⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.12.2006)
გაუქმებულია:

„საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის წესის შესახებ” დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 31.08.2004
ძალის დაკარგვა 26.12.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
გამოქვეყნების წყარო სსმ, 96, 01/09/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,314 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.08.2004 მიღება
26.12.2006 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 შრომის ანაზღაურება
2 ხელფასი
3 პრემია
4 დახმარება
5 დანამატი
6 დამქირავებლიდან ანარიცხები
7 სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი
8 სხვა საქონელი და მომსახურება
9 სხვა ხარჯები
10 სუბსიდიები
11 მიმდინარე ტრანსფერები
1. ვალდებულების დოკუმენტი №------------- 2. ხაზინა (დასახელება) –––––––––№––––––
7. მომწოდებელი (კოდი) ––––––––––––– 8. მომწოდებლის ბანკი ---------------------
რიგი შეივსოს საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ
ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლი მომსახურების სახე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის წესის შესახებ” დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPGrotesk;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:GeoDumba;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:300.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"SPGrotesk","sans-serif"; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.font5, li.font5, div.font5 {mso-style-name:font5; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line;} p.data, li.data, div.data {mso-style-name:data; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.5pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.prezident, li.prezident, div.prezident {mso-style-name:prezident; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line;} p.kanoni, li.kanoni, div.kanoni {mso-style-name:kanoni; margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.font0, li.font0, div.font0 {mso-style-name:font0; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.1pt 55.35pt 1.0in 53.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.000.11.117.006.653 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №571 2004 წლის 31 აგვისტო ქ. თბილისი „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის წესის შესახებ” დამტკიცების თაობაზე „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის და „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის წესის შესახებ” თანდართული ინსტრუქცია. 2. დაევალოს სახაზინო სამსახურს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის და საქართველოს ერთიანი სახელმწიფო საგზაო ფონდის გადასახდელებზე 2004 წლის 1 სექტემბრიდან განახორციელოს ხარჯების მონიტორინგი ვალდებულებების აღებისა და ხარჯების გაწევის წესის შესაბამისად. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ნოღაიდელი ინსტრუქცია „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის წესის შესახებ” თავი I ძირითადი დებულებები     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ინსტრუქცია არეგულირებს „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ასიგნებების ხარჯვის პროცედურებს. 2. საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღება და ხარჯების გაწევა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინასწარი თანხმობის გარეშე დაუშვებელია. სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას ინსტრუქციით დადგენილი წესის დარღვევით წარმოქმნილ ვალდებულებებზე. 3. ხარჯების გაწევა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ აღებული და დამოწმებული ვალდებულების შესასრულებლად კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ვალდებულება – სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის აღება, შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების დაფარვაზე; 2. დამოწმება – სამუშაოს შესრულების დადასტურება. 3. სახსრების გადახდა – სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოყოფილი სასხრების ფარგლებში სახელმწიფო ხაზინის ანგარიშიდან რეგისტრირებული ვალდებულების შესაბამისად თანხების ფაქტობრივი ჩამოწერა; 4. წინასწარი გადახდა – დამოწმების დოკუმენტის წარმოდგენამდე თანხების გადახდა.     მუხლი 3🔗. საბიუჯეტო სახსრების გაცემის ეტაპები სახელმწიფო ხაზინის მიერ სახსრების გაცემა ხორციელდება სამ ეტაპად: ვალდებულების აღება, დამოწმება, სახსრების გადახდა;     მუხლი 4🔗. საბიუჯეტო სახსრების გაცემის პროცედურები 1. საბიუჯეტო ორგანიზაცია ბიუჯეტით დამტკიცებული სახსრების მისაღებად სახელმწიფო ხაზინაში წარადგენს დოკუმენტაციას შემდეგი რიგითობით, თუ ამ ინსტრუქციით ან მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული: ა) ვალდებულების დოკუმენტი; ბ) დამოწმების დოკუმენტი; გ) საგადახდო დავალება. 2. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო ხაზინაში საბიუჯეტო სახსრების მოთხოვნისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების დაცვა: ა) წარმოდგენილი ვალდებულების თანხა არ აღემატება ნაზარდი გეგმით განსაზღვრულ ასიგნებას; ბ) წარმოდგენილი ვალდებულების თანხა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ღირებულებას; გ) დამოწმების დოკუმენტში მითითებული თანხა არ აღემატება ხაზინის მიერ რეგისტრირებული შესაბამისი ვალდებულების დოკუმენტით განსაზღვრულ თანხას; დ) გადახდა ხორციელდება ხაზინის მიერ რეგისტრირებული დამოწმების ფარგლებში, გარდა წინასწარი გადახდის შემთხვევებისა.     მუხლი 5🔗. წინასწარი გადახდა 1. წინასწარი გადახდა ხდება: ა) მივლინების ხარჯებზე; ბ) თუ ასეთი ანგარიშსწორება გათვალისწინებულია ხელშეკრულებით; გ) სასწრაფო შესყიდვებისას, რომელთა ჯამური ღირებულება თვეში 1 000 (ათასი) ლარს არ აღემატება. აღნიშნულ შემთხვევაში დამოწმების დოკუმენტი სახაზინო სამსახურს წარედგინება თანხის გატანიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში ან თანხა დაბრუნებულ უნდა იქნეს ხაზინის ანგარიშზე. 1 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის წინასწარი გადახდა შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანხმობით საბიუჯეტო ორგანიზაციის წერილობითი მომართვის საფუძველზე. 2. წინასწარი გადახდისას დამოწმება ხორციელდება ვალდებულების დოკუმენტით განსაზღვრულ ვადაში. ვალდებულების დოკუმენტში გათვალისწინებული თარიღისათვის დამოწმების დოკუმენტის წარმოუდგენლობის შესახებ სახელმწიფო ხაზინა აცნობებს საქართველოს კონტროლის პალატას. 3. წინასწარი გადახდისას თანხის სრულად აუთვისებლობის შემთხვევაში დარჩენილი თანხა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა ვალდებულებების დასაფინანსებლად და ექვემდებარება ხაზინის ანგარიშზე დაბრუნებას.     მუხლი 6🔗. დონორთა მიერ გამოყოფილი კრედიტებითა და გრანტებით გაწეული ხარჯების ანგარიშგებაში ასახვა 1. უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით და გრანტებით განხორციელებული ინვესტიციური პროექტების ფარგლებში ათვისებული სახსრების შესახებ (რომელთა ათვისება ხორციელდება სახაზინო ანგარიშების გაუვლელად) ვალდებულება-დამოწმებისა და საკასო ხარჯის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში ასახვის საფუძველს წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციის წერილობითი ინფორმაცია პროექტების შესრულების მდგომარეობის შესახებ. 2. მიზნობრივი ფულადი (მათ შორის მონეტიზებული სასაქონლო) გრანტების, რომელთა ხარჯვა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, სახსრებით გაწეულ ხარჯებზე ვალდებულება - დამოწმებისა და საკასო ხარჯის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში გატარება ხორციელდება ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. თავი II ვალდებულება     მუხლი 7🔗. ვალდებულების დოკუმენტის მომზადება 1. ვალდებულების დოკუმენტს (დანართი №1) ადგენს საბიუჯეტო ორგანიზაცია საქართველოს ბიუჯეტების გადასახდელების ეკონომიკური კლასიფიკაციის თითოეული მუხლის მიხედვით. 2. ვალდებულების დოკუმენტს საბიუჯეტო ორგანიზაცია ადგენს მომსახურე ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების მონაცემების მიხედვით ეკონომიკური კლასიფიკაციის ქვემოთ ჩამოთვლილი მუხლებისათვის: ა) სხვა საქონელი და მომსახურება (გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა); ბ) სუბსიდიები და მიმდინარე ტრანსფერები (გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა); გ) კაპიტალური ხარჯები. 3. მრავალწლიანი ხელშეკრულების შემთხვევაში სახელმწიფო ხაზინა ვალდებულებას არეგისტრირებს მიმდინარე წლის ბიუჯეტის ნაზარდი გეგმის ფარგლებში. 4. საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის, წყლისა და კავშირგაბმულობის ხარჯების, ორგანიზებულად ჩასახლების ადგილებზე დევნილთა შენახვის ხარჯების, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების შენახვის ხარჯების, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების ხარჯების ასანაზღაურებლად, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ხარჯებზე ვალდებულების აღების საფუძველს წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის წერილობითი მოთხოვნა. 5. სტუმრების მიღების, ექსტრადიციისა და ექსპედიციის ხარჯებისათვის ვალდებულების აღების საფუძველია საბიუჯეტო ორგანიზაციის შიდა ბრძანება. 6. ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში და სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის გადასაცემი ტრანსფერებზე ვალდებულების აღების საფუძველს წარმოადგენს „წლიური საბიუჯეტო კანონი”, ხოლო ვალდებულების დოკუმენტს სახელმწიფო ხაზინაში წარადგენს შესაბამისი მხარჯავი დაწესებულება ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგებში. 7. სასამართლო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების გადაწყვეტილებების საფუძველზე სახაზინო ანგარიშებიდან იძულებით ჩამოჭრილ თანხებზე ვალდებულების აღების საფუძველს წარმოადგენს საინკასო დავალება თანხის ჩამოჭრის შესახებ, სააღსრულებლო ფურცელი ან სასამართლო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების გადაწყვეტილება თანხის დაკისრების შესახებ. 8. საზოგადოებრივი ჯანდაცვის და სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებზე ვალდებულების დოკუმენტის საფუძველი იქნება მხარჯავი დაწესებულების წერილი შესრულებული სამუშაოების შესახებ და შესაბამისი ხარჯების რეესტრი. 9. მივლინების ხარჯებზე ვალდებულების დოკუმენტის საფუძველია პრეზიდენტის განკარგულება ან საბიუჯეტო ორგანიზაციის შიდა ბრძანება. თუ ფაქტობრივი ხარჯი აღემატება წინასწარი გადახდით დაფინანსებული ვალდებულების ოდენობას, საბიუჯეტო ორგანიზაცია ფაქტობრივი ხარჯსა და ვალდებულებას შორის სხვაობაზე წარმოადგენს დამატებით ვალდებულების დოკუმენტს. 10. ქვემოთ ჩამოთვლილი ხარჯებისათვის ვალდებულება არის ბიუჯეტით დამტკიცებული შესაბამისი გეგმური მაჩვენებლის ფარგლებში. ამისათვის საბიუჯეტო ორგანიზაციამ ხაზინაში ვალდებულების დოკუმენტის ნაცვლად უნდა წარადგინოს შესაბამისი კვარტალური გეგმური მონაცემების მუხლობრივი განაწილება №3-1 დანართის მიხედვით: ა) შრომის ანაზღაურება და სოციალური ანარიცხები; (მათ შორის, სუბსიდიების ეკონომიკურ კატეგორიაში გათვალისწინებული სახელფასო ვალდებულებები და მასთან დაკავშირებული გადასახადები); ბ) სტიპენდიები; გ) დევნილთა შემწეობები; დ) კვებისა და უნიფორმის ფულადი კომპენსაცია; ე) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების ხარჯები (აღნიშნულ ხარჯებზე ვალდებულების დოკუმენტს თან უნდა ახლდეს საბიუჯეტო ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის წერილობითი მომართვა); ვ) სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სოციალური დაცვის პროგრამები. 11. პასუხისმგებლობა ვალდებულების დოკუმენტის სწორად შევსებაზე ეკისრება საბიუჯეტო ორგანიზაცას.     მუხლი 8🔗. ვალდებულების დოკუმენტის განხილვა 1. საბიუჯეტო ორგანიზაცია სახელმწიფო ხაზინაში წარადგენს მე-7 მუხლის წესის შესაბამისად შედგენილი ვალდებულების დოკუმენტს. 2. სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი და რეგიონალური ხაზინა განიხილავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ ინსტრუქციის მოთხოვნებთან შესაბამისობას და არასრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში წერილობით აცნობებს საბიუჯეტო ორგანიზაციას. 3. ვალდებულების დოკუმენტაციის მონაცემებს რეგიონალური ხაზინა აგზავნის ცენტრალურ ხაზინაში.     მუხლი 9🔗. სახელმწიფო ხაზინის მიერ ვალდებულების რეგისტრაცია 1. ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ ხარჯებზე ვალდებულებას არეგისტრირებს სახელმწიფო ხაზინა. 2. ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების გარდა ვალდებულებებს სახელმწიფო ხაზინა არეგისტრირებს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით. 3. სახელმწიფო ხაზინის მიერ ვალდებულების რეგისტრაციისას ვალდებულების დოკუმენტს ენიჭება ნომერი, რომელიც შემდგომ საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მიეთითება საგადახდო დავალებაში. 4. დარეგისტრირებული ვალდებულების გადატანა სხვა მუხლში დაუშვებელია. 5. საბიუჯეტო ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია სახელმწიფო ხაზინის მიერ გაუქმდეს დარეგისტრირებული ვალდებულება. თავი III დამოწმება     მუხლი 10🔗. დამოწმების დოკუმენტის მომზადება 1. საბიუჯეტო ორგანიზაცია დამოწმების დოკუმენტს (დანართი 2-ის მიხედვით) ადგენს სამუშაოს შესრულების შემდეგ, სადაც მიეთითება სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადასახადო ანგარიშფაქტურა, საბაჟო დეკლარაცია, სასაქონლო ზედდებული, გაწეული მომსახურების შესაბამისი ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი, ურთიერთშედარების აქტი) და შესრულებული სამუშაოს ღირებულება აღებული ვალდებულების ფარგლებში. 2. მივლინების, სტუმრების მიღების, ექსტრადიციისა და ექსპედიციის ხარჯებზე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების ხარჯებზე დამოწმების დოკუმენტის საფუძველია საბიუჯეტო ორგანიზაციის უფლებამისილი პირის წერილი გაწეული ხარჯების ოდენობის შესახებ. 3. ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში და სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის გადასაცემი ტრანსფერებზე დამოწმების საფუძველს წარმოადგენს „წლიური საბიუჯეტო კანონი”, დამოწმების დოკუმენტს სახელმწიფო ხაზინაში წარადგენს შესაბამისი მხარჯავი დაწესებულება ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. 4. ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მეათე პუნქტით გათვალისწინებულ ხარჯებზე დამოწმების დოკუმენტის ნაცვლად ყოველთვიურად ხაზინაში წარდგენილ უნდა იქნეს თანხების მოთხოვნაზე განაცხადი დანართ №3-ის შესაბამისად. 5. საზოგადოებრივი ჯანდაცვის და სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებზე დამოწმების დოკუმენტების საფუძველი იქნება მხარჯავი დაწესებულების წერილი შესრულებული სამუშაოების შესახებ და შესაბამისი ხარჯების რეესტრი. 6. ერთ ვალდებულებაზე შეიძლება შედგეს რამდენიმე დამოწმების დოკუმენტი.     მუხლი 11🔗. სახელმწიფო ხაზინის მიერ დამოწმების დოკუმენტის რეგისტრაცია 1. საბიუჯეტო ორგანიზაცია სახელმწიფო ხაზინას წარუდგენს დამოწმების დოკუმენტს, რომელსაც სახელმწიფო ხაზინა დაარეგისტრირებს, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულყოფილია. 2. არასრულყოფილი დამოწმების დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში სახაზინო სამსახური წერილობით აცნობებს საბიუჯეტო ორგანიზაციას.     მუხლი 12🔗. წლის ბოლოს დარჩენილი შეუსრულებელი ვალდებულებები და სახელმწიფო ხაზინის მიერ რეგისტრირებული და გადაუხდელი დამოწმება 1. სახელმწიფო ხაზინის მიერ აღებული ვალდებულება შესრულებულად ითვლება დამოწმების დოკუმენტის რეგისტრაციის შემდეგ. 2. წინა წლის ვალდებულებების შესრულების მდგომარეობას საბიუჯეტო ორგანიზაციის მომართვის საფუძველზე სახელმწიფო ხაზინა აზუსტებს მომდევნო წლის 15 იანვრამდე. 3. წინა წლის შეუსრულებელი ვალდებულებები დავალიანებაში არ აისახება. 4. სახელმწიფო ხაზინის მიერ წლის განმავლობაში რეგისტრირებული და გადაუხდელი დამოწმება დავალიანების სახით გადადის მომდევნო წელს და დაიფარება დავალიანებათა დაფარვისათვის დადგენილი წესით. 5. ინფორმაცია საბიუჯეტო წლის განმავლობაში სახაზინო სამსახურის მიერ რეგისტრირებული, დამოწმებული და გადახდილი ვალდებულებების შესახებ ფინანსთა სამინისტროს წარედგინება მომდევნო წლის 20 იანვრისათვის. თავი IV გარდამავალი დებულებები     მუხლი 13🔗. გასული პერიოდის დავალიანების დაფარვა ინსტრუქციის ამოქმედებამდე წარმოქმნილი, საბიუჯეტო ორგანიზაციის საბალანსო მონაცემების შესაბამისად რიცხული დავალიანების დაფარვა შესაძლებელია ფინანსთა სამინისტროს თანხმობით, ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად.     მუხლი 14🔗. საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სასწრაფო შესყიდვები 2005 წლის 1 იანვრამდე საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისათვის სასწრაფო შესყიდვების ჯამური ღირებულება განისაზღვროს თვეში 10 000 (ათი ათასი) ლარით. ვალდებულების დოკუმენტი                                                              დანართი №1 1. ვალდებულების დოკუმენტი №-------------  2. ხაზინა (დასახელება) –––––––––№–––––– 3. ორგანიზაციული კოდი –––––––––––––– 4. საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება –––––––––––––––––––––––– 5. დამატებითი დოკუმენტი –––––––––––––––––––– № ––––––––––––––– 6. მომწოდებელი (დასახელება) –––––––––––––––––––––––––––––– 7. მომწოდებელი (კოდი) ––––––––––––– 8. მომწოდებლის ბანკი --------------------- რიგი ნაწილი I. შეივსოს საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ნაწილი II. შეივსოს ხაზინის მიერ ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლი მომსახურების სახე წარდგენილი ვალდებულება დამტკიცებული ვალდებულება თანხა მ.შ. წინასწარი გადახდა დამოწმების დოკუმენტის წარმოდგენის პერიოდი 1 2 3 4 5    საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სახაზინო სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დეპარტამენტის უფროსი  პასუხისმგებელი პირი ვალდებულებების რეგისტრაციისა და აღრიცხვის სამმართველოს უფროსი    ბ.ა  თარიღი /---/------/------/ პასუხისმგებელი შემსრულებელი   შტ.ა.  თარიღი /---/------/------/ დამოწმების დოკუმენტი           დანართი №2   1. ვალდებულების დოკუმენტი №------- 2. ხაზინა (დასახელება)––––––––––––   3. ორგანიზაციული კოდი –––––––––––––   4. საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება –––––––––––––––   5. დამატებითი დოკუმენტი: ––––––––––––––––––––№––––––––––––––   6. მომწოდებელი (დასახელება) ––––––––––––––––––––––––––   7. მომწოდებელი (კოდი) –––––––––––– 8. მომწოდებლის ბანკი ----------------   რიგი შეივსოს საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ   ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლი მომსახურების სახე დამოწმების თანხა   სტანდარტული წინასწარ გადახდილი სულ დამტკიცება   1   2   3   4   5    საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სახაზინო სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დეპარტამენტის უფროსი  პასუხისმგებელი პირი ვალდებულებების რეგისტრაციისა და აღრიცხვის სამმართველოს უფროსი     ბ.ა    თარიღი /---/------/------/ შტ.ა   პასუხისმგებელი შემსრულებელი  თარიღი /---/------/------/                                 დანართი №3 გ ა ნ ა ც ხ ა დ ი № ------  200 წლის ---------------- თვის შრომის ანაზღაურების, სოციალური ანარიცხების,  სხვა სახელფასო ვალდებულებების, სტიპენდიების, დახმარებების, შემწეობების, კვებისა და  უნიფორმის კომპენსაციის ხარჯების დაფინანსებაზე  1. საბიუჯეტო ორგანიზაცია  დასახელება --------------------------------------------------------------------  ორგანიზაციული კოდი ------------------------  2. ცენტრალური სახაზინო სამსახური                                                                      ვალდებულება ნომერი ----------------------- ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლი მოთხოვნილი თანხა შენიშვნა 1 2 3 1  შრომის ანაზღაურება 2  ხელფასი 3  პრემია 4  დახმარება 5  დანამატი 6  დამქირავებლიდან ანარიცხები 7  სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი 8  სხვა საქონელი და მომსახურება 9  სხვა ხარჯები 10  სუბსიდიები 11  მიმდინარე ტრანსფერები სულ შენიშვნა: ------------------------------------------------------------------------  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სახაზინო სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დეპარტამენტის უფროსი პასუხისმგებელი პირი ვალდებულებების რეგისტრაციისა და აღრიცხვის        ბ.ა თარიღი /---/-----/-----/        შტ.ა   სამმართველოს უფროსი  პასუხისმგებელი შემსრულებელი თარიღი /---/-----/-----/  დანართი №3-1    -------------------------------- ხაზინას                                                                                                        № -----------  200 წლის ---------- კვარტალის შრომის ანაზღაურების, სოციალური ანარიცხების,  სხვა სახელფასო ვალდებულებების, სტიპენდიების, დახმარებების, შემწეობების, კვებისა და  უნიფორმის კომპენსაციის ხარჯების განაწილება    საბიუჯეტო ორგანიზაცია    დასახელება --------------------------------------------------------------------  ორგანიზაციული კოდი --------------   ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლი მათ შორის სულ   I II III IV 1 2   1  შრომის ანაზღაურება   2  ხელფასი   3  პრემია   4  დახმარება   5  დანამატი   6  დამქირავებლიდან ანარიცხები   7 სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი   8  სხვა საქონელი და მომსახურება   9  სხვა ხარჯები   10  სუბსიდიები   11  მიმდინარე ტრანსფერები სულ  შენიშვნა: ----------------------------------------------------------------------------------------  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სახაზინო სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დეპარტამენტის უფროსი       ბ.ა   პასუხისმგებელი პირი ვალდებულებების რეგისტრაციისა და აღრიცხვის სამმართველოს უფროსი     შტ.ა პასუხისმგებელი შემსრულებელი თარიღი /---/-----/-----/  თარიღი /---/-----/-----/