„წყლის ობიექტიდან ნივთიერებების (წყალში გახსნილი და შეტივნარებული-კოლოიდური ნივთიერებების, დატბორილი მერქნის) ამოღების ლიცენზიის შესახებ დებულების” დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 06.06.2002
ძალის დაკარგვა 10.11.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №74
სარეგისტრაციო კოდი 400060000.11(1).030.005346
გამოქვეყნების წყარო სსმ, 61, 17/06/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„წყლის ობიექტიდან ნივთიერებების (წყალში გახსნილი და შეტივნარებული-კოლოიდური ნივთიერებების, დატბორილი მერქნის) ამოღების ლიცენზიის შესახებ დებულების” დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni {mso-style-name:chveulebrivi-wigni; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 28.35pt 42.55pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 400.060.000.11.103.005.346
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №74
2002 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
„წყლის ობიექტიდან ნივთიერებების (წყალში გახსნილი და შეტივნარებული-კოლოიდური ნივთიერებების, დატბორილი მერქნის) ამოღების ლიცენზიის შესახებ დებულების” დამტკიცების თაობაზე
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლის „ლ“ პუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „წყლის ობიექტიდან ნივთიერებების (წყალში გახსნილი და შეტივნარებული-კოლოიდური ნივთიერებების, დატბორილი მერქნის) ამოღების ლიცენზიის შესახებ”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. ჩხობაძე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
წყლის ობიექტიდან ნივთიერებების (წყალში გახსნილი და შეტივნარებული-კოლოიდური ნივთიერებების, დატბორილი მერქნის) ამოღების ლიცენზიის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს წყლის ობიექტებიდან წყალში გახსნილი და შეტივნარებული-კოლოიდური ნივთიერებების, დატბორილი მერქნის ამოღების ლიცენზიის ფორმას, შინაარსსა და გაცემის წესს.
მუხლი 2🔗. ცნებები და განმარტებები
1. წყალში გახსნილი ნივთიერება – ნივთიერება, რომელიც იხსნება წყალში მოლეკულების ან იონების სახით.
2. კოლოიდური სისტემები ანუ ფსევდოხსნარები (სუსპენზიები, ემულსიები, ზოლები, გელები და ა.შ.) – წარმოადგენენ არაერთგვაროვან სისტემებს, შემდგარს სადისპერსიო არესა (მოცემულ შემთხვევაში წყალი) და მასში შეტივნარებული, თანაბრად განაწილებული (იონურ-მოლეკულურზე გაცილებით მეტი ზომის) ნაწილაკებისაგან (სადისპერსიო ფაზა) მათი ცვლადი რაოდენობრივი თანაფარდობით.
3. წყლის ობიექტები – ხმელეთის ზედაპირზე ან მთის ქანებში (წიაღში) ბუნებრივი წყლების თავმოყრა, გავრცელების ფორმებისა და რეჟიმებისათვის დამახასიათებელი თვისებებით.
4. დატბორილი მერქანი – სამეურნეო საქმიანობისათვის გამოსაყენებლად დაცურებული, წყლით მოტაცებული, ნახევრად დაძირული და წყლით გაჟღენთილი მერქანი, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე იმყოფება წყალში.
მუხლი 3🔗. ლიცენზიის დანიშნულება
1. წყლის ობიექტებიდან წყალში გახსნილი, შეტივნარებული-კოლოიდური ნივთიერებების და დატბორილი მერქნის ამოღების ლიცენზიამ ხელი უნდა შეუწყოს:
ა) წყლის ობიექტებიდან ამოსაღები ნივთიერებების და დატბორილი მერქნის ამოღების პროცესების რეგულირებას და მოწესრიგებას.
ბ) ამოღებული ნივთიერებების და დატბორილი მერქნის შემდგომ რაციონალურ გამოყენებას;
გ) წყლის ობიექტების აღნიშნული ნივთიერებებით და დატბორილი მერქნის საშუალებით დაბინძურების შემცირებას, წყლის ხარისხის გაუმჯობესებას და მისი დაცვის უზრუნველყოფას;
დ) წყლის მოცემულ ობიექტზე წყალში გახსნილი, შეტივნარებული-კოლოიდური ნივთიერებების და დატბორილი მერქნის რაოდენობების დაზუსტებას;
ე) აღნიშნულ სფეროში ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების შეხამება-შეთანაწყობის გათვალისწინებას;
ვ) წყალში გახსნილი ნივთიერებების და დატბორილი მერქნის გარემოს კომპონენტებზე და, უპირველესად ყოვლისა ჰიდროსფეროზე ზემოქმედების დადგენას, შემდგომში მისი შემცირებისათვის საჭირო ღონისძიებების შემუშავების მიზნით.
მუხლი 4🔗. მოთხოვნები ნივთიერებებისა და დატბორილი მერქნის წყლიდან ამომღები პირებისადმი (მოსარგებლეებისადმი)
1. წყლის ობიექტებიდან წყალში გახსნილი, შეტივნარებული-კოლოიდური ნივთიერებებისა და დატბორილი მერქნის ამომღებმა პირმა (მოსარგებლემ) უნდა იცოდეს:
ა) წყალში გახსნილი ნივთიერებების და დატბორილი მერქნის წყლიდან ამოღების მეთოდები და ტექნოლოგიური სქემები;
ბ) წყალში გახსნილ ნივთიერებათა ქიმიური და ფიზიკური თვისებები, სხვადასხვა ნივთიერებებთან ზემოქმედების შესაძლო შედეგები, ხვედრითი წონა, წყალში გახსნილობის, გამყარების, აორთქლების, ტოქსიკურობის მაჩვენებლები და ა.შ.
გ) ამოღებული ნივთიერებების შენახვის წესი, მათი ტრანსპორტირების თავისებურებანი, მოულოდნელი დაღვრის შემთხვევაში საჭირო ღონისძიებები, გარემოს შემადგენელ კომპონენტებზე ზემოქმედების შესაძლო შედეგები, ცოცხალ ორგანიზმებთან კონტაქტით წარმოქმნილი პრობლემები;
დ) წყლიდან ნივთიერებების და დატბორილი მერქნის ამოღების სამუშაოების წარმოებისას წყლის რესურსებზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების მოთხოვნები.
2. ამომღები პირი (მოსარგებლე) ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ჩასატარებელი სამუშაო პროცესების დროს ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიმდებარე ტერიტორიების, ფლორისა და ფაუნის, სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების დაცვა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად;
ბ) შეაჩეროს სამუშაოების მიმდინარეობა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება სამუშაო პროცესის წარმოებისას ეკოლოგიური პირობების გაუარესებას.
3. ამომღები პირი (მოსარგებლე) სარგებლობს ლიცენზიაში ჩამოთვლილი ყველა პირობით და პასუხს აგებს მისი პირობების აუცილებელ დაცვაზე.
მუხლი 5🔗. ლიცენზიის გაცემის ძირითადი პრინციპები
1. წყლის ობიექტებიდან წყალში გახსნილი, შეტივნარებული-კოლოიდური ნივთიერებებისა და დატბორილი მერქნის ამოღების ლიცენზია წარმოადგენს აღნიშნული ნივთიერებების და დატბორილი მერქნის წყლის ობიექტებიდან ამოღების უფლების დამადასტურებელ ერთადერთ ოფიციალურ დოკუმენტს.
2. ლიცენზიას განსაკუთრებული სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის წყლის ობიექტების შემთხვევაში გასცემს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; სახელმწიფო მნიშვნელობის იმ ზედაპირული წყლის ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიას, რომელთა წყლის ფონდის მიწები განლაგებული მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე _ სამინისტროს ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანო, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის ობიექტების შემთხვევაში _ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის რაიონულ ორგანოსთან შექმნილი კომისია, სამინისტროს ადგილობრივი წარმომადგენლის აუცილებელი მონაწილეობით. სამინისტრომ შეიძლება სახელმწიფო მნიშვნელობის წყლის ობიექტებით სარგებლობის ლიცენზირების უფლება გადასცეს თავის რეგიონულ სამსახურსაც, რომელთანაც იქმნება შესაბამისი საექსპერტო კომისია. ლიცენზია ძალაში შედის მისი გაცემის დღიდან.
3. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა და მისი გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
4. ლიცენზიის მოპოვებით დაინტერესებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, უნდა მიმართოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განაცხადით, რომლის ფორმა და წარდგენის წესი დადგენილია საქართელოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1998 წლის 7 მაისის №66 ბრძანებით „ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლისა და ნივთიერებების ამოღების ლიცენზიის მიღებისათვის განაცხადის ფორმისა და წარდგენის წესის შესახებ დებულების” დამტკიცების თაობაზე.
5. ნივთიერებების ამომღები პირების (მოსარგებლეების) მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციებს იხილავენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოები, სამინისტროს რეგიონულ ორგანოებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის რაიონულ ორგანოებთან შექმნილი საექსპერტო კომისიები და იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის შესახებ.
6. ლიცენზიის გაცემა ხდება საკუთრივ ამომღებ პირზე (მოსარგებლეზე), რომელსაც ეკრძალება ლიცენზიის გასხვისება.
7. ლიცენზიის ფორმის ნიმუში მოცემულია წინამდებარე დოკუმენტის დანართში.
დანართი
ლიცენზიის ფორმა
სახელმწიფო გერბი
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
წყლის ობიექტებიდან ნივთიერებების (წყალში გახსნილი, შეტივნარებული-კოლოიდური, დატბორილი მერქნის) ამოღების ლიცენზია.
სერია № ტიპი
ლიცენზიის სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარების თარიღი ______ წლის „-------------“
გაცემულია ______________________________________________________________________
ფიზიკური ან იურიდიული პირის დასახელება, ვისზედაც გაიცა
______________________________________________________________________________
ლიცენზია, მონაცემები მის შესახებ (მისამართი, საფოსტო კოდი, ტელეფონი და სხვა)
______________________________________________________________________________
წყლიდან ამოსაღები ნივთიერებების სახე, ძირითადი მიზნების და სამუშაოს წარმოების წესის აღნიშვნა
_____________ მიზნით_________________________________________________________
ნივთიერების შემცველი წყლის ობიექტის ადგილმდებარეობის _ ქალაქის,
______________________________________________________________________________
რაიონის, სოფლის დასახელება
_________________________________________________________ ტერიტორიაზე
და ადასტურებს მისი მფლობელის უფლებას წყლის ობიექტიდან
ამოღებაზე _____ ნივთიერებების დასახელება
I. წყლის ობიექტიდან ნივთიერების ამოღების შესახებ_________________________________
______________________________________________________________________________
მოსარგებლის დასახელება
200 . წლის “___”_________ს მიღებული აქვს ____________________________
ობიექტის მფლობელი
_____________________________________წერილობითი წინასწარი თანხმობა
ამ ლიცენზიის მოქმედების ვადა: დაწყების თარიღი _______________________
სიტყვიერად
დამთავრების თარიღი_________________
სიტყვიერად
ლიცენზია გაცემულია _______________ წლით
ამოღებული ნივთიერებებით სარგებლობის პირობები:
______________________________________________________________________
რა მიზნებისთვის გამოიყენება ამოღებული ნივთიერებები
______________________________________________________________________
ამ ლიცენზიით დადგენილია წყლის ობიექტებიდან ნივთიერებების ამოღების მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობები, გრაფიკის შესაბამისად განსაზღვრულია ნივთიერებათა ამოღების რაოდენობები.
______________________________________________________________________
წყლის ობიექტით და ამოღებული ნივთიერებებით სარგებლობისათვის
_____________________________________________ ს ეკისრება გადასახადი
ლიცენზიის მიმღები ფიზიკური ან იურიდიული პირის დასახელება
სახელმწიფო ბიუჯეტში
გადასახადის ნორმატივი
ნივთიერებით სარგებლობისათვის გადასახადის შეტანა სახელმწიფო ბიუჯეტში
ხდება ს მიერ
ლიცენზიის მიმღები პირის დასახელება პერიოდი
________________________________________________________ ვალდებულია:
წყლის ობიექტით მოსარგებლე
დაიცვას ლიცენზიაში მოცემული მოთხოვნები, აწარმოოს ამოღებული ნივთიერებების რაოდენობების ზუსტი აღრიცხვა, შეინახოს დროებით გამოუყენებული ნივთიერებები, მასალები, ტექნიკა; სამინისტროს ნებართვის გარეშე წყლის ობიექტით სარგებლობაში არ ჩართოს ის ორგანიზაციები და პირები, რომლებიც ლიცენზიით არ არიან გათვალისწინებულნი.
ლიცენზიის დამატებითი პირობები ______________________________________________
_____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
ლიცენზიით სარგებლობის უფლება წყდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს გარემოსა და ბუნე- გავეცანი ლიცენზიის
ბრივი რესურსების დაცვის სამინის- პირობებს და ვკისრულობ
ტროს წყლის რესურსების დაცვის შევასრულო
მთავარი სამმართველოს უფროსი
______________________ ________________________
ხელმოწერა ლიცენზიის მიმღები ფიზიკური ან
იურიდიული პირის ხელმოწერა
ბ.ა. ბ.ა.