⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.08.2004)
გაუქმებულია:

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება №25 „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ’’ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 29.12.2003
ძალის დაკარგვა 11.08.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010320000.14.224.006286
გამოქვეყნების წყარო სსმ, 2, 05/01/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,260 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2003 მიღება
11.08.2004 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება №25 „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ’’ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Arial Narrow"; panose-1:2 11 6 6 2 2 2 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoListNumber, li.MsoListNumber, div.MsoListNumber {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-indent:-.25in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:-1.55pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:-1.55pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-9.0pt; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.1, li.1, div.1 {mso-style-name:З1; margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:24.0pt; margin-left:17.85pt; text-indent:34.3pt; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.10, li.10, div.10 {mso-style-name:Сп1; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:0in; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:53.95pt 46.3pt 44.95pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.14​1.224.006.286 საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება №25 2003 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ’’ დებულების დამტკიცების თაობაზე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 და მე-15 მუხლების შესაბამისად ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ’’. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან. ნ. გეგუჩაძე დებულება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. 2. დებულება ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებზე (შემდგომში “პუნქტი”) . 3. დებულება არეგულირებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის (შემდგომში “სამსახური”) გადაცემის პირობებსა და წესს.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ა. უკანონო შემოსავალი - პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ფულადი სახსრები, სხვა ქონება ან ქონებრივი უფლებები, რომლებიც მან მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის (მათ შორის, იარაღით ვაჭრობის, ნარკოტიკული დანაშაულების, ტრეფიკინგის, ტერორიზმის) ჩადენის შედეგად, გარდა საგადასახადო და საბაჟო სფეროებში დანაშაულების ჩადენის შემთხვევებისა; ბ. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია - წინასწარი შეცნობით უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა; გ. საეჭვო გარიგება – ვალუტის გადაცვლის ოპერაცია, რომელზედაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით (არა აქვს დასაბუთებული ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, შეუძლებელია გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია ან გარიგების თანხის წარმოშობის დადგენა) ან რომ მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან; დ. პირი – ნებისმიერი როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური , იურიდიული პირი, კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს; ე. პირის იდენტიფიკაცია - ფიზიკური პირის ვინაობის დადგენა იურიდიული ძალის მქონე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით ან/და იურიდიული პირის (და ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) შექმნის იურიდიული საფუძვლების, ორგანიზაციული სტრუქტურისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა დადგენა მისი შექმნისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით; ვ. გარიგების მონაწილე პირი – ვალუტის გადაცვლის ოპერაციაში მონაწილე ყველა პირი, მათ შორის გარიგების მხარეები, წარმომადგენლები, მარწმუნებლები, მესამე პირები, რომლის სასარგებლოდაც იდება გარიგება.     მუხლი 3🔗. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები 1. ამ დებულების მიზნებისათვის მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა და გაყიდვა ნაღდი ანგარიშსწორებით, თუ ერთი ყიდვა-გაყიდვის გარიგების ან ერთი პირის მიერ განხორციელებულ გარიგებათა (ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების) ერთობლიობის ფასი აღემატება 20 000 ლარს. 2. მონიტორინგს ექვემდებარება აგრეთვე გარიგება, მიუხედავად მისი ფასისა, თუ მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია პუნქტებს დაეგზავნებათ (ან გამოქვეყნდება “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ. 3. გარიგების დანაწევრების მიზნით განხორციელებულად მიჩნევის საკითხი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში წყდება პუნქტში არსებული მონაცემების საფუძველზე. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და თავმოყრილი სხვადასხვა დროს მიღებული ინფორმაცია. დანაწევრების მიზნით განხორციელებული გარიგების გამოვლენისათვის, შესაძლებლობის შემთხვევაში, გამოიყენება აგრეთვე შესაბამისი პროგრამული სისტემა და სხვა საშუალებები (ამ დებულების მე-10 მუხლის გათვალისწინებით). საერთო ქსელის დანერგვის შემდეგ, გამოყენებულ იქნება ამ ქსელში არსებული ინფორმაციაც.     მუხლი 4🔗. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ვალდებულებანი იდენტიფიკაციასა და გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით 1. პუნქტები ვალდებულნი არიან მოახდინონ ვალუტის მყიდველი (გამყიდველი) პირის (აგრეთვე მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის) იდენტიფიკაცია, გარიგების მონაწილე ყველა პირის იდენტიფიკაცია. იდენტიფიკაციის მოთხოვნის შესრულებამდე პუნქტს არ აქვს უფლება განახორციელოს მასთან ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია. პირის იდენტიფიკაციისას დაცული უნდა იყოს ამ დებულებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნები. 2. იდენტიფიკაციის შედეგად შესაძლებელი უნდა იყოს დადგინდეს გარიგების მონაწილე ყველა ფიზიკური პირის შემდეგი მონაცემები: ა. სახელი, გვარი; ბ. პასპორტის (პირადობის მოწმობის) გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი, პირის პირადი ნომერი,; გ. მუდმივი (რეგისტრირებული) საცხოვრებელი ადგილი: დ. მოქალაქეობა; ე. დაბადების თარიღი; 3. თუ გარიგებაში მონაწილეობს იურიდიული პირი (გარიგება ხორციელდება იურიდიული პირის სახელით), იდენტიფიკაციის შედეგად შესაძლებელი უნდა იყოს დადგინდეს გარიგების მონაწილე ყველა იურიდიული პირის შემდეგი მონაცემები: ა. სრული დასახელება (სახელწოდება) და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა; ბ. საქმიანობის საგანი; გ. იურიდიული მისამართი (თუ ფილიალი ან წარმომადგენლობაა, როგორც მისი მისამართი, ასევე სათაო დაწესებულების იურიდიული მისამართი); დ. მარეგისტრირებელი ორგანო; ე. რეგისტრაციის თარიღი და ნომერი, აგრეთვე რეგისტრაციის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის თარიღი, ნომერი, გამომცემი პირი; ვ. ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების მონაცემები ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად (ცალკე აღინიშნება იმ პირის მონაცემები, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ვალუტის ყიდვას ან გაყიდვას ამ იურიდიული პირის სახელით); ზ. წარმომადგენლობებისა და ფილიალების დასახელება, მისამართი და მათ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სახელი და გვარი. 4. თუ პუნქტში არსებული (წარმომადგენილი) ინფორმაცია (დოკუმენტები) იძლევა საშუალებას, უნდა დადგინდეს გარიგების მონაწილე პირების საბანკო ანგარიშების რეკვიზიტები. 5. რეზიდენტი პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო აუცილებელი დოკუმენტებია: ფიზიკური პირის შემთხვევაში – იურიდიული ძალის მქონე მოქალაქის პირადობის მოწმობა ან იურიდიული ძალის მქონე მოქალაქის პასპორტი ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული პირადობის დამადასტურებელი სხვა ოფიციალური დოკუმენტი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სასამართლოს (ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ორგანოს) დადგენილება იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ და ამონაწერი სამეწარმეო (ან სხვა შესაბამისი) რეესტრიდან. 6. პუნქტები ვალდებულნი არიან აღრიცხონ მე-3 მუხლის შესაბამისად მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ შემდეგი ინფორმაცია (დოკუმენტები): ა) გარიგების სახე და საგანი, გარიგების ფორმა (ანუ რომ ხდება ვალუტის ყიდვა (გაყიდვა), (გარიგება წერილობით იდება თუ ზეპირად), ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში აღინიშნება აგრეთვე ვალუტის ყიდვის (გაყიდვის) საფუძველი და მიზანი); ბ) გარიგების დადების თარიღი და ადგილი; გ. როგორც გასაყიდი, ისე შეძენილი თანხის ოდენობა და ვალუტა; დ) გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია (დოკუმენტები), მათ შორის იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება გარიგება და იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც დავალების საფუძველზე დებს ან ასრულებს გარიგებას.     მუხლი 5🔗. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ვალდებულებანი გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით 1. პუნქტები ვალდებულნი არიან პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) შეინახონ კანონმდებლობით დადგენილი ვადის განმავლობაში, მაგრამ არანაკლებ ვალუტის გადაცვლის ოპერაციის შესრულებიდან 5 წლის განმავლობაში, ასევე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები) კანონმდებლობით დადგენილი ვადის განმავლობაში, მაგრამ არანაკლებ – გარიგების დადების ან შესრულების დღიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში. მე-6 მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგება, შესაძლებლობის შემთხვევაში, ინახება ასევე ელექტრონული ფორმით. 3. ინფორმაცია (დოკუმენტი) იმგვარად უნდა იყოს აღრიცხული და შენახული, რომ მისი მონაცემები სრულად ასახავდეს დადებულ ან შესრულებულ გარიგებას, მასში მონაწილე პირებს და საჭიროების შემთხვევაში, კერძოდ, სისხლისსამართლებრივი დევნისას, შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება მტკიცებულების სახით. კერძოდ, პუნქტში ინახება ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გადაგზავნილი ანგარიშგების ფორმის ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (თუ ბეჭედი პუნქტს გააჩნია) ეგზემპლარი. თუ ანგარიშგებაზე დართულია დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, სარეგისტრაციო დოკუმენტები, პირადობის მოწმობები და ა.შ.), იგი ინახება დედნის ან სათანადოდ დამოწმებული ასლის სახით. დოკუმენტში გარკვევით უნდა ჩანდეს, ვის მიერ არის ასლი დამოწმებული და დამოწმების თარიღი. 4. ინფორმაცია (დოკუმენტი) უნდა იყოს სისტემატიზირებული, აღრიცხული და შენახული ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და ამოღება უმოკლეს ვადაში.     მუხლი 6🔗. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ვალდებულებანი გარიგებაზე ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებით 1. ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების თაობაზე პუნქტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და გადაუგზავნოს შესაბამისი დოკუმენტები. 2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ცნობის მიწოდება გულისხმობს პუნქტის მიერ ანგარიშგების სპეციალური ფორმის წერილობითი სახით შევსებასა და გაგზავნას (წარდგენას) და ამ გარიგებასთან (მის მონაწილე პირებთან) დაკავშირებით მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტის ასლის გაგზავნას. ანგარიშგება წარდგენილი უნდა იქნეს გარიგების დადების (შესრულების) დღიდან ანდა დასაბუთებული ვარაუდის გაჩენიდან, 1 სამუშაო დღის განმავლობაში. ანგარიშგება სამსახურს უნდა გაეგზავნოს აგრეთვე ელექტრონული ფორმით. ანგარიშგების ელექტრონული ფორმით მიწოდება გულისხმობს შევსებული ანგარიშგების ფორმის კომპიუტერული ფაილის სახით სამსახურის შესაბამის ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნას ან შესაბამისი ელექტრონული მატარებლით (დისკეტით) სამსახურში წარდგენას გარიგების დადების ან შესრულების დღიდან ანდა დასაბუთებული ვარაუდის გაჩენიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში (ანგარიშგების ელქტრონული ფორმით გაგზავნას ის პუნქტები, რომლებსაც დებულების ამოქმედების დროისათვის არ გააჩნიათ ინტერნეტის ქსელთან კავშირი, განახორციელებენ მე-10 მუხლის გათვალისწინებით). 3. გაგზავნილი (წარდგენილი) ფორმის მეორე ეგზემპლარი (დედნის სახით) რჩება პუნქტში. ნებისმიერ შემთხვევაში პუნქტი ვალდებულია შეინახოს ანგარიშგების ნაბეჭდი და ხელმოწერილი ფორმის ეგზემპლარი არანაკლებ 5 წლის განმავლობაში. 4. თუ ობიექტური მიზეზების გამო ანგარიშგების წერილობით წარდგენა დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება, გამონაკლისის სახით, პუნქტი ვალდებულია ანგარიშგება მოახდინოს სიტყვიერად (ტელეფონით, ფაქსით და სხვ.) ან კომუნიკაციის სხვა არსებული საშუალებით, მაგრამ ასეთი შეტყობინების დრო და მიმღები პირი აღნიშნოს შემდეგ წარდგენილ წერილობით ცნობაში.  5. სიტყვიერად, ფაქსით ან ელექტრონული ფორმით შეტყობინების მიუხედავად, პუნქტი ვალდებულია არაუგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა და თანდართული მასალები, რომელშიც აღინიშნება ელექტრონული ფორმით, ფაქსით ან სიტყვიერად შეტყობინების გაგზავნის ზუსტი დრო, აგრეთვე შეტყობინების გამგზავნი და მიმღები პირები. იქვე მიეთითება წერილობითი შეტყობინების დაგვიანების მიზეზი. პუნქტი ვალდებულია ყველა შემთხვევაში ანგარიშგება გააგზავნოს ელექტრონული ფოსტითაც, თუ მას აქვს ამის ტექნიკური შესაძლებლობა. 6. ანგარიშგების და თანდართული მასალების წერილობითი ფორმით წარდგენა ხდება დაბეჭდილი კონვერტით. 7. შეტყობინება გაიგზავნება შემდეგ მისამართზე: 0105, საქართველო, ქ. თბილისი, გ. ლეონიძის ქ. №3/5. კონვერტზე უნდა აღინიშნოს ადრესატი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური და საიდუმლო გრიფი. ტელ: (+995 32) 442 376, ელ. ფოსტა: str@fms.gov.ge, ფაქსი: (+995 32) 92 36 82 8. ანგარიშგების ფორმა განსაზღვრულია ამ დებულების დანართის შესაბამისად. თითოეულ ანგარიშგებას პუნქტი ანიჭებს დამოუკიდებელ ექვსციფრიან ნომერს და არეგისტრირებს შესაბამის ჟურნალში (რეესტრში). 9. კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნების შესახებ, რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს, შეივსება ფორმის ის გრაფები, რომლებიც განკუთვნილია იურიდიული პირებისათვის.   10. ფორმა ივსება MsExcel-ის პროგრამაში, LitNusx-ის ფონტით და ამოიბეჭდება პრინტერზე. თუ პუნქტს არა აქვს ამის ტექნიკური შესაძლებლობა, იგი ხელით, გარკვევით, ლურჯი ფერის ბურთულიანი კალმისტრით შეავსებს ანგარიშგების ფორმას.* 11. ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. თუ ფორმით გათვალისწინებული რომელიმე მონაცემი პუნქტს არ გააჩნია, შესაბამისი გრაფა გადაიხაზება ან ჩაიწერება: “ინფორმაცია არ გაგვაჩნია”. თუ ანგარიშების ფორმაში არაა საკმარისი ადგილი არსებული ინფორმაციის სრულად ჩასაწერად, ფორმას დაერთვება დამატებითი ფურცელი (ფურცლები), რომელშიც დაწვრილებით აისახება საჭირო ინფორმაცია. ამ ფურცლის დასაწყისში მიეთითება რომელი ანგარიშგების დანართია იგი. 12. ანგარიშგებასთან ერთად სამსახურს ეგზავნება ყველა იმ დოკუმენტის ასლი, რომელიც პუნქტს აქვს ამ გარიგებასთან დაკავშირებით.      13. პუნქტი (პუნქტის შესაბამისი მუშაკი) ვალდებულია მკაცრად დაიცვას ანგარიშგების შედგენის ფაქტისა და ამასთან დაკავშირებული სხვა ინფრომაციის საიდუმლოება. ამის შესახებ არ უნდა ეცნობოს აგრეთვე თვითონ ამ პირებს ან მათ წარმომადგენლებს ან სხვა, მესამე პირებს.   14. ანგარიშგების გაგზავნის შემდეგ თუ პუნქტის ხელთ აღმოჩნდება ამ გარიგებასთან ან მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული რაიმე დამატებითი ინფორმაცია, იგი დაუყოვნებლივ გადაუგზავნის მას ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ამასთან, მიეთითება, თუ რომელ ინფორმაციაზე დამატებითაა იგი გამოგზავნილი. 15. ანგარიშგებას ადგენს პუნქტის ხელმძღვანელი პირი, ან მის მიერ უფლებამოსილი პასუხისმგებელი მუშაკი დამოუკიდებლად. დაუშვებელია ამ უფლებამოსილების სხვა პირებზე დელეგირება. ასეთი უფლებამოსილების მუშაკზე დაკისრების შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით უნდა ეცნობოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.     მუხლი 7🔗. ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების წესი 1. სამსახურს უფლება აქვს პუნქტისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია ნებისმიერი გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ. სამსახურს უფლება აქვს ინფორმაცია ნებისმიერი გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ გამოითხოვოს აგრეთვე იმ პუნქტისაგან, რომელსაც არ მოუწოდებია ინფორმაცია სამსახურისთვის კონკრეტული გარიგების შესახებ. 2. პუნქტები ვალდებულნი არიან დამატებითი ინფორმაცია სამსახურს მიაწოდონ მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღის ვადაში.                            მუხლი 8🔗. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით პუნქტების მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესრულებაზე კონტროლი განხორციელდება ამავე კანონის მე-8 და მე-11 მუხლების შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის შესაბამისად.     მუხლი 9🔗. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების პასუხისმგებლობა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა მოთხოვნების დარღვევისათვის პუნქტების მიმართ გამოყენებულ იქნება სანქციები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. მუხლი 10🔗. გარდამავალი დებულებები პუნქტებმა ამ დებულების ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში უზრუნველყონ გამართული ელექტრონული ფოსტის ჩამოყალიბება, ხოლო ორი წლის ვადაში უზრუნველყონ დანაწევრებული გარიგების გამოვლენისათვის ხელშემწყობი პროგრამული უზრუნველყოფის ამოქმედება. * შენიშვნა: ანგარიშგების ფორმა (როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული სახით) პუნქტებს გადაეცემათ ფინანსური მონიტორინგის სამსახურში.