საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება №24 „საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ’’ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 25.12.2003
ძალის დაკარგვა 02.08.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010320000.14.224.006270
გამოქვეყნების წყარო სსმ, 150, 29/12/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება №24 „საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ’’ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:-1.55pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:62.9pt 55.3pt 53.9pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.141.224.006.270
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №24
2003 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ’’ დებულების დამტკიცების თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 და მე-15 მუხლების შესაბამისად ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ’’.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.
ნ. გეგუჩაძე
დებულება საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2. დებულება ვრცელდება საქართველოს კომერციულ ბანკებზე (მათ ფილიალებზე), აგრეთვე სხვა ქვეყნის ბანკების ფილიალებზე (წარმომადგენლობებზე) საქართველოში (შემდგომში “ბანკი”).
3. დებულება არეგულირებს საბანკო დაწესებულებების მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის (შემდგომში “სამსახური”) გადაცემის პირობებსა და წესს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ა. უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ფულადი სახსრები, სხვა ქონება ან ქონებრივი უფლებები, რომლებიც მან მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის (მათ შორის, იარაღით ვაჭრობის, ნარკოტიკული დანაშაულების, ტრეფიკინგის, ტერორიზმის) ჩადენის შედეგად, გარდა საგადასახადო და საბაჟო სფეროებში დანაშაულების ჩადენის შემთხვევებისა;
ბ. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება: ყველა ნივთი (როგორც მოძრავი, ისე უძრავი) და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს;
გ. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – წინასწარი შეცნობით უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა;
დ. არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ასეთად აღიარებულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ;
ე. საეჭვო გარიგება – გარიგება (საბანკო ოპერაცია), რომელზედაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით (არა აქვს დასაბუთებული ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების (საბანკო ოპერაციის) მონაწილე პირის ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, შეუძლებელია გარიგების (საბანკო ოპერაციის) მონაწილე პირის იდენტიფიკაცია ან გარიგების (საბანკო ოპერაციის) თანხის წარმოშობის დადგენა) ან რომ მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან;
ვ. პირი – ნებისმიერი, როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი, ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს;
ზ. პირის იდენტიფიკაცია – ფიზიკური პირის ვინაობის დადგენა იურიდიული ძალის მქონე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით ან/და იურიდიული პირის (ან კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) შექმნის იურიდიული საფუძვლების, ორგანიზაციული სტრუქტურისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა დადგენა მისი შექმნისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით;
თ. გარიგების მონაწილე პირი – გარიგებაში (საბანკო ოპერაციაში) მონაწილე ყველა პირი, მათ შორის გარიგების მხარეები, წარმომადგენლები, მარწმუნებლები, მესამე პირები, რომლის სასარგებლოდაც იდება გარიგება.
ი. ანგარიშვალდებული საწარმო – “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სააქციო საზოგადოება, რომელიც საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტია;
კ. საჯარო ფასიანი ქაღალდები – იმ კლასის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე.
მუხლი 3🔗. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები
1. ამ დებულების მიზნებისათვის მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ანდა მისი დანაწევრების მიზნით განხორციელებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ ამ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის ფასი აღემატება 20 000 ლარს ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში და 40 000 ლარს უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში და, ამავდროულად, გარიგება საეჭვოა და წარმოადგენს შემდეგ რომელიმე გარიგებას:
ა) თანხის მიღება (გაცემა) წარმომდგენზე საბანკო ჩეკით, აგრეთვე ბანკნოტის ერთი ნომინალის მეორეზე გადაცვლა;
ბ) უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ნაღდი ანგარიშსწორებით;
გ) თანხის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში რეგისტრირებულ ბანკში საბანკო ანგარიშის მფლობელის მიერ საქართველოში არსებულ საბანკო ანგარიშზე გადმორიცხვა ან ასეთ ზონაში რეგისტრირებულ ბანკში არსებულ საბანკო ანგარიშზე საქართველოდან გადარიცხვა;
დ) არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში რეგისტრირებული პირზე სესხის გაცემა ან მისგან მიღება (მათ შორის თვით ამ ბანკის მიერ);
ე) თანხის საქართველოდან სხვა სახელმწიფოში გადარიცხვა ანონიმური პირის საბანკო ანგარიშზე ან ანონიმური პირის სხვა სახელმწიფოში არსებული საბანკო ანგარიშიდან საქართველოში გადმორიცხვა;
ვ) საწარმოს საწესდებო კაპიტალში ფულადი სახსრების შეტანა, გარდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ანგარიშვალდებულ საწარმოთა აქციების შეძენისა;
ზ) საბანკო ანგარიშის (მათ შორის, სადეპოზიტო ანგარიშის) გახსნა მასზე ფულადი სახსრების ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით განთავსებით;
თ) სესხის გაცემა წარმომდგენზე ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფით;
ი) სესხის გაცემა უზრუნველყოფის გარეშე;
კ) იურიდიული პირის რეგისტრაციიდან 3 თვის განმავლობაში თანხის მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა ან ამ ანგარიშიდან გადარიცხვა.
2. მონიტორინგს ექვემდებარება აგრეთვე გარიგება, თუ არსებობს ვარაუდი, რომ რომელიმე მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია ბანკებს დაეგზავნებათ (ან გამოქვეყნდება “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ (დამატებით იმ სიისა, რომლებიც ბანკებს დაეგზავნათ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ).
3. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში გარიგების (საბანკო ოპერაციის) დანაწევრების მიზნით განხორციელებულად მიჩნევის საკითხი გადაწყდება ბანკში არსებული მონაცემების საფუძველზე. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და თავმოყრილი სხვადასხვა ფილიალში არსებული ინფორმაცია. დანაწევრების მიზნით განხორციელებული გარიგების (საბანკო ოპერაციის) გამოვლენისათვის გამოიყენება შესაბამისი პროგრამული სისტემა და სხვა საშუალებები. საერთო ქსელის დანერგვის შემდეგ, გამოყენებულ იქნება ამ ქსელში არსებული ინფორმაციაც.
4. თითოეული გარიგების (საბანკო ოპერაციის) და მასში მონაწილე პირის შესახებ არსებული ინფორმაცია გაანალიზდება ბანკის მიერ, შედარდება მათ შესახებ ბანკში არსებულ ინფორმაციას და მიღებულ იქნება გადაწყვეტილება გარიგების საეჭვოდ მიჩნევის თაობაზე. საეჭვო გარიგების გამოვლენისათვის გამოიყენება აგრეთვე შესაბამისი პროგრამული სისტემა და სხვა საშუალებები.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებს განახორციელებს ბანკის მიერ ამისათვის სპეციალურად განსაზღვრული პასუხისმგებელი თანამშრომელი (თანამშრომლები) ან სტრუქტურული ერთეული, შესაბამისი შიდა ინსტრუქციის თანახმად.
6. გარიგების საეჭვოობის განსაზღვრისათვის გამოიყენება ამ დებულების მე-2 მუხლის “ე” ქვეპუნქტი და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მომზადებული მითითებები და სხვა ინფორმაცია.
მუხლი 4🔗. ბანკების ვალდებულებანი იდენტიფიკაციასა და გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით
1. ბანკები ვალდებულნი არიან მოახდინონ მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის) იდენტიფიკაცია, აგრეთვე საბანკო ანგარიშის გამხსნელი ყველა პირის, მის გახსნაზე ან განკარგვაზე უფლებამოსილი ყველა წარმომადგენლისა და იმ მესამე პირის იდენტიფიკაცია, რომლის სახელზედაც იხსნება ანგარიში. იდენტიფიკაციის მოთხოვნის შესრულებამდე ბანკს არ აქვს უფლება მიიღოს ან გასცეს თანხა, ან შეასრულოს სხვა რაიმე საბანკო ოპერაცია ან გაუწიოს პირს რაიმე სახის მომსახურეობა.
2. იდენტიფიკაციის შედეგად შესაძლებელი უნდა იყოს დადგინდეს გარიგების მონაწილე ყველა ფიზიკური პირის შემდეგი მონაცემები:
ა. სახელი, გვარი;
ბ. პასპორტის (პირადობის მოწმობის) გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი, პირის პირადი ნომერი;
გ. მუდმივი (რეგისტრირებული) საცხოვრებელი ადგილი;
დ. მოქალაქეობა;
ე. დაბადების თარიღი;
3. თუ ბანკში არსებული (წარმოდგენილი) დოკუმენტები იძლევა საშუალებას, უნდა დადგინდეს აგრეთვე ფიზიკური პირის:
ა. მამის სახელი;
ბ. დაბადების ადგილი;
გ. დროებითი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ), თუ იგი არ ემთხვევა რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილს;
დ. პროფესია;
ე. საქმიანობა და დაკავებული თანამდებობა;
ვ. საიდენტიფიკაციო კოდი (ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში);
ზ. საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები;
თ. ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
4. იდენტიფიკაციის შედეგად შესაძლებელი უნდა იყოს დადგინდეს გარიგების მონაწილე ყველა იურიდიული პირის შემდეგი მონაცემები:
ა. სრული დასახელება (სახელწოდება);
ბ. საქმიანობის საგანი;
გ. იურიდიული მისამართი (თუ ფილიალი ან წარმომადგენლობაა, როგორც მისი მისამართი, ასევე სათაო დაწესებულების იურიდიული მისამართი);
დ. მარეგისტრირებელი ორგანო;
ე. რეგისტრაციის თარიღი და ნომერი, აგრეთვე რეგისტრაციის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის თარიღი, ნომერი და გამომცემი პირი;
ვ. ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების მონაცემები ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად (ცალკე აღინიშნება იმ პირის მონაცემები, რომელიც უშუალოდ წარმოადგენს ამ იურიდიულ პირს გარიგებასი);
ზ. წარმომადგენლობებისა და ფილიალების დასახელება, მისამართი და მათ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სახელი და გვარი;
თ. საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები;
5. თუ ბანკში არსებული (წარმოდგენილი) დოკუმენტები იძლევა საშუალებას, უნდა დადგინდეს აგრეთვე იურიდიული პირის:
ა. საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ. იურიდიული პირის მაკონტროლებელი პირების მაქსიმალურად სრული მონაცემები (აქციების, წილის, პაის და ა.შ. 20 და მეტი პროცენტის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირები, მათი სახელი და მისამართი);
გ. ამ მუხლის მე-4 პუნქტის “ვ” და “ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი.
6. რეზიდენტი პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო აუცილებელი დოკუმენტებია: ფიზიკური პირის შემთხვევაში – იურიდიული ძალის მქონე მოქალაქის პირადობის მოწმობა ან იურიდიული ძალის მქონე მოქალაქის პასპორტი, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული პირადობის დამადასტურებელი სხვა ოფიციალური დოკუმენტი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სასამართლოს (ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ორგანოს) დადგენილება იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ და ამონაწერი სამეწარმეო (ან სხვა შესაბამისი) რეესტრიდან.
7. არარეზიდენტი ფიზიკური პირის იდენტიფიკაციის ძირითადი დოკუმენტია შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი. არარეზიდენტი იურიდიული პირი ვალდებულია მოახდინოს მისი იდენტიფიკაციისათვის საჭირო სხვა ქვეყნის ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. ბანკები ვალდებულნი არიან საბანკო ოპერაციები, რომლებიც არ ითვალისწინებს პირის მიერ საბანკო ანგარიშის გახსნას, მათ შორის, ფულადი გზავნილების მიღება და გაგზავნა, აწარმოონ მხოლოდ ამ პირის იდენტიფიკაციის შემდეგ. ასეთი ოპერაციები შესაბამისი საფუძვლების არსებობისას ექვემდებარება მონიტორინგს ამ დებულების მიზნიდან გამომდინარე.
9. ბანკები ვალდებულნი არიან აღრიცხონ მე-3 მუხლის შესაბამისად მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების (საბანკო ოპერაციის) შესახებ შემდეგი ინფორმაცია (დოკუმენტები):
ა) გარიგების (საბანკო ოპერაციის) სახე, ფორმა, საგანი, საფუძვლები და მიზანი (ანუ რა სახის გარიგებასთან გვაქვს საქმე – მაგ., ნასყიდობა, ანგარიშის გახსნა და ა.შ.; გარიგება წერილობითაა დადებული თუ ზეპირად; რა არის გარიგების საგანი – მაგ., ფულადი თანხის სხვის ანგარიშზე გადარიცხვა, ანგარიშზე თანხის შეტანა და ა.შ.; ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში აღინიშნება აგრეთვე გარიგების საფუძველი – მაგ., ნასყიდობის, მომსახურების შესახებ ორ პირს შორის დადებული ხელშეკრულება და ა.შ. და მიზანი, რომლის მიღწევაც სურთ მხარეებს – მაგ., მოგების მიღება, ვალის გადახდა, ქველმოქმედება და ა.შ.). აღირიცხება როგორც თვითონ ბანკის მიერ განხორციელებული ოპერაციის (გარიგების) შინაარსი (მაგ., გადარიცხვა, ანგარიშზე თანხის შეტანა და სხვ.), ასევე იმ გარიგების, რომლის საფუძველზეც კლიენტი ახორციელებს ამ საბანკო ოპერაციას (მაგ., მესამე პირთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და სხვ.);
ბ) გარიგების დადების თარიღი და ადგილი, აგრეთვე გარიგების თანხის ოდენობა (გარიგების ფასი) და ვალუტა, რომელშიც გარიგება უნდა შესრულდეს;
გ) გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია (დოკუმენტები), მათ შორის იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება გარიგება და იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც დავალების საფუძველზე დებს ან ასრულებს გარიგებას;
დ) გარიგების მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება (სახელი), მისამართი, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი (გარიგების სახელმწიფო ორგანოში რეგისტრაციის შემთხვევაში).
მუხლი 5🔗. ბანკების ვალდებულებანი გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით
1. ბანკები ვალდებულნი არიან პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) შეინახონ ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, ასევე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები) – გარიგების დადების ან შესრულების დღიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. მე-6 მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგება ინახება ასევე ელექტრონული ფორმით.
2. გარიგების შესახებ, მათ შორის, პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტი) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, ინახება ამ ინფორმაციის (დოკუმენტის) ასლი, დამოწმებული ნოტარიუსის ან თავად მიმღები პირის (მისი უფლებამოსილი თანამშრომლის) მიერ. ბანკი შიდა ინსტრუქციის საფუძველზე განსაზღვრავს პირს (პირებს), რომელსაც აქვს ასლის დამოწმების უფლება ამ პუნქტის მიზნებისათვის.
3. ინფორმაცია (დოკუმენტი) იმგვარად უნდა იყოს აღრიცხული და შენახული, რომ მისი მონაცემები სრულად ასახავდეს დადებულ ან შესრულებულ გარიგებას, მასში მონაწილე პირებს და საჭიროების შემთხვევაში, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი დევნისას, შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება მტკიცებულების სახით. კერძოდ, ბანკში ინახება ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გადაგზავნილი ანგარიშგების ფორმის ხელმოწერილი (და ბეჭედდასმული – თუ ბანკის შიდა ინსტრუქციით გათვალისწინებულია ბეჭდით დამოწმება) ეგზემპლარი. ანგარიშგებაზე დართული დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, სარეგისტრაციო დოკუმენტები, პირადობის მოწმობები და ა.შ.) ინახება დედნის ან სათანადოდ დამოწმებული ასლის სახით. დოკუმენტში გარკვევით უნდა ჩანდეს, ვის მიერ არის ასლი დამოწმებული და დამოწმების თარიღი.
4. ინფორმაცია (დოკუმენტი) უნდა იყოს სისტემატიზირებული, აღრიცხული და შენახული ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და ამოღება უმოკლეს ვადაში. სასურველია ინფორმაცია სისტემატიზებული და შენახული იყოს აგრეთვე ელექტრონული ფორმით.
მუხლი 6🔗. ბანკების ვალდებულებანი საეჭვო გარიგებაზე ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებით
1. თუ ბანკს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული გარიგება საეჭვოა, ან დადებულია ან შესრულებულია საეჭვო გარიგების დანაწევრების ან სხვა არაკანონიერი მიზნით, ანდა გარიგების მონაწილე პირები წარმოადგენენ ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებს, ბანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს (როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფორმით) ეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და გადაუგზავნოს შესაბამისი მასალები.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ცნობის წერილობით მიწოდება გულისხმობს საეჭვო გარიგებაზე ანგარიშგების სპეციალური ფორმის შევსებასა და გაგზავნას (ან წარდგენას) და ამ გარიგებასთან (მის მონაწილე პირებთან) დაკავშირებით ბანკის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტის ასლის გაგზავნას (წარდგენას). ანგარიშგება გაგზავნილი (წარდგენილი) უნდა იქნეს გარიგების დადების ან შესრულების დღიდან ანდა დასაბუთებული ვარაუდის გაჩენიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში (ე.ი. თუ გარიგების დადების ან შესრულების მომენტში ბანკს არ წარმოეშვა საეჭვოობის ვარაუდი, მაგრამ ასეთი ვარაუდი წარმოიშვა უფრო გვიან, ინფორმაციის შემდგომში უკეთ გაანალიზების ან დამატებითი ინფორმაციის მიღების შედეგად). ამასთან, საჭიროების შემთხვევაში (ანუ თუ 1 დღის ვადაში ვერ ჩატარდება სრულყოფილი ანალიზი), ბანკი გააგრძელებს ინფორმაციის მოძიებასა და ანალიზს და დამატებით ინფორმაციას გადაუგზავნის (წარუდგენს) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ცნობის ელექტრონული ფორმით მიწოდება გულისხმობს შევსებული ანგარიშგების ფორმის კომპიუტერული ფაილის სახით სამსახურის შესაბამის ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნას ან შესაბამისი ელექტრონული მატარებლით (დისკეტით) სამსახურში წარდგენას გარიგების დადების ან შესრულების დღიდან ანდა დასაბუთებული ვარაუდის გაჩენიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში.
3. გაგზავნილი (წარდგენილი) ფორმის მეორე ეგზემპლარი (დედნის სახით) რჩება ბანკში. ნებისმიერ შემთხვევაში ბანკი ვალდებულია შეინახოს ანგარიშგების ნაბეჭდი და ხელმოწერილი ფორმის ეგზემპლარი არანაკლებ 5 წლის განმავლობაში.
4. თუ ობიექტური მიზეზების გამო ანგარიშგების წერილობით წარდგენა დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება, გამონაკლისის სახით, ბანკი ვალდებულია ანგარიშგება მოახდინოს კომუნიკაციის არსებული საშუალებით (ტელეფონით, ფაქსით და სხვ.) მაგრამ ასეთი შეტყობინების დრო და მიმღები პირი აღნიშნოს შემდეგ წარდგენილ წერილობით ცნობაში.
5. სიტყვიერად, ფაქსით ან ელექტრონული ფორმით შეტყობინების მიუხედავად, ბანკი ვალდებულია არაუგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა და თანდართული მასალები, რომელშიც აღინიშნება ელექტრონული ფორმით, ფაქსით ან სიტყვიერად შეტყობინების გაგზავნის ზუსტი დრო, აგრეთვე შეტყობინების გამგზავნი და მიმღები პირები. იქვე მიეთითება წერილობითი შეტყობინების დაგვიანების მიზეზი. ბანკი ვალდებულია ყველა შემთხვევაში ანგარიშგება გააგზავნოს ელექტრონული ფოსტითაც.
6. ბანკი ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მიაწვდის ბანკის იმ მუშაკების ჩამონათვალს და მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის რეკვიზიტები, თანამდებობა, ტელეფონი და ელ. ფოსტის მისამართი), რომელთაც ბანკის სამართლებრივი აქტით მინიჭებული აქვს ანგარიშგების შედგენის უფლებამოსილება და გადაუგზავნის ამ სამართლებრივი აქტის ასლს.
7. ანგარიშგების და თანდართული მასალების წერილობითი ფორმით წარდგენა ხდება ბანკის უფლებამოსილი კურიერის მიერ, დაბეჭდილი კონვერტით. კურიერის არ არსებობის შემთხვევაში ფოსტის საშუალებით.
8. შეტყობინება გაიგზავნება შემდეგ მისამართზე: 0105, საქართველო, ქ. თბილისი,
გ. ლეონიძის ქ. № 3/5. კონვერტზე უნდა აღინიშნოს ადრესატი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური და საიდუმლო გრიფი.
ტელ: (+995 32) 442 376, ელ. ფოსტა: str@fms.gov.ge, ფაქსი: (+995 32) 92 36 82
9. ანგარიშგების ფორმა განსაზღვრულია ამ დებულების დანართის შესაბამისად. თითოეულ ანგარიშგებას ბანკი ანიჭებს დამოუკიდებელ ექვსციფრიან ნომერს და არეგისტრირებს შესაბამის ჟურნალში (რეესტრში).
10. ფორმა ივსება MsExcel-ის პროგრამაში, LitNusx-ის ფონტით და ამოიბეჭდება პრინტერზე.
11. კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნების შესახებ, რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს, შეივსება ფორმის ის გრაფები, რომლებიც განკუთვნილია იურიდიული პირებისათვის.
12. ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. თუ ფორმით გათვალისწინებული რომელიმე მონაცემი ბანკს არ გააჩნია, შესაბამისი გრაფა გადაიხაზება ან ჩაიწერება: “ინფორმაცია არ გაგვაჩნია”. თუ ანგარიშების ფორმაში არაა საკმარისი ადგილი არსებული ინფორმაციის სრულად ჩასაწერად, ფორმას დაერთვება დამატებითი ფურცელი (ფურცლები), რომელშიც დაწვრილებით აისახება საჭირო ინფორმაცია. ამ ფურცლის დასაწყისში მიეთითება რომელი ანგარიშგების დანართია იგი.
13. ანგარიშგებასთან ერთად სამსახურს ეგზავნება ყველა იმ დოკუმენტის ასლი, რომელიც ბანკს აქვს ამ გარიგებასთან დაკავშირებით.
14. თუ ეჭვს იწვევს გარიგებაში მონაწილე ერთზე მეტი პირი, ანგარიშგების ფორმა ივსება თითოეულზე ცალ-ცალკე.
15. ბანკი ვალდებულია მკაცრად დაიცვას ანგარიშგების შედგენის ფაქტისა და ამასთან დაკავშირებული ინფორმაციის საიდუმლოება. ბანკის მიერ გარიგების ან მასში მონაწილე პირის საეჭვოობის ვარაუდის გაჩენის შესახებ არ უნდა ეცნობოს თვითონ ამ პირებს, მათ წარმომადგენლებს და სხვა პირებს. ბანკის თანამშრომელს ეკრძალება საეჭვო გარიგების აღმოჩენის ან ანგარიშგების ფორმის შედგენის შესახებ გაამჟღავნოს რაიმე სახის ინფორმაცია აგრეთვე ბანკის შიგნით, გარდა შიდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ბანკის თანამდებობის პირისა. ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის საკითხები დეტალურად განისაზღვრება ბანკის შიდა ინსტრუქციით.
16. ანგარიშგების გაგზავნის შემდეგ თუ ბანკის ხელთ აღმოჩნდება ამ გარიგებასთან ან მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული რაიმე დამატებითი ინფორმაცია, ბანკი დაუყოვნებლივ გადაუგზავნის მას ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ამასთან, მიეთითება, თუ რომელ ინფორმაციაზე (ანგარიშგებაზე) დამატებითაა იგი გამოგზავნილი.
მუხლი 7🔗. ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების წესი
1. სამსახურს უფლება აქვს ბანკისაგან მოითხოვოს და მიიღოს დამატებითი ინფორმაცია ნებისმიერი გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ. სამსახურს უფლება აქვს ინფორმაცია ნებისმიერი გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ მოითხოვოს და მიიღოს აგრეთვე იმ ბანკისაგან, რომელსაც არ მოუწოდებია ინფორმაცია სამსახურისთვის კონკრეტული გარიგების საეჭვოობის შესახებ.
2. ბანკები ვალდებულნი არიან დამატებითი ინფორმაცია სამსახურს მიაწოდონ მოთხოვნიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 8🔗. ბანკების ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით
ბანკები შიდა კონტროლს ახორციელებენ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და მის შესაბამისად შემუშავებული შიდა ინსტრუქციების შესაბამისად.
მუხლი 9🔗. ბანკების პასუხისმგებლობა
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ამ დებულების მოთხოვნების დარღვევისათვის ბანკების მიმართ გამოყენებულ იქნება სანქციები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.
მუხლი 10🔗. გარდამავალი დებულებები
ამ დებულების ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში ბანკებმა უზრუნველყონ ელექტრონული მონაცემთა ბაზის ამოქმედება, ხოლო ერთი წლის ვადაში – საეჭვო გარიგების გამოვლენისათვის შესაბამისი პროგრამული სისტემის დანერგვა.