საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.11.2001
ძალის დაკარგვა 08.07.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №480
სარეგისტრაციო კოდი 140060000.11.118.005062
გამოქვეყნების წყარო სსმ, 127, 28/11/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:GeorgiaNET; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:53.95pt .75in 35.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.060.000.11.118.005.062
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №480
2001 წლის 20 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
1998 წლის 12 მაისის საქართველოს კანონის „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №672 ბრძანებულების თანახმად, შსს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დეპარტამენტის შსს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარ სამმართველოდ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარი სამმართველოს დებულება“ (თან ერთვის)
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1998 წლის 27 მარტის №122 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“.
3. ბრძანება დაიგზავნოს კუთვნილებისამებრ.
4. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ზ. ჩხაიძე
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარი სამმართველოს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარი სამმართველოს (შემდგომში – მთავარი სამმართველო) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 2🔗
მთავარი სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის ”სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი და ნორმატიული აქტების, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების მოთხოვნათა დაცვით.
მუხლი 3🔗
მთავარი სამმართველო, მისი ორგანოები და დანაყოფები ქმნიან სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ერთიან სისტემას.
მუხლი 4🔗
მთავარი სამმართველო ხელმძღვანელობს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ერთიან სისტემას, წარმოადგენს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის უმაღლეს და სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალურ ორგანოს, ახორციელებს სახანძრო-ტექნიკური პროდუქციის სახელმწიფო დამკვეთის ფუნქციებს.
მუხლი 5🔗
მთავარ სამმართველოს აქვს დებულება, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. მთავარი სამმართველოს დაფინანსება ხორციელდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზე საქართველოს შსს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მეშვეობით.
მუხლი 6🔗
საქმის წარმოება მთავარ სამმართველოში ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
თავი II
მთავარი სამმართველოს ამოცანები
მუხლი 7🔗
მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზება;
ბ) ხანძრების ჩაქრობა და მასთან დაკავშირებული პირველი რიგის საავარიო-სამაშველო სამუშაოების ორგანიზება.
მუხლი 8🔗.
მთავარი სამმართველო დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულების მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) შეიმუშავებს და ახორციელებს ერთიან სამეცნიერო-ტექნიკურ პოლიტიკას სახანძრო უსაფრთხოების სფეროში;
ბ) ახორციელებს ხანძრის აღკვეთისა და მასთან ბრძოლის საქმეში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების უფლებამოსილებისა და ორგანიზაციის საფუძვლების დადგენას;
გ) ორგანიზაციას უწევს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ (მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე;
დ) ორგანიზაციას უწევს და ახორციელებს ქალაქებისა და საწარმოების ხანძრებისაგან დაცვას, სხვა სამუშაოებსა და მომსახურებას სახანძრო უსაფრთხოების სფეროში;
ე) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობის ქვეყნის სამთავრობათაშორისო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, საწარმოებთან;
ვ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებიდან დასაბუთებული გადახვევის ან ასეთი მოთხოვნილების არარსებობის შემთხვევაში განიხილავს და შეითანხმებს საწარმოების, შენობების, ნაგებობების და სხვა ობიექტების მშენებლობის, კაპიტალური შეკეთების, რეკონსტრუქციის, გაფართოების, ტექნიკური გადაიარაღებისა და ქალაქმშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას;
ზ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის ფარგლებში ატარებს საპროექტო და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შერჩევით შემოწმებებს იმ საწარმოებში, რომლებიც ასრულებენ საპროექტო და საპროექტო-საძიებო სამუშაოებს;
თ) კანონმდებლობის შესაბამისად ორგანიზაციას უწევს კონტროლის განხორციელებას იმ პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობას, რომლებიც ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიკაციას, აგრეთვე რომლებსაც აქვს მაღალი ხანძარსაშიშროება;
ი) განიხილავს და ათანხმებს სტანდარტების ნორმების და წესების პროექტებს, სხვა ნორმატიულ აქტებს, რომლებიც შეიცავენ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს;
კ) კანონმდებლობის შესაბამისად ორგანიზაციას უწევს ქვეყანაში სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის განხორციელებას;
ლ) კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს ხანძრის და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევების მოკვლევას;
მ) დადგენილი წესით შეიმუშავებს სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის აუცილებელ და სახანძრო-ტექნიკური პროდუქციის წარმოებისა და გამოყენების მარეგლამენტირებელი ნორმატიულ აქტებს;
ნ) მონაწილეობას იღებს მშენებლობის მოედნების შემრჩევი კომისიის, აგრეთვე დამთავრებული (რეკონსტრუირებული) ობიექტების მიმღები კომისიის მუშაობაში;
ო) ორგანიზაციას უწევს ქვეყანაში ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე პირველი რიგის საავარიო-სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვის ერთიანი სახლმწიფო სტატისტიკური სისტემის შექმნას;
პ) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების სფეროში ასრულებს საქართველოს კანონის „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ მე-11 მუხლით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე განიხილავს და ღებულობს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების სადავო საკითხებზე, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით;
ჟ) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის, საორგანიზაციო და ოცეულის სამსახურის ორგანიზაციის დახვეწის მიზნით აკონტროლებს და მეთოდურ დახმარებას უწევს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, აგრეთვე საუწყებო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების მმართველობის ორგანოებს და ქვედანაყოფებს;
რ) აანალიზებს ხანძრებზე სამსახურის დანაყოფების მუშაობას, ამზადებს წინადადებებს და ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ამაღლებისა და ხანძრების ჩაქრობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებლად;
ს) აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ერთად მონაწილეობს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების გარნიზონებში ხანძრის ჩაქრობის ორგანიზაციის წესის შემუშავებაში, აკონტროლებს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ძალებისა და საშუალებების მზადყოფნას, ახორციელებს ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე ყველა ხანძარსაწინააღმდეგო ფორმირების ოპერატიულ მართვას;
ტ) სამინისტროს ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებით შეიმუშავებს და წარადგენს შსს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტში მთავარ სამმართველოსა და დაქვემდებარებული დანაყოფების ხარჯთა ნუსხის პროექტებს;
უ) აკონტროლებს დაქვემდებარებული სამსახურის დანაყოფებში სახანძრო ტექნიკისა და ტექნიკური შეიარაღების ექსპლუატაციის მდგომარეობას;
ფ) საქართველოს შსს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მეშვეობით ახორციელებს დაქვემდებარებული დანაყოფების დაფინანსებას და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ქ) აკონტროლებს საორგანიზაციო-საშტატო დისციპლინის დაცვას და მეთოდურ დახმარებას უწევს სამსახურის დაქვემდებარებულ დანაყოფებს საკადრო აპარატების მუშაობაში;
ღ) ახორციელებს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურისათვის კადრების მომზადებას, გადამზადებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას;
ყ) აწარმოებს სახანძრო ტექნიკისა და სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების, ცეცხლსაქრობი საშუალებების, ნივთიერებების, მასალების, ნაკეთობების, დანადგარების, კონსტრუქციების გამოცდას მათი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, ასევე ახორციელებს სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზაციული და ტექნიკური გადაწყვეტილებების ექსპერტიზის ჩატარებას;
შ) საწარმოებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ორგანიზაციას უწევს საწარმოების ხანძრისაგან დაცვას და სახელშეკრულებო ქვედანაყოფის შექმნისათვის საჭირო დოკუმენტაციის გაფორმებას;
ჩ) ახორციელებს საწარმოებში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას, აგრეთვე საგარნიზონო და ოცეულის სამსახურის ორგანიზაციის დახვეწის მიზნით კონტროლს და მეთოდურ დახმარებას უწევს ობიექტის (საწარმოს) დამცავ ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის სახელშეკრულებო ქვედანაყოფებს;
ც) მონაწილეობს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის შექმნა-რეოორგანიზაციაში, ასევე მათი რიცხოვნების და სტრუქტურის საკითხების გადაწყვეტაში.
თავი III
მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა
მუხლი 9🔗
მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 10🔗
მთავარი სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, კურატორი შს მინისტრის მოადგილის წარდგინებით და შსს საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
მუხლი 11🔗
მთავარი სამმართველოს უფროსი თანამდებობრივად არის საქართველოში ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი, ხოლო მისი მოადგილეები, შესაბამისად, საქართველოში ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეები.
მუხლი 12🔗
მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეები მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიზნით ხელძღვანელობენ და ორგანიზაციას უწევენ თავიანთი საკურატორო სამსახურების საქმიანობას. მოადგილეები მინდობილ უბანზე მუშაობის სწორი ორგანიზაციისათვის პასუხს აგებენ მთავარი სამმართველოს უფროსის წინაშე.
მუხლი 13🔗
მიმდინარე საქმიანობის, საშემსრულებლო დისციპლინის და სხვა საკითხების განსახილველად მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა რეგულარულად იწვევს ოპერატიულ თათბირს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებისა და მოწვეულ თანამდებობის პირთა მონაწილეობით.
თავი IV
მთავარი სამმართველოს უფროსის უფლებამოსილება
მუხლი 14🔗
მთავარი სამმართველოს უფროსი, როგორც უშუალოდ, ისე თავისი მოადგილეების მეშვეობით, კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს სტრუქტურაში შემავალი დანაყოფების საქმიანობას.
მთავარი სამმართველოს უფროსს უფლება აქვს:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, გააკონტროლოს მათი შესრულება;
ბ) ჩაატაროს ღონისძიებები კადრების სწორი შერჩევის, სწავლების და განაწილებისათვის, კონტროლი გაუწიოს მათ მიერ კანონიერების განუხრელ დაცვას;
გ) შეიმუშაოს და წარუდგინოს შსს ხელმძღვანელობას წინადადებები დაქვემდებარებული დანაყოფების სტრუქტურისა და შტატების დამტკიცების შესახებ;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს, ასევე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისოს ან დასაჯოს დაქვემდებარებული დანაყოფების თანამშრომლები;
ე) ჩაატაროს დაქვემდებარებული დანაყოფების ხელმძღვანელი პირების სამსახურებრივი ატესტაცია შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი ვადებისა და წესის მიხედვით და წარადგინონ თანამშრომლები სპეციალური წოდების მისანიჭებლად;
ვ) დაავალოს სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, მიიღოს თანამშრომლებისაგან ახსნა-განმარტებები;
ზ) მოიწვიოს მთავარ სამმართველოში ანგარიშებისა და მოხსენებების მოსმენებზე დაქვემდებარებული დანაყოფების ხელმძღვანელები მთავარი სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადასაწყვეტად;
თ) დაადგინოს მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლების თანამდებობრივი მოვალეობანი, დაამტკიცოს მთავარი სამმართველოს სამუშაო გეგმები;
ი) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების სფეროში დაადგინოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის პირადი შემადგენლობის თანამდებობათა ჩამონათვალი, მათი უფლებები და მოვალეობები;
კ) მისცეს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს შვებულებაში გასვლის უფლება, გეგმებისა და სამსახურის წინაშე დასმული ამოცანების გადაჭრის მიზნით დართოს მათ ნება სამსახურებრივ მივლინებებზე ქვეყნის ფარგლებში;
ლ) ორგანიზაცია გაუწიოს მთავარ სამმართველოში მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას. აწარმოოს მათი პირადი მიღება.
თავი V
მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
მუხლი 15🔗
მთავარი სამმართველოსადმი დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით მთავარი სამმართველოს სტრუქტურაში იქმნება:
ა) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის სამსახური;
ბ) ხანძრის ჩაქრობისა და ორგანიზაციის სამსახური;
გ) სამეცნიერო-ტექნიკური სამმართველო;
დ) სახანძრო ტექნიკის ექსპლუატაციისა და უზრუნველყოფის განყოფილება;
ე) კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამსახური;
ვ) კანცელარია.
მუხლი 16🔗.
მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის სამსახური – სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების ორგანიზება აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე;
ბ) ხანძრის ჩაქრობისა და ორგანიზაციის სამსახური – საგარნიზონო და ოცეულის სამსახურის ორგანიზება დაქვემდებარებულ დანაყოფებში, ასევე სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება სახელშეკრულებო საწარმოებში;
გ) სამეცნიერო-ტექნიკური სამმართველო – სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მეცნიერებისა და ტექნიკის პრეროგატიული მიმართულების განსაზღვრა, სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის შემუშავება, ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების, წესების შემუშავება;
დ) სახანძრო ტექნიკის ექსპლუატაციისა და უზრუნველყოფის განყოფილება – მთავარი სამმართველოსათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების საჭიროებისამებრ განაწილებისა და დაქვემდებარებულ დანაყოფებში ძირითადი საშუალებების სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება;
ე) კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამსახური – დაქვემდებარებულ დანაყოფებში საორგანიზაციო-საშტატო მუშაობის ორგანიზება, წინადადებების მომზადება მათი სტრუქტურული სრულყოფისათვის, კადრების ხარისხობრივი შემადგენლობის გაუმჯობესებისა, შერჩევა-განაწილებისათვის პირადი შემადგენლობის მორალურ-ზნეობრივი თვისებების ამაღლებისა და განმტკიცებისათვის;
ვ) კანცელარია – მთავარ სამმართველოში შემოსული დოკუმენტაციის და საქმეების წარმოების ორგანიზება.
თავი VI
მთავარი სამმართველოს დებულებასა და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანის წესი
მუხლი 17🔗
მთავარი სამმართველოს დებულებასა და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე.