⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.08.2006)
გაუქმებულია:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.08.2004
ძალის დაკარგვა 09.08.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №549
სარეგისტრაციო კოდი 200010000.11.117.006634
გამოქვეყნების წყარო სსმ, 91, 25/08/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,537 სიტყვა · ~18 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.08.2004 მიღება
09.08.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:28.4pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:SPLiteraturuly;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:normal;} h3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:28.4pt; margin-bottom:.0001pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:SPLiteraturuly;} h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-style:italic; text-decoration:underline;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-style:italic;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; color:red;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; background:gray; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; color:white;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in 52.0pt 1.0in 56.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.11.117.006.634 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №549 2004 წლის 23 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. მოხდეს საგადასახადო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული რეორგანიზაცია შტატების შემცირების გზით “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. 2. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად. 3. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 28 მაისის №256 ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”. 4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად. 5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ. ზ. ნოღაიდელი დანართი №1 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს ცენტრალური აპარატისა და საგადასახადო ინსპექციებისაგან შემდგარ ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას და იგი უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს. 2. საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს დეპარტამენტი ახორციელებს ცენტრალური აპარატის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო, ქ. თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის, ფოთის, მცხეთის, გორის, თელავის და ახალციხის საგადასახადო ინსპექციების მეშვეობით. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებისა და ამ დებულების შესაბამისად. 4. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი დასახელებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიშები ხაზინაში. 5. დეპარტამენტის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, პ.იაშვილის ქუჩა №4.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული გადასახადების და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა გადასახადების აკრეფასა და შესაბამისი დონის ბიუჯეტებში მათ დროულ და სრულ შეტანას, რომლის შესრულების მიზნით, საქართველოს საგადასახადო სივრცეში ახორციელებს საქონლის (მომსახურების, სამუშაოების) აღრიცხვას, მონიტორინგს და დაბეგვრას, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს და გამოსცემს მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოებისათვის; ახორციელებს საგადასახადო ორგანოების საქმიანობის მართვას, კოორდინაციას და ზედამხედველობას; შეიმუშავებს საგადასახადო კონტროლის განხორციელების მეთოდებსა და პროგრამებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ინსტრუქციის პროექტებს, მეთოდურ მითითებებსა და გადასახადის ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ დებულებებს; მონაწილეობს საგადასახადო კანონპროექტების მომზადებასა და განხილვაში და აანალიზებს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების ეფექტიანობას; შეიმუშავებს დებულებებსა და პროგრამებს გადამხდელთა რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის შესახებ, გადამხდელთა დახმარების პროგრამებს, დეკლარაციების შევსებისა და დამუშავების მეთოდოლოგიებს; იღებს და ამუშავებს ინფორმაციას საგადასახადო შემოსავლების შესახებ; კოორდინაციას უწევს საგადასახადო ორგანოებში შუამდგომლობებისა და აპელაციის განხილვის სამუშაოებს და უზრუნველყოფს მათ მეთოდური და ინფორმაციული მასალებით; სასამართლოსა და სხვა ორგანოებში საგადასახადო საჩივრების განხილვისას დახმარებას უწევს საგადასახადო ინსპექციებს; თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სასამართლოში საგადასახადო ორგანოების გადაწყვეტილებებზე გადამხდელთა აპელაციის განხილვაში; ახორციელებს გადამხდელთა საგადასახადო კონტროლს, კოორდინაციას უწევს საგადასახადო ორგანოების მიერ გადასახადის გადამხდელის მიმართ გატარებული (გასატარებელ) იძულებითი გადახდევინების ღონისძიებების საკითხებს. ახდენს კადრების შერჩევასა და განაწილებას, ახორციელებს ღონისძიებებს კადრების გადამზადებისა და კვალიფიციის ამაღლებისათვის, აწარმოებს მოსახლეობასთან ფულადი ანგარიშსწორებისათვის დასაშვები საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრს და რეგისტრაციას; ცენტრალური აპარატის მეშვეობით უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანოთა კოორდინირებულ მოქმედებებს და ახორციელებს მათი საქმიანობის კომპლექსურ შემოწმებასა და ოპერატიულ კონტროლს, აანალიზებს და განაზოგადებს საზღვარგარეთის ქვეყნების საგადასახადო ორგანოების გამოცდილებას; ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზაცია 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. 2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით. 3. დეპარტამენტის თავმჯდომარე: ა) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, მოქმედებს დეპარტამენტის სახელით სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, პრემიერ-მინისტრის ბრძანებების, ფინანსთა მინისტრის ბრძანებების და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებას; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს და გამოსცემს მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოებისათვის; დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის, კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეებს (გარდა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებისა და ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებისა და მათი მოადგილეებისა) და მის ოპერატიულად მართვას დაქვემდებარებული საგადასახადო ორგანოების მოხელეებს (გარდა საგადასახადო ინსპექციების სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებისა და მათი მოადგილეებისა) განსაზღვრავს მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს, ახორციელებს მათ მიმართ წამახალისებელ და დისციპლინურ ზემოქმედებას; ვ) ბიუჯეტით განსაზღვრული წლიური ხელფასის ფონდისა და საშტატო რიცხოვნების ფარგლებში შეიმუშავებს და წარუდგენს მინისტრს დასამტკიცებლად დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და საგადასახადო ორგანოების საშტატო ნუსხას; ზ) ახორციელებს საგადასახადო ორგანოების საქმიანობის მართვას, კოორდინაციას და ზედამხედველობას; თ) თავისი ბრძანებით ქმნის თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს – საბჭოს და განსაზღვრავს მის რიცხოვნობას, პერსონალურ შემადგენლობას; ი) დეპარტამენტის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე. 4. დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ფინანსთა მინისტრის დავალებით ასრულებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. 5. დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები: ა) თავმჯდომარის მოადგილეები ხელმძღვანელობენ თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ მიმართულებებს; ბ) სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები წარმართავენ შესაბამისი ქვედანაყოფების საქმიანობას. 6. დეპარტამენტის თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირება ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა 1. დეპარტამენტის დაქვემდებარებული საგადასახადო ორგანოები: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექცია; ბ) მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია; გ) აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია; დ) ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია; ე) ბათუმის საგადასახადო ინსპექცია; ვ) ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია; ზ) რუსთავის საგადასახადო ინსპექცია; თ) ფოთის საგადასახადო ინსპექცია; ი) გორის საგადასახადო ინსპექცია; კ) თელავის საგადასახადო ინსპექცია; ლ) ახალციხის საგადასახადო ინსპექცია. 2. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებია: ა) თავმჯდომარის აპარატი; ბ) გადამხდელთა დაბეგვრის და გადასახადების ადმინისტრირების მეთოდოლოგიის სამმართველო; გ) გადამხდელთა საგადასახადო შემოწმების ორგანიზების მეთოდებისა, კონტროლის კოორდინაციის და არაპირდაპირი გადასახადების მონიტორინგის სამმართველო; დ) იურიდულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველო; ე) გადამხდელთა რეგისტრაციის სამმართველო; ვ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო; ზ) საგადასახადო შემოსავლების და საგადასახადო დავალიანებათა აღრიცხვა-ანგარიშგების და ანალიზის სამმართველო; თ) საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსური და სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო; ი) კადრების მართვის სამმართველო.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები 1. თავმჯდომარის აპარატი: ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებების შესრულებას; ბ) ორგანიზებას უკეთებს დეპარტამენტის თავმჯდომარის თათბირების მომზადებას, შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებას და ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე; გ) აწარმოებს შემოსული და გასული კორესპონდენციის, დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების და დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების ორგანიზაციას, გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ უმზადებს ინფორმაციას დეპარტამენტის თავმჯდომარეს; დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ორგანიზებას უკეთებს საგადასახადო ორგანოების მუშაობის წლიური გეგმის მომზადებას; ე) ორგანიზებას უკეთებს საგადასახადო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის შენობაში მოქალაქეთა შემოსვლისა და საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარესთან (მის მოადგილეებთან) მოქალაქეთა მიღების საკითხებს; ვ) ახორციელებს საქმის წარმოებით დამთავრებული დოკუმენტების აღრიცხვას, შენახვას და დაარქივებას დადგენილი წესით; ზ) უზრუნველყოფს თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების შესრულების კოორდინაციას, აწესებს კონტროლს მათი შესრულების ვადების დაცვაზე; თ) შეისწავლის საზღვარგარეთის ქვეყნების საგადასახადო სამსახურების მუშაობის გამოცდილებას; ი) ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და საზღვარგარეთის ქვეყნების საგადასახადო სამსახურებთან ურთიერთობების ორგანიზებას. აწარმოებს ინფორმაციის გაცვლას საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში; კ) მონაწილეობს საერთაშორისო შეთანხმებების მომზადების პროცესში; ლ) ატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს დეპარტამენტის თანამდებობის პირების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების და საზღვარგარეთის ქვეყნების საგადასახადო ორგანოების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, ასევე აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენელთა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით; მ) საგადასახადო დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ამზადებს, გამოსცემს და ავრცელებს დეპარტამენტის პერიოდულ საინფორმაციო ბიულეტენს; ნ) მუშაობს საგადასახადო დეპარტამენტის ვებგვერდზე. ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღების სისტემატიზაციას და ვებგვერდზე მონაცემების განახლებისათვის მასალების მომზადებას; ო) საგადასახადო ორგანოებისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით უზრუნველყოფს მათი მუშაობის გამჭვირვალობასა და საჯაროობას; პ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ურთიერთობას საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან. 2. გადამხდელთა დაბეგვრის და გადასახადების ადმინისტრირების მეთოდოლოგიის სამმართველო: ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას; ბ) უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანოებში მეთოდოლოგიური ერთიანობის დაცვას და შეთანხმებულობას ინსტრუქციული მასალების, განმარტებების და რეკომენდაციების ნაწილში; გ) შეიმუშავებს გადამხდელთა დაბეგვრასთან დაკავშირებული ინსტრუქციის პროექტებს, მეთოდურ მითითებებს და სხვა აქტებს, აგრეთვე საგადასახადო დეკლარაციების და გაანგარიშებების სხვა ფორმებს და მათი შევსების წესებს; დ) უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანოთა საქმიანობის კოორდინაციას ფიზიკური პირების მიერ შემოსავლების და ხარჯების დეკლარაციების და საგადასახადო შემოწმებების და საჯარო მოხელეთა დეკლარირების კუთხით; ე) მონაწილეობს სხვა სახელმწიფოებთან ორმაგი დაბეგვრის შესახებ ხელშეკრულების პროექტების მომზადებასა და განხილვაში; ვ) აანალიზებს წარმოდგენილი ანგარიშების ფორმებს და განაზოგადებს გამოკვეთილ ტენდენციებს კომპეტენციის ფარგლებში; ზ) ახორციელებს საგადასახადო ორგანოების სრულყოფის და განვითარების კონცეპტუალური დოკუმენტების პროექტების შემუშავების ორგანიზებას, უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანოების განვითარების პროცესების ანალიზისათვის ინფორმაციის მოკრეფის და განზოგადების განხორციელებას, სტრატეგიის და მათი განვითარების შემდგომი მიმართულებების განსაზღვრას, სრულყოფის და განვითარების ღონისძიებების სფეროში დაგეგმილი ეფექტიანობის გაანგარიშებების შეფასების კრიტერიუმების და მეთოდიკის წინადადებების შემუშავების გზით; თ) შეიმუშავებს უცხოურ და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის საგადასახადო აღრიცხვის და ანგარიშგების ფორმებს და მათგან მოგების (შემოსავლის) ქონების და დამატებული ღირებულების გადასახადების ამოღების თაობაზე ნორმატიულ და მეთოდოლოგიურ დოკუმენტებს; ი) შეიმუშავებს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულების გამოყენების საკითხებზე ნორმატიულ და მეთოდოლოგიურ დოკუმენტებს; კ) გადამხდელების მიერ უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციების, აგრეთვე მათ მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების დაბეგვრის საკითხებზე მეთოდოლოგიის შემუშავება. მონაწილეობს საქართველოს და უცხოური ორგანიზაციების და ფიზიკური პირების მიერ უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციების, აგრეთვე მათ მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების დაბეგვრის საკითხებზე მეთოდოლოგიის შემუშავებაში; ლ) ახორციელებს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით გადამხდელებისაგან, საგადასახადო ინსპექციებიდან და სხვა უწყებებიდან დეპარტამენტში შემოსულ წერილებზე პასუხების მომზადებას და დასმულ საკითხებზე ერთიანი მიდგომის უზრუნველყოფას საგადასახადო ორგანოთა სისტემაში; მ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საგადასახადო ორგანოებისათვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენას; ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის და შეტანილი ცვლილებების ეფექტურობის ანალიზს. 3. იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველო: ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას; ბ) ახორციელებს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ გამოსაცემი, ცირკულარული წერილების და სხვა ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით; გ) უზრუნველყოფს საგადასახადო დეპარტამენტში მომზადებული და სხვა უწყებებიდან გადმოგზავნილი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზის წარმოებას; დ) კოორდინაციას უწევს საგადასახადო ინსპექციაში შუამდგომლობისა და აპელაციის განხილვის სამუშაოებს და უზრუნველყოფს მათ მეთოდური და ინფორმაციული მასალებით. სამართლებრივ დახმარებას უწევს საგადასახადო ინსპექციებს სასამართლოსა და სხვა ორგანოებში საჩივრების განხილვისას; ე) შეიმუშავებს მათი იძულებითი წესით გადახდევინების მეთოდებსა და პროგრამებს, რისთვისაც ამზადებს წინადადებებს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, ამუშავებს მეთოდოლოგიური, ინსტრუქციული და განმარტებითი ხასიათის რეკომენდაციებს; ვ) აანალიზებს და კოორდინაციას უწევს საგადასახადო ორგანოების მიერ იძულებითი გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ქონების გირავნობის, დაყადაღების, დაყადაღებული ქონების სპეციალიზებულ ღია აუქციონზე რეალიზაციის საკითხებს; ზ) კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს საგადასახადო ინსპექციის მიერ გაწეულ მუშაობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგადასახადო კოდექსებით განსაზღვრულ სამართალდარღვევებზე ოქმების შედგენის, მათზე დადგენილებების გამოტანის, სასამართლოში გადაგზავნის და დადგენილებების აღსრულებაზე შემდგომი კონტროლის დაწესების კუთხით; თ) ახდენს საგადასახადო ორგანოთა მეთოდოლოგიურ უზრუნველყოფას საკონტროლო სალარო-აპარატების გამოყენების, კონტროლის, აგრეთვე საკასო ოპერაციების და ნაღდი ფულადი მასის მიმართ წესების დაცვის კუთხით. ახორციელებს საკონტროლო-სალარო ტექნიკის და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე წინადადებების მომზადებას; ი) ორგანიზაციას უწევს მოსახლეობასთან ფულადი ანგარიშსწორებისთვის დასაშვები საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრის წარმოების და რეგისტრაციის პროცესს. კოორდინაციას უწევს საგადასახადო ორგანოების მუშაობას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების დადგენილი წესების დაცვისა და რეალურად ამონაგები ფულადი თანხების მეურნე სუბიექტების შემოსავლებში ასახვის კუთხით; კ) მიღებული ანგარიშგებისა და ადგილზე ჩატარებული შესწავლების საფუძველზე, აანალიზებს საგადასახადო ინსპექციების მუშაობის ეფექტურობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ სამართალდარღვევების აღმოჩენის, გატარებული ღონისძიებების, აღკვეთის და შემდგომი კონტროლის დაწესების კუთხით; ლ) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ საგადასახადო ინსპექციების საჯარო მოსამსახურეების მიერ განხორციელებული ქმედების (უმოქმედობის) ნორმატიულ აქტებთან და ზემდგომის ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებთან (მითითებებთან, გადაწყვეტილებებთან, დავალებებთან და ა.შ.) შესაბამისობის საკითხის დადგენის მიზნით განხორციელებული შემოწმებების პროცესსა და ამზადებს წინადადებებს რეაგირებისა და განხილვისათვის; მ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემოსული მოკვლევის მასალების დამუშავებას, განზოგადებას, ანალიზსა და აღნიშნულის საფუძველზე ყოველკვარტალურად ამზადებს ანგარიშგებებს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კუთხით გამოვლენილ დარღვევათა შესაბამისად გატარებულ ღონისძიებათა შესახებ; ნ) მონიტორინგს ახდენს სისტემის მუშაკების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესზე. ო) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის მიერ საგადასახადო ორგანოებში საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის და შესრულების კუთხით ჩატარებულ შესწავლების პროცესს; პ) აანალიზებს საგადასახადო დავების წარმოქმნის მიზეზებს, ატარებს მონიტორინგს გადამხდელთა შუამდგომლობებისა და საჩივრების განხილვის შედეგებზე; ჟ) კოორდინაციას უწევს საერთო სასამართლოებში საგადასახადო ორგანოების ერთიანი პოზიციის უზრუნველყოფის პროცესს, დადგენილი წესით წარმოადგენს საგადასახადო დეპარტამენტს სასამართლოში საქმეთა განხილვის დროს; რ) განიხილავს საგადასახადო ორგანოების გადაწყვეტილებებზე და მათ თანამდებობის პირთა ქმედებაზე (უმოქმედობაზე) გადასახადის გადამხდელთა შუამდგომლობებსა და საჩივრებს და ამზადებს შესაბამის დასკვნებს, რომლის საფუძველზეც ხდება გადაწყვეტილების მიღება. საჭიროების შემთხვევაში ადგილზე ახდენს განხილვისათვის წარმოდგენილი მასალების შესწავლას; ს) უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანოთა საჯარო მოსამსახურეების მუშაობის ეფექტიანობის შემოწმებას, მათ მიერ დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაზე კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებისა და კანონიერების დაცვაზე კონტროლს და ზედამხედველობის პროცესს; ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო ორგანოებს უწევს პრაქტიკულ დახმარებებს; 4. გადამხდელთა საგადასახადო შემოწმების ორგანიზების მეთოდების, კონტროლის კოორდინაციის და არაპირდაპირი გადასახადების მონიტორინგის სამმართველო: ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას; ბ) ახდენს საგადასახადო ორგანოთა მეთოდოლოგიურ უზრუნველყოფას მათ მიერ საგადასახადო შემოწმებების ჩატარების კუთხით; გ) შეიმუშავებს კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმებების მომზადების და მათი შედეგების რეალიზაციის კომპლექსურ სტანდარტულ პროცედურებს; დ) ახორციელებს საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო შემოწმების ხაზით გაწეული საქმიანობის დაგეგმვას, ანალიზს და პრაქტიკის განზოგადებას; ე) ორგანიზაციას უწევს სამართალდამცავ და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებთან ურთიერთობების პროცესს საგადასახადო სფეროში სამართალდარღვევების გამოვლენის, პრევენციის და აღკვეთის კუთხით; ვ) უზრუნველყოფს საგადასახადო ინსპექციებიდან მიღებული საგადასახადო შემოწმების აქტების დამუშავებას და ანალიზს, რომლის საფუძველზეც ამზადებს წინადადებებს გამოვლენილ დარღვევებზე; ზ) ახორციელებს საგადასახადო ორგანოთა მიერ გადამხდელთა მიმართ ჩასატარებელ გასვლითი გეგმური საგადასახადო შემოწმებებზე გეგმის დამტკიცების ორგანიზებას და აწესებს მონიტორინგს მის შესრულებაზე; თ) საგადასახადო კონტროლის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, ზედამხედველობს და ცალკეულ შემთხვევებში მონაწილეობს საგადასახადო ინსპექციების მიერ გადამხდელებთან განხორციელებულ გეგმურ და საკონტროლო გასვლით საგადასახადო შემოწმებებში; ი) საგადასახადო ორგანოებში არსებული და სხვადასხვა უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების, სისტემატიზაციის, განზოგადების და ანალიზის გზით, შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს სპეციალისტებთან ურთიერთთანამშრომლობით უზრუნველყოფს კონკრეტულ დარგებში მომუშავე საწარმოთა ტექნოლოგიური სპეციფიკაციების გათვალისწინებით საგადასახადო ბაზის მოცულობის საპროგნოზო მაჩვენებლების განსაზღვრას და საგადასახადო ინსპექციებისათვის შემოწმების მეთოდების და პროგრამების შემუშავებას. კოორდინაციას უწევს და აწესებს კონტროლს ინსპექციების მიერ დარგობრივი ნიშნით საწარმოებში ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების ეფექტურობის დაგეგმილ მაჩვენებლებთან ურთიერთობის კუთხით; კ) ახდენს საგადასახადო ორგანოების მეთოდოლოგიურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების კუთხით. უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანოებისათვის გადამხდელთა საგადასახადო ანგარიშგების უტყუარობის შემოწმებაზე მეთოდური რეკომენდაციების დამუშავებას და კონსულტირებას; ლ) ორგანიზაციას უწევს სრულყოფის და განვითარების პროგრამის ჩარჩოებში საგადასახადო კონტროლის და ტექნოლოგიის პერსპექტიული ღონისძიებების აღწერის მასალების შემუშავების პროცესს; მ) ამზადებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გათვალისწინებული სხვადასხვა რეკვიზიტებში მექანიკური შეცდომის დაშვების შემთხვევაში გაუქმებული და დეფექტური მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ჩაბარებას ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურში, კომისიური წესით განადგურების მიზნით; ნ) ამზადებს წინადადებებს მკაცრი აღრიცხვის ბლანკების გამოყენებით წარმოქმნილ დარღვევებზე რეაგირების შესახებ. ახორციელებს კონტროლს მკაცრი აღრიცხვის ბლანკების გამოყენებით წარმოქმნილ დარღვევებზე საგადასახადო ინსპექციების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე; ო) უზრუნველყოფს საგადასახადო ინსპექციებს სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნებით; პ) უზრუნველყოფს ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების და უცხოეთის სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული საგადასახადო ინფორმაციის დამუშავებას, ანალიზს და შესაბამის საგადასახადო ინსპექციებზე დაყვანას. უზრუნველყოფს დაყვანილი ინფორმაციის გამოყენებაზე მონიტორინგს; ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო ორგანოებს უწევს პრაქტიკულ დახმარებებს. 5. გადამხდელთა რეგისტრაციის სამმართველო: ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას, ამუშავებს ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს სახელმწიფო (საგადასახადო) რეგისტრაციის შესახებ; ბ) ახორციელებს საგადასახადო ორგანოების მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას ინდ/მეწარმეთა სახელმწიფო რეგისტრაციის წარმოების საქმეში; გ) ამზადებს საგადასახადო ორგანოებისათვის გამოსაყენებელი პროგრამების, რეკომენდაციების და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტებს გადამხდელთა რეესტრის წარმოების, სახელმწიფო (საგადასახადო) რეგისტრაციის კანონმდებლობის დარღვევების გამოვლენასა და მათი აღმოფხვრის შესახებ; დ) მონაწილეობს (კომპეტენციის ფარგლებში) ანალიტიკური მასალების მომზადებაში; ე) ამზადებს ნორმატიული აქტების პროექტებს სპეციალიზებულ საგადასახადო ინსპექციებში გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ; ვ) ამზადებს სპეციალიზებულ საგადასახადო ინსპექციებში საგადასახადო აღრიცხვაზე ასაყვან გადამხდელთა სიას და მათ გადაყვანაზე სათანადო ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტებს; ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით გადასახადის გადამხდელთა ერთიანი, გადამხდელის ერთი რაიონიდან სხვა რაიონში გადასვლისა და დღგ-ის გადამხდელთა რეესტრის წარმოებას; თ) შეიმუშავებს უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციების საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის ძირითად პრინციპებს და თავისებურებებს; ი) საგადასახადო რეგისტრაციის სრულყოფის მიზნით ამყარებს ურთიერთობებს და იღებს სათანადო ორგანოებიდან ინფორმაციებს, ადარებს მას გადამხდელთა სარეგისტრაციო ბაზებს და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში იღებს ზომებს მათ აღმოსაფხვრელად; კ) განაზოგადებს არსებულ პრაქტიკას სახელმწიფო (საგადასახადო) რეგისტრაციის შესახებ კანონმდებლობის გამოყენებაზე, აანალიზებს საანგარიშგებო და სტატისტიკურ მონაცემებს და ამზადებს შესაბამის წინადადებებს ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად; ლ) ამზადებს დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებების პროექტებს საგადასახადო ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით იმ საქმიანობის განმახორციელებელ გადამხდელებზე, რომლებიც ფლობენ უძრავ ქონებას და სატრანსპორტო საშუალებებს ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებში; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის და შეტანილი ცვლილებების ეფექტურობის ანალიზს; ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო ორგანოებს უწევს პრაქტიკულ დახმარებებს. 6. საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო: ა) აწარმოებს საგადასახადო დეპარტამენტის ინფორმაციის ავტომატიზებული სისტემის შექმნის, განვითარების და დანერგვის სამუშაოების ორგანიზებას; ბ) ახორციელებს პროგრესული ინფორმაციული ტექნოლოგიების, მონაცემთა ბაზების და საგადასახადო ორგანოებში ინფორმაციების ავტომატიზებული სისტემების უზრუნველყოფის საშუალებების შემუშავების მიღების და დანერგვის ორგანიზებას; გ) შეიმუშავებს გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფის და საგადასახადო ინფორმაციის ავტომატიზებული დამუშავების ტექნოლოგიებს; დ) ახორციელებს საგადასახადო ორგანოთა საქმიანობის პრაქტიკაში ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების შემუშავებას და დანერგვას; ე) ახორციელებს დეპარტამენტის საკომუნიკაციო სისტემის საიმედო და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის სამუშაოების ორგანიზაციისა და წარმოების ხელშეწყობას; ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში საკომუნიკაციო სისტემის შემადგენლობაზე, სტრუქტურაზე და ფუნქციებზე მოთხოვნების განსაზღვრას; ზ) განსაზღვრავს დეპარტამენტის საკომუნიკაციო სისტემების და ინფორმაციის დაცვის საშუალებებზე მოთხოვნების განსაზღვრას და კონტროლის განხორციელების მიზნით პროგრამულად უზრუნველყოფს დეპარტამენტის საინფორმაციო ბაზაში არსებული გადამხდელთა იდენტიფიცირებული ინფორმაციის დაცვის სამუშაოებს; თ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს ინსტრუქციის პროექტებს და მეთოდურ მითითებებს. საგადასახადო ორგანოებში დანერგილი კომპიუტერული პროგრამების გამოყენების შესახებ ამზადებს სახელმძღვანელოებს და რეკომენდაციებს. 7. საგადასახადო შემოსავლების და საგადასახადო დავალიანებათა აღრიცხვა-ანგარიშგების და ანალიზის სამმართველო: ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას; ბ) უზრუნველყოფს გადამხდელთა პირადი ბარათების წარმოების მეთოდოლოგიის შემუშავებას; გ) შეიმუშავებს საგადასახადო ორგანოებში საბიუჯეტო შემოსულობათა, გადავადების, ჩათვლების, დაბრუნებების, საგადასახადო სანქციების და საურავების მიხედვით აღრიცხვის წარმოების წესებს; დ) ახორციელებს საგადასახადო შემოსავლების ანგარიშგების სტატისტიკური ფორმების შედგენის მეთოდოლოგიის შემუშავებას და სრულყოფას; ე) იღებს და ამუშავებს ელექტრონულ და სხვა სახის ინფორმაციას საგადასახადო შემოსავლების შესახებ; ვ) ახდენს დამტკიცებული საგეგმო-საპროგნოზო მაჩვენებლების დაყვანას საგადასახადო ორგანოებამდე და აწესებს მონიტორინგს მათი შესრულების მიმდინარეობაზე; ზ) ორგანიზაციას უწევს შემოსავლების დამუშავებას გადასახადის სახეების, ტერიტორიული ერთეულების, ინსპექციების, ეკონომიკის ძირითადი დარგების მიხედვით; თ) უზრუნველყოფს საგადასახადო და სტატისტიკური ანგარიშგების მონაცემების ეკონომიკური ანალიზის განხორციელებას, მათ შედარებას სტატისტიკის დეპარტამენტისა და სხვა ოფიციალური წყაროების მიხედვით მიღებულ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან; ი) ამზადებს საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის და მათი აკრეფის გაუმჯობესების შესახებ წინადადებებს და ანალიტიკურ ინფორმაციას; კ) ახდენს საგადასახადო შემოსავლების შემოსავლის მიმდინარეობის, მათ შორის, ეკონომიკის დარგების და რაიონების მიხედვით, აგრეთვე დაბეგვრის საკითხებზე აქტუალური ინფორმაციების და მასალების მომზადებას; ლ) აწარმოებს საგადასახადო ბაზის საპროგნოზო გაანგარიშებებს; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის და შეტანილი ცვლილებების ეფექტურობის ანალიზს; ნ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს ინსტრუქციის პროექტებს, მეთოდურ მითითებებსა და სხვა აქტებს; ო) ახორციელებს ვადაგადაცილებულ დავალიანებათა ანალიზს; პ) საგადასახადო დავალიანებების ამოღების, რესტრუქტურიზაციის და ჩამოწერის საკითხების თაობაზე ამზადებს ნორმატიული აქტების პროექტებს და მეთოდურ რეკომენდაციებს; ჟ) კოორდინაციას უწევს საგადასახადო ინსპექციების მიერ ვადაგადაცილებულ დავალიანებათა ამოღების პროცესს. პრაქტიკულ და მეთოდოლოგიურ დახმარებას უწევს მათ ამ საქმეში; რ) ახორციელებს მონიტორინგს რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოთა ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით; ს) აანალიზებს საგადასახადო სამსახურების მიერ საგადასახადო დავალიანებათა თანხების უიმედო ვალად აღიარებისა და ჩამოწერის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა სისრულეს; ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო ორგანოებს უწევს პრაქტიკულ დახმარებებს. 8. საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსური და სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო: ა) ახორციელებს საგადასახადო დეპარტამენტის სისტემაში ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას და ბიუჯეტიდან გამოყოფილი და სხვა სახსრების საჭიროებისამებრ ხარჯვას; ბ) საგადასახადო ინსპექციებიდან იღებს, აანალიზებს და ფინანსთა სამინისტროში წარადგენს ნაერთ ანგარიშებს; გ) ადგენს საგადასახადო ინსპექციების ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს ფინანსთა სამინისტროს; დ) ახორციელებს საგადასახადო დეპარტამენტის სისტემაში შემავალ უწყებებზე გამოყოფილი ხარჯების მუხლების მიხედვით განაწილებაზე და აწესებს კონტროლს მათ მიზნობრივ ხარჯვაზე; ე) ახორციელებს საგადასახადო ორგანოების საშტატო ნუსხის ფორმირებას და კონტროლს საშტატო სახარჯთაღრიცხვო დისციპლინის დაცვაზე; ვ) ახორციელებს საგადასახადო დეპარტამენტის სისტემისათვის გამოყოფილი საპრემიო და განვითარების ფონდის თანხების განაწილებას და მათი ხარჯვის კონტროლს; ზ) უზრუნველყოფს საგადასახადო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის და საგადასახადო ინსპექციების მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებას გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად; თ) უზრუნველყოფს საგადასახადო ინსპექციების გასაწევი და გაწეული სამეურნეო ხარჯების აღრიცხვას და მონიტორინგს; ი) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატზე რიცხული ქონების დაცვას, შენახვას და მათი ექსპლუატაციისათვის აუცილებელ მიმდინარე მომსახურებას. 9. კადრების მართვის სამმართველო:  ა) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს საგადასახადო მოხელეთა დანიშვნა-გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური სახდელის შესახებ და კადრების საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტებს; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოფს ნომენკლატურულ მოხელეთა პირადი საქმეების შედგენას, შრომის წიგნაკების აღრიცხვა-წარმოებას; გ) ახდენს მოხელეთა საპენსიო საბუთების გაფორმებას; დ) საგადასახადო სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მისანიჭებლად ამზადებს სათანადო მასალებს და ახდენს დანიშნულებისამებრ წარდგენას; ე) ორგანიზებას უკეთებს კონკურსებსა და ატესტაციების პროცესებში მონაწილეობის მიღების პროცედურებს; ვ) კოორდინაციას უწევს კადრების კვალიფიკაციის ამაღლების, მოხელეთა პროფესიული მომზადების და გადამზადების პროცესს; ზ) ორგანიზებას უკეთებს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სასწავლო პროგრამებით საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებისათვის შესაბამისი მეცადინეობების ჩატარების პროცესს; თ) ატარებს სათანადო ღონისძიებებს შრომის დისციპლინის დაცვის მიზნით; ი) უზრუნველყოფს კადრების შესახებ ინფორმაციული მონაცემების კომპიუტერულ დამუშავებას და მონაცემთა ბანკის შექმნას; კ) ახორციელებს მოხელეთა რეზერვის შექმნის და აღრიცხვის ორგანიზებას; ლ) უზრუნველყოფს საგადასახადო დეპარტამენტის თანამშრომლების სამუშაო აღწერილობის და სამსახურებრივი შინაგანაწესის შემუშავებას და ახორციელებს მასზე ზედამხედველობის პროცესს; მ) უზრუნველყოფს თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციის და სხვა მოსამსახურეთა მიერ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესაბამის ორგანოებში ჩაბარების ორგანიზებასა და გაკონტროლებას.     მუხლი 6🔗. დეპარტამენტის რეორგანიზაცია, საქმიანობის შეწყვეტა, დებულებაში ცვლილებების შეტანა 1. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.