აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.09.2004
ძალის დაკარგვა 15.06.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №1108
სარეგისტრაციო კოდი 010240040.11.106.006664
გამოქვეყნების წყარო სსმ, 100, 13/09/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 05.01.2009
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 45.0pt 45.0pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.040.12.106.006.664
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1108
2004 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკურმა დეპარტამენტმა (გ. შონვაძე) ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 3 დღის ვადაში უზრუნველყოს დეპარტამენტისათვის საჭირო შტამპებისა და ბეჭდების დამზადება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ტერიტორიულ ორგანოს.
2. დეპარტამენტი თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონით, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, „ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, ამ დებულებით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების პროექტებზე სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნების მომზადება უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების რეგისტრაცია ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მიმართებაში;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია.
2. დეპარტამენტი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების პროექტებზე სარეკომენდაციო ხასიათის სამართლებრივი დასკვნების მომზადებას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭებას;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების სამართლებრივ ექსპერტიზას და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებთან, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო სამართლებრივი დასკვნის მომზადებას;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაციას და გაწეული მუშაობის შესახებ სამინისტროს ხელმძღვანელობის ინფორმირებას;
ვ) სამინისტროს პოლიტიკის გატარებას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განთავსებულ სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის მოვალეობები
დეპარტამენტი მოვალეა:
ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის და ამ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად;
ბ) უზრუნველყოს მინისტრის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა და მითითებათა შესრულება;
გ) ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა, სამინისტროში წარმოადგინოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის მონაცემები, დეპარტამენტის მიერ რეგისტრირებული ნორმატიული აქტების თითო ეგზემპლარი დეპარტამენტის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად და ინფორმაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის თაობაზე;
დ) შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას დაუყოვნებლივ მიაწოდოს სამინისტროს დამატებითი ინფორმაცია დეპარტამენტის მიერ რეგისტრირებული ნორმატიული აქტებისა და სხვა საკითხების თაობაზე.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:
ა) ნორმატიული აქტების ექსპერტიზისა და რეგისტრაციის სამმართველო;
ბ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების კოორდინაციის განყოფილება.
2. ნორმატიული აქტების ექსპერტიზისა და რეგისტრაციის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მინისტრების ნორმატიული აქტების პროექტებზე სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნების მომზადებას, მათი უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მიმართებაში;
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებულ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების რეგისტრაციას ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში და ბეჭდვითი და ელექტრონული წესით ნორმატიული აქტების დარგობრივი კლასიფიკატორის მიხედვით სისტემატიზაციას;
დ) ნორმატიული აქტების ბეჭდვითი ეგზემპლარების საკონტროლო მდგომარეობაში მოყვანას;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების სამართლებრივ ექსპერტიზას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მიმართებაში და სათანადო შენიშვნების გაგზავნას არსებული კანონსაწინააღმდეგო გარემოებების აღმოფხვრის თაობაზე;
ვ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტებზე შენიშვნების გაუთვალისწინებელობის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში სასამართლოსადმი მიმართვას;
ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ კანონდარღვევით მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების გამოვლენას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო რეაგირებას.
3. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების კოორდინაციის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაციას და მათი მუშაობის შესახებ სამინისტროს ხელმძღვანელობის ინფორმირებას;
ბ) ტერიტორიული ორგანოების გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობას;
გ) ანალიტიკურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას;
დ) სამინისტროს პოლიტიკის გატარებას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განთავსებულ სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და სამინისტროს მმართველობის სფეროს განაწილების მიხედვით – მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელმოწერით ადასტურებს და ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას და დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს;
ე) მოქმედებს დეპარტამენტის სახელით და სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას უფლება აქვს სასამართლოში გამოვიდეს სათანადო მინდობილობის გარეშე ან/და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსს მისცეს მინდობილობა სასამართლოში საქმის წარმოების ყველა სტადიაზე;
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
თ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ცალკეულ ფუნქციებსა და დავალებებს.
4. ნორმატიული აქტების ექსპერტიზისა და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი იმავდროულად არის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მოადგილე.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის მოხელეები
1. დეპარტამენტის მოსამსახურეთა დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხს კანონმდებლობით დადგენილი წესით წყვეტს მინისტრი.
2. დეპარტამენტის საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის მრჩევლები უშუალოდ ემორჩილებიან სამმართველოსა და განყოფილების უფროსს, დეპარტამენტის უფროსს და ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით მათზე დაკისრებულ ამოცანებს, აგრეთვე მათ მითითებებს და დავალებებს.
მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულება
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.