⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.08.2004)
გაუქმებულია:

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება №23 „ნოტარიუსების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ’’ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 25.12.2003
ძალის დაკარგვა 02.08.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010320000.14.224.006269
გამოქვეყნების წყარო სსმ, 150, 29/12/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,600 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.12.2003 მიღება
02.08.2004 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება №23 „ნოტარიუსების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ’’ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:-1.55pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly; color:black;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:53.95pt 46.3pt 53.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.141..224.006.269 საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება №23 2003 წლის 25 დეკემბერი ქ. თბილისი „ნოტარიუსების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ’’ დებულების დამტკიცების თაობაზე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 და მე-15 მუხლების შესაბამისად ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „ნოტარიუსებისს მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ’’. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან. ნ. გეგუჩაძე         დებულება ნოტარიუსების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. 2. დებულება ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნოტარიუსებზე. 3. დებულება არეგულირებს ნოტარისუსების მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის (შემდგომში “სამსახური”) გადაცემის პირობებსა და წესს.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ა. უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ფულადი სახსრები, სხვა ქონება ან ქონებრივი უფლებები, რომლებიც მან მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის (მათ შორის, იარაღით ვაჭრობის, ნარკოტიკული დანაშაულების, ტრეფიკინგის, ტერორიზმის) ჩადენის შედეგად, გარდა საგადასახადო და საბაჟო სფეროებში დანაშაულების ჩადენის შემთხვევებისა; ბ. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება: ყველა ნივთი (როგორც მოძრავი, ისე უძრავი) და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს; გ. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – წინასწარი შეცნობით უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა; დ. არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ასეთად აღიარებულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით; ე. საეჭვო გარიგება – გარიგება, რომელზედაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით (არა აქვს დასაბუთებული ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, შეუძლებელია გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია ან გარიგების თანხის წარმოშობის დადგენა) ან რომ მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან; ვ. პირი – ნებისმიერი, როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი, ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს; ზ. პირის იდენტიფიკაცია – ფიზიკური პირის ვინაობის დადგენა იურიდიული ძალის მქონე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით ან/და იურიდიული პირის (და ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) შექმნის იურიდიული საფუძვლების, ორგანიზაციული სტრუქტურისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა დადგენა მისი შექმნისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით; თ. გარიგების მონაწილე პირი – გარიგებაში (ოპერაციაში) მონაწილე ყველა პირი, მათ შორის გარიგების მხარეები, წარმომადგენლები, მარწმუნებლები, მესამე პირები, რომლის სასარგებლოდაც იდება გარიგება.     მუხლი 3🔗. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები 1. ამ დებულების მიზნებისათვის მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული (ან შესრულებული – თუ ნოტარიუსისთვის ამ გარიგების შესახებ ცნობილი გახდა მისი შესრულების შემდეგ) გარიგება ანდა მისი დანაწევრების მიზნით განხორციელებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ ამ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის ფასი აღემატება 20 000 ლარს ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში და 40 000 ლარს უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში და, ამავდროულად, გარიგება საეჭვოა და წარმოადგენს ქონების ყიდვა-გაყიდვასთან ან სხვაგვარად განკარგვასთან დაკავშირებულ გარიგებას. 2. მონიტორინგს ექვემდებარება აგრეთვე ქონების ყიდვა-გაყიდვასთან ან სხვაგვარად განკარგვასთან დაკავშირებული გარიგება, თუ არსებობს ვარაუდი, რომ რომელიმე მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია ნოტარიუსებს დაეგზავნებათ (ან გამოქვეყნდება “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ. 3. გარიგების დანაწევრების მიზნით განხორციელებულად მიჩნევის საკითხი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში წყდება სანოტარო ბიუროში არსებული მონაცემების საფუძველზე. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და თავმოყრილი სხვადასხვა დროს მიღებული ინფორმაცია. დანაწევრების მიზნით განხორციელებული გარიგების გამოვლენისათვის გამოიყენება შესაბამისი პროგრამული სისტემა და სხვა საშუალებები. საერთო ქსელის დანერგვის შემდეგ, გამოყენებულ იქნება ამ ქსელში არსებული ინფორმაციაც. 4. თითოეული გარიგების და მასში მონაწილე პირის შესახებ არსებული ინფორმაცია გაანალიზდება ნოტარიუსის მიერ, შედარდება მათ შესახებ ბიუროში არსებულ ან ნოტარიუსისთვის სხვა წყაროდან ცნობილ ინფორმაციას და მიღებულ იქნება გადაწყვეტილება გარიგების საეჭვოდ მიჩნევის თაობაზე. საეჭვო გარიგების გამოვლენისათვის გამოიყენება აგრეთვე შესაბამისი პროგრამული სისტემა და სხვა საშუალებები. 5. გარიგების საეჭვოობის განსაზღვრისათვის გამოიყენება ამ დებულების მე-2 მუხლის “ე” ქვეპუნქტი და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მომზადებული მითითებები და სხვა ინფორმაცია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს არაკოოპერირებად ზონაში მცხოვრები ან რეგისტრირებული პირის მიერ განხორციელებულ გარიგებებს.     მუხლი 4🔗. ნოტარიუსების ვალდებულებანი იდენტიფიკაციასა და გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით 1. ნოტარიუსები ვალდებულნი არიან მოახდინონ მისი კლიენტების (მათი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის) იდენტიფიკაცია, გარიგების მონაწილე ყველა პირის, სანოტარო მოქმედების განხორციელების მსურველი ყველა პირის იდენტიფიკაცია. იდენტიფიკაციის მოთხოვნის შესრულებამდე ნოტარიუსს არ აქვს უფლება დაამოწმოს (დაადასტუროს) გარიგება (დოკუმენტი) ან შეასრულოს სხვა რაიმე სანოტარო მოქმედება ან გაუწიოს პირს რაიმე სახის მომსახურეობა. პირის იდენტიფიკაციისას დაცული უნდა იყოს ამ დებულებისა და იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნები. 2. იდენტიფიკაციის შედეგად შესაძლებელი უნდა იყოს დადგინდეს გარიგების მონაწილე ყველა ფიზიკური პირის შემდეგი მონაცემები: ა. სახელი, გვარი;  ბ. პასპორტის (პირადობის მოწმობის) გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი, პირის პირადი ნომერი; გ. მუდმივი (რეგისტრირებული) საცხოვრებელი ადგილი; დ. მოქალაქეობა; ე. დაბადების თარიღი; 3. თუ სანოტარო ბიუროში არსებული (წარმოდგენილი) დოკუმენტები იძლევა საშუალებას, უნდა დადგინდეს აგრეთვე ფიზიკური პირის: ა. მამის სახელი; ბ. დაბადების ადგილი; გ. დროებითი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ), თუ იგი არ ემთხვევა რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილს; დ. პროფესია; ე. საქმიანობა და დაკავებული თანამდებობა; ვ. საიდენტიფიკაციო კოდი (ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში); ზ. საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები; თ. ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი; 4. იდენტიფიკაციის შედეგად შესაძლებელი უნდა იყოს დადგინდეს გარიგების მონაწილე ყველა იურიდიული პირის შემდეგი მონაცემები: ა. სრული დასახელება (სახელწოდება); ბ. საქმიანობის საგანი; გ. იურიდიული მისამართი (თუ ფილიალი ან წარმომადგენლობაა, როგორც მისი მისამართი, ასევე სათაო დაწესებულების იურიდიული მისამართი); დ. მარეგისტრირებელი ორგანო; ე. რეგისტრაციის თარიღი და ნომერი, აგრეთვე რეგისტრაციის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის თარიღი, ნომერი და გამომცემი პირი;  ვ. ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების მონაცემები ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად (ცალკე აღინიშნება იმ პირის მონაცემები, რომელიც უშუალოდ წარმოადგენს ამ იურიდიული პირს გარიგებაში); ზ. წარმომადგენლობებისა და ფილიალების დასახელება, მისამართი და მათ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სახელი და გვარი; 5. თუ სანოტარო ბიუროში არსებული (წარმოდგენილი) დოკუმენტები იძლევა საშუალებას, უნდა დადგინდეს აგრეთვე იურიდიული პირის: ა. საიდენტიფიკაციო კოდი; ბ. იურიდიული პირის მაკონტროლებელი პირების მაქსიმალურად სრული მონაცემები (აქციების, წილის, პაის და ა.შ. 20 და მეტი პროცენტის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირები, მათი სახელი და მისამართი); გ. ამ მუხლის მე-4 პუნქტის “ვ” და “ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი; დ. საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები; 6. რეზიდენტი პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო აუცილებელი დოკუმენტებია: ფიზიკური პირის შემთხვევაში – იურიდიული ძალის მქონე მოქალაქის პირადობის მოწმობა ან იურიდიული ძალის მქონე მოქალაქის პასპორტი ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული პირადობის დამადასტურებელი სხვა ოფიციალური დოკუმენტი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სასამართლოს (ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ორგანოს) დადგენილება იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ ან ამონაწერი სამეწარმეო (ან სხვა შესაბამისი) რეესტრიდან. 7. ნოტარიუსები ვალდებულნი არიან აღრიცხონ მე-3 მუხლის შესაბამისად მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ შემდეგი ინფორმაცია (დოკუმენტები): ა) გარიგების სახე, საგანი, საფუძვლები და მიზანი (ანუ რა სახის გარიგებასთან გვაქვს საქმე – მაგ., ნასყიდობა, გაცვლა და ა.შ.; რა არის გარიგების საგანი – მაგ., ფულადი თანხის გადაცემა, ნივთის გადაცემა და ა.შ.; ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში აღინიშნება აგრეთვე გარიგების საფუძველი – მაგ., ნასყიდობის, მომსახურების შესახებ ორ პირს შორის დადებული ხელშეკრულება და ა.შ. და მიზანი, რომლის მიღწევაც სურთ მხარეებს – მაგ., მოგების მიღება, ვალის გადახდა, ქველმოქმედება და ა.შ.); ბ) გარიგების დადების თარიღი და ადგილი, აგრეთვე გარიგების თანხის ოდენობა (გარიგების ფასი) და ვალუტა, რომელშიც გარიგება უნდა შესრულდეს; გ) გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია (დოკუმენტები), მათ შორის იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება გარიგება და იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც დავალების საფუძველზე დებს ან ასრულებს გარიგებას; 8. ნოტარიუსები ვალდებულნი არიან აღრიცხონ აგრეთვე ყველა დოკუმენტი, რომელსაც ისინი დაამოწმებენ და დაიტოვონ მისი ასლი. 9. არარეზიდენტი იურიდიული პირი ვალდებულია მოახდინოს მისი იდენტიფიკაციისათვის საჭირო სხვა ქვეყნის ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 5🔗. ნოტარიუსების ვალდებულებანი გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით 1. ნოტარიუსები ვალდებულნი არიან პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები), შეინახონ კანონმდებლობით დადგენილი ვადის განმავლობაში, მაგრამ არანაკლებ სანოტარო მოქმედების შესრულებიდან 5 წლის განმავლობაში, ასევე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები) კანონმდებლობით დადგენილი ვადის განმავლობაში, მაგრამ არანაკლებ გარიგების დამოწმების (დადასტურების) დღიდან 5 წლის განმავლობაში. მე-6 მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგება, შესაძლებლობის შემთხვევაში, ინახება ასევე ელექტრონული ფორმით. 2. გარიგების შესახებ, მათ შორის, პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტი) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, ინახება ამ ინფორმაციის (დოკუმენტის) ასლი, დამოწმებული თავად ნოტარიუსის მიერ. 3. ინფორმაცია (დოკუმენტი) იმგვარად უნდა იყოს აღრიცხული და შენახული, რომ მისი მონაცემები სრულად ასახავდეს დადებულ ან შესრულებულ გარიგებას, მასში მონაწილე პირებს და საჭიროების შემთხვევაში, კერძოდ, სისხლისსამართლებრივი დევნისას, შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება მტკიცებულების სახით. კერძოდ, სანოტარო ბიუროში ინახება ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გადაგზავნილი ანგარიშგების ფორმის ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ეგზემპლარი. ანგარიშგებაზე დართული დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, სარეგისტრაციო დოკუმენტები, პირადობის მოწმობები და ა.შ.) ინახება დედნის ან სათანადოდ დამოწმებული ასლის სახით. დოკუმენტში გარკვევით უნდა ჩანდეს, ვის მიერ არის ასლი დამოწმებული და დამოწმების თარიღი. 4. ინფორმაცია (დოკუმენტი) უნდა იყოს სისტემატიზებული, აღრიცხული და შენახული ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და ამოღება უმოკლეს ვადაში.     მუხლი 6🔗. ნოტარიუსების ვალდებულებანი საეჭვო გარიგებაზე ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებით 1. თუ ნოტარიუსს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული გარიგება საეჭვოა, ან დადებულია ან შესრულებულია საეჭვო გარიგების დანაწევრების ან სხვა არაკანონიერი მიზნით, ანდა გარიგების მონაწილე პირები წარმოადგენენ ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებს, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს (როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფოსტით) ეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და გადაუგზავნოს შესაბამისი მასალები. 2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ცნობის წერილობით მიწოდება გულისხმობს ნოტარიუსის საეჭვო გარიგებაზე ანგარიშგების სპეციალური ფორმის შევსებასა და გაგზავნას (ან წარდგენას) და ამ გარიგებასთან (მის მონაწილე პირებთან) დაკავშირებით მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტის ასლის გაგზავნას (წარდგენას). ანგარიშგება წარდგენილი უნდა იქნეს გარიგების დამოწმების (დადასტურების) დღიდან ანდა დასაბუთებული ვარაუდის გაჩენიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში (ე.ი. თუ გარიგების დამოწმების ან დადასტურების მომენტში ნოტარიუსს არ წარმოეშვა საეჭვოობის ვარაუდი, მაგრამ ასეთი ვარაუდი წარმოიშვა უფრო გვიან, ინფორმაციის შემდგომში უკეთ გაანალიზების ან დამატებითი ინფორმაციის მიღების შედეგად). ამასთან, საჭიროების შემთხვევაში (ანუ თუ 1 დღის ვადაში ვერ ჩატარდება სრულყოფილი ანალიზი), ნოტარიუსი გააგრძელებს ინფორმაციის ანალიზს და დამატებით ინფორმაციას გადაუგზავნის (წარუდგენს) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ცნობის ელექტრონული ფორმით მიწოდება გულისხმობს შევსებული ანგარიშგების ფორმის კომპიუტერული ფაილის სახით სამსახურის შესაბამის ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნას ან შესაბამისი ელექტრონული მატარებლით (დისკეტით) სამსახურში წარდგენას გარიგების დადების ან შესრულების დღიდან ანდა დასაბუთებული ვარაუდის გაჩენიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში. 3. გაგზავნილი (წარდგენილი) ფორმის მეორე ეგზემპლარი (დედნის სახით) რჩება ნოტარიუსთან. ნებისმიერ შემთხვევაში ნოტარიუსი ვალდებულია შეინახოს ანგარიშგების ნაბეჭდი და ხელმოწერილი ფორმის ეგზემპლარი არანაკლებ 5 წლის განმავლობაში. 4. თუ ობიექტური მიზეზების გამო ანგარიშგების წერილობით წარდგენა დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება, გამონაკლისის სახით, ნოტარიუსი ვალდებულია ანგარიშგება მოახდინოს კომუნიკაციის არსებული საშუალებით (ტელეფონით, ფაქსით და სხვ.), მაგრამ ასეთი შეტყობინების დრო და მიმღები პირი აღნიშნოს შემდეგ წარდგენილ წერილობით ცნობაში.  5. სიტყვიერად, ფაქსით ან ელექტრონული ფორმით შეტყობინების მიუხედავად, ნოტარიუსი ვალდებულია არაუგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა სამსახურს გაუგზავნოს ან წარუდგინოს ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა და თანდართული მასალები, რომელშიც აღინიშნება ელექტრონული ფორმით, ფაქსით ან სიტყვიერად შეტყობინების გაგზავნის ზუსტი დრო, აგრეთვე შეტყობინების გამგზავნი და მიმღები პირები. იქვე მიეთითება წერილობითი შეტყობინების დაგვიანების მიზეზი. ნოტარიუსი ვალდებულია ყველა შემთხვევაში ანგარიშგება გააგზავნოს ელექტრონული ფოსტითაც, თუ მას აქვს ამის ტექნიკური შესაძლებლობა. 6. ანგარიშგების და თანდართული მასალების წერილობითი ფორმით წარდგენა ხდება დაბეჭდილი კონვერტით.  7. შეტყობინება გაიგზავნება შემდეგ მისამართზე: 0105, საქართველო,  ქ. თბილისი, გ. ლეონიძის ქ. №3/5. კონვერტზე უნდა აღინიშნოს ადრესატი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური და საიდუმლო გრიფი.  ტელ: (+995 32) 442 376 ელ. ფოსტა: str@fms.gov.ge ფაქსი: (+995 32) 92 36 82  8. ანგარიშგების ფორმა განსაზღვრულია ამ დებულების დანართის შესაბამისად. თითოეულ ანგარიშგებას ნოტარიუსი ანიჭებს დამოუკიდებელ ექვსციფრიან ნომერს და არეგისტრირებს შესაბამის ჟურნალში (რეესტრში).  9. კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნების შესახებ, რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს, შეივსება ფორმის ის გრაფები, რომლებიც განკუთვნილია იურიდიული პირებისათვის. 10. ფორმა ივსება MsExcel-ის პროგრამაში, LitNusx-ის ფონტით და ამოიბეჭდება პრინტერზე. თუ ნოტარიუსს არ აქვს ამის ტექნიკური შესაძლებლობა, იგი ხელით, გარკვევით, ლურჯი ფერის ბურთულიანი კალმისტრით შეავსებს ანგარიშგების ფორმას.* 11. ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. თუ ფორმით გათვალისწინებული რომელიმე მონაცემი ნოტარიუსს არ გააჩნია, შესაბამისი გრაფა გადაიხაზება ან ჩაიწერება: “ინფორმაცია არ გაგვაჩნია”. თუ ანგარიშების ფორმაში არაა საკმარისი ადგილი არსებული ინფორმაციის სრულად ჩასაწერად, ფორმას დაერთვება დამატებითი ფურცელი (ფურცლები), რომელშიც აისახება საჭირო ინფორმაცია. ამ ფურცლის დასაწყისში მიეთითება რომელი ანგარიშგების დანართია იგი. 12. ანგარიშგებასთან ერთად სამსახურს ეგზავნება ყველა იმ დოკუმენტის ასლი, რომელიც ნოტარიუსს აქვს ამ გარიგებასთან დაკავშირებით. 13. თუ ეჭვს იწვევს გარიგებაში მონაწილე ერთზე მეტი პირი, ანგარიშგების ფორმა ივსება თითოეულზე ცალ-ცალკე. 14. ნოტარიუსი ვალდებულია მკაცრად დაიცვას ანგარიშგების შედგენის ფაქტისა და ამასთან დაკავშირებული სხვა ინფრომაციის საიდუმლოება. ნოტარიუსის მიერ გარიგების ან მასში მონაწილე პირის საეჭვოობის ვარაუდის გაჩენის შესახებ არ უნდა ეცნობოს აგრეთვე თვითონ ამ პირებს ან მათ წარმომადგენლებს ან სხვა პირებს. 15. თუ არსებობს ვარაუდი, რომ მე-4 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი შეეხება ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ საეჭვო გარიგებას ან დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან, ნოტარიუსი დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და გადაუგზავნის ამ დოკუმენტის ასლს. 16. ანგარიშგების გაგზავნის შემდეგ თუ ნოტარიუსის ხელთ აღმოჩნდება ამ გარიგებასთან ან მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული რაიმე დამატებითი ინფორმაცია, იგი დაუყოვნებლივ გადაუგზავნის მას ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ამასთან, მიეთითება, თუ რომელ ინფორმაციაზე დამატებითაა იგი გამოგზავნილი. 17. ანგარიშგებას ნოტარიუსი ადგენს დამოუკიდებლად. დაუშვებელია ამ უფლებამოსილების სხვა პირებზე, მათ შორის თანაშემწეზე, დელეგირება.     მუხლი 7🔗. ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების წესი 1. სამსახურს უფლება აქვს ნოტარიუსისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია ნებისმიერი გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ. სამსახურს უფლება აქვს ინფორმაცია ნებისმიერი გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ გამოითხოვოს აგრეთვე იმ ნოტარიუსისაგან, რომელსაც არ მოუწოდებია ინფორმაცია სამსახურისთვის კონკრეტული გარიგების საეჭვოობის შესახებ. 2. ნოტარიუსები ვალდებულნი არიან დამატებითი ინფორმაცია სამსახურს მიაწოდონ მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღის ვადაში.     მუხლი 8🔗. ნოტარიუსების ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით ნოტარიუსების მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესრულებაზე კონტროლი განხორციელდება ამავე კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის შესაბამისად.     მუხლი 9🔗. ნოტარიუსების პასუხისმგებლობა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის ნოტარიუსების მიმართ გამოყენებულ იქნება სანქციები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. * ÛÄÍÉÛÅÍÀ: ÀÍÂÀÒÉÛÂÄÁÉÓ ×ÏÒÌÀ (ÒÏÂÏÒÝ ÍÀÁÄàÃÉ, ÉÓÄ ÄËÄØÔÒÏÍÖËÉ ÓÀáÉÈ) ÍÏÔÀÒÉÖÓÄÁÓ ÂÀÃÀÄÝÄÌÀÈ ×ÉÍÀÍÓÖÒÉ ÌÏÍÉÔÏÒÉÍÂÉÓ ÓÀÌÓÀáÖÒÛÉ.