საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.08.2004
ძალის დაკარგვა 25.04.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №464
სარეგისტრაციო კოდი 140030000.11.118.006637
გამოქვეყნების წყარო სსმ, 93, 27/08/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.1pt 46.35pt .5in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.11.118.006.637
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №464
2004 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №263 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის „თ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს თანდართული დებულება.
2. პირველ პუნქტში აღნიშნული დებულების მე-8 მუხლის „ვ” ქვეპუნქტი, მე-11 მუხლის „ე” ქვეპუნქტი და მე-16 მუხლი ძალაშია „სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ე”, „ვ” და „ზ” ქვეპუნქტების ამოქმედებამდე.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. ბრძანება დაიგზავნოს დანიშნულებისამებრ.
ი. ოქრუაშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
ეს დებულება აწესრიგებს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს (შემდგომში – მთავარი სამმართველო) მმართველობის სფეროს, უფლება-მოვალეობებს და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.
მუხლი 2🔗
1. მთავარი სამმართველო არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანო, რომელიც ქ. თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ერთობლივად ქ. თბილისის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და დამნაშავეობასთან ბრძოლას.
2. მთავარი სამმართველო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 3🔗
მთავარი სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, „პოლიციის შესახებ”, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” და “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონები, საქართველოს სისხლის სამართლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, ეს დებულება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები.
მუხლი 4🔗
მთავარი სამმართველოს საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საქვეყნოობის პრინციპებს.
მუხლი 5🔗
საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვის, დანაშაულის გახსნის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის, მოკვლევის მიზნით მთავარი სამმართველო თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ქ. თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან, სხვა ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან.
მუხლი 6🔗
მთავარ სამმართველოს აქვს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი, სახაზინო ანგარიში.
თავი II
მთავარი სამმართველოს ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
მუხლი 7🔗
მთავარი სამმართველოს ამოცანებია:
ა) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილება;
ბ) საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა;
გ) მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;
დ) დამნაშავე პირთა ძებნა და დანაშაულის გახსნა;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.
მუხლი 8🔗
მთავარი სამმართველოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) დამნაშავეობასთან და სხვა სამართალდარღვევებთან ბრძოლის ძირითადი მეთოდების შემუშავება;
ბ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთისა და თავიდან აცილების მიზნით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით თავდაპირველი (გადაუდებელი) საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება;
გ) დამნაშავე პირის ძებნა და დანაშაულის გახსნა;
დ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის, სახელმწიფოებრივი იძულების ღონისძიებების განხორციელება;
ე) მოქალაქეთა კანონიერი შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების დროს საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა, ხოლო შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესის დარღვევისას კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება;
ვ) საქართველოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეგისტრაცია და მათთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა;
ზ) ქ. თბილისის მეტროპოლიტენის სადგურებში საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვა;
თ) ქ. თბილისის შს რაიონული სამმართველოების ზედამხედველობა, კოორდინაცია და კონტროლი.
თავი III
მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა და სტრუქტურა
მუხლი 9🔗
1. მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს უფროსი, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.
2. მთავარი სამმართველოს უფროსი როგორც უშუალოდ, ისე თავისი მოადგილის მეშვეობით კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს მმართველობის სფეროში შემავალ სამსახურებს დამნაშავეობასთან ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის სფეროში.
3. მთავარი სამმართველოს უფროსი:
ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს მთავარი სამმართველოს საქმიანობას;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;
გ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლებას;
დ) უზრუნველყოფს მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ქ. თბილისის შს რაიონული სამმართველოების შეთანხმებულ და კოორდინირებულ მუშაობას;
ე) ამზადებს წინადადებებს შს სამინისტროს საბჭოზე და ოპერატიულ თათბირზე განსახილველად;
ვ) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული დანაყოფების სამუშაო გეგმებს;
ზ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
თ) დამოუკიდებლად განკარგავს მთავარი სამმართველოსათვის გამოყოფილ თანხებს დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში.
მუხლი 10🔗
მთავარი სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად ხელმძღვანელობს თავის საკურატორო სამსახურების საქმიანობას, ასრულებს მთავარი სამმართველოს უფროსის მითითებებს და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 11🔗
მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მთავარი სამმართველოს აპარატი;
ბ) საპატრულო პოლიციის სამმართველო;
გ) სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველო;
დ) სპეცდანიშნულების სამსახური;
ე) საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური;
ვ) კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამსახური;
ზ) სამეურნეო და ფინანსური უზრუნველყოფის სამსახური;
თ) მეტროპოლიტენის დაცვის შს სამმართველო;
ი) სადღეღამისო ჯანპუნქტი;
კ) დროებითი მოთავსების იზოლატორი;
ლ) გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველო;
მ) დიდუბე-ჩუღურეთის შს სამმართველო;
ნ) ვაკე-საბურთალოს შს სამმართველო;
ო) ისანი-სამგორის შს სამმართველო;
პ) მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველო.
თავი IV
მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები
მუხლი 12🔗
1. სამმართველოს აპარატის ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის შესრულების კონტროლი;
ბ) ქ. თბილისის შს რაიონული სამმართველოების კოორდინაცია, სამორიგეო ნაწილებისა და მათში შემავალი დროებითი მოთავსების იზოლატორების მუშაობის წარმართვა;
გ) დანაშაულისა და სამართალდარღვევათა აღრიცხვა, ანალიზი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბანკისათვის მიწოდება;
დ) მთავარ სამმართველოსა და მისდამი დაქვემდებარებულ დანაყოფებში საქმისწარმოების განხორციელება, საიდუმლოების რეჟიმის დაცვა და კორესპონდენციის აღრიცხვა, საჯარო ინფორმაციის გაცემა;
ე) პოლიციის ძალებისა და საშუალებების ოპერატიული მართვის, დანაშაულის შესახებ შემოსულ ინფორმაციაზე რეაგირების, ოპერატიული ვითარების შესახებ ინფორმაციის შეკრების, დამუშავებისა და სადღეღამისო კრებსების მომზადების უზრუნველყოფა;
ვ) მთავარი სამმართველოს ოპერატიული თათბირების მომზადება, მათი დაგეგმვა და ჩატარების ორგანიზაცია.
მუხლი 13🔗
საპატრულო პოლიციის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში:
ა.ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო საქმიანობა და მართვის უფლების მინიჭება;
ა.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური დათვალიერების უზრუნველყოფა;
ა.გ) სამართალდარღვევათა აღკვეთა-აცილება, ცხელ კვალზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა ადგილიდან მიმალული მძღოლების, გატაცებული ან მოპარული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ძებნისა და დადგენის მიზნით განსახორციელებელ, მათ შორის ავტოტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალებათა გამოყენების ღონისძიებებში მონაწილეობა;
ა.დ) საგზაო მოძრაობის მოწესრიგების მიზნით სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა განხორციელება;
ა.ე) გზებზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის შეზღუდვა ან შეწყვეტა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ა.ვ) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევათა და დანაშაულის აღკვეთა-აცილება;
გ) არასრულწლოვანთა შორის სამართალდარღვევათა და დანაშაულის აღკვეთა-აცილება;
დ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში სამართალდარღვევათა და დანაშაულის აღკვეთა-აცილება;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა;
ვ) საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვა მნიშვნელოვანი პირების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის განხორციელება.
მუხლი 14🔗
სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს ფუნქციებია:
ა) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიზნით სისხლისსამართლებრივი დევნისა და მოკვლევის განხორციელება იმ დანაშაულის საქმეზე, რომელიც არ განეკუთვნება მოკვლევის სხვა ორგანოთა კომპეტენციას;
ბ) დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით თავდაპირველი (გადაუდებელი) საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, აგრეთვე წინასწარი გამოძიების ჩატარების დროს საგამოძიებო თუ სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარება ან მასში მონაწილეობა გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნით;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება;
დ) ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და დანაშაულებრივი ჯგუფების ორგანიზატორების გამოვლენა;
ე) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება;
ვ) ქ. თბილისის შს რაიონული სამმართველოებისა და განყოფილებების ოპერატიული სამსახურების კოორდინაცია და მათთვის საჭირო პრაქტიკული დახმარების გაწევა.
მუხლი 15🔗
სპეცდანიშნულების სამსახურის ფუნქციებია:
ა) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა;
ბ) საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი დარღვევების აღკვეთა ფიზიკური იძულებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების მეშვეობით;
გ) მიტინგების, დემონსტრაციებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
დ) უკანონო მიტინგების, დემონსტრაციების, პიკეტირების და სხვაგვარი აქციების აღკვეთა, აგრეთვე იმ მშვიდობიანი აქციების აღკვეთა, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უშიშროებას, პიროვნების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას და კანონით დაცულ სხვა უფლებებს.
მუხლი 16🔗
საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის ფუნქციებია:
ა) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენა, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში რეგისტრაციიდან მოხსნა;
ბ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი) გაცემა;
გ) ქ. თბილისის შს რაიონული სამმართველოებისა და განყოფილებების საპასპორტო სამსახურების კოორდინაცია და მათთვის საჭირო პრაქტიკული დახმარების გაწევა.
მუხლი 17🔗
კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამსახურის ფუნქციებია მთავარ სამმართველოში საკადრო პოლიტიკის განხორციელება, კერძოდ:
ა) პირადი შემადგენლობის სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების გაფორმება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში პირადი შემადგენლობისათვის მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების მისანიჭებლად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
გ) პირადი შემადგენლობის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ტერიტორიულ ორგანოებში მივლინების უზრუნველყოფა;
დ) პირადი შემადგენლობისათვის შვებულების გაფორმება;
ე) უსაფუძვლოდ დათხოვნილი თანამშრომლების სამსახურში აღდგენის საკითხების განხილვა;
ვ) პირადი შემადგენლობის წელთა ნამსახურობის დადგენა და შრომის სტაჟის გამოთვლა;
ზ) თანამშრომელთა დისციპლინარული წესით დასჯისა და წახალისების საკითხების მომზადება;
თ) პირადი საქმეების შედგენის აღრიცხვა და მოხელეთა და პოლიციელთა რეზერვის შექმნა;
ი) სხვა საკადრო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 18🔗
სამეურნეო და ფინანსური უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებია:
ა) მთავარი სამმართველოს ხარჯთაღრიცხვის პროექტის მომზადება;
ბ) საბუღალტრო აღრიცხვა;
გ) მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციონირებისათვის მათი ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
დ) მთავარი სამმართველოს კავშირგაბმულობის საშუალებებით უზრუნველყოფა;
ე) პირადი შემადგენლობისათვის კანონმდებლობით დაწესებული სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა;
ვ) სხვა საფინანსო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 19🔗
მეტროპოლიტენის დაცვის შს სამმართველოს ფუნქციებია:
ა) მეტროპოლიტენის შიგნით მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, ინვენტარის, ფულადი სახსრების დაცვა;
ბ) მეტროპოლიტენის გარეთ მდებარე იმ ობიექტების დაცვა, რომლებიც მეტროპოლიტენის ადმინისტრაციის კუთვნილებაშია;
გ) მგზავრთა და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა;
დ) მეტროპლიტენში და მის გარეთ მდებარე იმ ობიექტებზე, რომელბიც მეტროპოლიტენის ადმინისტრაციის კუთვნილებაშია, დანაშაულისა და სამართალდარღვევათა აღკვეთა-აცილება;
ე) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 20🔗
სადღეღამისო ჯანპუნქტის ფუნქციებია მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის სამედიცინო მოსახურება.
თავი V
დასკვნითი დებულება
მუხლი 21🔗
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ამ დებულების მომზადების, მიღებისა (გამოცემის) და ამოქმედებისათვის დადგენილი წესით.