⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.10.2007)
გაუქმებულია:

„მოძრავი ძეგლების სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმის, მათი შევსების, დამტკიცებისა და გამოყენების წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 21.02.2005
ძალის დაკარგვა 01.10.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 450060020.22.028.007107
გამოქვეყნების წყარო სსმ, 23, 28/02/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,281 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.02.2005 მიღება
01.10.2007 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
რიგითი № მოძრავი ძეგლის სახეობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„მოძრავი ძეგლების სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმის, მათი შევსების, დამტკიცებისა და გამოყენების წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 55.3pt 56.7pt 42.55pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:841.9pt 595.3pt; margin:42.55pt 56.7pt 85.05pt 56.7pt;} div.Section2 {page:Section2;} @page Section3 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 85.05pt 56.7pt 42.55pt;} div.Section3 {page:Section3;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 450.060.020.22.028.007.107 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/52 2005 წლის 21 თებერვალი ქ. თბილისი „მოძრავი ძეგლების სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმის, მათი შევსების, დამტკიცებისა და გამოყენების წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე მოძრავი ძეგლების აღრიცხვის რეგულირებისა და მათი დაცვის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის „ლ” ქვეპუნქტის თანახმად: 1. დამტკიცდეს „მოძრავი ძეგლების სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმის, მათი შევსების, დამტკიცებისა და გამოყენების წესის შესახებ” თანდართული დებულება. 2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს ნ. ვაჩეიშვილს. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. გაბაშვილი დებულება მოძრავი ძეგლების სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმების, მათი შევსების, დამტკიცებისა და გამოყენების წესის შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. დებულება აწესრიგებს მოძრავ ძეგლთა სახელმწიფო აღრიცხვის სფეროში წარმოშობილ ურთიერთობებს და ადგენს მოძრავ ძეგლთა სახელმწიფო აღრიცხვის ერთიან წესს. 2. მოძრავი ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სისტემატიზაციისა და ამ სფეროში წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობათა მოწესრიგების საფუძველს. 3. „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ” და „კულტურულ ფასეულობათა საზღვარგარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, მოძრავი ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმას შეადგენს: ა) მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა სია – ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ორგანოების მიერ შედგენილი სია, რომელიც წარმოადგენს მასში შესული ობიექტების დროებითი დაცვისა და მათთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ საფუძველს (დანართი №1); ბ) მოძრავი ძეგლის სააღრიცხვო ბარათი – ძეგლთა სააღრიცხვო დოკუმენტაციის პირველადი დოკუმენტია, რომელშიც მოკლედ არის ასახული ძეგლის რაობა, მდებარეობა, მდგომარეობა და სხვა ძირითადი მონაცემები (დანართი №2); გ) მოძრავი ძეგლის პასპორტი – ძეგლთა სააღრიცხვო დოკუმენტაციის ძირითადი დოკუმენტი, რომელშიც ვრცლადაა ასახული ამ ძეგლის შესახებ არსებული ინფორმაცია (დანართი №3); დ) მოძრავი ძეგლის სახელმწიფო რეესტრი – სახელმწიფოს მიერ წარმოებული ძეგლთა სარეგისტრაციო ნუსხა (დანართი №4). 4. მოძრავი ძეგლის მესაკუთრის მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო გასცემს სათანადო საბუთს – სერტიფიკატს, სადაც ასახულია მოძრავი ძეგლის შესახებ მისი შესწავლის მომენტისთვის დაფიქსირებული ინფორმაცია (დანართი №5).     მუხლი 2🔗. მოძრავი ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმის შევსების წესი მოძრავი ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმის შევსება ხორციელდება ყოველ კონკრეტულ ძეგლზე ექსპერტების მიერ ჩატარებული სამუშაოების საფუძველზე.     მუხლი 3🔗. მოძრავ ძეგლთა სახელმწიფო რეესტრის დამტკიცების წესი 1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმის წარმოების დეპარტამენტი თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში აწარმოებენ მოძრავი ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას. 2. მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს მოძრავი ძეგლის სტატუსს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დასკვნის საფუძველზე ანიჭებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. 3. მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს მოძრავი ძეგლის სტატუსი ენიჭება მოძრავ ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში შეტანის მომენტიდან. 4. მოძრავ ძეგლს მისი მხატვრული, ისტორიული, ესთეტიკური და სულიერი ფასეულობის შესაბამისად ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოძრავი ძეგლის, ეროვნული მნიშვნელობის მოძრავი ძეგლის და ადგილობრივი მნიშვნელობის მოძრავი ძეგლის კატეგორია. 5. განსაკუთრებული და ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიას მოძრავ ძეგლს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე. 6. მოძრავ ძეგლს ადგილობრივი მნიშვნელობის კატეგორიას ანიჭებს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო ადგილობრივი მმართველობის შესაბამისი ორგანოს წარდგინებით. 7. მოძრავი ძეგლის სახელმწიფო რეესტრის ფორმას (დანართი №4) ამტკიცებს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. 8. მოძრავი ძეგლის სახელმწიფო რეესტრში შეტანა ხდება მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტისათვის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანების გამოქვეყნებისთანავე. 9. მოძრავი ძეგლის სახელმწიფო რეესტრიდან ამორიცხვა ხორციელდება იმავე წესით, რომლითაც მას მიენიჭა მოძრავი ძეგლის სტატუსი. 10. მოძრავ ძეგლთა სახელმწიფო რეესტრს აწარმოებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტი.     მუხლი 4🔗. სააღრიცხვო დოკუმენტაციის შენახვა და გამოყენება მოძრავ ძეგლთა სახელმწიფო რეესტრი, ასევე მოძრავ ძეგლთა სააღრიცხვო დოკუმენტაცია ამობეჭდილი ორ ეგზემპლარად ქაღალდზე და ლაზერულ დისკზე გადატანილი, შენახული იქნება ორ სხვადასხვა დაწესებულებაში – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.     მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებანი წინამდებარე დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. დანართი №1 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა სია 1. რიგითი ნომერი                        2. მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე   ობიექტის სახეობა           3. ავტორი                            4. დასახელება 5. შექმნის თარიღი 6. მასალა, ზომა 7. ამჟამინდელი ადგილმდებარეობა 8. შენიშვნა ფოტო 1                                                                        ფოტო 2 დანართი №2 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო მოძრავი ძეგლის სააღრიცხვო ბარათი 1. სარეგისტრაციო № 2. მოძრავი ძეგლის სახეობა 3. სახელწოდება (სათაური) 4. ავტორი 5. შექმნის დრო, ადგილი 6. ამჟამინდელი ადგილმდებარეობა 7. დაცულობის ხარისხი 8. მინიჭებული კატეგორია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი                                        ბ. ა. დანართი №3 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო მოძრავი ძეგლის პასპორტი 1. სარეგისტრაციო ნომერი 2. მოძრავი ძეგლის სახეობა 3. დასახელება ორიგინალის ენაზე 4. ქართულად 5. ინგლისურად 6. ავტორი 7. ავტორის ცხოვრების წლები 8. სკოლა 9. შექმნის თარიღი ან პერიოდი 10. შექმნის ადგილი 11. მინიჭებული კატეგორია 12. წარმომავლობა 13. ამჟამინდელი ადგილმდებარეობა 14. დაცვის პირობები 15. შემადგენლობა 16.  ჟანრი 17.  მასალა 18. ზომები 19. აღწერა 20. გაფორმების მასალა 21. გაფორმების ზომა 22. საავტორო წარწერა 23. სხვა ნიშანი 24. ცვლილებები 25. დაცულობის ხარისხი დაზიანებების მითითებით 26. რესტავრაცია  27. გამოფენები 28. ესკიზები, ასლები 29. ძირითადი ბიბლიოგრაფია 30. შენიშვნა 31. სადაზღვევო თანხა პასპორტის შედგენის დროს 32. პასპორტის შედგენის თარიღი 33. შემდგენელი ფოტო 1                                                                     ფოტო 2 ფოტო 3                                                                     ფოტო 4 ფოტო 5                                                                        ფოტო 6 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი                                              ბ. ა. დანართი №4 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო მოძრავი ძეგლის სახელმწიფო რეესტრი რიგითი № მოძრავი ძეგლის სახეობა ავტორი დასახელება შექმნის თარიღი მასალა, ზომა სააღრიცხვო ბარათის № ადგილმდებარეობა /კუთვნილება/ მინიჭებული კატეგორია შეტანის თარიღი შენიშვნა დანართი №5 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო მოძრავი ძეგლის სერტიფიკატი 1. მოძრავი ძეგლის მესაკუთრე, მისამართი 2. მოძრავი ძეგლის სახეობა 3. პასპორტის სარეგისტრაციო № 4. სახელწოდება ორიგინალის ენაზე 5. ქართულად 6. ინგლისურად 7. ავტორი 8. ავტორის ცხოვრების წლები 9. სკოლა 10. შექმნის თარიღი ან პერიოდი 11. შექმნის ადგილი 12. მინიჭებული კატეგორია 13. წარმომავლობა 14. დაცვის პირობები 15. შემადგენლობა 16. ჟანრი 17. მასალა 18. ზომები 19. აღწერა 20. გაფორმება /მასალა, ზომა/ 21. საავტორო წარწერა 22. სხვა ნიშანი 23. ცვლილებები 24. დაცულობის ხარისხი დაზიანებების მითითებით 25. რესტავრაცია  26. გამოფენები 27. ესკიზები, ასლები 28. ძირითადი ბიბლიოგრაფია 29. შენიშვნა 30. სადაზღვევო თანხა სერტიფიკატის შედგენის დროს 31. სერტიფიკატის შედგენის თარიღი 32. შემდგენელი ფოტო 1                                                                 ფოტო 2 ფოტო 3                                                               ფოტო 4 ფოტო 5                                                                ფოტო 6 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი                                        ბ. ა.