⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.07.2005)
გაუქმებულია:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.10.2001
ძალის დაკარგვა 08.07.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №433
სარეგისტრაციო კოდი 010240030.11.118.005035
გამოქვეყნების წყარო სსმ, 120, 08/11/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,322 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.10.2001 მიღება
08.07.2005 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPGrigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:1.4pt;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:bold;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.t-1, li.t-1, div.t-1 {mso-style-name:t-1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.petiti10, li.petiti10, div.petiti10 {mso-style-name:petiti10; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni {mso-style-name:chveulebrivi-wigni; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.45pt 52.05pt 28.35pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.118.005.035 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №433 2001 წლის 29 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №672 ბრძანებულების „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ” შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს დებულება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის მთავარი სამმართველოს შესახებ. 2. გაუქმებულად ჩაითვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1999 წლის 10 აგვისტოს №429 ბრძანებით დამტკიცებული შინაგან საქმეთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულება. 3 ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე. 4. ბრძანება დაიგზავნოს კუთვნილებისამებრ. კ. თარგამაძე დებულება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის მთავარი სამმართველოს შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის მთავარი სამმართველო არის შინაგან საქმეთა სამინის­ტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწავლო დაწესებულებების მსმენელთა, შინა­­გან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მომუშავე მუშა-მოსამსახურეთა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პენსიონერთა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობისა და პენსიონერების ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებს. კანონით მინიჭებული კომპენტენციის ფარგლებში იგი ხელმძღვა­ნელობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არსებული სამედიცინო სამსახურების საქმიანობას.     მუხლი 2🔗 მთავარი სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართვე­ლოს პარლამენტის გადაწყვეტილებებით, საქართველოს პრეზიდენ­ტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელი ბრძანებებით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებებითა და განკარგულებებით, წინამდებარე დებულებით.     მუხლი 3🔗 მთავარი სამმართველოს საქმიანობის ორგანიზაციულ საფუძველს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარი სამმართველოს დებულება.     მუხლი 4🔗 ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში მთავარი სამმართველო თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ქვედანაყო­ფებთან, თავდაცვის სამინისტროსთან, სახელმწიფო უშიშროების სამინის­ტროსთან, სხვა სამთავრობო დაწესებულებებთან და საზოგადოე­ბრივ ორგანიზაციებთან.     მუხლი 5🔗 მთავარი სამმართველოს და მისი ქვედანაყოფების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მეშვეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. თავი II მთავარი სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები     მუხლი 6🔗 მთავარი სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: 1. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ჯანმრთელობის დაცვის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია; 2. მთავარი სამმართველოს სტრუქტურაში შემავალი სამსახურების საქმიანობის ხელმძღვანელობა; 3. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მოქმედი სამედიცინო სამსახურების მეთოდური ხელმძღვანელობა, მათი საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; 4. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწავლო დაწესებულებების მსმენელთა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მომუშავე მუშა-მოსამსახურეთა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პენსიონერთა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობის და პენსიონერების ოჯახის წევრთა სამკურნალოპროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზაცია; 5. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში საექსპერტო-სამედიცინო საქმიანობის ორგანიზაცია და კონტროლი; 6. შინაგან საქმეთა ორგანოებში სამხედრო-საექიმო ექსპერტიზის ორგანიზაცია და კონტროლი; 7. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ორგანიზაცია და კონტროლი; 8. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწესებულებების სანიტარიული ზედამხედველობა და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზაცია; 9. გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მეშვეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების ქსელის განვითარება და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება; 10. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მართვის სრულყოფა, მათ საქმიანობაში მუშაობის მოწინავე ფორმების და მეთოდების, მედიცინის თანამედროვე მიღწევების დანერგვა; 11. კადრების შერჩევა, განაწილება და დასაქმება. მედიცინის მუშაკთა პროფესიული ცოდნის ამაღლება; 12. მთავარი სამმართველოს კომპენტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია. თავი III მთავარი სამმართველოს მართვა     მუხლი 7🔗 მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს უფროსი, რომელსაც დადგენილი წესის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შინაგან საქმეთა მინისტრი.     მუხლი 8🔗 მთავარი სამმართველოს ცენტრალურ აპარატში იქმნება დარგობრივი სამმართველოები, სამსახურები, განყოფილებები და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფები.     მუხლი 9🔗 მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის თანამდებობრივი დანიშვნების, გადაადგილებების, გათავისუფლების და დათხოვნის საკითხები განისაზღვრება პოლიციის შესახებ კანონისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობათა ნომენკლატურის შესახებ ბრძანების შესაბამისად.     მუხლი 10🔗 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა სამინისტროების სამედიცინო დანაყოფების ხელმძღვანელები თანამდებობაზე ინიშნებიან და თავისუფლდებიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობათა ნომენკლატურის შესახებ ბრძანების შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით.     მუხლი 11🔗 მთავარი სამმართველოს უფროსი ერთმმართველობის საფუძველზე ახორციელებს მისთვის მინდობილი სფეროს საქმიანობის ხელმძღვანელობას და პერსონალურად აგებს პასუხს მთავარ სამმართველოზე დაკისრებულ ამოცანათა შესრულებაზე.     მუხლი 12🔗 მთავარი სამმართველოს დაქვემდებარებული დაწესებულებები ანგარიშვალდებულნი არიან მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობის წინაშე.     მუხლი 13🔗 შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სამედიცინო სამსახურები ანგარიშვალდებულნი არიან მთავარი სამმართველოს და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელობის წინაშე.     მუხლი 14🔗 შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული სამედიცინო სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის მიზნით მთავარ სამმართველოსთან იქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სამედიცინო სამსახურებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.     მუხლი 15🔗 საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია: ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში დაავადებათა პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვა; ბ) სამკურნალო საშუალებებით, შესახვევი მასალითა და სხვა სამედიცინო დანიშნულების საგნებით უზრუნველყოფა; გ) სამედიცინო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება; დ) მატერიალური, ფინანსური და საკადრო რესურსების ეფექტური გამოყენება.     მუხლი 16🔗 მთავარი სამმართველოს სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებზე მიმაგრებული კონტინგენტის სამედიცინო დახმარების გაუმჯობესების მიზნით მთავარ სამმართველოსთან იქმნება მედიკო-სანიტარიული საბჭო, რომლის ძირითადი მიზანია მთავარი სამმართველოს სამედიცინო დაწესებულებებში სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცესის, სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობის განხილვა. მედიკოსანიტარიული საბჭოს შემადგენლობაში შედიან მთავარი სამმართველოსა და სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების ხელმძღვანელები. თავი IV მთავარი სამმართველოს უფროსის უფლებამოვალეობანი:     მუხლი 17🔗 მთავარი სამმართველოს უფროსი: 1. ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს და მისდამი დაქვემდებარებული დაწესებულებებისა და ორგანიზაციების საქმიანობას; 2. წარმართავს და უზრუნველყოფს მთავარი სამმართველოს წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას; 3. ანაწილებს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეებსა და მისივე დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელ მუშაკთა შორის ფუნქციონალურ მოვალეობებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;  4. შეიმუშავებს და შინაგან საქმეთა მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი სამმართველოსა და მისი ქვედანაყოფების სტრუქტურასა და საშტატო განრიგს, ამტკიცებს და აკონტროლებს სამუშაო გეგმების შესრულებას; 5. თავისი კომპენტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; 6. დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები შინაგან საქმეთა მინისტრთან ოფიცერთა შემადგენლობისათვის სპეციალური წოდების მინიჭების, მათი თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ, დამტკიცებული ნომენკლატურის შესაბამისად; 7. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების დისციპლინური წესდების შესაბამისად თავისი კომპენტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს თანამშრომელთა წახალისების და დისციპლინური სასჯელის დადების შესახებ; შედის წინადადებით შინაგან საქმეთა მინისტრთან პირადი შემადგენლობისათვის ვადაზე ადრე წოდების მინიჭების შესახებ; 8. შინაგან საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით თანამშრომლებს აგზავნის მივლინებებში საქართველოს ფარგლებს გარეთ; 9. თავისი კომპენტენციის ფარგლებში ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას; 10. წარმოადგენს მთავარ სამმართველოს საქართველოს სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებში, აგრეთვე, საზღვარგარეთის ქვეყნების ჯანდაცვის ორგანოებთან ურთიერთობაში; 11. მთავარი სამმართველოს უფროსი თავის საქმიანობაში ანგარიშვალდებულია შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე. თავი V მთავარი სამმართველოს რეორგანიზაციის წესი     მუხლი 18🔗 მთავარი სამმართველოს რეორგანიზაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 19🔗 წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.