საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №304 „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.12.2003
ძალის დაკარგვა 14.08.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №304
სარეგისტრაციო კოდი 220010000.10.008.006277
გამოქვეყნების წყარო სსმ, 150, 29/12/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №304 „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:17.7pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:54.15pt; line-height:200%; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.75in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:normal;} h6 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; line-height:120%; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeading7, li.MsoHeading7, div.MsoHeading7 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; line-height:120%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:1.0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:71.9pt 1.0in 35.95pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდ.ი 220.010.000.10.008.006.274
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №304
2003 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ
კომერციული ბანკების მიმართ საჯარიმო სანქციების განსაზღვრისა და მათთვის ფულადი ჯარიმების დაკისრების მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლების და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების თანდართული წესი.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.
ი. მანაგაძე
კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების
წ ე ს ი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ამ წესის მიზანია დადგინდეს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ კომერციული ბანკების (შემდგომში – ბანკი) მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების საკითხები.
2. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ბანკების მიმართ გამოიყენოს ამ წესით დადგენილი ფულადი ჯარიმები, თუ ბანკმა ან მისმა რომელიმე ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა:
ა) დაარღვია ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის ნორმატივი, ინსტრუქცია, დებულება, წესები, დადგენილებები, მოთხოვნები, წერილობითი მითითებები;
ბ) დაარღვია ნებისმიერი პირობა ან შეზღუდვა, რომელიც დართული აქვს საბანკო ლიცენზიას ან ეროვნული ბანკის შესაბამის დებულებას;
გ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია.
3. ბანკებისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს. ადმინისტრაციული აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი.
4. ბანკებისათვის ფულადი ჯარიმების დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი ძალაშია მისი ბანკისათვის გაცნობისთანავე.
5. ბანკის მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხები ჩაირიცხება ეროვნული ბანკის შემოსავალში.
მუხლი 2🔗. ფულადი ჯარიმის ოდენობა
1. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ნებადართული საქმიანობის გარდა ბანკის მიერ სხვა საქმიანობის წარმოებისას, ბანკი ჯარიმდება დარღვევის გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.1%-ის ოდენობით.
2. ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე ბანკის (ბანკის ფილიალის ან სხვა სტრუქტურული ერთეულის) მიერ საბანკო ოპერაციების წარმოებისას, ბანკი ჯარიმდება დარღვევის გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.1%-ის ოდენობით.
3. ეროვნული ბანკის მიერ გაცემული „საკასო კვანძის (კვანძგარეთა სალაროს) შესახებ” პასპორტის, „ბანკომატით სალაროს ოპერაციების წარმოების შესახებ” პასპორტისა და „საინკასაციო მომსახურების შესახებ” ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე ბანკის (ბანკის ფილიალის ან სხვა სტრუქტურული ერთეულის) მიერ საკასო ოპერაციების წარმოებისას ბანკი ჯარიმდება დარღვევის გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.1%-ის ოდენობით.
4. ბანკის მიერ ეროვნული ბანკის ინსტრუქციებით, დებულებებით, წესებით, დადგენილებებით, მოთხოვნებითა და წერილობითი მითითებებით აკრძალული ოპერაციების წარმოებისას ბანკი ჯარიმდება ასეთი ოპერაციის წარმოების გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.1%-ის ოდენობით.
5. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით ყოველწლიური დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების ჩაუტარებლობისა და/ან აუდიტორული დასკვნის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში წარუდგენლობის შემთხვევაში ბანკი ჯარიმდება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
6. ეროვნული ბანკის ინსტრუქციებით, დებულებებით, წესებით, დადგენილებებით, მოთხოვნებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი შემდეგი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ბანკი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:
ა) საფინანსო ანგარიშგების და სხვა ფინანსური ინფორმაციის დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში წარუდგენლობის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
ბ) ეროვნულ ბანკში არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
გ) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წესების დარღვევის შემთხვევაში, თითოეულ ფაქტზე 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
დ) ეროვნულ ბანკში წარდგენილი დადგენილი ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების არასწორად გაანგარიშების შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
ე) ბანკის საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დარღვევის შემთხვევაში, დღიური საერთო ღია სავალუტო პოზიციის დადგენილ ლიმიტს გადაჭარბებული თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით დარღვევის თითოეულ დღეზე;
ვ) მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დადგენილი წესით შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ განსაზღვრული წესითა და ოდენობით;
ზ) ნაღდი ფულით ოპერაციების წარმოების, ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის გადაზიდვისა და ინკასაციის, ფულისა და სხვა ფასეულობათა შენახვის, ფასეულობათა რევიზიის და ძვირფას ლითონებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესების დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
თ) „ნაღდ ფულთან მუშაობის კვალიფიკაციის შესახებ” ეროვნული ბანკის მოწმობის გარეშე ბანკის თანამშრომლის მიერ ნაღდ ფულთან მუშაობის, ასევე „ინკასატორის კვალიფიკაციის შესახებ” ეროვნული ბანკის მოწმობის გარეშე ბანკის თანამშრომლის მიერ ნაღდი ფულისა და ფასეულობების გადაზიდვის ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში, 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
7. ეროვნული ბანკის ინსტრუქციებით, დებულებებით, წესებით, დადგენილებებით, მოთხოვნებით დადგენილი და წერილობითი მითითებებით მოთხოვნილი შემდეგი დოკუმენტაციის წარუდგენლობისათვის ბანკი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:
ა) ბანკის აქციონერთა საერთო კრების, სამეთვალყურეო საბჭოსა და სარევიზიო კომისიის კრების ოქმების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში, 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
ბ) ბანკის სამეწარმეო რეესტრის, წესდების, ბანკის ფილიალების სარეგისტრაციო დოკუმენტების და მათში ცვლილებების შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
გ) ბანკის აქციონერებთან დაკავშირებული საფინანსო და იურიდიული დოკუმენტების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
დ) ბანკის ადმინისტრატორებთან დაკავშირებული დოკუმენტების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
ე) ბანკთან და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში წარუდგენლობის შემთხვევაში, 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
8. ეროვნული ბანკის მიერ ბანკთან სხვადასხვა სახის საკრედიტო და სადეპოზიტო ოპერაციის, აგრეთვე სხვა მომსახურების განხორციელებისას, ბანკისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრებისა და მისი ოდენობის საკითხები განისაზღვრება ეროვნული ბანკის შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე და/ან კონკრეტულ ოპერაციასა და მომსახურებაზე მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
9. დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ბანკის მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდეგ, ამავე მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბანკის მიმართ გამოიყენოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა სანქციები.
10. ამ მუხლში აღნიშნული დარღვევების გამოვლენისას დარღვევის და აქტივების არსებული თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბანკის მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების ნაცვლად გამოიყენოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა სანქციები.
მუხლი 3🔗. ფულადი ჯარიმისაგან გათავისუფლება
1. ეროვნული ბანკი ბანკს ათავისუფლებს უკვე დაკისრებული და არგადახდილი ფულადი ჯარიმისაგან, ასევე ახალი ფულადი ჯარიმის დაკისრებისა და გადახდისაგან, თუ:
ა) ბანკში მოქმედებს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი;
ბ) ბანკს გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია.
2. განსაკუთრებულ შემთხვევებში ეროვნულ ბანკს შეუძლია ბანკი გაათავისუფლოს ფულადი ჯარიმის დაკისრებისა და გადახდისაგან, თუ ფულადი ჯარიმის გადახდის შედეგად შესაძლებელია:
ა) ბანკის ფინანსური მდგომარეობა ისე გაუარესდეს, რომ საფრთხე შეექმნას მის მომავალ ფუნქციონირებასა და გადახდისუნარიანობას;
ბ) ბანკი გახდეს არალიკვიდური და ვეღარ განახორციელოს კლიენტთა დეპოზიტების მომსახურება, რომლის შედეგადაც შესაძლებელია შეფერხდეს ანგარიშსწორება საბანკო სისტემაში.
3. ფულადი ჯარიმის დაკისრებისაგან და დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან ბანკის გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს. ადმინისტრაციული აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.