,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2001 წლის 31 ოქტომბრის №51-№254 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.025.010.820
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №62/№1045
2007 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2001 წლის 31 ოქტომბრის №51-№254 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებთ:
1. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2001 წლის 31 ოქტომბრის №51-№254 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის“ დებულებაში (სსმ III, 2001 წ., №119, მუხ. 858) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 თავის 3.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3.1. ორგანიზაციის საქმიანობის მართვის ხელშეწყობას ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან:
ა) საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი (თავმჯდომარე);
ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი (თანათავმჯდომარე);
გ) შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი;
დ) შპს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ გენერალური დირექტორი.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ხეთაგური
ნ. გილაური