,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №98/ნ
2011 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ”საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ”მ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. სახალვაშოს საჯარო სკოლას მიენიჭოს სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირის – ედნარ დიასამიძის სახელი და ეწოდოს ,,ედნარ დიასამიძის სახელობის სოფ. სახალვაშოს საჯარო სკოლა”.
მუხლი 2.,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112 მუხ. 1233) დამტკიცებულ დანართ №2-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა:
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| 9 | ედნარ დიასამიძის სახელობის სოფ. სახალვაშოს საჯარო სკოლა | სოფ. სახალვაშო | დაწ-საბ-საშ |
მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი