⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.07.2005)
გაუქმებულია:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქალაქო და რაიონული შინაგან საქმეთა სამმართველოსა და განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.08.2004
ძალის დაკარგვა 08.07.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №466
სარეგისტრაციო კოდი 140050000.11.118.006639
გამოქვეყნების წყარო სსმ, 93, 27/08/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,603 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.08.2004 მიღება
08.07.2005 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქალაქო და რაიონული შინაგან საქმეთა სამმართველოსა და განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.1pt 53.85pt .5in 53.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.050.000.11.118.006.639 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №466 2004 წლის 26 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქალაქო და რაიონული შინაგან საქმეთა სამმართველოსა და განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №263 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქალაქო და რაიონული შინაგან საქმეთა სამმართველოსა და განყოფილების თანდართული დებულება. 2. პირველ პუნქტში აღნიშნული დებულების მე-8 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, მე-11 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი და მე-15 მუხლი ძალაშია „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების ამოქმედებამდე. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 4. ბრძანება დაიგზავნოს დანიშნულებისამებრ. ი. ოქრუაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქალაქო და რაიონული შინაგან საქმეთა სამმართველოსა და განყოფილების დებულება თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქალაქო და რაიონული შინაგან საქმეთა სამმართველოებისა და განყოფილებების (შემდგომში – სამმართველო (განყოფილება)) მმართველობის სფეროს, უფლებამოვალეობებს და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.     მუხლი 2🔗 1. სამმართველო (განყოფილება) წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც თავისი სამოქმედო ტერიტორიის საზღვრებში უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და დამნაშავეობასთან ბრძოლას. 2. სამმართველო (განყოფილება) ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) წინაშე. 3. სამმართველო (განყოფილება) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს.     მუხლი 3🔗 სამმართველოს (განყოფილების) საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, „პოლიციის შესახებ“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონები, საქართველოს სისხლის სამართლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, ეს დებულება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები.     მუხლი 4🔗 სამმართველოს (განყოფილების) საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საქვეყნოობის პრინციპებს.     მუხლი 5🔗 საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვის, დანაშაულის გახსნის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის, მოკვლევის მიზნით სამმართველო (განყოფილება) თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან, სხვა ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან.     მუხლი 6🔗 სამმართველოს (განყოფილებას) აქვს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი. თავი II სამმართველოს (განყოფილების) ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები     მუხლი 7🔗 სამმართველოს (განყოფილების) ამოცანებია: ა) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილება; ბ) საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა; გ) მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა; დ) დამნაშავე პირთა ძებნა და დანაშაულის გახსნა; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.     მუხლი 8🔗 სამმართველოს (განყოფილების) საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ა) დამნაშავეობასთან და სხვა სამართალდარღვევებთან ბრძოლის ძირითადი მეთოდების შემუშავება; ბ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთისა და თავიდან აცილების მიზნით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით თავდაპირველი (გადაუდებელი) საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; გ) დამნაშავე პირის ძებნა და დანაშაულის გახსნა; დ) მიმალულ ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, სამართალში მიცემულთა, მსჯავრდებულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნა; ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის, სახელმწიფოებრივი იძულების ღონისძიებების განხორციელება; ვ) საქართველოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეგისტრაცია და მათზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა. თავი III სამმართველოს (განყოფილების) ხელმძღვანელობა და სტრუქტურა     მუხლი 9🔗 1. სამმართველოს (განყოფილებას) ხელმძღვანელობს სამმართველოს (განყოფილების) უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შინაგან საქმეთა მინისტრი. 2. სამმართველოს (განყოფილების) უფროსი როგორც უშუალოდ, ისე თავისი მოადგილის მეშვეობით, კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს სამმართველოს (განყოფილების) მმართველობის სფეროში შემავალ სამსახურებს დამნაშავეობასთან ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის სფეროში. 3. სამმართველოს (განყოფილების) უფროსი: ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს სამმართველოს (განყოფილების) საქმიანობას; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს; გ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლებას; დ) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული დანაყოფების სამუშაო გეგმებს; ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს.     მუხლი 10🔗 1. სამმართველოს (განყოფილების) უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შინაგან საქმეთა მინისტრი. 2. სამმართველოს (განყოფილების) უფროსის მოადგილე სამმართველოს (განყოფილების) უფროსის მიერ განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად ხელმძღვანელობს თავისი საკურატორო სამსახურების საქმიანობას, ასრულებს სამმართველოს (განყოფილების) უფროსის მითითებებს და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 11🔗 სამმართველოს (განყოფილების) სტრუქტურული ერთეულებია: ა) აპარატი (მხოლოდ სამმართველოს შემადგენლობაში); ბ) სისხლის სამართლის სამძებრო სამსახური; გ) საპატრულო პოლიცია; დ) საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური; ე) მატერიალურ-ტექნიკური და კავშირგაბმულობით უზრუნველყოფის სამსახური; ვ) უბნის ინსპექტორთა მუშაობის ჯგუფი; ზ) პოლიციის ქვეგანყოფილებები. თავი IV სამმართველოს (განყოფილების) სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები     მუხლი 12🔗 აპარატის ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის შესრულების კონტროლი; ბ) დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და საზოგადოებრივად საშიში სხვა ქმედების შესახებ მიღებული ინფორმაციის აღრიცხვა, ანალიზი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბანკისათვის მიწოდება; გ) საქმისწარმოების განხორციელება, საიდუმლოების რეჟიმის დაცვა, კორესპონდენციის აღრიცხვა და საჯარო ინფორმაციის გაცემა; დ) პოლიციის ძალებისა და საშუალებების ოპერატიული მართვის, დანაშაულის შესახებ შემოსულ ინფორმაციაზე რეაგირების, ოპერატიული ვითარების შესახებ ინფორმაციის შეკრების, დამუშავებისა და სადღეღამისო კრებსების მომზადების უზრუნველყოფა; ე) ოპერატიული თათბირების ჩატარების უზრუნველყოფა; ვ) სამმართველოსა და განყოფილების დაქვემდებარებაში მყოფი პოლიციის ქვეგანყოფილებების კოორდინაცია და მათთვის საჭირო პრაქტიკული დახმარების ორგანიზება.     მუხლი 13🔗 სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის ფუნქციებია: ა) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიზნით სისხლისსამართლებრივი დევნისა და მოკვლევის განხორციელება იმ დანაშაულის საქმეზე, რომელიც არ განეკუთვნება მოკვლევის სხვა ორგანოთა კომპეტენციას; ბ) დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით თავდაპირველი (გადაუდებელი) საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, აგრეთვე წინასწარი გამოძიების ჩატარების დროს საგამოძიებო თუ სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარება ან მასში მონაწილეობა გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნით; გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება; დ) ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და დანაშაულებრივი ჯგუფების ორგანიზატორების გამოვლენა; ე) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; ვ) დამნაშავე პირის ძებნა; ზ) უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ძებნა; თ) სამხედრო მმართველობის ორგანოებისათვის დახმარება დაკარგული და გატაცებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის, სამხედრო ქონების, აგრეთვე სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავსარიდებულ სამხედრო მოსამსახურეთა და სამხედრო ვალდებულთა მოძებნაში; ი) იმ პირის ძებნა და შესაბამის ორგანოში წარდგენა, რომელიც ემალება მოკვლევას, წინასწარ გამოძიებას, სასამართლოს, თავს არიდებს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ან იძულებითი ხასიათის სხვა ღონისძიებათა მოხდას; კ) დანაშაულებრივი ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის შედეგად დაკარგული ქონების ძებნა და დადგენა.     მუხლი 14🔗 1. საპატრულო პოლიციის ფუნქციებია: ა) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში: ა.ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო საქმიანობა და მართვის უფლების მინიჭება; ა.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური დათვალიერების უზრუნველყოფა; ა.გ) სამართალდარღვევათა აღკვეთა-აცილება, ცხელ კვალზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა ადგილიდან მიმალული მძღოლების, გატაცებული ან მოპარული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ძებნისა და დადგენის მიზნით განსახორციელებელ, მათ შორის ავტოტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალებათა გამოყენების ღონისძიებებში მონაწილეობა; ა.დ) საგზაო მოძრაობის მოწესრიგების მიზნით სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა განხორციელება; ა.ე) გზებზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის შეზღუდვა ან შეწყვეტა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ა.ვ) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევათა და დანაშაულის აღკვეთა-აცილება; გ) არასრულწლოვანთა შორის სამართალდარღვევათა და დანაშაულის აღკვეთა-აცილება; დ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში სამართალდარღვევათა და დანაშაულის აღკვეთა-აცილება; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა; ვ) სანებართვო საქმიანობა. 2. იმ რაიონებსა და ქალაქებში, სადაც შექმნილია საპატრულო პოლიციის ქვეგანყოფილებები, საპატრულო პოლიციას უფლება აქვს განახორციელოს ავტომოტრანსპორტის ტექნიკური ზედამხედველობისა და სარეგისტრაციო-საგამოცდო საქმიანობა, ხოლო იქ, სადაც შექმნილია საპატრულო პოლიციის ჯგუფები – მხოლოდ ავტომოტრანსპორტის ტექნიკური ზედამხედველობის საქმიანობა.     მუხლი 15🔗 საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის ფუნქციებია: ა) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენა, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – რეგისტრაციიდან მოხსნა; ბ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა) გაცემა.     მუხლი 16🔗 მატერიალურ-ტექნიკური და კავშირგაბმულობით უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებია: ა) სამმართველოს (განყოფილების) ხარჯთაღრიცხვის პროექტის მომზადება; ბ) საბუღალტრო აღრიცხვა; გ) სამმართველოს (განყოფილების) სტრუქტურული ქვედანაყოფების ნორმალური ფუნქციონირებისათვის მათი ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; დ) სამმართველოს (განყოფილების) კავშირგაბმულობის საშუალებებით უზრუნველყოფა; ე) პირადი შემადგენლობისათვის კანონმდებლობით დაწესებული შეღავათების, გარანტიებისა და კომპენსაციების უზრუნველყოფა; ვ) სხვა საფინანსო ღონისძიებების განხორციელება.     მუხლი 17🔗 უბნის ინსპექტორთა მუშაობის ჯგუფის ფუნქციებია: ა) დასახლებულ პუნქტებში დანაშაულისა და სამართალდარღვევათა გამოვლენა, აღკვეთა და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება; ბ) მოქალაქეთა შეტყობინებებსა და განცხადებებზე რეაგირება და მათი უფლებების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან; გ) დანაშაულისა და სამართალდარღვევათა გამოსავლენად და აღსაკვეთად მოქალაქეებთან თანამშრომლობა და მათი დაცვის უზრუნველყოფა. თავი V დასკვნითი დებულება     მუხლი 18🔗 წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ამ დებულების მომზადების, მიღებისა (გამოცემის) და ამოქმედებისათვის დადგენილი წესით.