საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება №37 „სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავების და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ ’’ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 20.01.2004
ძალის დაკარგვა 11.08.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 010320000.14.224.006309
გამოქვეყნების წყარო სსმ, 8, 28/01/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება №37 „სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავების და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ ’’ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:-1.55pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.8in 1.0in .75in 81.0pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:8.5in 11.0in; margin:57.55pt 1.0in 53.85pt 81.1pt;} div.Section2 {page:Section2;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.141.224.006.309
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №37
2004 წლის 20 იანვარი
ქ. თბილისი
„სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავების და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ ’’ დებულების დამტკიცების თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 და მე-15 მუხლების შესაბამისად ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავების და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ“.
2. დებულებების ამოქმედებამდე სადაზღვევო ორგანიზაციებმა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებმა უზრუნველყონ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ორგანიზაციული სამუშაოების დასრულება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გეგუჩაძე
დებულება
სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავების და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავების და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ“ დებულება (შემდგომში დებულება) შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე.
2. დებულება ვრცელდება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციებზე და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებზე.
3. დებულება არეგულირებს სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის (შემდგომში “სამსახური”) გადაცემის პირობებსა და წესს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე დებულებაში გამოყენებულ ცნებებსა და ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა. უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ფულადი სახსრები, სხვა ქონება ან ქონებრივი უფლებები, რომლებიც მან მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის (მათ შორის, იარაღით ვაჭრობის, ნარკოტიკული დანაშაულების, ტრეფიკინგის, ტერორიზმის) ჩადენის შედეგად, გარდა საგადასახადო და საბაჟო სფეროებში დანაშაულების ჩადენის შემთხვევებისა;
ბ. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება;
გ. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – წინასწარი შეცნობით უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის და/ან ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა;
დ. გარიგება (ოპერაცია) – სადაზღვევო ორგანიზაციის ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ სადაზღვევო პრემიის და/ან საპენსიო შესატანის მიღება.
ე. საეჭვო გარიგება – გარიგება (ოპერაცია), რომელზედაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით (არა აქვს დასაბუთებული ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების (ოპერაციის) მონაწილე პირის ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, შეუძლებელია გარიგების (ოპერაციის) მონაწილე პირის იდენტიფიკაცია ან გარიგების (ოპერაციის) თანხის წარმოშობის დადგენა) ან რომ მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან;
ვ. პირის იდენტიფიკაცია – ფიზიკური პირის ვინაობის დადგენა იურიდიული ძალის მქონე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით და/ან იურიდიული პირის (ან კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) შექმნის იურიდიული საფუძვლების, ორგანიზაციული სტრუქტურისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა დადგენა მისი შექმნისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით;
ზ. გარიგების მონაწილე პირი – „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დამზღვევი, სადაზღვევო აგენტი და სადაზღვევო ბროკერი, „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საპენსიო სქემის მეანაბრე, საპენსიო სქემის მონაწილე, ასევე მათი წარმომადგენლები და მარწმუნებლები.
თ. მონიტორინგი – სადაზღვევო ორგანიზაციებისა და/ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია, გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა,სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონითა და წინამდებარე დებულებით განსაზღვრული პირობებით;
ი. სადაზღვევო ორგანიზაცია – “დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მზღვეველი;
კ. არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი – „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იურიდიული პირი, რომელიც აფუძნებს საპენსიო სქემას და უზრუნველყოფს ფიზიკურ პირებს არასახელმწიფო პენსიებით საპენსიო სქემით დადგენილი წესის შესაბამისად;
ლ. გარიგების ფასი – დაზღვევის, გარდა სიცოსხლის დაზღვევის, სახეობაში დადებული გარიგების ფასად ჩაითვლება განსაზღვრული სადაზღვევო პერიოდით გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო პრემიის ოდენობა, ხოლო სიცოცხლის დაგროვებითი დაზღვევისა და არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში დადებული გარიგების ფასად მიიჩნევა სადაზღვევო შენატანის/საპენსიო შენატანის ჯამური ოდენობა;
მ. სადაზღვევო შენატანი (პრემია) – დამზღვევის, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის ან აგენტის შუამავლობით, სადაზღვევო ორგანიზაციისათვის სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი ფულადი თანხა;
ნ. საპენსიო შენატანი – ფიზიკურ პირთა არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით საპენსიო სქემით დადგენილი შენატანი, რომელსაც იხდიან მეანაბრეები;
ო. პირი – ნებისმიერი, როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი და კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს.
მუხლი 3🔗. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები
1. ამ დებულების მიზნებისათვის მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული საეჭვო გარიგება ანდა მისი დანაწევრების მიზნით განხორციელებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ ამ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის ფასი აღემატება 20 000 ლარს ნაღდი და 40 000 ლარს უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში.
2. მონიტორინგს ექვემდებარება აგრეთვე სადაზღვევო კოპანიების და/ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ სადაზღვევო შენატანის ან საპენსიო შენატანის მიღება, თუ არსებობს ვარაუდი, რომ რომელიმე მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია სადაზღვევო ორგანიზაციებსა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებს დაეგზავნებათ (ან გამოქვეყნდება) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ.
3. გარიგება დანაწევრებულად მიიჩნევა იმ შემთხვევაში როდესაც:
ა) ერთი და იმავე დამზღვევის და/ან საპენსიო სქემის მეანაბრის მიერ ნებისმიერ 12 თვიანი პერიოდის განმავლობაში ერთი გარიგების ან მისი დაყოფის მიზნით განხორციელებული რამოდენიმე გარიგების შემთხვევაში გადახდილი სადაზღვევო პრემიისა და/ან საპენსიო შენატანის ოდენობა აღემატება 20 ათას ლარს ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში ან 40 ათას ლარს უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში;
ბ) ერთი და იმავე დამზღვევის და/ან საპენსიო სქემის მეანაბრის მიერ დაზღვევის სახეობაში დადებული ერთი გარიგების ან მისი დაყოფის მიზნით განხორციელებული რამოდენიმე გარიგების შემთხვევაში ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ჯამური ფასი P>40 000,
ანუ,
,
სადაც,
– გარიგების ფასი;
– k–ური გადახდის შემთხვევაში ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი სადაზღვევო პრემია;
– j–ური გადახდის შემთხვევაში უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდილი სადაზღვევო პრემია.
4. თითოეული გარიგების (ოპერაციის) და მასში მონაწილე პირის შესახებ არსებული ინფორმაცია გაანალიზდება სადაზღვევო კომპანიისა და/ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ, შედარდება მათ შესახებ უკვე არსებულ ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მიღებულ იქნება გადაწყვეტილება გარიგების საეჭვოდ მიჩნევის თაობაზე.
5. გარიგების საეჭვოობის განსაზღვრისათვის გამოიყენება ამ წესის მე–2 მუხლის “ე” ქვეპუნქტი და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მომზადებული შესაბამისი მითითებები და სხვა ინფორმაცია.
მუხლი 4🔗. სადაზღვევო ორგანიზაციების და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ვალდებულებანი იდენტიფიკაციასა და გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით
1. სადაზღვევო ორგანიზაციები და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლები ვალდებულნი არიან მოახდინონ მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირების იდენტიფიკაცია. იდენტიფიკაციის მოთხოვნის შესრულებამდე სადაზღვევო კომპანიას და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს არა აქვს უფლება მიიღოს სადაზღვევო ან საპენსიო შენატანი;
2. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვასთან და გარიგების მონაწილე პირების იდენტიფიკაციასთან ერთად სადაზღვევო ორგანიზაცია და/ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლები ვალდებულნი არიან შეავსონ საეჭვო გარიგების ანაგრიშგების ფორმის პირველი ნაწილით განსაზღვრული ფორმა.
3. სადაზღვევო ორგანიზაციები და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლები ვალდებულნი არიან აღრიცხონ მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაცია საეჭვო გარიგების ანგარიშგების ფორმის მეორე ნაწილით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად;
4. ფიზიკური პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტაცია) საშუალებას უნდა იძლეოდეს, რომ დადგინდეს:
ა) სახელი, გვარი;
ბ) პასპორტის (პირადობის მოწმობის) სერია, ნომერი, პირის პირადი ნომერი, გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი;
გ) მუდმივი (რეგისტრირებული) საცხოვრებელი ადგილი;
დ) მოქალაქეობა;
ე) დაბადების თარიღი;
5. თუ სადაზღვევო ორგანიზაციებში და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებში არსებული (წარმოდგენილი) დოკუმენტები იძლევა საშუალებას, საჭიროა დადგინდეს აგრეთვე ფიზიკური პირის:
ა) მამის სახელი;
ბ) დაბადების ადგილი;
გ) დროებითი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ), თუ იგი არ ემთხვევა რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილს;
დ) პროფესია;
ე) საქმიანობა და დაკავებული თანამდებობა;
ვ) საიდენტიფიკაციო კოდი (ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში)
ზ) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები;
თ) ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
6. იურიდიული პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტაცია) საშუალებას უნდა იძლეოდეს, რომ დადგინდეს:
ა) სრული დასახელება (სახელწოდება) ძირითადი საქმიანობის ჩვენებით;
ბ) იურიდიული მისამართი (თუ ფილიალი ან წარმომადგენლობაა, როგორც მისი მისამართი, ასევე სათაო დაწესებულების იურიდიული მისამართი);
გ) მარეგისტრირებელი ორგანო;
დ) რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;
ე) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების მონაცემები ამ მუხლის მე– 4 პუნქტის მიხედვით;
ვ) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები;
7. თუ სადაზღვევო ორგანიზაციებში და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებში არსებული (წარმოდგენილი) დოკუმენტები იძლევა საშუალებას, საჭიროა დადგინდეს აგრეთვე იურიდიული პირის:
ა) საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) იურიდიული პირის მაკონტროლებელი პირის/პირების მაქსიმალურად სრული მონაცემები (აქციების, წილის, პაის და ა.შ. 20 და მეტი პროცენტის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირები, მათი სახელი და მისამართი);
გ) ამ მუხლის მე–6 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი.
8. იმ შემთხვევაში თუ გარიგების მონაწილე ფიზიკური პირის მიერ წარმოდგენილ და სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებში არსებულ დოკუმენტაციაში არ ჩანს ინფორმაცია მამის სახელის, პროფესიის ან ტელეფონის, ფაქსის ან ელექტრონული მისამართის ან საბანკო ანგარიშის შესახებ, იდენტიფიკაციის მოთხოვნა დაცულად ჩაითვლება ამ მონაცემების გარეშეც.
9. რეზიდენტი პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო აუცილებელი დოკუმენტებია: ფიზიკური პირის შემთხვევაში – იურიდიული ძალის მქონე მოქალაქის პირადობის მოწმობა ან იურიდიული ძალის მქონე მოქალაქის პასპორტი, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული პირადობის დამადასტურებელი სხვა ოფიციალური დოკუმენტი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სასამართლოს (ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ორგანოს) დადგენილება იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ ან ამონაწერი სამეწარმეო (ან სხვა შესაბამისი) რეესტრიდან.
10. არარეზიდენტი იურიდიული პირი ვალდებულია მოახდინოს მისი იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტების ლეგალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. არარეზიდენტი ფიზიკური პირის იდენტიფიკაციის ძირითადი დოკუმენტია შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი.
მუხლი 5🔗. სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ვალდებულებანი გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით
1. სადაზღვევო ორგანიზაციები და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლები ვალდებულნი არიან პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) შეინახონ ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, ასევე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები) – გარიგების დადების ან შესრულების დღიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში.
2. ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გადაგზავნილი ანგარიშგების ფორმის ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (თუ ბანკის შიდა ინსტრუქციით გათვალისწინებულია ბეჭდით დამოწმება) ეგზემპლარი. ანგარიშგებაზე დართული დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, სარეგისტრაციო დოკუმენტები, პირადობის მოწმობები და ა.შ.) ინახება დედნის ან სათანადოდ დამოწმებული ასლის სახით. დოკუმენტში გარკვევით უნდა ჩანდეს, ვის მიერ არის ასლი დამოწმებული და დამოწმების თარიღი.
3. ინფორმაცია (დოკუმენტი) იმგვარად უნდა იყოს აღრიცხული და შენახული, რომ მისი მონაცემები სრულად ასახავდეს დადებულ ან შესრულებულ გარიგებას და საჭიროების შემთხვევაში, კერძოდ, სისხლისსამართლებრივი დევნისას, შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება მტკიცებულების სახით.
4. ინფორმაცია (დოკუმენტი) უნდა იყოს სისტემატიზირებული, აღრიცხული და შენახული ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და ამოღება უმოკლეს ვადაში.
მუხლი 6🔗. სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელების ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასა და საეჭვო გარიგებაზე ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებით
1. სადაზღვევო ორგანიზაციები და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლები ვალდებულნი არიან შიდა კონტროლის განხორციელების მიზნით ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან და შესაბამის საზედამხედველო ორგანოსთან შეთანხმებით შეიმუშაონ შიდა ინსტრუქციები უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის თავიდან ასაცილებლად და მიიღონ შესაბამისი ზომები მათი შესრულების მიზნით.
2. სადაზღვევო ორგანიზაციები და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელები ვალდებულნი არიან მოახდინონ მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია, ანუ შეიმუშაონ მონაცემთა აღრიცხვის სისტემა და უზრუნველყონ მისი წარმოება;
3. ინფორმაციის სისტემატიზაციისა და შიდა კონტროლის განხორციელებითვის სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელის ხელმძღვანელი ვალდებულია ამისათვის სპეციალურად განსაზღვროს შესაბამისი პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული.
4. ამ მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული ვალდებულია:
ა) განახორციელოს შემუშავებული შიდა ინსტრუქციის შესრულების კონტროლი ინსტრუქციით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;
ბ) სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელის ხელმძღვანელს წერილობით შიდა ინსტრუქციით გათვალისწინებული წესითა და პერიოდულობით მიაწოდოს ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ;
5. თუ სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს გაუჩნდებათ დასაბუთებული ვარაუდი, რომ გარიგება წარმოადგენს ამ დებულების მე–3 მუხლით გათვალისწინებულ საეჭვო გარიგებას, დადებულია ან შესრულებულია აღნიშნული გარიგების დანაწევრების ანდა სხვა არაკანონიერი მიზნით, ან გარიგების მონაწილე პირები წარმოადგენენ ტერორისტ და/ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებს, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს (როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფოსტით) ეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და გადაუგზავნოს შესაბამისი მასალები.
6. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ცნობის წერილობით მიწოდება გულისხმობს მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ საეჭვო გარიგებაზე ანგარიშგების ფორმის შევსებასა და გაგზავნას და ამ გარიგებასთან (მის მონაწილე პირებთან) დაკავშირებით სადაზღვევო ორგანიზაციების და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების ხელთ არსებული იდენტიფიკაციის ფორმების, ასევე ყველა დოკუმენტის ასლის გაგზავნას. ანგარიშგება წარდგენილი უნდა იქნეს გარიგების დადების ან შესრულების დღიდან ან/და დასაბუთებული ვარაუდის გაჩენიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში (მათ შორის ელექტრონული ფოსტის საშუალებით). (ე.ი. თუ გარიგების დადების ან შესრულების მომენტში სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს არ წარმოეშვა საეჭვოობის ვარაუდი, მაგრამ ასეთი ვარაუდი წარმოიშვა უფრო გვიან, ინფორმაციის შემდგომში უკეთ გაანალიზების ან დამატებითი ინფორმაციის მიღების შედეგად). ამასთან, საჭიროების შემთხვევაში (ანუ თუ 1 დღის ვადაში ვერ ჩატარდება სრულყოფილი ანალიზი), სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი გააგრძელებს ინფორმაციის მოძიებასა და ანალიზს და დამატებით ინფორმაციას გადაუგზავნის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ცნობის ელექტრონული ფოსტით მიწოდება გულისხმობს შევსებული ანგარიშგების ფორმის კომპიუტერული ფაილის სახით სამსახურის შესაბამის ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნას.
7. გაგზავნილი (წარდგენილი) ფორმის მეორე ეგზემპლარი (დედნის სახით) რჩება მონიტორინგის განმახორციელებელ პირთან. ნებისმიერ შემთხვევაში სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია შეინახოს ანგარიშგების ნაბეჭდი და ხელმოწერილი ფორმის ეგზემპლარი არანაკლებ 5 წლის განმავლობაში.
8. თუ ანგარიშგების წერილობით წარდგენა დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება, სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია ანგარიშგება მოახდინოს სიტყვიერად (ტელეფონით, ფაქსით და სხვ.) მაგრამ ასეთი შეტყობინების დრო და მიმღები პირი აღნიშნოს შემდეგ წარდგენილ წერილობით ცნობაში.
9. სიტყვიერად, ფაქსით ან ელექტრონული ფორმით შეტყობინების მიუხედავად სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია არაუგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა და თანდართული მასალები, რომელშიც აღინიშნება ელექტრონული ფორმით, ფაქსით ან სიტყვიერად შეტყობინების გაგზავნის ზუსტი დრო, აგრეთვე შეტყობინების გამგზავნი და მიმღები პირები. იქვე მიეთითება წერილობითი შეტყობინების დაგვიანების მიზეზი. სადაზღვევო ორგანიზაცია ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია ყველა შემთხვევაში შეტყობინება გააგზავნოს ელექტრონული ფოსტითაც.
10. ანგარიშგების და თანდართული მასალების წერილობითი ფორმით წარდგენა ხდება სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელის უფლებამოსილი კურიერის მიერ, დაბეჭდილი კონვერტით. კურიერის არ არსებობის შემთხვევაში დოკუმენტაცია იგზავნება დაზღვეული ფოსტის საშუალებით.
11. შეტყობინება გაიგზავნება შემდეგ მისამართზე:
ტელ: .................
ელ. ფოსტა:..........................
ფაქსი:.................
12. თუ საეჭვო გარიგებას (ოპერაციას) ახორციელებს (მასში მონაწილეობს) ფიზიკური პირი, ივსება ფიზიკური პირის იდენტიფიკაციის ფორმა ამ დებულების დანართის მესამე ნაწილის შესაბამისად, ხოლო თუ იურიდიული პირი – ამ დებულების დანართის მეოთხე ნაწილის შესაბამისად.
13. თუ საეჭვო გარიგებას (ოპერაციას) ახორციელებს (მასში მონაწილეობს) ის ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომლებიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს, გამოიყენება ამ დებულების დანართის მეოთხე ნაწილი.
14. ანგარიშგების ფორმა ივსება შეძლებისდაგვარად სრულად.
15. ანგარიშგებასთან ერთად სამსახურს ეგზავნება ყველა იმ დოკუმენტის ასლი, რომელიც სადაზღვევო კომპანიას ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს აქვს ამ გარიგებასთან დაკავშირებით.
16. თუ გარიგებაში მონაწილეობს რამოდენიმე პირი, იდენტიფიკაციას საჭიროებს თითოეული ეს პირი და მათი იდენტიფიკაციისათვის ივსება შესაბამისი ფორმები თითოეულისათვის ცალ–ცალკე.
17. სადაზღვევო კომპანია ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია მკაცრად დაიცვას ანგარიშგების შედგენის ფაქტისა და ამასთან დაკავშირებული სხვა ინფრომაციის საიდუმლოება. სადაზღვევო ორგანიზაციის ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელის მიერ გარიგების ან მასში მონაწილე პირის საეჭვოობის ვარაუდის გაჩენის შესახებ არ უნდა ეცნობოს თვითონ ამ პირებს ან მათ წარმომადგენლებს. სადაზღვევო კომპანიის ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელის თანამშრომელს ეკრძალება საეჭვო გარიგების აღმოჩენის ან ანგარიშგების ფორმის შედგენის შესახებ გაამჟღავნოს რაიმე სახის ინფორმაცია აგრეთვე სადაზღვევო ორგანიზაციის ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელის შიგნით. იგი ინფორმაციას მიაწვდის მხოლოდ შიდა ინსტრუქციით გათვალისწინებულ სადაზღვევო ორგანიზაციის ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელის თანამდებობის პირს.
მუხლი 7🔗. ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების წესი
1. სამსახურს უფლება აქვს სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია ნებისმიერი გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ. სამსახურს უფლება აქვს ინფორმაცია ნებისმიერი გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ გამოითხოვოს აგრეთვე იმ სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლისაგან, რომელსაც არ მიუწოდებია ინფორმაცია სამსახურისთვის კონკრეტული გარიგების საეჭვოობის შესახებ.
2. სადაზღვევო ორგანიზაციები და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლები ვალდებულნი არიან ინფორმაცია სამსახურს მიაწოდონ მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღის ვადაში.