საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 13.11.2001
ძალის დაკარგვა 25.03.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის მინისტრი
ნომერი №3/297
სარეგისტრაციო კოდი 450190000.11.107.005053
გამოქვეყნების წყარო სსმ, 125, 22/11/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 4 აქტით
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.07.2025
- “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მინისტრის ბრძანება 07.08.2006
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 17.03.2005
- სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულებისა და საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 25.03.2024
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt 45.0pt 53.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 460.190.000.11.107.005.053.
საქართველოს კულტურის მინისტრის
ბრძანება №3/297
2001 წლის 13 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტის და „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ბ.ა. პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნ. კობახიძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულება
I. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი (შემდეგში – ეროვნული კინოცენტრი) შექმნილია “ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონითა და “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონის საფუძველზე.
2. ეროვნული კინოცენტრი არის საქართველოს კულტურის სამინისტროსთან მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო კონტროლით, დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
3. ეროვნული კინოცენტრი თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, “ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონით, სხვა შესაბამისი კანონებითა და ნორმატიული აქტებით, ამ დებულებით.
4. ეროვნული კინოცენტრი ახორციელებს სახელმწიფოებრივ ამოცანებს ქართული კინოკულტურის დაცვის, მისი განვითარების ხელშეწყობის, სახელმწიფო მხარდაჭერისა და ამასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ურთიერთობების კოორდინაციის თვალსაზრისით.
5. ეროვნულ კინოცენტრს აქვს საკუთარი ქონება, რომელსაც იგი თავისი მიზნების მისაღწევად მოიხმარს და განკარგავს დანიშნულებისამებრ, ამასთან პასუხისმგებელია ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისათვის.
6. ეროვნულ კინოცენტრს უფლება აქვს თავისი სახელით, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში დადოს გარიგებები, შეიძინოს უფლებები და მოვალეობები, იკისროს ვალდებულებები.
7. ეროვნულ კინოცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები, მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდებით, ასევე იურიდიული პირის ყველა სხვა ატრიბუტი.
8. ეროვნული კინოცენტრის დებულებას შეიმუშავებს კინოცენტრი და ამტკიცებს კულტურის მინისტრი. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება იმავე წესით, როგორც თვით დებულების მიღება.
9. ეროვნული კინოცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი №37.
II. ეროვნული კინოცენტრის მიზნები და ამოცანები
10. ეროვნული კინოცენტრის მიზანია ქართული კინემატოგრაფიის არსებობისა და განვითარებისათვის სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველყოფა და კოორდიანცია, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სხვა წყაროებიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნული ფილმების წარმოებისა და გავრცელებისათვის ხელის შეწყობა, მსოფლიო კინოპროცესებში ქართული კინოს ინტეგრაცია.
11. ეროვნული კინოცენტრის ამოცანებია:
ა) შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნა და სრულყოფა;
ბ) კინოს განვითარებისათვის მისი მატერიალურ-ტექნიკური, სამეცნიერო, საინფორმაციო, საწარმოო და საგანმანათლებლო ბაზის სრულყოფა;
გ) ეროვნული კინოპროდუქციის წარმოების ფინანსური უზრუნველყოფა;
დ) ქართული კინოს დაცვისა და განვითარების მიზნით შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების რეალიზაცია;
ე) კინოს ინფრასტრუქტურისა და კინოქსელისათვის სახელმწიფო მხარდაჭერის კოორდინაცია;
ვ) კინემატოგრაფიაში ერთიანი საინფორმაციო-საღრიცხვო სისტემის დანერგვა-ამოქმედება;
ზ) საქართველოს ეროვნული კინოარქივის შექმნა;
თ) კინოგანათლებისა და კინომეცნიერების განვითარების, შემოქმედებითი და საინჟინრო-ტექნიკური კადრების მომზადებისათვის ხელშეწყობა;
ი) კინოს დარგში საერთაშორისო კავშირების განვითარება, საერთაშორისო კინოორგანიზაციებში წარმომადგენლობა;
კ) კინოფესტივალებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარების, აგრეთვე საერთოშორისო კინოფესიტვალებში მონაწილეობის ხელშეწყობა.
III. ეროვნული კინოცენტრის კომპეტენცია, მისი უფლებები და მოვალეობანი
12. დასახული მიზნებისა და ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს “ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონით, სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით გათვალისწიბებული საქმიანობა, მათ შორის დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა.
13. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეროვნულ კინოცენტრს უფლება აქვს:
ა) მოამზადოს საკანონმდებლო წინადადებები, შეიმუშაოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტები კინოს სფეროში და წარუდგინოს კულტურის მინისტრს;
ბ) მოამზადოს ქართული კინოს დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამები, კოორდინაცია გაუწიოს და მონაწილეობა მიიღოს მათ განხორციელებაში;
გ) სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას კანონმდებლობით დადგენილი წესით მოამზადოს და წარადგინოს სათანადო წინადადებები კინემატოგრაფიისათვის გამოსაყოფი ასიგნებების ნაწილში;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მართოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ფინანსები. საკონკურსო დებულების საფუძველზე საექსპერტო კომისიის მეშვეობით მოახდინოს შესაბამისი თანხების განაწილება ეროვნული ფილმების წარმოებისა და გაქირავების დაფინანსების მიზნით;
ე) განახორციელოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფინანსური რესურსების მობილიზება და შესაბამისი პროგრამების დაფინანსება;
ვ) კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით განსაზღვროს საკუთარი სახსრების ხარჯვის კონკრეტული მიმართულებები;
ზ) მოითხოვოს და მიიღოს ხელისუფლების ორგანოებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის საჭირო კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი ინფორმაცია;
თ) თავის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევის შემთხვევაში მიმართოს შესაბამის ორგანოს უკანონო მოქმედებათა შეწყვეტის მიზნით;
ი) თავისი მიზნების მისაღწევად კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნას ფილიალები და წარმომადგენლობები;
კ) დაამყაროს ურთიერთობები იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, სხვა ორგანიზაციებთან, დადგენილი წესით გააფორმოს მათთან ხელშეკრულებები;
ლ) მოამზადოს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პროგრამები და კონკრეტული წინადადებანი, განახორციელოს ისინი, საჭიროების შემთხვევაში კი განსახილველად წარუდგინოს კულტურის მინისტრს;
მ) განახორციელოს ღონისძიებები ქართული კინოს იფნრასტრუქტურის კოორდინაციის მიზნითა და სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად;
ნ) მონაწილეობა მიიღოს სახელმწფო სექტორში არსებული კინოორგანიზაციების აღჭურვის, მოდერნიზების, რესტრუქტურიზაციისა და საჭიროების შემთხვევაში რეორგანიზაციის პროცესების მართვაში; აუცილებლობის შემთხვევაში უშუალოდ მართოს აღნიშნული პროცესები; მოამზადოს სათანადო წინადადებები შესაბამისი ორგანიზაციების მართვის სისტემის სრულყოფისათვის;
ო) კოორდინაცია გაუწიოს ქვეყნის კინოქსელისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო მხარდაჭერის განხორციელებას;
პ) ჩამოაყალიბოს ფილმების ერთიანი საინფორმაციო-სააღრიცხვო ბანკი და განსაზღვროს მისი საქმიანობის წესი;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს იურიდიული პირები და/ან მონაწილეობა მიიღოს მათ დაფუძნებაში, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები;
რ) გამართოს კონფერენციები, სემინარები, მოაწყოს ფესტივალები, მათ შორის საერთაშორისო;
ს) დადგენილი წესით წარმართოს თავისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობა, მოამზადოს წინადადებები მათი რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა თუ ახალი სტრუქტურების შექმნის შესახებ;
ტ) კინოს დარგში სტატისტიკური აღრიცხვიანობის სისტემის დანერგვის მიზნით შექმნას კინოორგანიზაციათა ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელშიც აღირიცხება ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი სათანადო წესით რეგისტრირებული ყველა კინოორგანიზაცია;
უ) კოორდინაცია და სათანადო აღრიცხვა გაუწიოს ქვეყნის ტერიტორიაზე ფილმების გაქირავების რეგულირებას;
ფ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს ეროვნული ფილმის დებულება;
ქ) პროპაგანდა გაუწიოს ქართულ კინოკულტურას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
ო) განახორციელოს ნებისმიერი სხვა მოქმედება, რაც დაკავშირებულია მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებასთან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობასა და ამ დებულებას.
14. ეროვნული კინოცენტრი მოვალეა:
ა) თავის საქმიანობაში იხელმძღვანელოს მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობის, ობიექტურობისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპებით;
ბ) კანონმდებლობით და ამ დებულებით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას არსებითად არ გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე, გარდა ნებადართული დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობისა;
გ) რაციონალურად და ოპტიმალურად გამოიყენოს შრომითი და ფინანსური რესურსები;
დ) ხელი შეუწყოს კინოინდუსტრიის სხვადასხვა შტოების შეთანხმებულ მუშაობას;
ე) თავისი საქმიანობა განახორციელოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
IV. ეროვნული კინოცენტრის საქმინობის სახელმწიფო კონტროლი
15. ეროვნული კინოცენტრის სახელმწიფო კონტროლს შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე და ამ დებულების ფარგლებში ახორციელებს საქართველოს კულტურის სამინისტრო.
16. ეროვნული კინოცენტრის სახელმწიფო კონტროლი მოიცავს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის, ასევე საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
17. ეროვნული კინოცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის მიზნით საქართველოს კულტურის სამინისტროს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს და მიიღოს საჭირო მასალები და ინფორმაცია;
ბ) თავისი დამოკიდებულება საჯაროდ გამოხატოს ეროვნული კინოცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით.
18. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში, ეროვნული კინოცენტრი აწვდის მას თავის საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას.
V. ეროვნული კინოცენტრის ფინანსები და ქონება, აღრიცხვა და ანგარიშგება
19. ეროვნული კინოცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან შესაბამისი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;
დ)დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
ე) შემოწირულობანი და გრანტები;
ვ) ეროვნული კინოცენტრის ეგიდით დაფინანსებული და წარმოებული ფილმების დემონსტრაციის შედეგად მიღებული შემოსავლები;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
20. დებულების მე-19 მუხლით გათვალისწინებული სახსრები ხმარდება ეროვნული კინოცენტრის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, მისი უფლებამოსილებისა და ფუნქციების აღსრულებას.
21. ეროვნული კინოცენტრის ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით, უსასყიდლოდ ან სასყიდლით გადაცემული ქონებისაგან.
22. ეროვნული კინოცენტრის საფინანსო საქმიანობის აღრიცხვა, ანგარიშგება და შეფასება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
23. ეროვნული კინოცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი და ამტკიცებს კულტურის სამინისტრო.
VI. ეროვნული კინოცენტრის სტრუქტურა და მართვა
24. ეროვნული კინოცენტრის მართვის, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის ფუნქციები ეკისრება კინოცენტრის დირექტორს, რომელსაც საქართველოს კინემატოგრაფისტთა საერთო-ეროვნულ შემოქმედებით კავშირთან შეთანხმებით თანამდებობაზე 3 წლის ვადით ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის მინისტრი.
25. ეროვნული კინოცენტრის დირექტორი კინოცენტრის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე, აგრეთვე შემდგომ – კინოკულტურასთან დაკავშირებული ზოგადი საკითხების გადაწყვეტისას, აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს კინემატოგრაფისტთა საერთო-ეროვნულ კავშირთან. ამასთან, კინოცენტრის დირექტორი კინემატოგრაფისტთა საერთო-ეროვნულ კავშირს ყოველწლიურად აწვდის ინფორმაციას კინოცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
26. ეროვნული კინოცენტრის დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კინოცენტრის დირექტორი. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის პირველი მოადგილე ან დირექტორის ბრძანებით მისი მოადგილე. ფუნქციებს დირექტორის მოადგილეებს შორის ანაწილებს დირექტორი.
27. დირექტორი წარმოადგენს ეროვნულ კინოცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობებში.
28. დირექტორი, როგორც ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი:
ა) უძღვება ეროვნული კინოცენტრის საქმიანობას და აწესრიგებს იმ საკითხებს, რომლებიც განეკუთვნება კინოცენტრის გამგებლობის სფეროს;
ბ) განსაზღვრავს კინოცენტრის მიმდინარე საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, იხილავს წლიური ბიუჯეტის პროექტებს, სამუშაო გეგმებსა და საქმიანობის ანგარიშებს;
გ) პასუხისმგებელია ეროვნული კინოცენტრის საქმიანობაზე;
დ) ამტკიცებს ეროვნული კინოცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ე) თვალყურს ადევნებს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და წარმომადგენლობების (ფილიალების) მიერ ნაკისრ ვალდებულებათა აღსრულებას და დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლების საქმიანობაზე;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლებს და წყვეტს სხვა საკადრო საკითხებს;
ზ) ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის;
თ) თანამდებობაზე ნიშნვას და თანამდებობიდან ათავისუფლებს წარმომადგენლობების (ფილიალების) დირექტორებს;
ი) დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად თავისი უფლებამისილების ფარგლებში განაგებს ფინანსურ სახსრებს;
კ) ხსნის საბანკო ანგარიშებს,დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და სხვა აქტებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად ეროვნული კინოცენტრისა და მისი წარმომადგენლობების (ფილიალების) ყველა თანამშრომელთათვის;
მ)ა დგენს თანამშრომელთა ხელფასის ოდენობას დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში;
ნ) საქართველოს კულტურის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ეროვნული კინოცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების პროექტს;
ო)ხელს აწერს ეროვნული კინოცენტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;
პ)მონაწილეობს კინემატოგრაფიის საკითხებზე გამართულ სახელმწიფო, სხვა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ღონისძიებებში;
ჟ)ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
29. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით დირექტორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ამტკიცებს ეროვნული კინოცენტრის საშტატო ნუსხას და განსაზღვრავს წლიური სახელფასო ფონდის ოდენობას;
ბ) ახორციელებს უძრავი ქონების შეძენას, გასხვისებასა და დატვირთვას;
გ) ამტკიცებს საორგანიზაციო და ადმინისტრაციული ხარჯების ხარჯთანუსხას;
დ) აწარმოებს სესხის აღებას და იძლევა თავდებობას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
30. ეროვნული კინოცენტრის დირექტორი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შექმნას დროებითი კომისიები და სამუშაო ჯგუფები, ასევე დროებითი საკონსულტაციო კოლეგიური ორგანო.
31. დირექტორის დროებითი კოლეგიური საკონსულტაციო ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებს, მათი მოწვევისა და საქმიანობის წესს ადგენს ეროვნული კინოცენტრის შიდაორგანიზაციული აქტი, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი.
32. ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლობები (ფილიალები) თავიანთი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენენ კინოცენტრის დირექტორს კინოცენტრის მიერ დადგენილი წესით.
1. ეროვნული კინოცენტრის სტრუქტურა ყალიბდება მისი ამოცანების, ფუნქციებისა და შესაძლო დაფინანსების შესაბამისად და განისაზღვრება შემდეგი სახით:
ა) ხელმძღვანელობა;
ბ) საფინანსო-ეკონომიკური სამსახური;
გ) იურიდიული სამსახური;
დ) საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახური;
ე) საინფორმაციო-სააღრიცხვო სამსახური;
2. ეროვნულ კინოცენტრში შემოქმედ მუშაკთა და ექსპერტთა შემადგენლობით იქმნება საექსპერტო კომისია, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს კანონმდებლობისა და საკუთარი დებულების საფუძველზე.
VII. ეროვნული კინოცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
34. ეროვნული კინოცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
35. ეროვნული კინოცენტრის ლიკვიდაციის საფუძველი შეიძლება იყოს მის მიერ დასახული მიზნის მიღწევა ან ამ მიზნის მიღწევის შეუძლებლობა.
36. ეროვნული კინოცენტრის ლიკვიდაციის შემთხვევაში დარჩენილი ქონების განაწილება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.