საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება №39 „საბროკერო კომპანიის და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.141.224.006.329
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №39
2004 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
საბროკერო კომპანიის და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესების დამტკიცების თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 და მე-15 მუხლების შესაბამისად, ამავე კანონისა და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2003 წლის 22 დეკემბრის №35 დადგენილების (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2003 წლის 25 დეკემბერს რეგისტრირებულია №010.220.020.17.014.006.260 გამოქვეყნებულია„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში III,“ 2003 წლის 25 დეკემბერი №148) საფუძველზე ვბრძანებ:
ა) „საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესი“;
ბ) „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესი“.
2. ზემოხსენებული წესები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გეგუჩაძე
საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე წესი შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი), “ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 16 ივლისის №354 ბრძანებულების და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2003 წლის 22 დეკემბრის №35 დადგენილებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2. წინამდებარე წესი ვრცელდება საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის (შემდგომში – “კომისია”) მიერ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებზე.
3. წინამდებარე წესი არეგულირებს საბროკერო კომპანიის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის (შემდგომში – სამსახური) გადაცემის პირობებსა და წესს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. წინამდებარე წესის მიზნებისათვის მასში მოცემულ ტერმინებს აქვთ “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონითა და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები; მათ შორის:
ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ფულადი სახსრები, სხვა ქონება ან ქონებრივი უფლებები, რომლებიც მან მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის (მათ შორის, იარაღით ვაჭრობის, ნარკოტიკული დანაშაულების, ტრეფიკინგის, ტერორიზმის) ჩადენის შედეგად, გარდა საგადასახადო და საბაჟო სფეროებში დანაშაულების ჩადენის შემთხვევებისა;
ბ) ქონება - საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება;
გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – წინასწარი შეცნობით უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა;
დ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ასეთად აღიარებულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, კანონის მოთხოვნების დაცვით;
ე) საეჭვო გარიგება – გარიგება, რომელზედაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით (არა აქვს დასაბუთებული ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, შეუძლებელია გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია ან გარიგების თანხის წარმოშობის დადგენა) ან რომ მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან;
ვ) პირის იდენტიფიკაცია - ფიზიკური პირის ვინაობის დადგენა იურიდიული ძალის მქონე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით ან/და იურიდიული პირის შექმნის იურიდიული საფუძვლების, ორგანიზაციული სტრუქტურისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა დადგენა მისი შექმნისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით;
ზ) გარიგების მონაწილე პირი – გარიგებაში მონაწილე ყველა პირი, მათ შორის, გარიგების მხარეები, წარმომადგენლები, მარწმუნებლები, მესამე პირები, რომლის სასარგებლოდაც იდება გარიგება.
მუხლი 3. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები
1. ამ წესის მიზნებისათვის მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ანდა მისი დანაწევრების მიზნით განხორციელებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ ამ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის ფასი აღემატება 20 000 ლარს ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში და 40 000 ლარს უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში და, ამავდროულად, გარიგება საეჭვოა და წარმოადგენს შემდეგ რომელიმე გარიგებას:
ა) გარიგებები, შესრულებული წარმომდგენზე ფასიანი ქაღალდებით, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა;
ბ) გარიგებები, შესრულებული ფასიანი ქაღალდებით, არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში მყოფი ან რეგისტრირებული პირის ანდა ასეთ ზონაში რეგისტრირებულ ბანკში საბანკო ანგარიშის მფლობელის მიერ.
2. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია საბროკერო კომპანიებს დაეგზავნებათ და გამოქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ.
3. კანონით მოცემული ტერმინების განმარტებიდან გამომდინარე, ამ წესის მიზნებისათვის საბროკერო კომპანიის მიერ გარიგების საეჭვოდ მიჩნევის საფუძვლები შეიძლება იყოს:
ა) საფონდო ბირჟაზე კოტირებად ფასიან ქაღალდებზე გარიგების ფასი 40 %-ით ან მეტით განსხვავდება ოფიციალური კოტირების ფასისაგან;
ბ) ფასიანი ქაღალდების ჩუქება ხდება პირზე, რომელიც არ წარმოადგენს პირველი რიგის ნათესავს (პირველი რიგის ნათესავებს მიეკუთვნებიან: მეუღლე, შვილი, შვილიშვილი, მშობელი, ბებია, ბაბუა, და, ძმა);
გ) გარიგების მონაწილე პირს წესდებით აკრძალული აქვს ფასიანი ქაღალდებით ოპერაციები;
დ) მყიდველი ბროკერისათვის შეუძლებელია ფულის წარმოშობის დადგენა:
დ.ა) გადმორიცხულია არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში რეგისტრირებული პირისაგან;
დ.ბ) არ ჩანს, ვისი ანგარიშიდანაა გადმორიცხული თანხა (საერთოდ);
დ.გ) შემოტანილია/გადმორიცხულია მესამე პირისაგან (არა გარიგების მხარისაგან), რომლის იდენტიფიკაცია არ განხორციელებულა;
ე) გამყიდველი ბროკერისათვის შეუძლებელია ფასიანი ქაღალდების წარმოშობის დადგენა:
ე.ა) გადმორიცხულია არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში რეგისტრირებული პირისაგან;
ე.ბ) არ ჩანს, ვისი ანგარიშიდანაა გადმორიცხული ფასიანი ქაღალდები (საერთოდ);
ე.გ) შემოტანილია/გადმორიცხულია მესამე პირისაგან (არა გარიგების მხარისაგან), რომლის იდენტიფიკაცია არ განხორციელებულა;
ვ) გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაციისას აღმოჩნდა, რომ იგი შეყვანილია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ საბროკერო კომპანიისათვის მიწოდებულ ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში;
ზ) თუ აშკარაა, რომ გარიგება დაიდო საეჭვო გარიგების დანაწევრების და აქედან გამომდინარე, კანონის მოთხოვნების თავიდან აცილების მიზნით.
4. გარიგების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი შეიძლება იყოს აგრეთვე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მომზადებული რეკომენდაციები.
5. თითოეული გარიგების და მასში მონაწილე პირის შესახებ არსებული ინფორმაცია გაანალიზდება საბროკერო კომპანიის მიერ, შედარდება მათ შესახებ კომპანიაში არსებულ ინფორმაციას და მიღებულ იქნება გადაწყვეტილება გარიგების საეჭვოდ მიჩნევის თაობაზე.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებს განახორციელებს საბროკერო კომპანიის მიერ ამისათვის სპეციალურად განსაზღვრული პასუხისმგებელი თანამშრომელი (თანამშრომლები) ან სტრუქტურული ერთეული, შესაბამისი შიდა ინსტრუქციის თანახმად.
მუხლი 4. საბროკერო კომპანიის ვალდებულებანი პირის იდენტიფიკაციასა და გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით
1. საბროკერო კომპანია ვალდებულია მოახდინოს მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის) იდენტიფიკაცია. პირის იდენტიფიკაციის მოთხოვნის შესრულებამდე საბროკერო კომპანიას არ აქვს უფლება შეასრულოს რაიმე ოპერაცია ან გაუწიოს პირს რაიმე სახის მომსახურეობა.
2. იდენტიფიკაციის შედეგად შესაძლებელი უნდა იყოს გარიგების მონაწილე ყველა ფიზიკური პირის სრული მონაცემების დადგენა, მათ შორის:
ა) სახელი, გვარი;
ბ) პასპორტის (პირადობის მოწმობის) პირადი ნომერი, გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი;
გ) რეგისტრაციის, ასევე მუდმივი ან/და დროებითი საცხოვრებელი ადგილის მისამართები როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;
დ) მოქალაქეობა;
ე) დაბადების თარიღი და ადგილი;
ვ) სქესი;
ზ) სამუშაო ადგილი და დაკავებული თანამდებობა;
თ) საიდენტიფიკაციო (საგადასახადო) კოდი (ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში);
ი ) საბანკო ანგარიშ(ებ)ის რეკვიზიტები (საბანკო დაწესებულების დასახელება, ანგარიშის სახეობა, ანგარიშის ნომერი, ანგარიშის გახსნის (და დახურვის) თარიღი).
კ) საკონტაქტო ტელეფონისა და ფაქსის ნომრები, ელექტრონული ფოსტის მისამართი.
3. იდენტიფიკაციის შედეგად შესაძლებელი უნდა იყოს გარიგების მონაწილე ყველა იურიდიული პირის სრული მონაცემების დადგენა, მათ შორის:
ა) სრული დასახელება (სახელწოდება);
ბ) იურიდიული მისამართი (თუ ფილიალი ან წარმომადგენლობაა, როგორც მისი მისამართი, ასევე სათაო დაწესებულების იურიდიული მისამართი);
გ) მარეგისტრირებელი ორგანო;
დ) რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;
ე) მარეგისტრირებელი თანამდებობის პირი;
ვ) საიდენტიფიკაციო (საგადასახადო) კოდი;
ზ) ძირითადი საქმიანობა;
თ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების მონაცემები ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;
ი) საბანკო ანგარიშ(ებ)ის რეკვიზიტები (საბანკო დაწესებულების დასახელება, ანგარიშის სახეობა, ანგარიშის ნომერი, ანგარიშის გახსნის (და დახურვის) თარიღი).
4. რეზიდენტი პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო აუცილებელი დოკუმენტებია: ფიზიკური პირის შემთხვევაში – იურიდიული ძალის მქონე მოქალაქის პირადობის მოწმობა ან იურიდიული ძალის მქონე მოქალაქის პასპორტი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სასამართლოს დადგენილება იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ ან ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
5. არარეზიდენტი იურიდიული პირი ვალდებულია მოახდინოს მისი იდენტიფიკაციისათვის საჭირო და მის წარმომადგენლობაზე პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი სხვა ქვეყნის ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საბროკერო კომპანია ვალდებულია აღრიცხოს მე-3 მუხლის შესაბამისად მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების (ოპერაციის) შესახებ შემდეგი ინფორმაცია (დოკუმენტები):
ა) ფასიანი ქაღალდებით გარიგების საგანი (ემიტენტის სრული დასახელება, ფასიანი ქაღალდების კლასი, რაოდენობა) და სახე, თანახმად ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა;
ბ) გარიგების დადების თარიღი და ადგილი, აგრეთვე გარიგების ღირებულება;
გ) გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია (დოკუმენტები), მათ შორის იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება გარიგება და იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც დავალების საფუძველზე დებს ან ასრულებს გარიგებას;
დ) გარიგების მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება (სახელი), მისამართი, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი (გარიგების სახელმწიფო ორგანოში რეგისტრაციის შემთხვევაში).
მუხლი 5. საბროკერო კომპანიის ვალდებულებანი გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით
1. საბროკერო კომპანია ვალდებულია პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) შეინახოს ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, ასევე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები) – გარიგების დადების ან შესრულების დღიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული.
2. გარიგების შესახებ, მათ შორის, პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტი) ინახება დედნის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, ინახება ამ ინფორმაციის (დოკუმენტის) ასლი, დამოწმებული ნოტარიუსის ან თავად მიმღები პირის (მისი უფლებამოსილი თანამშრომლის) მიერ. საბროკერო კომპანია შიდა ინსტრუქციის საფუძველზე სათანადო სამართლებრივი აქტით ანიჭებს პირს ასლის დამოწმების უფლებამოსილებას.
3. ინფორმაცია (დოკუმენტი) იმგვარად უნდა იყოს აღრიცხული, სისტემატიზებული და შენახული, რომ მონაცემები სრულად ასახავდეს დადებულ ან შესრულებულ გარიგებას და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და ამოღებაუმოკლეს ვადაში, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნისას შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება მტკიცებულების სახით.კერძოდ, საბროკერო კომპანიაში ინახება ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გადაგზავნილი ანგარიშგების ფორმის პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი ეგზემპლარი. მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ამ წესით განსაზღვრული დოკუმენტები და ა.შ.) ინახება დედნის ან სათანადოდ დამოწმებული ასლის სახით. დოკუმენტში გარკვევით უნდა ჩანდეს, ვის მიერ არის ასლი დამოწმებული და დამოწმების თარიღი.
მუხლი 6. საბროკერო კომპანიის ვალდებულებანი საეჭვო გარიგებაზე
ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებით
1. თუ საბროკერო კომპანიას გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული გარიგება საეჭვოა ან/და გარიგების საეჭვოდ მიჩნევისათვის არსებობს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებიდან თუნდაც ერთი მათგანი, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ეს წერილობით ან შესაძლებლობის შემთხვევაში ელექტრონული ფო რმ ით (ელექტრონული ფოსტის ან ფლოპი დისკის მეშვეობით) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.
2. სამსახურისათვის ცნობის წერილობით მიწოდება გულისხმობს საეჭვო გარიგებაზე ანგარიშგების სპეციალური ფორმის შევსებასა და გაგზავნას. ანგარიშგება წარდგენილი უნდა იქნეს გარიგების დადების ან შესრულების დღიდან (ასევე გარიგების დადების ან შესრულების შემდეგ დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში - ამგვარი ვარაუდის გაჩენიდან) 1 სამუშაო დღის განმავლობაში. ანგარიშგების ელექტრონული ფოსტით მიწოდება გულისხმობს შევსებული ანგარიშგების ფორმის კომპიუტერული ფაილის სახით სამსახურის შესაბამისი ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან ფლოპი დისკის მეშვეობით გაგზავნას, გარიგების დადების ან შესრულების დღიდან ან/და დასაბუთებული ვარაუდის გაჩენიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში.
3. წინამდებარე წესზე თანდართული “მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა” ივსება სრულად. თუ ფორმით გათვალისწინებული რომელიმე მონაცემი საბროკერო კომპანი ა ს არ გააჩნია, შესაბამისი სტრიქონი გადაიხაზება ან ჩაიწერება: “ინფორმაცია არ გაგვაჩნია”.
4. ანგარიშგების გაგზავნის შემდეგ თუ საბროკერო კომპანიის ხელთ აღმოჩნდება ამ გარიგებასთან ან მასში მონაწილე პირ(ებ)თან დაკავშირებული რაიმე დამატებითი ინფორმაცია, საბროკერო კომპანია დაუყოვნებლივ გადაუგზავნის მას სამსახურს ამ მუხლით დადგენილი წესით. ამასთან, მიეთითება, თუ რომელ ინფორმაციაზე დამატებითაა იგი გამოგზავნილი.
5. თუ ანგარიშგების წერილობით წარდგენა დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება, საბროკერო კომპანია ვალდებულია ანგარიშგება მოახდინოს ტელეფონით ან ფაქსით.
6. ელექტრონული ფორმით, ტელეფონით ან ფაქსით შეტყობინების მიუხედავად, საბროკერო კომპანია ვალდებულია არაუგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა, რომელშიც აღინიშნება ელექტრონული ფორმით, ტელეფონით ან ფაქსით შეტყობინების გაგზავნის ზუსტი დრო (რიცხვი, თვე, წელი, საათი და წუთი), აგრეთვე შეტყობინების გამგზავნი და მიმღები პირების ვინაობა (სახელი, გვარი და თანამდებობა). იქვე მიეთითება წერილობითი შეტყობინების დაგვიანების მიზეზი.
7. საბროკერო კომპანიის მიერ ანგარიშგების წერილობითი ფორმით წარდგენა სამსახურისათვის ხდება დაბეჭდილი კონვერტით, რომელზეც ადრესატის (“საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური”) და გამგზავნის სრულ დასახელებასთან და მათ საფოსტო მისამართებთან ერთად უნდა მიეთითოს გრიფი: “საიდუმლო”.
8. საბროკერო კომპანია ვალდებულია შეინახოს ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა არანაკლებ 5 წლის განმავლობაში.
9. თუ ეჭვს იწვევს საეჭვო გარიგებაში მონაწილე ერთზე მეტი პირი, ანგარიშგების ფორმა ივსება თითოეულზე ცალ-ცალკე.
10. საბროკერო კომპანია ვალდებულია მკაცრად დაიცვას ანგარიშგების ფორმის შევსების ფაქტისა და ამასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის საიდუმლოება. საბროკერო კომპანიის მიერ გარიგების ან მასში მონაწილე პირის საეჭვოობის ვარაუდის გაჩენის შესახებ არ უნდა ეცნობოს გარიგების მონაწილე პირებს ან/და სხვა პირებს. საბროკერო კომპანიას ეკრძალება საეჭვო გარიგების აღმოჩენის ან ანგარიშგების ფორმის შევსების შესახებ რაიმე სახის ინფორმაციის გამჟღავნება აგრეთვე საბროკერო კომპანიის შიგნით, გარდა შიდა ინსტრუქციით გათვალისწინებული თანამდებობის პირ(ებ)ისა.
მუხლი 7. ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების წესი
1. სამსახურს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, საბროკერო კომპანიისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია სხვა შესაბამისი გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ.
2. საბროკერო კომპანია ვალდებულია დამატებითი ინფორმაცია სამსახურს მიაწოდოს მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 8. საბროკერო კომპანიის ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით
საბროკერო კომპანია შიდა კონტროლს ახორციელებს კანონის მე-8 მუხლისა და მის საფუძველზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიასთან და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან შეთანხმებით შემუშავებული შიდა ინსტრუქციის შესაბამისად.
მუხლი 9. საბროკერო კომპანიის პასუხისმგებლობა კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის
კანონისა და ამ წესის მოთხოვნების დარღვევისათვის საბროკერო კომპანიის მიმართ გამოყენებულ იქნება სანქციები საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესით.



ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე წესი შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის (შემდგომში – “კანონი”), “ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 16 ივლისის №354 ბრძანებულების და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2003 წლის 22 დეკემბრის №35 დადგენილებითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2. წინამდებარე წესი ვრცელდება საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის (შემდგომში – “კომისია”) მიერ ლიცენზირებულ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებზე (შემდგომში – “რეგისტრატორი”).
3. წინამდებარე წესი არეგულირებს რეგისტრატორის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის (შემდგომში-“სამსახური”) გადაცემის პირობებსა და წესს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. წინამდებარე წესის მიზნებისათვის მასში მოცემულ ტერმინებს აქვთ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონითა და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები; მათ შორის:
ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ფულადი სახსრები, სხვა ქონება ან ქონებრივი უფლებები, რომლებიც მან მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის (მათ შორის, იარაღით ვაჭრობის, ნარკოტიკული დანაშაულების, ტრეფიკინგის, ტერორიზმის) ჩადენის შედეგად, გარდა საგადასახადო და საბაჟო სფეროებში დანაშაულების ჩადენის შემთხვევებისა;
ბ) ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება;
გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – წინასწარი შეცნობით უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა;
დ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ასეთად აღიარებულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, კანონის მოთხოვნების დაცვით;
ე) საეჭვო გარიგება – გარიგება, რომელზედაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით (არა აქვს დასაბუთებული ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, შეუძლებელია გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია ან გარიგების თანხის წარმოშობის დადგენა) ან რომ მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან;
ვ) პირის იდენტიფიკაცია – ფიზიკური პირის ვინაობის დადგენა იურიდიული ძალის მქონე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით ან/და იურიდიული პირის შექმნის იურიდიული საფუძვლების, ორგანიზაციული სტრუქტურისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა დადგენა მისი შექმნისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით;
ზ) გარიგების მონაწილე პირი – გარიგებაში მონაწილე ყველა პირი, მათ შორის გარიგების მხარეები, წარმომადგენლები, მარწმუნებლები, მესამე პირები, რომლის სასარგებლოდაც იდება გარიგება.
მუხლი 3. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები
1. ამ წესის მიზნებისათვის მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ანდა მისი დანაწევრების მიზნით განხორციელებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ ამ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის ფასი აღემატება 20 000 ლარს ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში და 40 000 ლარს უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში და, ამავდროულად, გარიგება საეჭვოა და წარმოადგენს შემდეგ რომელიმე გარიგებას:
ა) გარიგებები, შესრულებული წარმომდგენზე ფასიანი ქაღალდებით, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა;
ბ) გარიგებები, შესრულებული ფასიანი ქაღალდებით, არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში მყოფი ან რეგისტრირებული პირის ანდა ასეთ ზონაში რეგისტრირებულ ბანკში საბანკო ანგარიშის მფლობელის მიერ.
2. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია რეგისტრატორებს დაეგზავნებათ და გამოქვეყნდება “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ.
3. კანონით მოცემული ტერმინების განმარტებიდან გამომდინარე, ამ წესის მიზნებისათვის რეგისტრატორის მიერ გარიგების საეჭვოდ მიჩნევის საფუძვლები შეიძლება იყოს:
ა) ფასიანი ქაღალდების ჩუქება ხდება პირზე, რომელიც არ წარმოადგენს პირველი რიგის ნათესავს (პირველი რიგის ნათესავებს მიეკუთვნებიან: მეუღლე, შვილი, შვილიშვილი, მშობელი, ბებია-ბაბუა, და, ძმა);
ბ) გარიგების მონაწილე პირს წესდებით აკრძალული აქვს ფასიანი ქაღალდებით ოპერაციები;
გ) თუ საბროკერო კომპანიის მიერ არ/ვერ იქნა წარდგენილი რეგისტრატორისათვის გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაციისათვის განსაზღვრული მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები;
ვ) თუ აშკარაა, რომ გარიგება დაიდო საეჭვო გარიგების დანაწევრების და აქედან გამომდინარე, კანონის მოთხოვნების თავიდან აცილების მიზნით.
4. გარიგების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი შეიძლება იყოს აგრეთვე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მომზადებული რეკომენდაციები.
5. თითოეული გარიგების და მასში მონაწილე პირის შესახებ არსებული ინფორმაცია გაანალიზდება რეგისტრატორის მიერ, შედარდება მათ შესახებ რეგისტრატორთან არსებულ ინფორმაციასთან და მიღებულ იქნება გადაწყვეტილება გარიგების საეჭვოდ მიჩნევის თაობაზე.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებს განახორციელებს რეგისტრატორის მიერ ამისათვის სპეციალურად განსაზღვრული პასუხისმგებელი თანამშრომელი (თანამშრომლები) ან სტრუქტურული ერთეული, შესაბამისი შიდა ინსტრუქციის თანახმად.
მუხლი 4. რეგისტრატორის ვალდებულებანი პირის იდენტიფიკაციასა და გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით
1. რეგისტრატორი ვალდებულია საბროკერო კომპანიას მოსთხოვოს საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგების მონაწილე პირ(ებ)ის იდენტიფიკაციისათვის ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი, ასევე “საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესით” განსაზღვრული დოკუმენტების მისთვის წარმოდგენა. აღნიშნული დოკუმენტების რეგისტრატორის მიერ გაცნობა უნდა დადასტურდეს წერილობით, რეგისტრატორისა და საბროკერო კომპანიის პასუხისმგებელი პირების ხელმოწერით, თარიღის მითითებით. აღნიშნული მოთხოვნის შესრულებამდე რეგისტრატორს არ აქვს უფლება შეასრულოს რაიმე ოპერაცია ან გაუწიოს პირს რაიმე სახის მომსახურეობა.
2. რეგისტრატორი ვალდებულია აღრიცხოს მე-3 მუხლის შესაბამისად მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების (ოპერაციის) შესახებ შემდეგი ინფორმაცია (დოკუმენტები):
ა) ფასიანი ქაღალდებით გარიგების საგანი (ემიტენტის სრული დასახელება, ფასიანი ქაღალდების კლასი, რაოდენობა) და სახე, თანახმად ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა;
ბ) ფასიანი ქაღალდების რეესტრში ასახვის თარიღი და ადგილი;
გ) გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაციისათვის საბროკერო კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები), მათ შორის იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება გარიგება და იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც დავალების საფუძველზე დებს ან ასრულებს გარიგებას;
დ) გარიგების მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება (სახელი), მისამართი, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი (გარიგების სახელმწიფო ორგანოში რეგისტრაციის შემთხვევაში).
მუხლი 5. რეგისტრატორის ვალდებულებანი გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით
1. რეგისტრატორი ვალდებულია მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ და მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები) – გარიგების დადების ან შესრულების დღიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული.
2. გარიგების შესახებ და მასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაცია (დოკუმენტი) ინახება დედნის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, ინახება ამ ინფორმაციის (დოკუმენტის) ასლი, დამოწმებული ნოტარიუსის ან თავად მიმღები პირის (მისი უფლებამოსილი თანამშრომლის) მიერ. რეგისტრატორი შიდა ინსტრუქციის საფუძველზე სათანადო სამართლებრივი აქტით ანიჭებს პირს ასლის დამოწმების უფლებამოსილებას.
3. ინფორმაცია (დოკუმენტი) იმგვარად უნდა იყოს აღრიცხული, სისტემატიზირებული და შენახული, რომ მონაცემები სრულად ასახავდეს დადებულ ან შესრულებულ გარიგებას და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და ამოღებაუმოკლეს ვადაში, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნისას შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება მტკიცებულების სახით.კერძოდ, რეგისტრატორთან ინახება ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გადაგზავნილი ანგარიშგების ფორმის პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი ეგზემპლარი. მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (ინფორმაცია) ინახება დედნის ან სათანადოდ დამოწმებული ასლის სახით. დოკუმენტში გარკვევით უნდა ჩანდეს, ვის მიერ არის ასლი დამოწმებული და დამოწმების თარიღი.
მუხლი 6. რეგისტრატორის ვალდებულებანი საეჭვო გარიგებაზე ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებით
1. თუ რეგისტრატორს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული გარიგება საეჭვოა ან/და გარიგების საეჭვოდ მიჩნევისათვის არსებობს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებიდან თუნდაც ერთი მათგანი, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ეს წერილობით ან შესაძლებლობის შემთხვევაში ელექტრონული ფო რმ ით (ელექტრონულის ფოსტის ან ფლოპი დისკის მეშვეობით) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.
2. სამსახურისათვის ცნობის წერილობით მიწოდება გულისხმობს საეჭვო გარიგებაზე ანგარიშგების სპეციალური ფორმის შევსებასა და გაგზავნას. ანგარიშგება წარდგენილი უნდა იქნეს გარიგების დადების ან შესრულების დღიდან (ასევე გარიგების დადების ან შესრულების შემდეგ დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში – ამგვარი ვარაუდის გაჩენიდან) 1 სამუშაო დღის განმავლობაში. ანგარიშგების ელექტრონული ფოსტით მიწოდება გულისხმობს შევსებული ანგარიშგების ფორმის კომპიუტერული ფაილის სახით სამსახურის შესაბამისი ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან ფლოპი დისკის მეშვეობით გაგზავნას, გარიგების დადების ან შესრულების დღიდან ან/და დასაბუთებული ვარაუდის გაჩენიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში.
3. წინამდებარე წესზე თანდართული “მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა” (თან ერთვის) ივსება სრულად, ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული გადასაცემი განკარგულებისა და პიროვნული ანგარიშის მონაცემების საფუძველზე. თუ ფორმით გათვალისწინებული რომელიმე მონაცემი რეგისტრატორს არ გააჩნია, შესაბამისი სტრიქონი გადაიხაზება ან ჩაიწერება: “ინფორმაცია არ გაგვაჩნია”.
4. ანგარიშგების გაგზავნის შემდეგ თუ რეგისტრატორ ის ხელთ აღმოჩნდება ამ გარიგებასთან ან მასში მონაწილე პირ(ებ)თან დაკავშირებული რაიმე დამატებითი ინფორმაცია, რეგისტრატორი დაუყოვნებლივ გადაუგზავნის მას სამსახურს ამ მუხლით დადგენილი წესით. ამასთან, მიეთითება, თუ რომელ ინფორმაციაზე დამატებითაა იგი გამოგზავნილი.
5. თუ ანგარიშგების წერილობით წარდგენა დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება, რეგისტრატორი ვალდებულია ანგარიშგება მოახდინოს ტელეფონით ან ფაქსით.
6. ელექტრონული ფორმით, ტელეფონით ან ფაქსით შეტყობინების მიუხედავად, რეგისტრატორი ვალდებულია არაუგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა, რომელშიც აღინიშნება ტელეფონით, ფაქსით ან ელექტრონული ფორმით შეტყობინების გაგზავნის ზუსტი დრო (რიცხვი, თვე, წელი, საათი და წუთი), აგრეთვე შეტყობინების გამგზავნი და მიმღები პირების ვინაობა (სახელი, გვარი და თანამდებობა). იქვე მიეთითება წერილობითი შეტყობინების დაგვიანების მიზეზი.
7. რეგისტრატორის მიერ ანგარიშგების წერილობითი ფორმით წარდგენა სამსახურისათვის ხდება დაბეჭდილი კონვერტით, რომელზეც ადრესატის (“საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური”) და გამგზავნის სრულ დასახელებასთან და მათ საფოსტო მისამართებთან ერთად უნდა მიეთითოს გრიფი: “საიდუმლო”.
8. რეგისტრატორი ვალდებულია შეინახოს ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა არანაკლებ 5 წლის განმავლობაში.
9. თუ ეჭვს იწვევს საეჭვო გარიგებაში მონაწილე ერთზე მეტი პირი, ანგარიშგების ფორმა ივსება თითოეულზე ცალ-ცალკე.
10. რეგისტრატორი ვალდებულია მკაცრად დაიცვას ანგარიშგების ფორმის შევსების ფაქტისა და ამასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის საიდუმლოება. რეგისტრატორის მიერ გარიგების ან მასში მონაწილე პირის საეჭვოობის ვარაუდის გაჩენის შესახებ არ უნდა ეცნობოს გარიგების მონაწილე პირებს ან/და სხვა პირებს. რეგისტრატორს ეკრძალება საეჭვო გარიგების აღმოჩენის ან ანგარიშგების ფორმის შევსების შესახებ რაიმე სახის ინფორმაციის გამჟღავნება აგრეთვე რეგისტრატორის შიგნით, გარდა შიდა ინსტრუქციით გათვალისწინებული თანამდებობის პირ(ებ)ისა.
მუხლი 7. ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების წესი
1. სამსახურს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, რეგისტრატორისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია სხვა შესაბამისი გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ.
2. რეგისტრატორი ვალდებულია დამატებითი ინფორმაცია სამსახურს მიაწოდოს მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 8. რეგისტრატორის ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით
რეგისტრატორი შიდა კონტროლს ახორციელებს კანონის მე-8 მუხლისა და მის საფუძველზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიასთან და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან შეთანხმებით შემუშავებული შიდა ინსტრუქციის შესაბამისად.
მუხლი 9. რეგისტრატორის პასუხისმგებლობა კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის
კანონისა და ამ წესის მოთხოვნების დარღვევისათვის რეგისტრატორის მიმართ გამოყენებულ იქნება სანქციები საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესით.