საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 03.09.2004
ძალის დაკარგვა 23.10.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №579
სარეგისტრაციო კოდი 200240000.11.117.006654
გამოქვეყნების წყარო სსმ, 98, 09/09/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:38.1pt 56.3pt 56.7pt 49.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.240.000.11.117.006.654
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №579
2004 წლის 3 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მოხდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის სტრუქტურული რეორგანიზაცია შტატების შემცირების გზით „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით და მის ბაზაზე შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექცია.
2. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციის დებულება თანახმად დანართი №1-ისა.
3. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ფუნქციონირება შეწყვიტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციამ.
4. ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის შექმნის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსის 1995 წლის 27 ნოემბრის №558 ბრძანება და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის სტრუქტურისა და დებულების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსის 1996 წლის 5 თებერვლის №23 ბრძანება.
5. ბრძანება ამოქმედდეს 2004 წლის 11 ოქტომბრიდან.
ზ. ნოღაიდელი
დანართი №1
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციის სტატუსი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად შექმნილ საგადასახადო ორგანოს, რომლის კომპეტენცია განსაზღვრულია ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
2. ინსპექცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მასთან საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვაზე და შესრულებაზე კონტროლს.
3. ინსპექცია შედის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის შემადგენლობაში და მისი საქმიანობის მართვასა და საერთო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე ცენტრალური აპარატის მეშვეობით.
4. გადასახადის გადამხდელებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, მესამე პირებთან ურთიერთობებში ინსპექცია გამოდის თავისი სახელით.
5. ინსპექციის სრული დასახელებაა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექცია.
6. ინსპექციის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქ. №6
მუხლი 2🔗. ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი
ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.
მუხლი 3🔗. ინსპექციის ურთიერთობა სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან
ინსპექცია დამოუკიდებელია თავისი მოვალეობების შესრულებისას და საჭიროებისამებრ თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან.
მუხლი 4🔗. მინდობილი უფლებამოსილების დელეგირების აკრძალვა
ინსპექციის საჯარო მოსამსახურებს ეკრძალებათ კანონმდებლობით დადგენილი წესით მათთვის დაკისრებული ვალდებულებების და მინდობილი უფლებამოსილების გადაცემა სხვა თანამშრომლებისათვის.
მუხლი 5🔗. აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციაში გადასახადის აღრიცხვაზე აყვანის წესი და შერჩევის კრიტერიუმები
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციაში გადასახადის გადამხდელად აღრიცხვაზე აყვანის კრიტერიუმებს ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
2. ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა და საგადასახადო აღრიცხვიდან მოხსნა
ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული კრიტერიუმების მიხედვით ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე ასაყვან (მოსახსნელ) გადასახადის გადამხდელთა შერჩევას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი;
ბ) ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა და მოხსნა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.
თავი II
ინსპექციის საქმიანობის სფერო და ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი
მუხლი 6🔗. ინსპექციის ამოცანები
1. ინსპექციის ამოცანაა ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფა, გადამხდელთა რეგისტრაცია, გადამხდელთა მომსახურება, საგადასახადო შემოწმება, მონაცემთა დამუშავება, გადასახადების ადმინისტრირება, გადასახადების იძულებით გადახდევინება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი მომსახურება, საგადასახადო საჩივრების განხილვა, საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შემოღებული გადასახადების სწორად გამოანგარიშებისა და მათი შესაბამის ბიუჯეტებში სრულად და დროულად ჩარიცხვაზე კონტროლი და ზედამხედველობა.
2. ინსპექცია განიხილავს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს.
3. ინსპექციის თანამშრომელთა ძირითადი ფუნქციები და მოვალეობებია:
ა) უზრუნველყონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ დადგენილი წესით შერჩეული და ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვზე გადაყვანილი გადასახადის გადამხდელთა დოკუმენტების გადატანა შესაბამისი საგადასახადო ინსპექციებიდან და მათი შენახვა. მოახდინონ გადამხდელთა რეგისტრაცია;
ბ) გადამხდელთა მომსახურება, საგადასახადო დეკლარაციებისა და გაანგარიშებების მიღება. დადგენილი წესით გადამხდელთა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებზე შედარებების აქტის გაფორმების უზრუნველყოფა, საგადასახადო დეკლარაციების და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ანგარიშგების ფორმების შეტანა კომპიუტერში დასამუშავებლად. გადასახადის გადამხდელებისაგან მიღებული დეკლარაციების (გაანგარიშებების), საგადასახადო შემოწმებების და ინსპექციაში არსებული სხვა ინფორმაციის საფუძვლებზე დაყრდნობით უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელებზე დარიცხული (შემცირებული) გადასახადების შესახებ მონაცემების დადგენილ ვადებში კომპიუტერებში შეტანა;
გ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების კომპიუტერული აღრიცხვა, კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა მათში ცვლილებების შეტანის ჩათვლით. ინსპექციის შესაბამისი პროგრამებით უზრუნველყოფის სამუშაოების ჩატარება და კომპიუტერული სისტემების დაცვა გარეშე პირების მიერ მონაცემთა ბაზაში შეღწევისაგან;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების უზრუნველყოფა. გადამხდელების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და კანონმდებლობით დადგენილი სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმებით, დეკლარაციებით უზრუნველყოფა. დეკლარაციების (გაანგარიშებებთან) მიღებასთან დაკავშირებით შესაბამისი მომსახურების გაწევა. კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებაზე კონტროლის გაძლიერების, ჩათვლებში გამოყენებული ანგარიშ-ფაქტურების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნისა და ამ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო დეპარტამენტში ანგარიშების წარდგენა;
ე) სანდო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ცნობილია საგადასახადო ინსპექციისათვის, სავარაუდო დარიცხვის თაობაზე სათანადო წესით გაფორმებული დასკვნის ინსპექციის უფროსისათვის წარდგენა. დეკლარაციებისა და ანგარიშგების ფორმების ვიზუალური შემოწმება. მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის დაცვით დეკლარაციების და გაანგარიშებების კამერალური შემოწმება და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში სათანადო წესით გაფორმებული დასკვნის ინსპექციის უფროსისათვის წარდგენა;
ვ) გაუწიონ კონსულტაცია გადამხდელებს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე მათთვის საინტერესო საკითხების გადაწყვეტაში, განუმარტონ გადამხდელებს გადასახადის გამოანგარიშების, საგადასახადო დეკლარაციებისა და გაანგარიშებების შევსების წესი და წარდგენის ვადები. მიაწოდონ გადამხდელებს ინფორმაცია საგადასახადო კანონმდებლობასა და გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ზ) მოახდინონ დღგ-ის გადამხდელთა რეგისტრაცია. დადგენილი წესით გასცენ ლიცენზიები (ნებართვები). აწარმოონ გადამხდელთა საქმეები, უზრუნველყონ ინფორმაციის შეკრება და არქივის წარმოება;
თ) დადგენილი წესითა და ვადებში უზრუნველყონ ამ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრულ გადამხდელებზე დარიცხული გადასახადების შესახებ საგადასახადო შეტყობინებინებების წარდგენა (გაგზავნა) გადამხდელებისათვის;
ი) ყოველდღიურად მიიღონ მომსახურე ბანკებიდან, სახაზინო დაწესებულებებიდან დოკუმენტები გადასახადის გადამხდელების მიერ ბიუჯეტში და სახელმწიფო ფონდებში ჩარიცხული გადასახადების შესახებ და უზრუნველყონ აღნიშნული მონაცემების კომპიუტერებში შეტანა. დადგენილი წესის მიხედვით აწარმოონ გადასახადის გადამხდელების ბარათებზე საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული გადასახადების დარიცხვა და აღრიცხვა გადასახადის სახეების მიხედვით, ვადაგადაცილებული დავალიანებების შემთხვევაში აწარმოონ საურავების დარიცხვა. კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში უზრუნველყონ გადამხდელთა სხვადასხვა გადასახადების ბარათებზე არსებული ზედმეტობების გადატანა სხვა გადასახადების ანგარიშში ან მათი დაბრუნება გადამხდელთათვის;
კ) შემოწმების ჩატარების მიზნით შეარჩიონ გადამხდელები, შეადგინონ წლიური სამუშაო გეგმები გასვლითი საგადასახადო შემოწმებების ჩასატარებლად. უზრუნველყონ საგადასახადო შემოწმებების წინასწარი მომზადება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დამტკიცებული სამუშაო გეგმისა და შემოწმების პროგრამის შესაბამისად შეამოწმონ გადასახადის გადამხდელთა საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები. უზრუნველყონ გასვლითი საგადასახადო შემოწმების წინასწარი მომზადება. გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას სრულად და დეტალურად გამოიკვლიონ საწარმოთა და მეწარმე-ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსოები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვროს დასაბეგრი ობიექტის ოდენობა. საგადასახადო შემოწმებისას შეამოწმონ საკონტროლო-სალარო აპარატ(ებ)ის მდგომარეობა;
ლ) გააფორმონ საგადასახადო შემოწმების აქტი. მოამზადონ წინადადებები გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმების და საურავების დარიცხვის შესახებ. გასვლითი საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით შედგენილი აქტი შემოწმების დამთავრებისთანავე გადასცენ ინსპექციის ხელმძღვანელობას განსახილველად. დანაშაულის ნიშნების არსებობისას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყონ სათანადო მასალების გადაცემა მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების ორგანოებისათვის;
მ) ვადაგადაცილებულ დავალიანებებზე გადახდევინების იძულებითი მეთოდების გამოყენება, ურჩ გადამხდელთა და არარეგისტრირებულ პოტენციურ გადამხდელთა გამოვლენა. კომპეტენციის ფარგლებში გამოავლინონ არალიცენზირებული და/ან შესაბამისი ნებართვის გარეშე მომუშავე გადამხდელები და აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოების, მიწოდების დარღვევის ფაქტები. გამოავლინონ აღურიცხავი მატერიალური ფასეულობანი და დადგენილი წესის დარღვევით საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების ფაქტები. განახორციელონ შემოსავლების დაკვირვების ტექნიკური საშუალებების დაყენება და კონტროლი;
ნ) განახორციელონ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული ზედამხედველობა. უზრუნველყონ გადამხდელების საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვა, საწვავის სვეტების, მრიცხველების დალუქვა. დაზიანების შემთხვევაში ლუქის ახსნა და ახალი ლუქის დადება და შეადგინონ ამ მიზნით შემუშავებული შესაბამისი ფორმების აქტები. ხელახალი დალუქვის ყველა შემთხვევაში მოახდინონ საკონტროლო-სალარო აპარატში შეტანილი პაროლის შეცვლა;
ო) გადამხდელებთან საქონლის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალების ზედამხედველობა;
პ) უზრუნველყონ ბიუჯეტში და სახელმწიფო ფონდებში გადასახადების დროული და სრული მობილიზაცია. დააწესონ კონტროლი გადასახადების გადამხდელების მიერ გადასახადების სრულ და დროულ გადახდაზე;
ჟ) შეაგროვონ ინფორმაციები იმ გადამხდელების შესახებ, რომლებიც ფაქტობრივად გადახდისუნარიანნი არიან და მიიღონ ზომები დარიცხული გადასახადების ბიუჯეტში და სახელმწიფო ფონდებში ამოსაღებად. შეაგროვონ ინფორმაციები იმ გადამხდელების შესახებ, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას;
რ) საინკასო დავალებებით და გადასახადების იძულებითი გადახდევინების მეთოდებით უზრუნველყონ ვადაგადაცილებული დავალიანებების ამოღება;
ს) ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე გადამხდელებთან ფულადი საშუალებების მოძრაობის პერიოდული შემოწმებები;
ტ) საგადასახადო საჩივრების განხილვა. სასამართლო ორგანოებში საქმის განხილვაში მონაწილეობა;
უ) შესაბამის მასალებზე დაყრდნობით მოამზადონ მასალები სასამართლოში წარსადგენად. გადასახადების იძულებითი გადახდევინების მიზნით, მასალების მომზადება შესაბამის ორგანოებში წარსადგენად;
ფ) გადასახადის გადამხდელის საჩივრებისა და შუამდგომლობების მიღება და განხილვა;
ქ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება სასამართლოში საგადასახადო დავებთან დაკავშირებული საქმეების განხილვისას;
ღ) ინსპექციაში საქმისწარმოების უზრუნველყოფა დამტკიცებული “საქმისწარმოების ერთიანი წესების” შესაბამისად;
ყ) საკონტროლო დავალებათა შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და ინსპექციის უფროსისათვის პერიოდულად მათი შესრულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
შ) ინსპექციის უფროსის მიერ გამოცემული ყველა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების რეგისტრაციის უზრუნველყოფა და შემსრულებლამდე დაყვანა. შემოსული და გასული კორესპონდენციების სათანადო დამუშავებასა და მოძრაობაზე კონტროლის განხორციელება;
ჩ) ინსპექციის უფროსთან ჩატარებულ თათბირებზე მიღებული საოქმო გადაწყვეტილებების რეგისტრაციის უზრუნველყოფა და შემსრულებლამდე დაყვანა. არქივის წარმოების უზრუნველყოფა;
ც) მუდმივად შესანახი კორესპონდენციებისა და კორესპონდენციათა რეგისტრაციის ჟურნალების ქრონოლოგიური წესით დალაგების პროცესის უზრუნველყოფა;
ძ) უზრუნველყონ საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების აღრიცხვის წარმოება და კომპეტენციით განსაზღვრული საკადრო საქმიანობა;
წ) ახორციელებენ კადრების შერჩევას, კოორდინაციას უწევენ კადრების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესს;
ჭ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენენ ინსპექციის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას და ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგების განხორციელებას;
ხ) ინსპექციის თანამშრომლები კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგადასახადო კოდექსებით გათვალისწინებულ და მათ მიერ გამოვლენილ ყველა სამართალდარღვევებზე შესაბამისი ოქმების (აქტების) შედგენას და შემდგომი რეაგირების ღონისძიებათა უზრუნველყოფას;
ჯ) კომპეტენციის სფეროების მიხედვით შესაბამისი ანგარიშგების საგადასახადო დეპარტამენტში წარდგენა.
თავი III
ინსპექციის სტრუქტურა და თანამდებობის პირები
მუხლი 7🔗. ინსპექციის სტრუქტურა
1. ინსპექციის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს ფინანსთა მინისტრს.
2. ინსპექციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, ხოლო ინსპექციის დანარჩენ საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე, ინსპექციის უფროსის წარდგინებით.
მუხლი 8🔗. ინსპექციის ხელმძღვანელობა და თანამდებობის პირები
1. ინსპექციას ხელმძღვანელობს ინსპექციის უფროსი.
2. ინსპექციის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) იღებს გადაწყვეტილებებს ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს ინსპექციის სახელით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს ინსპექციას სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან, ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, პრემიერ-მინისტრის ბრძანებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;
გ) ახორციელებს ინსპექციის ცალკეულ თანამშრომლებზე კონკრეტული ფუნქციების განსაზღვრას და მათი საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;
დ) ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე;
ე) გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტებს.
3. ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ახორციელებს ინსპექციის ერთ-ერთი თანამშრომელი, შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 9🔗. ინსპექციის რეორგანიზაცია, საქმიანობის შეწყვეტა
ინსპექციის რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.