სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციის, დამაგრებისა და დაზიანებული ნიშნების შეცვლისა და უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.12.2004
ძალის დაკარგვა 30.01.2007
გამომცემი ორგანო მინდობილობის № და თარიღი
ნომერი №896
სარეგისტრაციო კოდი 200010000.22.033.006976
გამოქვეყნების წყარო სსმ, 156, 31/12/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| № | გაცემის თარიღი |
| რაოდენობა | სერია |
| ნიშნების მიმღების გვარი, სახელი | მინდობილობის № და თარიღი |
| დაბრუნების თარიღი | სერია ნომერი |
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციის, დამაგრებისა და დაზიანებული ნიშნების შეცვლისა და უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPGrotesk;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:AcadMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:300.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"SPGrotesk","sans-serif"; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:27.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:27.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-27.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:48.6pt; margin-bottom:0in; margin-left:27.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAutoSig, li.MsoAutoSig, div.MsoAutoSig {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line;} p.data, li.data, div.data {mso-style-name:data; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.5pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.prezident, li.prezident, div.prezident {mso-style-name:prezident; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line;} p.kanoni, li.kanoni, div.kanoni {mso-style-name:kanoni; margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.kitxva, li.kitxva, div.kitxva {mso-style-name:kitxva; margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.pasuxi, li.pasuxi, div.pasuxi {mso-style-name:pasuxi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.xl24, li.xl24, div.xl24 {mso-style-name:xl24; margin-right:0in; margin-left:0in; text-align:center; border:none; padding:0in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.xl25, li.xl25, div.xl25 {mso-style-name:xl25; margin-right:0in; margin-left:0in; border:none; padding:0in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.xl26, li.xl26, div.xl26 {mso-style-name:xl26; margin-right:0in; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadMtavr; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 56.7pt 42.55pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:842.0pt 595.35pt; margin:85.05pt 42.55pt 56.7pt 42.55pt;} div.Section2 {page:Section2;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.006.976
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №896
2004 წლის 31 სექტემბერი
ქ. თბილისი
სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციის, დამაგრებისა და დაზიანებული ნიშნების შეცვლისა და უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად და 280-ე მუხლის მე-10 ნაწილის აღსრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციის, დამაგრებისა და დაზიანებული ნიშნების შეცვლისა და უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესები.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.
ზ. ნოღაიდელი
სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციის, დამაგრებისა და დაზიანებული ნიშნების შეცვლისა და უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესები
1. წესები შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლისა და 280-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად და განსაზღვრავს სამორინეს მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოსა და ლოტოს სალაროებისათვის სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ნიშნების შეძენის, რეგისტრაციის, დამაგრების, დაზიანებული ნიშნების შეცვლისა და უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესს.
1. ტერმინთა განმარტებები
1. სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ნიშანი – საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშების მოწყობის დროს სათამაშო მაგიდებსა და სათამაშო აპარატებზე, ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებზე მისამაგრებელი ნიშანი, რომელიც ადასტურებს გადასახადის გადახდას და თამაშების მომწყობის უფლებას თამაშების მოწყობის ადგილებზე სათამაშო მაგიდებისა და აპარატების დადგმასა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობაზე.
2. სამორინეს მაგიდა – სპეციალურ სათამაშო დაწესებულებაში (სამორინეში) განთავსებული მაგიდა, რომელზეც სათამაშო დაწესებულების სამორინეს წარმომადგენელსა და მოთამაშეებს შორის, აგრეთვე მოთამაშეებს შორის მიმდინარეობს ერთი კონკრეტული თამაშობა რულეტის, ბანქოს, კამათლებისა და სხვა საშუალებებით ფულადი მოგების გათამაშებისათვის.
3. ლოტო – ჯგუფური თამაშობა, რომელშიც მონაწილე ირჩევს რიცხვით ან სიმბოლოების კომბინაციებს და მოგება დამოკიდებულია რიცხვითი ან სიმბოლოების კომბინაციების მთლიან ან ნაწილობრივ დამთხვევაზე და მოგება განისაზღვრება საპრიზო ფონდის ოდენობიდან. ლოტო ტარდება სპეციალურად მოწყობილ შენობაში და მასში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება შენობაში არსებული სათამაშო ადგილების რაოდენობით.
4. ტოტალიზატორი – თამაშობა, რომელიც იმართება მოთამაშეების მიერ შეჯიბრების მიმდინარეობისა და/ან შედეგის პროგნოზზე ფსონების დადებით, ხოლო მოგება დამოკიდებულია პროგნოზისა და შედეგების მთლიან ან ნაწილობრივ დამთხვევაზე და/ან ფსონის მოცულობაზე.
5. ბინგო – ჯგუფური თამაშობა, რომელშიც რიცხვითი ბარათების ან ელექტროტაბლოს მეშვეობით ფიქსირდება მოგება სპეციალური მოწყობილობიდან ამოსული რიცხვითი კომბინაციების დამთხვევით და მოგება განისაზღვრება საპრიზო ფონდის ოდენობიდან. ბინგო ტარდება სპეციალურად მოწყობილ შენობაში და მასში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება შენობაში არსებული სათამაშო ადგილების რაოდენობით.
6. სათამაშო აპარატი – მექანიკური ან ელექტრონული მექანიზმი, რომელიც მოქმედებაში მოჰყავთ მონეტებით, ჟეტონებით ან სხვა საშუალებით და მოგება განისაზღვრება ციფრების, სიმბოლოების ან მათი კომბინაციის მთლიანი ან ნაწილობრივი დამთხვევით.
7. სალარო – სპეციალურად მოწყობილი ადგილი, სადაც მოლარის ან/და სპეციალური აპარატის, ან სხვა საშუალებით ხორციელდება ფსონის მიღება ან/და მოგების გაცემა.
2. სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების გაცემის წესი
1. სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების შესაძენად სათამაშო ბიზნესის მომწყობი პირი ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში წარადგენს განაცხადს გადასახადის გადახდის ნიშნების მოთხოვნაზე, სადაც მითითებული უნდა იყოს მოქმედი და სარეზერვო (გამოუყენებელი) სათამაშო მაგიდებისა და აპარატების, აგრეთვე ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების რაოდენობა. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს სათამაშო ბიზნესის ორგანიზებაზე დადგენილი წესით აღებული ლიცენზიის ან ნებართვის ასლი და სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახადის დამადასტურებელი ნიშნების მიღება ხდება შესაბამის ტერიტორიალურ საგადასახადო ინსპექციაში, დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადასახადის განაკვეთების მიხედვით.
3. სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების მიღება თამაშების მომწყობ პირთა მიერ უნდა მოხდეს ყოველი საანგარიშო პერიოდის (თვის) დაწყებამდე, წინა თვის განმავლობაში.
4. საგადასახადო ინსპექციის მიერ სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ნიშნის გაცემის დროს ამოჭრილ უნდა იქნეს შესაბამისი მიმდინარე თვის აღმნიშვნელი ციფრი (ციფრები ნიშანზე განთავსებულია თვეების მიხედვით 1-დან 12-ის ჩათვლით).
5. სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნები საგადასახადო ინსპექციის მიერ თამაშების მომწყობ პირებზე გაიცემა უფასოდ.
3. სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების რეგისტრაცია
1. სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების დაბეჭდვისა და უტილიზაციის წესი განისაზღვრება არსებული კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საგადასახადო ინსპექციებზე გადასახადის გადახდის ნიშნების გაცემის აღრიცხვას აწარმოებს საგადასახადო დეპარტამენტი სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების გაცემის აღრიცხვის რეესტრის მიხედვით (დანართი №1).
3. სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ნიშნების მიღებისა და სათამაშო ბიზნესის მომწყობ პირებზე ნიშნების გაცემის აღრიცხვას აწარმოებენ საგადასახადო ინსპექციები სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორებზე გადასახადის გადახდის ნიშნების გაცემის აღრიცხვის რეესტრის მიხედვით (დანართი №2).
4. სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ნიშნების დამაგრების წესი
1. სათამაშო ბიზნესის მომწყობი პირის მიერ გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ნიშნების დამაგრება წარმოებს სათამაშო მაგიდებზე, სათამაშო აპარატებზე, რულეტზე (სათამაშო ბორბალი), ტოტალიზატორის, ბინგოსა და ლოტოს სალაროებზე – თვალსაჩინო ადგილას.
2. ყოველი საანგარიშო თვისათვის განკუთვნილი ნიშნების დამაგრება ხდება თამაშების დაწყების კალენდარული თვის პირველ დღეს და იხსნება საანგარიშო პერიოდის (თვის) ბოლო დღეს.
5. სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების დაზიანებისა ან დაკარგვის შემთხვევაში შეცვლის წესი
1. სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშანი დაზიანებისა ან დაკარგვის შემთხვევაში ექვემდებარება ახლით შეცვლას.
2. სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშანი ითვლება დაზიანებულად, თუ მასზე დატანილი ინფორმაცია ან მისი ნაწილი არ იკითხება და არ იძლევა ნიშნის იდენტიფიცირების საშუალებას.
3. გადასახადის გადახდის დაზიანებული ნიშნის მოხსნა დაბეგვრის ობიექტიდან ხდება სათანადო აქტის გაფორმების საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერს თამაშების ორგანიზატორი პირი და შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის ინსპექტორი. აქტში მითითებულ უნდა იქნეს დაზიანების მიზეზი, თარიღი და დაზიანების ხარისხი.
4. დაზიანებული ნიშნები გადასაცვლელად წარედგინება იმ საგადასახადო ინსპექციას, რომლის მიერ გაცემულია აღნიშნული ნიშანი, მაგრამ არა უგვიანეს დაზიანებიდან მეორე დღისა.
5. საგადასახადო ინსპექცია გადასახადის გადახდის ნიშნის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაზიანებული ნიშნების წარმოდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
6. საგადასახადო ინსპექციები გადასახადის გადახდის დაზიანებულ ნიშნებს წარადგენენ საგადასახადო დეპარტამენტში არა უგვიანეს შესაბამისი პერიოდის მომდევნო თვის 10 რიცხვისა.
6. უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვისა და ლუქის ახსნის წესი
1. სარეზერვო სათამაშო მაგიდების, ავტომატების და ტოტალიზატორის, ბინგოსა და ლოტოს სალაროების დალუქვა ხდება იმ ფორმით, რომელიც გამორიცხავს ლუქის დაზიანების გარეშე მათი გამოყენების (ექსპლუატაციის) შესაძლებლობას.
2. დაბეგვრის უმოქმედო ობიექტების (სამორინეს სათამაშო მაგიდები და ავტომატები, ბინგოსა და ტოტალიზატორების სალაროები) დალუქვას ახდენენ საგადასახადო ინსპექციები შესაბამისი აქტის შედგენით.
3. დალუქულ ობიექტებზე ლუქის ახსნას ახდენენ საგადასახადო ინსპექციები სათამაშო ბიზნესის მომწყობი პირის განცხადების საფუძველზე. საგადასახადო ინსპექციის მხრიდან ლუქის ახსნა ხდება შესაბამისი აქტის შედგენის გზით.
4. სათამაშო მაგიდები და ავტომატები, რომლებიც ითვლებიან სარეზერვოდ და არ არის დალუქული, გატანილ უნდა იქნეს სათამაშო დარბაზიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ითვლებიან როგორც მოქმედი და უნდა დაიბეგრონ არსებული წესის შესაბამისად.
5. სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნის გარეშე და დაზიანებული ლუქისა ან დაულუქავი დაბეგვრის ობიექტების არსებობის შემთხვევაში სათამაშო ბიზნესის გადასახადის მომწყობთა მიმართ გამოიყენება საგადასახადო კოდექსის 133-ე მუხლით განსაზღვრული სანქციები.
საგადასახადო ინსპექციებზე სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების გაცემის აღრიცხვის რეესტრი
საგადასახადო ინსპექცია
№
გაცემის თარიღი
სათამაშო მაგიდა
სათამაშო ავტომატები
ტოტალიზატორი
ბინგო
ლოტო
რაოდენობა
სერია
ნომერი
რაოდენობა
სერია
ნომერი
რაოდენობა
სერია
ნომერი
რაოდენობა
სერია
ნომერი
რაოდენობა
სერია
ნომერი
დანართი №1
ნიშნების მიმღების გვარი, სახელი
მინდობილობის № და თარიღი
პირადობის მოწმობის №
მიმღების ხელმოწერა
გამცემის ხელმოწერა
შენიშვნა (ნიშნების დაბრუნების აღნიშვნა)
სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორებზე გადასახადის გადახდის ნიშნების გაცემის აღრიცხვის რეესტრი
დანართი №2
გადამხდელის დასახელება
საიდენტიფიკაციო №
შემთხვევითობის თამაშ. მოწყობის ადგილი
ლიცენზია
ტელეფონი
რეგისტ. № გაცემ. თარიღი მოქმედების პერიოდი
№
გაცემის თარიღი
საანგარიშო პერიოდი, რომლისთვისაც გაიცა ნიშანი
სათამაშო მაგიდა
სათამაშო ავტომატები
ტოტალიზატორი
ბინგო
ლოტო
განაცხადის № და თარიღი
გადასახადის გადახდის დოკუმენტი
გადასახადის თანხა
ნიშნების მიმღების გვარი, სახელი
მინდობილობის № და თარიღი
პირადობის მოწმობის №
მიმღების ხელმოწერა
ნიშნების გამცემი
შენიშვნა (ნიშნების დაბრუნების აღნიშვნა)
რაოდენობა
სერია
ნომერი
რაოდენობა
სერია
ნომერი
რაოდენობა
სერია
ნომერი
რაოდენობა
სერია
ნომერი
რაოდენობა
სერია
ნომერი
გვარი, სახელი
ხელმოწერა
დაბრუნების თარიღი
სერია ნომერი