საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.08.2004
ძალის დაკარგვა 25.04.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №465
სარეგისტრაციო კოდი 140050000.11.118.006638
გამოქვეყნების წყარო სსმ, 93, 27/08/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.1pt 53.85pt .5in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.050.000.11.118.006.638
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №465
2004 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №263 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების” მე-4 მუხლის „თ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) თანდართული დებულება.
2. ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის „ე” ქვეპუნქტი, მე-11 მუხლის „გ” ქვეპუნქტი და მე-14 მუხლი ძალაშია „სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ე”, „ვ” და „ზ” ქვეპუნქტების ამოქმედებამდე.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. ბრძანება დაიგზავნოს დანიშნულებისამებრ.
ი. ოქრუაშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) (შემდგომში – მთავარი სამმართველო (სამმართველო)) მმართველობის სფეროს, უფლება-მოვალეობებს და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.
მუხლი 2🔗
1. მთავარი სამმართველო (სამმართველო) წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს და ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.
2. მთავარი სამმართველო (სამმართველო) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 3🔗
მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, “პოლიციის შესახებ”, “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” და “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონები, საქართველოს სისხლის სამართლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, ეს დებულება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები.
მუხლი 4🔗
მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საქვეყნოობის პრინციპებს.
მუხლი 5🔗
საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვის, დანაშაულის გახსნის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის, მოკვლევის მიზნით მთავარი სამმართველო (სამმართველო) თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან, სხვა ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან.
მუხლი 6🔗
მთავარ სამმართველოს (სამმართველოს) აქვს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი, სახაზინო ანგარიში.
თავი II
მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
მუხლი 7🔗
მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) ამოცანებია:
ა) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილება;
ბ) საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა;
გ) მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;
დ) დამნაშავე პირთა ძებნა და დანაშაულის გახსნა;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.
მუხლი 8🔗
მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) დამნაშავეობასთან და სხვა სამართალდარღვევებთან ბრძოლის ძირითადი მეთოდების შემუშავება;
ბ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთისა და თავიდან აცილების მიზნით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით თავდაპირველი (გადაუდებელი) საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება;
გ) დამნაშავე პირის ძებნა და დანაშაულის გახსნა;
დ) მოქალაქეთა კანონიერი შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების დროს საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა, ხოლო შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესის დარღვევისას კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება;
ე) მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეგისტრაცია და მათთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქალაქო და რაიონული შინაგან საქმეთა სამმართველოებისა და განყოფილებების კოორდინაცია და კონტროლი.
თავი III
მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) ხელმძღვანელობა და სტრუქტურა
მუხლი 9🔗
1. მთავარ სამმართველოს (სამმართველოს) ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შინაგან საქმეთა მინისტრი.
2. მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) უფროსი როგორც უშუალოდ, ისე თავისი მოადგილის მეშვეობით კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) მმართველობის სფეროში შემავალ სამსახურებს დამნაშავეობასთან ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის სფეროში.
3. მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) უფროსი:
ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) საქმიანობას;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;
გ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლებას;
დ) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული დანაყოფების სამუშაო გეგმებს;
ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ვ) დამოუკიდებლად განკარგავს მთავარი სამმართველოსათვის (სამმართველოსათვის) გამოყოფილ თანხებს დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში.
მუხლი 10🔗
1. მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შინაგან საქმეთა მინისტრი.
2. მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) უფროსის მოადგილე, მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) უფროსის მიერ განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად, ხელმძღვანელობს თავისი საკურატორო სამსახურების საქმიანობას, ასრულებს მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) უფროსის მითითებებს და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 11🔗
მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) სტრუქტურული ერთეულებია:
ა) აპარატი;
ბ) სისხლის სამართლის სამძებრო სამსახური;
გ) საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური;
დ) კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამსახური;
ე) მატერიალურ-ტექნიკური და კავშირგაბმულობით უზრუნველყოფის სამსახური;
ვ) განსაკუთრებულ დავალებათა რაზმი.
თავი IV
მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები
მუხლი 12🔗
აპარატის ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის შესრულების კონტროლი;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქალაქო და რაიონული შინაგან საქმეთა სამმართველოებისა და განყოფილებების კოორდინაცია, სამორიგეო ნაწილებისა და მათში შემავალი დროებითი მოთავსების იზოლატორების მუშაობის წარმართვა;
გ) დანაშაულისა და სამართალდარღვევათა აღრიცხვა, ანალიზი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბანკისათვის მიწოდება;
დ) მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) და მისდამი დაქვემდებარებულ დანაყოფებში საქმისწარმოების განხორციელება, საიდუმლოების რეჟიმის დაცვა და კორესპონდენციის აღრიცხვა, საჯარო ინფორმაციის გაცემა;
ე) პოლიციის ძალებისა და საშუალებების ოპერატიული მართვის, დანაშაულის შესახებ შემოსულ ინფორმაციაზე რეაგირების, ოპერატიული ვითარების შესახებ ინფორმაციის შეკრების, დამუშავებისა და სადღეღამისო კრებსების მომზადების უზრუნველყოფა;
ვ) მთავარი სამმართველოს ოპერატიული თათბირების მომზადება, მათი დაგეგმვა და ჩატარების ორგანიზაცია;
ზ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების მოზადება.
მუხლი 13🔗
სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის ფუნქციებია:
ა) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიზნით სისხლისსამართლებრივი დევნისა და მოკვლევის განხორციელება იმ დანაშაულის საქმეზე, რომელიც არ განეკუთვნება მოკვლევის სხვა ორგანოთა კომპეტენციას;
ბ) დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით თავდაპირველი (გადაუდებელი) საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, აგრეთვე წინასწარი გამოძიების ჩატარების დროს საგამოძიებო თუ სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარება ან მასში მონაწილეობა გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნით;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება;
დ) ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და დანაშაულებრივი ჯგუფების ორგანიზატორების გამოვლენა;
ე) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქალაქო და რაიონული შინაგან საქმეთა სამმართველოებისა და განყოფილებების ოპერატიული სამსახურების კოორდინაცია და მათთვის საჭირო პრაქტიკული დახმარების გაწევა.
მუხლი 14🔗
საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის ფუნქციებია:
ა) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენა, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში რეგისტრაციიდან მოხსნა;
ბ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი) გაცემა.
მუხლი 15🔗
კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამსახურის ფუნქციებია მთავარ სამმართველოში (სამმართველოში) საკადრო პოლიტიკის განხორციელება, კერძოდ:
ა) პირადი შემადგენლობის სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების გაფორმება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში პირადი შემადგენლობისათვის მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების მისანიჭებლად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
გ) პირადი შემადგენლობის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ტერიტორიულ ორგანოებში მივლინების უზრუნველყოფა;
დ) პირადი შემადგენლობისათვის შვებულების გაფორმება;
ე) უსაფუძვლოდ დათხოვნილი თანამშრომლების სამსახურში აღდგენის საკითხების განხილვა;
ვ) პირადი შემადგენლობის წელთა ნამსახურობის დადგენა და შრომის სტაჟის გამოთვლა;
ზ) თანამშრომელთა დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების საკითხების მომზადება;
თ) პირადი საქმეების შედგენის აღრიცხვა და მოხელეთა და პოლიციელთა რეზერვის შექმნა;
ი) სხვა საკადრო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 16🔗
მატერიალურ-ტექნიკური და კავშირგაბმულობით უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებია:
ა) მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) ხარჯთაღრიცხვის პროექტის მომზადება;
ბ) საბუღალტრო აღრიცხვა;
გ) მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) სტრუქტურული ქვედანაყოფების ნორმალური ფუნქციონირებისათვის მათი ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
დ) მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) კავშირგაბმულობის საშუალებებით უზრუნველყოფა;
ე) პირადი შემადგენლობისათვის კანონმდებლობით დაწესებული შეღავათების, გარანტიებისა და კომპენსაციების უზრუნველყოფა;
ვ) სხვა საფინანსო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 17🔗
განსაკუთრებულ დავალებათა რაზმის ფუნქციებია:
ა) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა;
ბ) საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი დარღვევების აღკვეთა ფიზიკური იძულებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების მეშვეობით;
გ) მიტინგების, დემონსტრაციებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
დ) უკანონო მიტინგების, დემონსტრაციების, პიკეტირების და სხვაგვარი აქციების აღკვეთა, აგრეთვე იმ მშვიდობიანი აქციების აღკვეთა, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უშიშროებას, პიროვნების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას და კანონით დაცულ სხვა უფლებებს.
თავი V
დასკვნითი დებულება
მუხლი 18🔗
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ამ დებულების მომზადების, მიღებისა (გამოცემის) და ამოქმედებისათვის დადგენილი წესით.