⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.08.2004)
გაუქმებულია:

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება №27 „საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ’’ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 31.12.2003
ძალის დაკარგვა 11.08.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010320000.14.224.006287
გამოქვეყნების წყარო სსმ, 2, 12/01/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,439 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2003 მიღება
11.08.2004 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება №27 „საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ’’ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Arial Narrow"; panose-1:2 11 6 6 2 2 2 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoListNumber, li.MsoListNumber, div.MsoListNumber {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:17.85pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-17.85pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:-1.55pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:-1.55pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-.5in; line-height:150%; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:-1.55pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-9.0pt; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:-1.55pt; margin-bottom:0in; margin-left:-9.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.1, li.1, div.1 {mso-style-name:З1; margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:24.0pt; margin-left:17.85pt; text-indent:34.3pt; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.10, li.10, div.10 {mso-style-name:Сп1; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:0in; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 63.0pt 56.7pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.14​1.224.006.287 საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება №27 2003 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი „საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ’’ დებულების დამტკიცების თაობაზე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „საქართველოს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ’’. 2. დებულება ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ნ. გეგუჩაძე         დებულება საქართველოს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. 2. დებულება ვრცელდება საქართველოს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე – საკრედიტო კავშირებზე . 3. დებულება არეგულირებს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის (შემდგომში “სამსახური”) გადაცემის პირობებსა და წესს.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ა. უკანონო შემოსავალი - პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ფულადი სახსრები, სხვა ქონება ან ქონებრივი უფლებები, რომლებიც მან მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის (მათ შორის, იარაღით ვაჭრობის, ნარკოტიკული დანაშაულების, ტრეფიკინგის, ტერორიზმის) ჩადენის შედეგად, გარდა საგადასახადო და საბაჟო სფეროებში დანაშაულების ჩადენის შემთხვევებისა; ბ. ქონება - საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება; გ. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია - წინასწარი შეცნობით უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა; დ. არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ზონა - ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ასეთად აღიარებულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ; ე. საეჭვო გარიგება – არასაბანკო სადეპოზიტო ოპერაცია (გარიგება), რომელზედაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით (არა აქვს დასაბუთებული ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირის ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, შეუძლებელია ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირის იდენტიფიკაცია ან ოპერაციის თანხის წარმოშობის დადგენა) ან რომ მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან; ვ. პირი – ნებისმიერი, როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური, იურიდიული პირი, კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს; ზ. პირის იდენტიფიკაცია - ფიზიკური პირის ვინაობის დადგენა იურიდიული ძალის მქონე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით ან/და იურიდიული პირის (და ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) შექმნის იურიდიული საფუძვლების, ორგანიზაციული სტრუქტურისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა დადგენა მისი შექმნისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით; თ. გარიგების მონაწილე პირი – არასაბანკო სადეპოზიტო ოპერაციაში (გარიგებაში) მონაწილე ყველა პირი, მათ შორის გარიგების მხარეები, წარმომადგენლები, მარწმუნებლები, მესამე პირები, რომლის სასარგებლოდაც იდება გარიგება. მუხლი 3🔗. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები 1. ამ დებულების მიზნებისათვის მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ანდა მისი დანაწევრების მიზნით განხორციელებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ ამ გარიგების ფასი აღემატება 20 000 ლარს ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში და 40 000 ლარს უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში და, ამავდროულად, გარიგება საეჭვოა და წარმოადგენს ან თავისი შინაარსით უახლოვდება შემდეგ რომელიმე გარიგებას: ა) არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში რეგისტრირებული პირზე სესხის გაცემა ან მისგან მიღება; ბ) ანგარიშის გახსნა მასზე ფულადი სახსრების ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით განთავსებით; გ) სესხის გაცემა წარმომდგენზე ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფით; დ) სესხის გაცემა უზრუნველყოფის გარეშე; 2. მონიტორინგს ექვემდებარება აგრეთვე ოპერაცია (გარიგება) მიუხედავად მისი ფასისა, თუ მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს – საკრედიტო კავშირებს დაეგზავნებათ (ან გამოქვეყნდება ‘‘საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ. 3. ოპერაციის (გარიგების) დანაწევრების მიზნით განხორციელებულად მიჩნევის საკითხი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში წყდება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებში – საკრედიტო კავშირებში არსებული მონაცემების საფუძველზე. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და თავმოყრილი სხვადასხვა დროს მიღებული ინფორმაცია. დანაწევრების მიზნით განხორციელებული ოპერაციის (გარიგების) გამოვლენისათვის, შესაძლებლობის შემთხვევაში გამოიყენება აგრეთვე შესაბამისი პროგრამული სისტემა და სხვა საშუალებები (ამ დებულების მე-10 მუხლის გათვალისწინებით). საერთო ქსელის დანერგვის შემდეგ გამოყენებულ იქნება ამ ქსელში არსებული ინფორმაციაც. 4. გარიგების საეჭვოობის განსაზღვრისათვის გამოიყენება ამ დებულების მე-2 მუხლის “ე” ქვეპუნქტი და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მომზადებული მითითებები და სხვა ინფორმაცია.     მუხლი 4🔗. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების ვალდებულებანი იდენტიფიკაციასა და გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით 1. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები ვალდებულნი არიან მოახდინონ მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (აგრეთვე მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის) იდენტიფიკაცია. იდენტიფიკაციის მოთხოვნის შესრულებამდე არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას – საკრედიტო კავშირებს არ აქვს უფლება შეასრულოს მასთან რაიმე ოპერაცია. პირის იდენტიფიკაციისას დაცული უნდა იყოს ამ დებულებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნები. 2. იდენტიფიკაციის შედეგად შესაძლებელი უნდა იყოს დადგინდეს გარიგების მონაწილე ყველა ფიზიკური პირის შემდეგი მონაცემები: ა. სახელი, გვარი; ბ. პასპორტის (პირადობის მოწმობის) გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი, პირის პირადი ნომერი; გ. მუდმივი (რეგისტრირებული) საცხოვრებელი ადგილი: დ. მოქალაქეობა; ე. დაბადების თარიღი; 3. თუ გარიგებაში მონაწილეობს იურიდიული პირი (გარიგება ხორციელდება იურიდიული პირის სახელით), იდენტიფიკაციის შედეგად შესაძლებელი უნდა იყოს დადგინდეს გარიგების მონაწილე ყველა იურიდიული პირის შემდეგი მონაცემები: ა. სრული დასახელება (სახელწოდება); ბ. საქმიანობის საგანი; გ. იურიდიული მისამართი (თუ ფილიალი ან წარმომადგენლობაა, როგორც მისი მისამართი, ასევე სათაო დაწესებულების იურიდიული მისამართი); დ. მარეგისტრირებელი ორგანო; ე. რეგისტრაციის თარიღი და ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანო; ვ. ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების მონაცემები ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად (ცალკე აღინიშნება იმ პირის მონაცემები, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ოპერაციას არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასთან-საკერედიტო კავშირებთან ამ იურიდიული პირის სახელით); ზ. წარმომადგენლობებისა და ფილიალების დასახელება, მისამართი და მათ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სახელი და გვარი. 4. თუ პუნქტში არსებული (წარმოდგენილი) ინფორმაცია (დოკუმენტები) იძლევა საშუალებას, უნდა დადგინდეს გარიგების მონაწილე პირების საბანკო ანგარიშების რეკვიზიტები. 5. რეზიდენტი პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო აუცილებელი დოკუმენტებია: ფიზიკური პირის შემთხვევაში – იურიდიული ძალის მქონე მოქალაქის პირადობის მოწმობა ან იურიდიული ძალის მქონე მოქალაქის პასპორტი ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული პირადობის დამადასტურებელი სხვა ოფიციალური დოკუმენტი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სასამართლოს (ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ორგანოს) დადგენილება იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ და ამონაწერი სამეწარმეო (ან სხვა შესაბამისი) რეესტრიდან. 6. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები ვალდებულნი არიან აღრიცხონ მე-3 მუხლის შესაბამისად მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის (გარიგების) შესახებ შემდეგი ინფორმაცია (დოკუმენტები): ა) ოპერაციის (გარიგების) სახე, ფორმა, საგანი, საფუძვლები და მიზანი (ანუ რა სახის გარიგებასთან გვაქვს საქმე – მაგ. სესხის გაცემა ან ანაბრების მიღება და ა.შ.; გარიგება წერილობით იდება თუ ზეპირად; რა არის გარიგების საგანი – მაგ., ფულადი თანხის გაცემა და ა.შ.; ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში აღინიშნება აგრეთვე გარიგების საფუძველი – მაგ. ხელშეკრულება; და მიზანი – მაგ. მოგების მიღება). ბ) გარიგების დადების თარიღი და ადგილი, გ) გარიგების თანხის ოდენობა და ვალუტა, რომელშიც გარიგება უნდა შესრულდეს; დ) გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია (დოკუმენტები), მათ შორის იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება გარიგება და იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც დავალების საფუძველზე დებს ან ასრულებს გარიგებას; ე) გარიგების მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება (სახელი), მისამართი, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი (გარიგების სახელმწიფო ორგანოში რეგისტრაციის შემთხვევაში). 7. არარეზიდენტი იურიდიული პირი ვალდებულია მოახდინოს მისი იდენტიფიკაციისათვის საჭირო სხვა ქვეყნის ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 5🔗. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების ვალდებულებანი გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით 1. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები ვალდებულნი არიან პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) შეინახონ კანონმდებლობით დადგენილი ვადის განმავლობაში, მაგრამ არა ნაკლებ არასაბანკო სადეპოზიტო ოპერაციის შესრულებიდან 5 წლის განმავლობაში, ასევე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები) კანონმდებლობით დადგენილი ვადის განმავლობაში, მაგრამ არანაკლებ- გარიგების დადების ან შესრულების დღიდან 5 წლის განმავლობაში. მე-6 მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგება, შესაძლებლობის შემთხვევაში, ინახება ასევე ელექტრონული ფორმით. 2. ინფორმაცია (დოკუმენტი) იმგვარად უნდა იყოს აღრიცხული და შენახული, რომ მისი მონაცემები სრულად ასახავდეს დადებულ ან შესრულებულ გარიგებას, მასში მონაწილე პირებს და საჭიროების შემთხვევაში, კერძოდ, სისხლისსამართლებრივი დევნისას, შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება მტკიცებულების სახით. კერძოდ, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში-საკრედიტო კავშირში ინახება ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გადაგზავნილი ანგარიშგების ფორმის ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ეგზემპლარი. თუ ანგარიშგებაზე დართულია დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, სარეგისტრაციო დოკუმენტები, პირადობის მოწმომები და ა.შ.), იგი ინახება დედნის ან სათანადოდ დამოწმებული ასლის სახით. დოკუმენტში გარკვევით უნდა ჩანდეს, ვის მიერ არის ასლი დამოწმებული და დამოწმების თარიღი. 3. ინფორმაცია (დოკუმენტი) უნდა იყოს სისტემატიზირებული, აღრიცხული და შენახული ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და ამოღება უმოკლეს ვადაში.     მუხლი 6🔗. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების ვალდებულებანი ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებით 1. ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების თაობაზე არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება-საკრედიტო კავშირი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და გადაუგზავნოს შესაბამისი დოკუმენტები . 2. სიტყვიერად, ფაქსით ან ელექტრონული ფორმით შეტყობინების მიუხედავად, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი ვალდებულია არაუგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა და თანდართული მასალები, რომელშიც აღინიშნება ელექტრონული ფორმით, ფაქსით ან სიტყვიერად შეტყობინების გაგზავნის ზუსტი დრო, აგრეთვე შეტყობინების გამგზავნი და მიმღები პირები. იქვე მიეთითება წერილობითი შეტყობინების დაგვიანების მიზეზი. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი ვალდებულია ყველა შემთხვევაში ანგარიშგება გააგზავნოს ელექტრონული ფოსტითაც თუ მას აქვს ამის ტექნიკური შესაძლებლობა. 3. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მიაწვდის დაწესებულების იმ მუშაკების ჩამონათვალს და მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის რეკვიზიტები, თანამდებობა, ტელეფონი და ელ. ფოსტის მისამართი), რომელთაც არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის სამართლებრივი აქტით მინიჭებული აქვს ანგარიშგების შედგენის უფლებამოსილება და გადაუგზავნის ამ სამართლებრივი აქტის ასლს. 4. ანგარიშგების და თანდართული მასალების წერილობითი ფორმით წარდგენა ხდება დაბეჭდილი კონვერტით. 5. შეტყობინება გაიგზავნება შემდეგ მისამართზე: 0105 საქართველო, ქ. თბილისი, გ. ლეონიძის ქ. № 3/5 . კონვერტზე უნდა აღინიშნოს ადრესატი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური და საიდუმლო გრიფი. ტელ: 995 (32) 442376 ელ. ფოსტა: str@fms.gov.ge ფაქსი: 995(32)983195 6. ანგარიშგების ფორმა განსაზღვრულია ამ დებულების დანართის შესაბამისად. თითოეულ ანგარიშგებას არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი ანიჭებს დამოუკიდებელ 6 ციფრიან ნომერს და არეგისტრირებს შესაბამის ჟურნალში (რეესტრში). 7. ფორმა ივსება MsExcel-ის პროგრამაში და ამოიბეჭდება პრინტერზე. თუ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას- საკრედიტო კავშირს არ აქვს ამის ტექნიკური შესაძლებლობა, იგი ხელით, გარკვევით, ლურჯი ფერის ბურთულიანი კალმიტრით შეავსებს ანგარიშგების ფორმას. 8. კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნების შესახებ, რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს, შეივსება ფორმის ის გრაფები, რომლებიც განკუთვნილია იურიდიული პირებისათვის. 9. ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. თუ ფორმით გათვალისწინებული რომელიმე მონაცემი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას – საკრედიტო კავშირს არ გააჩნია, შესაბამისი გრაფა გადაიხაზება ან ჩაიწერება: “ინფორმაცია არ გაგვაჩნია”. თუ ანგარიშების ფორმაში არაა საკმარისი ადგილი არსებული ინფორმაციის სრულად ჩასაწერად, ფორმას დაერთვება დამატებითი ფურცელი (ფურცლები), რომელშიც დაწვრილებით აისახება საჭირო ინფორმაცია. ამ ფურცლის დასაწყისში მიეთითება რომელი ანგარიშგების დანართია იგი. 10. ანგარიშგებასთან ერთად სამსახურს ეგზავნება ყველა იმ დოკუმენტის ასლი, რომელიც არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას – საკრედიტო კავშირს აქვს ამ გარიგებასთან დაკავშირებით. 11. თუ ეჭვს იწვევს გარიგებაში მონაწილე ერთზე მეტი პირი, ანგარიშგების ფორმა ივსება თითოეულზე ცალ-ცალკე. 12. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი (შესაბამისი მუშაკი) ვალდებულია მკაცრად დაიცვას ანგარიშგების შედგენის ფაქტისა და ამასთან დაკავშირებული სხვა ინფრომაციის საიდუმლოება. ამის შესახებ არ უნდა ეცნობოს აგრეთვე თვითონ ამ პირებს ან მათ წარმომადგენლებს ან სხვა მესამე პირებს. გარდა შიდა ინსტრუქციით გათვალისწინებული არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის თანამდებობის პირისა. 13. ანგარიშგების გაგზავნის შემდეგ თუ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ხელთ აღმოჩნდება ამ გარიგებასთან ან მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული რაიმე დამატებითი ინფორმაცია, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი დაუყოვნებლივ გადაუგზავნის მას ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ამასთან, მიეთითება, თუ რომელ ინფორმაციაზე დამატებითაა იგი გამოგზავნილი.     მუხლი 7🔗. ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების წესი 1. სამსახურს უფლება აქვს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისაგან – საკრედიტო კავშირისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია ნებისმიერი გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ. სამსახურს უფლება აქვს ინფორმაცია ნებისმიერი გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ გამოითხოვოს აგრეთვე იმ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისაგან – საკრედიტო კავშირისაგან, რომელსაც არ მოუწოდებია ინფორმაცია სამსახურისთვის კონკრეტული გარიგების შესახებ. 2. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები ვალდებულნი არიან დამატებითი ინფორმაცია სამსახურს მიაწოდონ მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღის ვადაში.      მუხლი 8🔗. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესრულებაზე კონტროლი განხორციელდება ამავე კანონის მე-8 და მე-11 მუხლების შესაბამისად საქართველოს ეროვნულ ბანკის მიერ გამოცემული ნორნატიული აქტის შესაბამისად.     მუხლი 9🔗. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების პასუხისმგებლობა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიმართ გამოყენებულ იქნება სანქციები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.     მუხლი 10🔗. გარდამავალი დებულებები არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებმა-საკრედიტო კავშირებმა ამ დებულების ამოქმედებიდან 3 წლის ვადაში უზრუნველყონ გამართული ელექტრონული ფოსტის ჩამოყალიბება, ხოლო 5 წლის ვადაში უზრუნველყონ დანაწევრებული გარიგების გამოვლენისათვის ხელშემწყობი პროგრამული უზრუნველყოფის ამოქმედება.