⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.05.2009)
გაუქმებულია:

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის დადგენილება №37 „საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების თაობაზე”

მიღების თარიღი 25.12.2003
ძალის დაკარგვა 27.05.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 010220020.17.014.006275
გამოქვეყნების წყარო სსმ, 153, 31/12/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,084 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.12.2003 მიღება
27.05.2009 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის დადგენილება №37 „საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების თაობაზე” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:"SPGrigolia MT";} @font-face {font-family:SPGrigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:24.0pt; font-family:"SPGrigolia MT"; letter-spacing:10.0pt; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:normal;} h3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:24.0pt; font-family:"SPGrigolia MT";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:297.75pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.17.014.006.275 საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის დადგენილება №37 2003 წლის 25 დეკემბერი ქ. თბილისი „საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების თაობაზე” „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტისა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” კანონითა და კომისიის წესებით დადგენილი ცალკეული ვალდებულებებისაგან ზოგიერთი ანგარიშვალდებული საწარმოს გათავისუფლების მიზნით, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია ადგენს: 1. დამტკიცდეს თანდართული „საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების წესი”. 2. „საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების წესი”-ს პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით დადგენილ საწარმოებზე ამ წესის მოთხოვნები ძალაშია 2005 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 3. წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. ჯიბუტი საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების წესი” (შემდგომ – წესი) შემუშავებულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის  მე-4 პუნქტისა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის (შემდგომ – „კანონი”) მე-11 მუხლით და კომისიის წესებით დადგენილი ცალკეული ვალდებულებისაგან ზოგიერთი ანგარიშვალდებული საწარმოს გათავისუფლების მიზნით. 2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება იმ ანგარიშვალდებულ საწარმოზე: ა) რომლის ფასიან ქაღალდებს ჩანაწერით ფლობს 50 ან ნაკლები მფლობელი და: ა.ა) რომლის საკუთარი კაპიტალი 200000 (ორასიათას) ლარზე ნაკლებია; ა.ბ) რომელშიც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 51% -ზე ნაკლებია; ბ) რომლის საქმიანობა შეჩერებულია; გ) რომლის ქონებაზე გახსნილია გაკოტრების საქმე. 3. წინამდებარე წესის მიზნის შესაბამისად, ანგარიშვალდებულ საწარმოდ განიხილება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ანგარიშვალდებული საწარმო (შემდგომ – „საწარმო”). 4. წინამდებარე წესში მითითებული ცალკეული საანგარიშგებო მოთხოვნის (შემდგომ – „ვალდებულების”) ქვეშ იგულისხმება ის ვალდებულებები, რაც საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის (შემდგომ – „კომისია”) მიერ განსაზღვრულია: ა) 2000 წლის 21 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ მიმდინარე ანგარიშების შედგენისა და წარდგენის შესახებ” წესით (შემდგომ – „მიმდინარე ანგარიშის წესი”); ბ) 2000 წლის 21 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ ნახევარწლიური ანგარიშების შედგენისა და წარდგენის შესახებ” წესით (შემდგომ – „ნახევარწლიური ანგარიშის წესი”); გ) 2000 წლის 21 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ წლიური ანგარიშების შედგენისა და წარდგენის შესახებ” წესით (შემდგომ – „წლიური ანგარიშის წესი”); დ) 2000 წლის 7 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის ბენეფიციურ საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ” წესით (შემდგომ – „ბენეფიციური საკუთრების წესი”); ე) 2001 წლის 19 მარტის №9 დადგენილებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის და მისი ცვლილებების საჯაროობის შესახებ” წესით (შემდგომ – „მნიშვნელოვანი შენაძენის წესი”).     მუხლი 2🔗. ვალდებულებისაგან გათავისუფლება ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული საწარმოებისათვის 1. საწარმოები, რომელთა ფასიან ქაღალდებსაც ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად ფლობს 50 ან ნაკლები მფლობელი, თავისუფლდებიან: ა) ნახევარწლიური ანგარიშების წესით დადგენილი ვალდებულებისაგან; ბ) წლიური ანგარიშის წესით დადგენილი ვალდებულებისაგან, გარდა წლიური ანგარიშის წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის და მე-10 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებებისა. 2. საწარმოს, წლიური ანგარიშის წესით შესასრულებელ ვალდებულებებთან ერთად, ევალება კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია: საწესდებო კაპიტალის ოდენობის; აქციათა რაოდენობის, კლასისა და ერთი აქციის ნომინალური ღირებულების; აქციონერთა რაოდენობის, საწარმოს მმართველი ორგანოს წევრთა (დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა) ვინაობისა და მათი საცხოვრებელი მისამართების, ასევე ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის (იურიდიული პირის შემთხვევაში: სახელწოდება, ლიცენზიის ნომერი და გაცემის თარიღი, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში: სახელი, გვარი, საკვალიფიკაციო ატესტატის ნომერი და გაცემის თარიღი) თაობაზე.     მუხლი 3🔗. ვალდებულებისაგან გათავისუფლება ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული საწარმოებისათვის 1. საწარმო, რომლის საქმიანობა შეჩერებულია ან რომლის ქონებაზე გახსნილია გაკოტრების საქმე, თავისუფლდება კანონითა და კომისიის წესებით დადგენილი ვალდებულებებისაგან, გარდა მიმდინარე ანგარიშის წესით, ბენეფიციური საკუთრების წესითა და მნიშვნელოვანი შენაძენის წესით დადგენილი ვალდებულებებისა. 2. ვალდებულებისაგან ამ მუხლით განსაზღვრული წესით თავისუფლდება ის საწარმო, რომლის საქმიანობის შეჩერება დადასტურებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში საწარმოს მიერ წარდგენილი სათანადო განცხადების ან გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის თაობაზე შესაბამისი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 3. თუ არსებობს ვალდებულებისაგან ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გათავისუფლების საფუძვლები, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით ვალდებულებისაგან გათავისუფლება საწარმოზე ვრცელდება იმ თარიღიდან, როდესაც ამის შესახებ იგი წერილობით, სათანადო დოკუმენტების წარდგენით, აცნობებს კომისიას. 4. წინამდებარე მუხლით ვალდებულებისგან გათავისუფლებულ საწარმოს ევალება ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების წარმოშობიდან 1 (ერთი) თვის ვადაში კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია ამ საწარმოს რეგისტრატორის (იურიდიული პირის შემთხვევაში: სახელწოდება, ლიცენზიის ნომერი და გაცემის თარიღი, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში: სახელი, გვარი, საკვალიფიკაციო ატესტატის ნომერი და გაცემის თარიღი) თაობაზე.     მუხლი 4🔗. გარდამავალი დებულებები 1. წინამდებარე წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ საწარმოებზე ამ წესით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება 2005 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 2. წინამდებარე წესის მე-3 მუხლით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება იმ საწარმოზეც, რომლის საქმიანობის შეჩერება ან რომელთა ქონებაზე გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა მოხდა ამ წესის ამოქმედებამდე. ამ შემთხვევაში წინამდებარე წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვალდებულების შესრულების ერთთვიანი ვადა მოქმედებს ამ წესის ამოქმედების დღიდან.