საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 23.10.2006
ძალის დაკარგვა 05.03.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №1292
სარეგისტრაციო კოდი 190010000.22.033.009486
გამოქვეყნების წყარო სსმ, 144, 23/10/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.22.033.009.486
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1292
2006 წლის 23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის დებულება“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 სექტემბრის №579 ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთის საგადასახდო ინსპექციის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის
დებულება
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის სტატუსი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთის საგადასახადო ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად შექმნილ საგადასახადო ორგანოს, რომლის კომპეტენცია განსაზღვრულია ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
2. ინსპექცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მასთან საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვაზე და შესრულებაზე კონტროლს.
3. ინსპექცია შედის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის შემადგენლობაში და მისი საქმიანობის მართვასა და საერთო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე ცენტრალური აპარატის მეშვეობით.
4. გადასახადის გადამხდელებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, მესამე პირებთან ურთიერთობებში ინსპექცია გამოდის თავისი სახელით.
5. ინსპექციის სრული დასახელებაა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთის საგადასახადო ინსპექცია.
6. ინსპექციის იურიდიული მისამართია: საქართველო, ზემო აფხაზეთი, სოფელი აჟარა.
მუხლი 2🔗. ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი
ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.
მუხლი 3🔗. ინსპექციის ურთიერთობა სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან
ინსპექცია დამოუკიდებელია თავისი მოვალეობების შესრულებისას და საჭიროებისამებრ თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან.
მუხლი 4🔗. მინდობილი უფლებამოსილების დელეგირების აკრძალვა
ინსპექციის საჯარო მოსამსახურებს ეკრძალებათ კანონმდებლობით დადგენილი წესით მათთვის დაკისრებული ვალდებულებების და მინდობილი უფლება-მოსილების გადაცემა სხვა თანამშრომლებისათვის.
მუხლი 5🔗. აფხაზეთის საგადასახდო ინსპექციაში გადასახადის გადამხდელების სახელმწიფო რეგისტრაციაზე და/ან საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის წესი და შერჩევის კრიტერიუმები
1. აფხაზეთის საგადასახდო ინსპექციაში სახელმწიფო რეგისტრაციაზე და/ან საგადასახადო აღრიცხვაზე აიყვანება ზემო აფხაზეთის ტერიტორიის ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) მქონე იურიდიული პირები, საწარმოები და ორგანიზაციები, ასევე ფიზიკური პირები, რომლებიც ზემო აფხაზეთის ტერიტორიაზე ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას ან/და რომლებიც ფაქტობრივად ცხოვრობენ ზემო აფხაზეთის ტერიტორიაზე და წარმოეშობათ საგადასახადო ვალდებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა გადამხდელთა სახელმწიფო რეგისტრაციაზე და/ან საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის კრიტერიუმებს ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრიტერიუმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელების სახელმწიფო რეგისტრაციაზე და/ან საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა და სახელმწიფო რეგისტრაციიდან და/ან საგადასახადო აღრიცხვიდან მოხსნა ხორციელდება შემდეგნაირად:
ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) გათვალისწინებული კრიტერიუმების მიხედვით აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციაში სახელმწიფო რეგისტრაციაზე და/ან საგადასახადო აღრიცხვაზე ასაყვან (მოსახსნელ) გადასახადის გადამხდელთა შერჩევას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი;
ბ) აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა სახელმწიფო რეგისტრაციაზე და/ან საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა (მოხსნა) ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.
თავი II. ინსპექციის საქმიანობის სფერო და ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი
მუხლი 6🔗. ინსპექციის ამოცანები
1. ინსპექციის ამოცანაა ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადამხდელების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფა, გადამხდელთა სახელმწიფო რეგისტრაცია და/ან საგადასახადო აღრიცხვა, გადამხდელთა მომსახურება, საგადასახადო შემოწმება, მონაცემთა დამუშავება, გადასახადების ადმინისტრირება, გადასახადების იძულებით გადახდევინება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი მომსახურება, საგადასახადო საჩივრების განხილვა, საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შემოღებული გადასახადების სწორად გამოანგარიშებისა და მათი შესაბამის ბიუჯეტში სრულად და დროულად ჩარიცხვაზე კანტროლი და ზედამხედველობა.
2. ინსპექცია განიხილავს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს.
3. ინსპექციის თანამშრომელთა ძირითადი ფუნქციები და მოვალეობებია:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ დადგენილი წესით შერჩეული და ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვზე გადაყვანილი გადასახადის გადამხდელთა დოკუმენტების გადატანის უზრუნველყოფა შესაბამისი საგადასახადო ინსპექციებიდან და მათი შენახვა, გადამხდელთა რეგისტრაციის განხორციელება;
ბ) გადამხდელთა მომსახურება, საგადასახადო დეკლარაციებისა და გაანგარიშებების მიღება. დადგენილი წესით გადამხდელთა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებზე შედარებების აქტის გაფორმების უზრუნველყოფა, საგადასახადო დეკლარაციების და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ანგარიშგების ფორმების შეტანა კომპიუტერში დასამუშავებლად. გადასახადის გადამხდელებისაგან მიღებული დეკლარაციების (გაანგარიშებების), საგადასახადო შემოწმებების და ინსპექციაში არსებული სხვა ინფორმაციის საფუძვლებზე დაყრდნობით, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელებზე დარიცხული (შემცირებული) გადასახადების შესახებ მონაცემების დადგენილ ვადებში კომპიუტერებში შეტანა;
გ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების კომპიუტერული აღრიცხვა, კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა მათში ცვლილებების შეტანის ჩათვლით. ინსპექციის შესაბამისი პროგრამებით უზრუნველყოფის სამუშაოების ჩატარება და კომპიუტერული სისტემების დაცვა გარეშე პირების მიერ მონაცემთა ბაზაში შეღწევისაგან;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების უზრუნველყოფა. გადამხდელების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და კანონმდებლობით დადგენილი სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმებით, დეკლარაციებით უზრუნველყოფა. დეკლარაციების (გაანგარიშებებთან) მიღებასთან დაკავშირებით შესაბამისი მომსახურების გაწევა. კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებაზე კონტროლის გაძლიერების, ჩათვლებში გამოყენებული ანგარიშ-ფაქტურების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნისა და ამ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო დეპარტამენტში ანგარიშების წარდგენა;
ე) სანდო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ცნობილია საგადასახადო ინსპექციისათვის, სავარაუდო დარიცხვის თაობაზე სათანადო წესით გაფორმებული დასკვნის ინსპექციის უფროსისათვის წარდგენა. დეკლარაციებისა და ანგარიშგების ფორმების ვიზუალური შემოწმება. მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის დაცვით დეკლარაციების და გაანგარიშებების კამერალური შემოწმება და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში სათანადო წესით გაფორმებული დასკვნის ინსპექციის უფროსისათვის წარდგენა;
ვ) კონსულტაციის გაწევა გადამხდელებისათვის, მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე, მათთვის საინტერესო საკითხების გადაწყვეტაში, გადამხდელებისათვის გადასახადის გამოანგარიშების, საგადასახადო დეკლარაციებისა და გაანგარიშებების შევსების წესისა და წარდგენის ვადების განმარტება. საგადასახადო კანონმდებლობასა და გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხებზე გადამხდელებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
ზ) მოახდინონ დღგ-ის გადამხდელთა რეგისტრაცია. აწარმოონ გადამხდელთა საქმეები, უზრუნველყონ ინფორმაციის შეკრება და არქივის წარმოება;
თ) დადგენილი წესითა და ვადებში უზრუნველყონ ამ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრულ გადამხდელებზე დარიცხული გადასახადების შესახებ საგადასახადო შეტყობინებინებების წარდგენა (გაგზავნა) გადამხდელებისათვის;
ი) ყოველდღიურად მიიღონ მომსახურე ბანკებიდან, სახაზინო დაწესებულებებიდან დოკუმენტები გადასახადის გადამხდელების მიერ ბიუჯეტში ჩარიცხული გადასახადების შესახებ და უზრუნველყონ აღნიშნული მონაცემების კომპიუტერებში შეტანა. დადგენილი წესის მიხედვით აწარმოონ გადასახადის გადამხდელების ბარათებზე საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული გადასახადების დარიცხვა და აღრიცხვა გადასახადის სახეების მიხედვით, ვადაგადაცილებული დავალიანებების შემთხვევაში აწარმოონ საურავების დარიცხვა. კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში უზრუნველყონ გადამხდელთა სხვადასხვა გადასახადების ბარათებზე არსებული ზედმეტობების გადატანა სხვა გადასახადების ანგარიშში ან მათი დაბრუნება გადამხდელთათვის;
კ) შემოწმების ჩატარების მიზნით შეარჩიონ გადამხდელები, შეადგინონ წლიური სამუშაო გეგმები გასვლითი საგადასახადო შემოწმებების ჩასატარებლად. უზრუნველყონ საგადასახადო შემოწმებების წინასწარი მომზადება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დამტკიცებული სამუშაო გეგმისა და შემოწმების პროგრამის შესაბამისად, შეამოწმონ გადასახადის გადამხდელთა საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები. უზრუნველყონ გასვლითი საგადასახადო შემოწმების წინასწარი მომზადება. გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას სრულად და დეტალურად გამოიკვლიონ საწარმოთა და მეწარმე-ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტის ოდენობა. საგადასახადო შემოწმებისას შეამოწმონ საკონტროლი-სალარო აპარატ(ებ)ის მდგომარეობა;
ლ) გააფორმონ საგადასახადო შემოწმების აქტი. მოამზადონ წინადადებები გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმების და საურავების დარიცხვის შესახებ. გასვლითი საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით შედგენილი აქტი შემოწმების დამთავრებისთანავე გადასცენ ინსპექციის ხელმძღვანელობას განსახილველად. დანაშაულის ნიშნების არსებობისას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყონ სათანადო მასალების გადაცემა, ქვემდებარეობის მიხედვით შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის;
მ) ვადაგადაცილებულ დავალიანებებზე გადახდევინების იძულებითი მეთოდების გამოყენება, ურჩ გადამხდელთა და არარეგისტრირებულ პოტენციურ გადამხდელთა გამოვლენა. კომპეტენციის ფარგლებში გამოავლინონ არალიცენზირებული და/ან შესაბამისი ნებართვის გარეშე მომუშავე გადამხდელები და აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოების, მიწოდების დარღვევის ფაქტები. გამოავლინონ აღურიცხავი მატერიალური ფასეულობანი და დადგენილი წესის დარღვევით საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების ფაქტები. განახორციელონ შემოსავლების დაკვირვების ტექნიკური საშუალებების დაყენება და კონტროლი;
ნ) განახორციელონ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული ზედამხედველობა. უზრუნველყონ გადამხდელების საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვა, საწვავის სვეტების, მრიცხველების დალუქვა; დაზიანების შემთხვევაში ლუქის ახსნა და ახალი ლუქის დადება და შეადგინონ ამ მიზნით შემუშავებული შესაბამისი ფორმების აქტები. ხელახალი დალუქვის ყველა შემთხვევაში მოახდინონ საკონტროლო-სალარო აპარატში შეტანილი პაროლის შეცვლა;
ო) გადამხდელებთან საქონლის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალების ზედამხედველობა;
პ) უზრუნველყონ ბიუჯეტში გადასახადების დროული და სრული მობილიზაცია. დააწესონ კონტროლი გადასახადების გადამხდელების მიერ გადასახადების სრულ და დროულ გადახდაზე;
ჟ) შეაგროვონ ინფორმაციები იმ გადამხდელების შესახებ, რომლებიც ფაქტობრივად გადახდისუნარიანნი არიან და მიიღონ ზომები დარიცხული გადასა-ხადების ბიუჯეტში ამოსაღებად. შეაგროვონ ინფორმაციები იმ გადამხდელების შესახებ, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას;
რ) საინკასო დავალებებით და გადასახადების იძულებითი გადახდევინების მეთოდებით უზრუნველყონ ვადაგადაცილებული დავალიანებების ამოღება;
ს) ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე გადამხდელებთან ფულადი საშუალებების მოძრაობის პერიოდული შემოწმებები;
ტ) საგადასახადო საჩივრების განხილვა. სასამართლო ორგანოებში საქმის განხილვაში მონაწილეობა;
უ) შესაბამის მასალებზე დაყრდნობით მოამზადონ მასალები სასამართლოში წარსადგენად. გადასახადების იძულებითი გადახდევინების მიზნით, მასალების მომზადება შესაბამის ორგანოებში წარსადგენად;
ფ) გადასახადის გადამხდელის საჩივრებისა და შუამდგომლობების მიღება და განხილვა;
ქ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება სასამართლოში საგადასახადო დავებთან დაკავშირებული საქმეების განხილვისას;
ღ) ინსპექციაში საქმისწარმოების უზრუნველყოფა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების“ შესაბამისად;
ყ) საკონტროლო დავალებათა შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და ინსპექციის უფროსისათვის პერიოდულად მათი შესრულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
შ) ინსპექციის უფროსის მიერ გამოცემული ყველა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რეგისტრაციის უზრუნველყოფა და შემსრულებლამდე დაყვანა. შემოსული და გასული კორესპონდენციების სათანადო დამუშავებასა და მოძრაობაზე კონტროლის განხორციელება;
ჩ) ინსპექციის უფროსთან ჩატარებულ თათბირებზე მიღებული საოქმო გადაწყვეტილებების რეგისტრაციის უზრუნველყოფა და შემსრულებლამდე დაყვანა. არქივის წარმოების უზრუნველყოფა;
ც) მუდმივად შესანახი კორესპონდენციებისა და კორესპონდენციათა რეგისტრაციის ჟურნალების ქრონოლოგიური წესით დალაგების პროცესის უზრუნველყოფა;
ძ) უზრუნველყონ საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების აღრიცხვის წარმოება და კომპეტენციით განსაზღვრული საკადრო საქმიანობა;
წ) ახორციელებენ კადრების შერჩევას, კოორდინაციას უწევენ კადრების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესს;
ჭ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენენ ინსპექციის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განხორციელებას;
ხ) ინსპექციის თანამშრომლები კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ და მათ მიერ გამოვლენილ ყველა სამართალდარღვევებზე შესაბამისი ოქმების (აქტების) შედგენას და შემდგომი რეაგირების ღონისძიებათა უზრუნველყოფას;
ჯ) კომპეტენციის სფეროების მიხედვით შესაბამისი ანგარიშგების საგადასახადო დეპარტამენტში წარდგენა.
თავი III. ინსპექციის სტრუქტურა და თანამდებობის პირები
მუხლი 7🔗. ინსპექციის სტრუქტურა
1. ინსპექციის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს ფინანსთა მინისტრს.
2. ინსპექციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, ხოლო ინსპექციის დანარჩენ საჯარო მოსამსახურეებს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე, ინსპექციის უფროსის წარდგინებით.
მუხლი 8🔗. ინსპექციის ხელმძღვანელობა და თანამდებობის პირები
1. ინსპექციას ხელმძღვანელობს ინსპექციის უფროსი.
2. ინსპექციის უფროსი თავის კომპეტენციის ფარგლებში:
ა) იღებს გადაწყვეტილებებს ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს ინსპექციის სახელით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს ინსპექციას სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან, ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, პრემიერ-მინისტრის ბრძანებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;
გ) ახორციელებს ინსპექციის ცალკეულ თანამშრომლებზე კონკრეტული ფუნქციების განსაზღვრას და მათი საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;
დ) ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე;
ე) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
3. ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ახორციელებს ინსპექციის ერთ-ერთი თანამშრომელი, შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 9🔗. ინსპექციის რეორგანიზაცია, საქმიანობის შეწყვეტა
ინსპექციის რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.