⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.08.2005)
გაუქმებულია:

სამოქალაქო ავიაციის დარგში რეგულირების საფასურის შესახებ

მიღების თარიღი 16.08.2004
ძალის დაკარგვა 01.08.2005
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარე
ნომერი №03
სარეგისტრაციო კოდი 310150000.16.226.006623
გამოქვეყნების წყარო სსმ, 88, 19/08/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,126 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.08.2004 მიღება
01.08.2005 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (8)
1 2
მაჩვენებლების დასახელება
I. ექვემდებარება გადარიცხვას
II. ფაქტობრივად გადარიცხულია
III. გადასარიცხი თანხა           (სტრ. I _ სტრ. II)
IV გადასახდელი თანხა           (სტრ.II  _ სტრ.III)
IV. ფაქტობრივად გადარიცხულია
V. გადასახდელი თანხა           (სტრ.III  _ სტრ.IV)
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სამოქალაქო ავიაციის დარგში რეგულირების საფასურის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:99.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 55.35pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.16​2.226.006.623 დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება №03 2004 წლის 16 აგვისტო ქ. თბილისი სამოქალაქო ავიაციის დარგში რეგულირების საფასურის შესახებ ,,დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად ყველა პირი, რომელიც ახორციელებს ან აპირებს განახორციელოს საქმიანობა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფლებამოსილების სფეროში, ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური. “ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” საქართველოს კანონის 23​1 მუხლის პირველი პუნქტით დადგინდა, რომ რეგულირების საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის ან სამოქალაქო ავიაციის დარგში მის მიერ განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის (დღგ-ის გარეშე) 2 პროცენტს. აღნიშნული მოთხოვნების შესრულებისა და სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების სრულად და დამოუკიდებლად განხორციელების მიზნით, ვბრძანებ: 1. “ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” საქართველოს კანონის 23​1 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, რეგულირების საფასური განისაზღვროს: ა) საჰაერო ხომალდით (სამოქალაქო საჰაერო ხომალდი, რომელიც გამოყენებულია მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის (ტვირთის) გადასაზიდად) საქართველოს აეროპორტებში რეგულარული და/ან არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა-გადაზიდვების განმხორციელებელი ავიაგადამზიდველები­სათ­ვის, საანგა­რი­შო პე­რი­ოდ­ში (კალენდარული თვე): ა.ა) თბილისის აეროპორტიდან გაყვანილ ყოველ მგზავრზე – 5 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხის ოდენობით ლარებში, გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით; ა.ბ) საქართველოს სხვა აეროპორტებიდან გაყვანილ ყოველ მგზავრზე – 4 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხის ოდენობით ლარებში გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით; ა.გ) საქართველოს აეროპორტებიდან რეგულარული და/ან არარეგულარული სამგზავრო რეგიონალური (1000 კმ-მდე მანძილის საჰაერო მარშრუტი) გადაყვანა-გადაზიდვების განმხორციელებელი ავიაგადამზიდველებისათვის – ყოველ გაყვანილ მგზავრზე 3 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხის ოდენობით ლარებში, გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით; ბ) საჰაერო ხომალდით (სამოქალაქო საჰაერო ხომალდი, რომელიც ძირითადში გამოყენებულია ტვირთის გადასაზიდად) საქართველოს აეროპორტებში რეგულარული და/ან არარეგულარული სატვირთო გადაზიდვების განმხორციელებელი ავიაგადამზიდველებისათვის – საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასის (საჰაერო ხომალდის სერტიფიცირებული მაქსიმალური ასაფრენი მასა) თითოეულ ტონაზე – 3 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხის ოდენობით ლარებში, გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით; გ) საჰაერო ხომალდის სამგზავრო და/ან სატვირთო ტევადობის რეალიზატორებისათვის (სააგენტოებისათვის) – საანგარიშო პერიოდში 40 ლარით; დ) საავიაციო საწვავ-საცხები მასალებით საჰაერო ხომალდის გამმართველი ავიასაწარმოებისათვის – საანგარიშო პერიოდში მათ მიერ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის გამართვით მიღებული შემოსავლის 0,5 პროცენტით. 2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების გარდა, სხვა ნებისმიერი პირისათვის (სააერონავიგაციო მომსახურების საწარმოები, საქართველოს აეროპორტები და სხვა), რომელიც ახორციელებს ან აპირებს განახორციელოს საქმიანობა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფლებამოსილების სფეროში, რეგულირების საფასური განისაზღვროს სამოქალაქო ავიაციის დარგში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 2 პროცენტით. 3. ამ ბრძანების პირველი პუნქტის “ა”, “ბ”, “გ” და “დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეგულირების საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს “ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” საქართველოს კანონის 23​1 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ზღვრულ ოდენობას. 4. რეგულირების საფასური ჩაირიცხება ადმინისტრაციის ანგარიშზე ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, რის შესახებაც შესაბამისი ფორმების (დანართები №1, №2, №3) მიხედვით ინფორმაცია წარედგინება ადმინისტრაციას არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 25 რიცხვისა. 5. რეგულირების საფასურის გადამხდელი და ადმინისტრაცია 6 თვეში ერთხელ ახორციელებენ ადმინისტრაციის ანგარიშზე ჩარიცხული რეგულირების საფასურის ოდენობის შედარებას გადასახდელი რეგულირების საფასურის ოდენობასთან. შეუსაბამობის შემთხვევაში კორექტირებას ექვემდებარება ფაქტობრივად გადახდილი რეგულირების საფასური. 6. დაშვებულია რეგულირების საფასურის წინასწარი გადახდა. 7. პირის მიერ რეგულირების საფასურის დადგენილი ოდენობითა და ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში, “ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” საქართველოს კანონის 23​1 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას უფლება აქვს შეაჩეროს დამრღვევის მიმართ მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელება. 8. ამ ბრძანების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას. 9. ამ ბრძანების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 25 ნოემბრის №1 ბრძანება “სამოქალაქო ავიაციის სფეროს რეგულირების საფასურის დებულების დამტკიცების შესახებ”. 10. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. გ. მჟავანაძე                                                                                                                                       დანართი №1 ყოველთვიურად წარედგინება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 25 რიცხვამდე ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა “___________________________________”-ის მიერ რეგულირების საფასურის ოდენობისა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ანგარიშზე ჩარიცხვის შესახებ 200__ წლის __________ თვისათვის (გადახდის დღისათვის დადგენილი კურსით) № მაჩვენებლების დასახელება საანგარიშო პერიოდში (კალენდარულ თვეში) საანგარიშო წლის დასაწყისიდან შენიშვნა 1 2 3 4 5 I. გაყვანილი მგზავრების რ-ბა II. ექვემდებარება გადარიცხვას     III. ფაქტობრივად გადარიცხულია IV გადასახდელი თანხა           (სტრ.II  _ სტრ.III) შენიშვნა: ივსება  საჰაერო ხომალდით საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში რეგულარული და/ან არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა-გადაზიდვების განმხორციელებელი ავიაგადამზიდველები­ს მიერ. ხელმძღვანელი _________________________                                                                (ხელმოწერა) შემსრულებელი _________________________                                              ​                                                                                                 (ხელმოწერა) დანართი №2 ყოველთვიურად წარედგინება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 25 რიცხვამდე ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა “___________________________________”-ის მიერ რეგულირების საფასურის ოდენობისა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ანგარიშზე ჩარიცხვის შესახებ 200__ წლის __________ თვისათვის       (ლარი) № მაჩვენებლების დასახელება საანგარიშო პერიოდში (კალენდარულ თვეში) საანგარიშო წლის დასაწყისიდან შენიშვნა 1 2 3 4 5 I. შემოსავალი II. დადგენილი % III. ექვემდებარება გადარიცხვას (სტრ.I  X სტრ.II) IV. ფაქტობრივად გადარიცხულია V. გადასახდელი თანხა           (სტრ.III  _ სტრ.IV) შენიშვნა: ივსება ავიასაწარმოების მიერ, რომლებისთვისაც რეგულირების საფასური  განისაზღვრება საავიაციო საქმიანობით მიღებული შემოსავლიდან. ხელმძღვანელი ________________________                                                                (ხელმოწერა)                                                   ​  შემსრულებელი ________________________                                                          (ხელმოწერა)                                                 დანართი №3 წარედგინება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 25 რიცხვამდე ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა “_________________­­­­­­­­­­­­­­________________________________________”-ის მიერ რეგულირების საფასურის ოდენობის საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ანგარიშზე ჩარიცხვის შესახებ 200__  წლის _________ თვისათვის        (ლარი) № მაჩვენებლების დასახელება საანგარიშო თვეში შენიშვნა 1 2 3 4 I. ექვემდებარება გადარიცხვას II. ფაქტობრივად გადარიცხულია III. გადასარიცხი თანხა           (სტრ. I _ სტრ. II) შენიშვნა: ივსება საჰაერო ხომალდების სამგზავრო და/ან სატვირთო ტევადობის რეალიზატორი სააგენტოს მიერ. ხელმძღვანელი _______________________                                                                     (ხელმოწერა)                                                ​  შემსრულებელი _______________________                                                         (ხელმოწერა)