"ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№228
სარეგისტრაციო კოდი
390050010.10.003.016388
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110603015, 03/06/2011

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №228

2011 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის           2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   მუხლი1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20მუხლის მე-4პუნქტისა და25-ე მუხლის შესაბამისად„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის2010წლის20აგვისტოს№242დადგენილებაში (სსმ, 2010 წ., მუხ. 1533) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსისV1თავი:

„თავი V1

სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა

    მუხლი 271. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის მიზნები

სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა ხორციელდება შემდეგი მიზნებისათვის:

ა) ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობის და ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების ფუნქციონირებისათვის, მშენებლობისათვის, რეკონსტრუქციისათვის(რეაბილიტაციისათვის) ან დემონტაჟისათვის ან ამისათვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო‑გეოლოგიური სამუშაოებისათვის;

ბ) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისა და წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისათვის;

გ) ხეების შესაძლო წაქცევით ნებისმიერი ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის არსებობისას;

დ) წიაღის შესწავლის ან/და მოპოვებისათვის;

ე) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისათვის (რეაბილიტაციისათვის), არქეოლოგიური სამუშაოების, არქეოლოგიური დაზვერვის, არქეოლოგიური გათხრების წარმოებისათვის;

ვ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩასატარებლად.

    მუხლი 272. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭება

1. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭებისა და ამ ტერიტორიაზე სპეციალური ჭრების განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით,სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე იღებს სამინისტრო, ხოლო დაცულ ტერიტორიებზე–იქ, სადაც დაშვებულია სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური მიზნით სარგებლობა, – საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, გარდა საქართველოს ტყის კოდექსის68-ე მუხლის მე-5ნაწილითა და69-ე მუხლის მე-3ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საქართველოს ტყის კოდექსის68-ე მუხლის მე-5ნაწილითა და69-ე მუხლის მე-3ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის გაცემისა და ამ ტერიტორიაზე სპეციალური ჭრების განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

    მუხლი 273. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის თაობაზე საკითხის დასმა

1. სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობით დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს შესაბამისად სამინისტროს ან საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს.

2. დაინტერესებული პირის განცხადება (თანდართული დოკუმენტებით) ამ წესის271მუხლის„ა“, „დ“, „ე“და„ვ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესათანხმებლად ეგზავნება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში საკითხი შესაძლებელია შეთანხმდეს სხვა დაინტერესებულ უწყებებთანაც.

3. ამ მუხლის მე-2პუნქტით გათვალისწინებულ დაინტერესებულ უწყებებთან საკითხის შეთანხმებისა და შესაბამისი მართვის ორგანოს დასკვნის საფუძველზე სამინისტრო ან საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო იწყებს გადაწყვეტილების მიღების პროცედურას, ხოლო ამ წესის272მუხლის მე-2პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკითხს წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

4. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის271მუხლის„ბ“და„გ“ქვეპუ ნ ქტებით გათვალისწინებული მიზნებისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გამოყოფის საკითხი დასმულია მართვის ორგანოს მიერ, გადაწყვეტილება მიიღება სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან საკითხის შეთანხმების გარეშე.

    მუხლი 274. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის წარსადგენი დოკუმენტები

1. ამ წესის271მუხლის„ა“, „დ“, „ე“და„ვ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირის განცხადებაში უნდა აღინიშნოს სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის აუცილებლობის მოტივაცია, მიზანი და ვადები. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის–მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო ფიზიკური პირისათვის–საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის–სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლი;

ბ) სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის შერჩეული ფართობის დაზუსტებული აზომვითი ნახაზიUTMკოორდინატთა სისტემაში, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირის მიერ;

გ) ხე-ტყის მოჭრის აუცილებლობის დასაბუთება;

დ) ინფორმაცია სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის შერჩეულ ფართობზე წითელი ნუსხით დაცულ მერქნიან მცენარეთა სახეობების არსებობის შესახებ.

2. ამ წესის271მუხლის„დ“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადებას ასევე უნდა დაერთოს წიაღის შესწავლის ან/და მოპოვების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.  

3. ამ წესის271მუხლის„ე“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადებას ასევე უნდა დაერთოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვა.

4. ამ წესის271მუხლის„ბ“და„გ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირის განცხადებას თან უნდა დაერთოს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის„ა“,„გ“და„დ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ხოლო271მუხლის„გ“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში– ასევე ინფორმაცია მოსაჭრელი ხეების რაოდენობის შესახებ სახეობების მიხედვით.

    მუხლი 275. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურა

1. ამ წესის274მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო ან საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო ან საქართველოს მთავრობა, რის შესახებაც გამოიცემა შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

2. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას ხე-ტყის დამზადების აუცილებლობის შემთხვევაში ხორციელდება ტყეკაფის მონიშვნა და გამოყოფა, ხოლო ამისათვის საჭირო ხარ ჯ ებს გაიღებს დაინტერეს ე ბული მხარე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტის საფუძველზე მართვის ორგანო დაინტერესებულ პირთან (გარდა ამ წესის271მუხლის„ბ“და„გ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა) აფორმებს სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ხელშეკრულებას.

4. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით მოსარგებლე ვალდებულია ამ მუხლის მე-3პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება დაარეგისტრიროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ– საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგ ენ ტოში.“.

 მუხლი2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის2010წლის15თებერვლის№5ბრძანება „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებისათვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინიჭების წესის შესახებ“.

 მუხლი3. დადგენილება ამოქმედდეს2011წლის1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური