხადება.
მუხლი 9🔗. ატესტაციის ცნება, ჩატარების წესი და პირობები
1. „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ატესტაცია არის მოხელის პროფესიული ჩვევების, ცოდნის, კვალიფიკაციის შესაძლებლობების და პიროვნული თვისებების შეფასება, დაკავებული (დასაკავებელი) თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის დადგენა.
2. ატესტაციას ექვემდებარება:
ა) მოხელე სამ წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);
ბ) მოხელე წაყენებული სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;
გ) რეზერვში ჩარიცხული პირი;
დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე თუ თანამდებობას კონკურსის წესით იკავებს.
3. ატესტაციას არ ექვემდებარება:
ა) სამინისტროს საჯარო მოხელეები, რომლებიც ინიშნებიან საქართველოს პრეზიდენტის მიერ;
ბ) მოხელე რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით ან საატესტაციო პერიოდისათვის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით.
4. ატესტაციის ჩატარებისას ხორციელდება შემდეგი მოსამზადებელი სამუშაოები:
ა) სამინისტროს დეპარტამენტების, სამსახურების, სამმართველოების უფროსებთან ინსტრუქციული და მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება;
ბ) სამინისტროს თითოეული მოხელე ინფორმირდება ატესტაციის ჩატარების მიზნების, წესების, განრიგისა და პირობების შესახებ;
გ) მზადდება ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელეების სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები.
5. ატესტაციის ჩატარების მომზადებას ახორციელებს სამინისტროს შესაბამისი სამსახური და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფები. ასევე მინისტრის ბრძანებით შესაძლებელია შეიქმნას საატესტაციო საკითხების სამდივნო, რომელიც უზრუნველყოფს ატესტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხებისა და დოკუმენტაციების მომზადებას.
6. ატესტაციის ჩატარების შემდეგ საატესტაციო საკითხების სამდივნო საქმიანობას წყვეტს.
7. ატესტაციის ჩატარების კონკრეტული ვადა სამინისტროს მოხელეებს ეცნობებათ ჩატარებამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.
8. ატესტაციის ჩატარებამდე 2 კვირით ადრე მოხელის უშუალო უფროსი წარადგენს მის დახასიათებას, რომელშიც ჩამოყალიბებული იქნება მოხელის სამუშაო გამოცდილება და პროფესიონალიზმის დონე, დოკუმენტებთან მუშაობისა და ანალიზის უნარი, მუშაობის თანამედროვე საშუალებების (უცხო ენა, კომპიუტერი და სხვა) ფლობა, თანამშრომლებთან, მოქალაქეებთან ურთიერთობის უნარი, პროფესიული და ინდივიდუალური თვისებები, ძლიერი და სუსტი მხარეები, ხარვეზები და წახალისებები სამსახურებრივ საქმიანობაში, რეკომენდაცია შემდგომი საქმიანობისათვის და წინადადებები მოხელის დაწინაურების ან წახალისების შესახებ, ასევე სხვა მონაცემები.
9. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციამდე ერთი კვირით ადრე გაეცნოს მის დახასიათებას.
10. ატესტაციაზე მოხელის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი გადაიდება მომდევნო სხდომისათვის.
11. კომისიის გადაწყვეტილებისა და მის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შესაძლებელია ჩატარდეს ტესტირება სპეციალიზებული ტესტების მიხედვით.
12. ატესტაციის შედეგებიდან გამომდინარე კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა:
ა) ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
გ) ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს პროფესიულ მომზადებას);
დ) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროებს ჩამოქვეითებას;
ე) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და უნდა განთავისუფლდეს.
13. კომისიას მოტივირებული დასაბუთებით გამოაქვს დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და წევრები.
მუხლი 10🔗. საპრეტენზიო კომისია
1. საკონკურსო - საატესტაციო კომისიის საქმიანობის პარარელურად კომისიის თავმჯდომარის მიერ შესაძლებელია შიქმნას საპრეტენზიო კომისია.
2. საპრეტენზიო კომისია განიხილავს განცხადებებს და 2 დღის ვადაში პასუხს წარუდგენს კომისიას და განმცხადებელს.
მუხლი 11🔗. დავების გადაწყვეტის წესი
კონკურსთან და ატესტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.